ხაინდრავა –არასამთავრობო სექტორი ხელისუფლების მართვას ცდილობს


xaindrava“ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა, რომელიც საქართველოს განვითარებას ძალიან ამუხრუჭებს, არის ე.წ მეხუთე კოლონა, რომელიც ხშირად არასამთავრობო სექტორს ირქმევს” – აცხადებს  რეჟისორი გოგა ხაინდრავა. 

„როგორც წესი, ეს არის გავლენის სფეროები, ეს სფეროები არ არის მართვადი საქართველოდან, ეს არის მართვადი უცხოეთიდან. ამ ყველაფერში, როგორც წესი, სერიოზული ფინანსები იხარჯება, ხორციელდება პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლებაზე, ვგულისხმობ საქართველოში არსებულ ნებისმიერ ხელისუფლებას, მიდის მცდელობა, რომ ხელისუფლების მართვა იყოს შესაძლებელი, ამის ნათელი მაგალითია რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. მისი ნათლად აჩვენებს ე.წ სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას, საზოგადოების, რომელსაც ამის პრეტენზია აქვს. ეჭვი მეპარება, რომ ეს არის ქართული სამოქალაქო საზოგადოება“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მან არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურთან სასამართლო დავაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამი წლის განმავლობაში, გიგაური სასამართლო პროცესებს არ დასწრებია.

„ეკა გიგაურმა სამი წლის წინ მიჩივლა პატივისა და ღირსების შელახვის თემით, მას მერე საინტერესოდ განვითარდა მოვლენები, სამი წლის განმავლობაში არ მოვიდა პროცესზე და ბოლო პროცესზე საერთოდ მისი წარმომადგენლებიც კი არ მოვიდნენ. ამასობაში გაირკვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაფინანსებული ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ათეულობით მილიონ დოლარს იღებს წლების მანძილზე, შედეგად ვიღებთ ეკა გიგაურის საკმაოდ ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებებს და კვლევებს, რომელიც ისევეა ახლოს სიმართლესთან, როგორც NDI და IRI-ის კვლევები. ერთადერთი რასაც ის ემსახურება, არის ის, რომ რამენაირად გავლენები მოიპოვოს, როგორც საზოგადოებაზე, ისე ხელისუფლებაზე, ცალკეულ სამინისტროებზე“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, ეკა გიგაური, რომელიც სხვებისგან გამჭვირვალობას ითხოვს, თავად არის მოცული ბუნდოვანი წარსულით.

„ეს არის ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო იმ ხალხის დაჯილდოებაში, რომელმაც ხერხემალში გადატეხა საქართველოს მოსახლეობის თავისუფლებისკენ სწრაფვა 7 ნოემბერს, მსგავსი ფიგურების არსებობა საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანას. ჩემი აზრით, ის ემსახურება არა საქართვლოს მოქალაქეების ინტერესებს, არამედ ემსახურება საზღვარგარეთ მყოფი ძალების ინტერესებს. რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი, განსაკუთრებით დიდ აქტორებს, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკას განაგებენ და თავისთავად როდესაც ამა თუ იმ ხელისუფლების გავლენის სადავეები გაქვს ხელში, ეს არის საკმაოდ კომფორტული.

ამას ემსახურება „საია“, „42-ე მუხლი“. ის ადამიანები ამოყოფენ თავს სამთავრობო სტრუქტურებში, მაგალითად კოჟორიძე, ნაცვლიშვილი. კარგი იქნებოდა, ესაუბრონ ქართულ საზოგადოებას პირდაპირ და უთხრან, რომ არიან პოლიტიკური მოღვაწეები და ეწევიან პოლიტიკურ მოღვაწეობას. ნებისმიერ საკითხზე, რაც ძალიან პოლიტიკური და სამთავრობოა, პირველ რიგში, ნაცვლიშვილი ან გიგაური აკეთებენ განცხადებებს. საერთოდ მაგათი გაერთიანება იყო „ეს შენ გეხება“, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის გარდა ყველაფერი ეხებათ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

1tv.ge




მინისტრობის წარდგენილ კანდიდატებს ყველა კომიტეტმა მხარი დაუჭირა


პარლამენტი საპარლამენტო კომიტეტებმა პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ მინისტრობის კანდიდატურებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, კენჭისყრა გაიმართა, რომელზეც ყველა კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, პარლამენტში წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, შეხვედრები დეპუტატებსა და მინისტრობის კანდიდატებს შორის ფრაქციებში, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. ხოლო 20 ივნისს  პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.




ახტალას უნიკალური კურორტი არაბებს $1,53 მილიონად მიყიდეს


Картинки по запросу ახტალაპროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის ფარგლებში“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა ელექტრონულ აუქციონზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 3 760 000 ლარად ($1,53 მილიონი) გაყიდა. 

აუქციონში გამარჯვებულად შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ გამოვლინდა. როგორც regnum– ი იუწყება, ეს კომპანია არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიის  Global Victory Investments Limited–ის  შვილობილი კომპანიაა.
შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ 12  მილიონის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და შესყიდულ ტერიტორიაზე  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი მოაწყობს.

ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ, მათ შორის ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან. ახტალა  მდებარეობს  ქალაქ გურჯაანში. კურორტის სამკურნალო ფაქტორს განაპირობებს ფსევდოვულკანური ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის და აპლიკაციებისთვის.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში ეს უკვე რიგით მეოცე გაყიდული ობიექტია.

პროექტის ფარგლებში ჯამში გაყიდულია 57 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 121 მილიონზე მეტს შეადგენს.

 

 




მცირე კომპანიებს მსხვილ სავაჭრო ქსელებში პროდუქცია ვერ შეაქვთ


Похожее изображениеსასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „კონას“  გასაყიდად მცენარეული ჩაი გამოაქვს. კოოპერატივის ხელმძღვანელი ნატალია ფარცხალაძე ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გამყარება უჭირთ, რადგან მსხვილი სუპერმარკეტები საკმაოდ კაბალურ ხელშეკრილებას სთავაზობენ და რეალიზებული პროდუქციის შემდეგ  თანხის ამოღება უჭირთ. 

“მსხვილი ქსელური სუპერმარკეტები ითხოვენ  პროდუქციის დიდ პარტიას და უწყვეტ მიწოდებას. ვცადეთ  ჩაის შეტანა  რამდენიმე მსხვილ ქსელში, თუმცა სუპერმარკეტის ადმინისტრაციამ  გამომიგზავნა ხელშეკრულება, სადაც 50 ათასი ლარის ჯარიმა ეწერა პროდუქციის არ მიატნის შემთხვევაში. ჩვენ უარი ვთქვით ამ ქსელთან ურთიერთობაზე. ადგილობრივი ბაზრი პრობლემაა – საერთოდ ასე მუშაობს რითეილი, კონსიგნაციაზე. თანხების ამოღების პრობლემა აქვს მცირე ბიზნესს, რადგან დიდი ინვესტიციის და დაძინებული ფულის გარეშეა ბიზნესი წამოწყებული. სტარტაფისთვის ეს პრობლემა მწვავედ დგას,” — ამბობს ნათია ფარცხალაძე.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენელი “კომერსანტთან” საუბარში აცხდებს, რომ ცდილობს პროდუქციამ საკუთარი ნიშა ევროკავშირის ბაზარზე იპოვოს. პირველი წარმატებული გადაზიდვა ჰოლანდიის ბაზარზე უკვე განხორციელდა.

კოოპერატივი “კონა” ადგილობრივ ბაზარზე მეორე წელია ოპერირებს. 12 ინგრედიენტით დამზადებული მცენარეული ჩაი მცირე მარკეტებში იყიდება. მალე შესაძლოა “კონას”  პროდუქცია “აგროჰაბში” გამოჩნდეს.

commersant.ge

 




საქართველოში პირველი სამოქალაქო "დრონი" დაარეგისტრირეს


Картинки по запросу дронსამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო უპილოტო საჰაერო ხომალდების რეესტრში პირველი “დრონი” დაარეგისტრირა.

DJI Hexa Copter Matrice 600 ტიპის უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ფიზიკური პირია, რომელიც “დრონის” მეშვეობით საჰაერო ფოტოგადაღებას და სააგენტოს თანხმობით ცალკეულ შემთხვევებში სხვადასხვა სახის საგნების გადატანას ახორციელებს.

დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდი მრავალფუნქციური დანიშნულებისაა და პროფესიული საჰაერო ფოტოგადაღების გარდა, სხვადასხვა სახის ინდუსტრიაში გამოიყენება.  „დრონის“ მაქსიმალური ასაფრენი მასა საშუალოდ 15.5 კილოგრამია, რა დროსაც მას 6 კილოგრამი წონის სპეციალური სასარგებლო ტვირთის გადატანის უნარი გააჩნია.

 

პირველ რეგისტრირებულ უპილოტო საჰაერო ხომალდს სააგენტოს მიერ ამოსაცნობი ნიშანი –  GE-001 მიენიჭა.

უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 5 კილოგრამს ექვემდებარება რეგისტრაციას.

რეგისტრაციის მოწმობა ვარგისია უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის მანძილზე და არის უვადო (რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს უპილოტო საჰაერო ხომალდის სხვა პირზე საკუთრებაში გადაცემისას, უპილოტო საჰაერო ხომალდის დაკარგვისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში).  მონაცემთა ბაზაში შეტანილ უპილოტო საჰაერო ხომალდს ენიჭება ამოსაცნობი 5 ციფრიანი ნიშანი.

„უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები” 2017 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის მოთხოვნები 2017 წლის 1 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. რეგულაცია ადგენს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ნორმებს და მისი მიზანია ფრენის უსაფრთხოების დაცვა საქართველოს საჰაერო სივრცეში.




ოზურგეთში "ენმ"–ს წევრებმა შიმშილობა დაიწყეს


Картинки по запросу ენმ ოზურგეთში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დათო მჟავანაძემ, ბესო ქათამაძემ და თორნიკე გოგუაძემ შიმშილობა დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, ინციდენტში მონაწილე ყველა მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა დატოვონ თანამდებობა და უმკაცრესად აგონ პასუხი სამართლის წინაშე. ენმ-ში ამბობენ იმასაც, რომ ბესიკ ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა არა მარტო “ქართული ოცნების” დეპუტატმა ტარიელ აროშიძემ მიაყენა, არამედ მას საკრებულოს 4 წევრი დაესხა თავს.

ოზურგეთში, საკრებულოს შენობასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მისი მხარდამჭერები მერიასთან დილიდან შეიკრიბნენ. ოპოზიციური პარტია საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომასაც ითხოვს.

დღესვე ოზურგეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს –  ერთი “ქართული ოცნების”, ხოლო მეორე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი. აქციაზე მისულმა “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია და გააპროტესტა “ენმ”-ის მოთხოვნა, ოპოზიციონერი დეპუტატის ცემაში მონაწილე პირების დასჯასთან დაკავშირებით, რასაც ხმაური მოჰყვა.შსს–ს  ინფორმაციით, მოხდა აღნიშნული პირების აქციიდან განრიდება.

ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს ინფორმაცია აღარ მიაწოდეს იმიუს შესახებ, თუ რა ხდებოდა შენობაში. აქციის მონაწილეებმა პოლიციიისთცის წინააღმდეგობის გაწევა და შენობაში შეჭრა გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

 ოზურგეთში იმყოფება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია.

“ადგილობრივი ხელისუფლება არ მოქმედებს დამოუკიდებლად სისტემურად შეთანხმებულად მოქმედებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მაგრამ როგორც მოუწია მარნეულის მერს საზოგადოების ზეწოლის შედეგად გათავისუფლება და მათი დაკავება მოუწიათ. როგორც შოთაძის გადაყენება და მთავრობის დათხოვნა მოუწია ბიძინა ივანიშვილს მაგრამ ახალი სახელი და გვარებით აპირებს სცენაზე მავანის გამოყვანას და ეს ძალიან დროებითი იქნება. აი ასე მოუწევს ყველა იმ მოძალადე „ქართული ოცნების“ დეპუტატს ვინც ხელი აღმართა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატზე“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც.

„დათო მჟავანაძე ნამდვილი პატრიოტი და მაგარი პოლიტიკოსია! ვამაყობ ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მებრძოლი გუნდით!“ – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალებულ “ქართული ოცნების” დეპუტატს ტარიელ აროშიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.




მამუკა ბახტაძე:"მოსახლეობას მთავრობის შენახვა გაცილებით იაფი უნდა უჯდებოდეს"


Картинки по запросу ბახტაძე
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით  სამინისტროების რაოდენობა მცირდება –  14-ის ნაცვლად 11 სამინისტრო დარჩება. 

მოსახლეობას მთავრობის შენახვა გაცილებით იაფი უნდა უჯდებოდეს, ვიდრე  ახლა,– მიაჩნია  მამუკა ბახტაძეს,–სწორედ ამიტომ მმართველი პარტიის კანდიდატი რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს.

“ჩვენ მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილების ფარგლებში მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა შემცირდება, ხოლო სამთავრობო ხარჯების ოპტიმიზაცია მათი შემცირების კუთხით სრულად შეეხება ბიუროკრატიულ აპარატს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში, სამწუხაროდ, ვერ ესწრება.

შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობით მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება, დასრულდება კონსტულაციები პარლამენტში, ეს პროცედურა, განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად”, – თქვა ბახტაძემ.

მისი თქმით, ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს.

ამჯერად მინისტრთა კაბინეტში რაოდენობრივი ცვლილებები არ იგეგმება და მამუკა ბახტაძე პარლამენტის წინაშე იმდენივე მინისტრობის კანდიდატით წარდგება, რამდენიც ახლა, მოქმედ კაბინეტშია – 13 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი.




მამუკა ბახტაძე რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს


„ჩვენი კონცეფციაა, მცირე მთავრობა, რომელიც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს არის ის, რაც შემიძლია ამ ეტაპზე დაგიდასტუროთ. ბუნებრივია, მიმდინარეობს კონსულტაციები, მაგრამ ამოსავალი წერტილია, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ძალიან ოპერატიული და მოქნილი მცირე მთავრობა. პრინციპი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებასაც. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, დაველოდოთ კონსულტაციებს და აუცილებლად მიიღებთ პასუხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი დღეს  ტექნოპარკში სტარტაპერებს შეხვდა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ახალგაზრდული ეკონომიკა მთავრობის სტრატეგიული კომპონენტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი თქმით, გატარდება საგადასახადო რეფორმა, რომ საქართველო უცხოური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს. ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი კომპანიის ოფისი საქართველოშიც განთავსდეს.




"მსოფლიო საპატრიარქო თქვენს გვერდითაა ყველა იმ საკითხში, რაშიც თქვენი ეკლესია მხარდაჭერასა საჭიროებს"


მიტროპოლიტი ემანუელი ილია მეორეს - გახსოვდეთ, მსოფლიო საპატრიარქო თქვენს გვერდითაა ყველა იმ საკითხში, რაშიც თქვენი ეკლესია მხარდაჭერასა და დახმარებას საჭიროებსმსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ორი მიტროპოლიტია, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ღვთისმსახურებას დაესწრო. პატრიარქმა საპატიო სტუმრებს ამბიონიდან მიმართა და ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მიტროპოლიტმა ემანუელმა და სმირნის მიტროპოლიტმა ბათლომეუსმა ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქის მოკითხვა გადასცეს და აღნიშნეს, რომ მსოფლიო საპატრიარქო ქართული ეკლესიის მხარდამჭერია და წლების განმავლობაში არსებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ქართველი ხალხი, რომელიც ბურჯია რეგიონში მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის. უზომოდ მოხარულები ვართ თქვენო უწმინდესობავ, მოგესალმებით გულითადად სმირნის მიტროპოლიტი და მე, რომლებმაც თქვენთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ საღმრთო ლიტურგიაში და ვეზიარეთ უხრწნელ სისხლსა და ხორცს.

თქვენთან ჩამოტანილი გვაქვს ძმური სიყვარული მისი ყოვლდაუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის და დედაეკლესიის, რომელიც არის მსოფლიო ეკლესიის გვირგვინი. იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რაზეც გვიწევდა საუბარი წინა შეხვედრებისას და ახლაც, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე თქვენთან ვთანამშრომლობთ.

მთლიანად მსოფლიო საპატრიარქო და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არის თქვენს გვერდით ყველა იმ საკითხში, რაშიც საჭიროებს თქვენი ეკლესია მხარდაჭერას და დახმარებას. ყოველთვის გწამდეთ, რომ მსოფლიოს საპატრიარქო ყველა იმ წამოწყებულ საქმეში, რომელშიც უკვე ოთხი ათწლეულია ემსახურებით, ყოველთვის იქნება თქვენი თანაშემწე. იმ დღიდან, რა დღიდანაც ბიზანტია, როგორც იმპერია არსებობდა და იყო ძმური ურთიერთობა მათ შორის, ეს დღემდე გრძელდება და ამის შემდეგაც გქონდეთ იმედი ჩვენი. უნდა გაღრმავდეს ჩვენს შორის ურთიერთობა. გისურვებთ დღეგრძელობას“,- აღნიშნა მიტროპოლიტმა, ემანუელმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატიო სტუმრებს საჩუქრად ხატები გადასცა.

„ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღეს ჩვენთან იმყოფებით. დღეს შესრულდა წმინდა წირვა სამების ტაძარში, სადაც მოვიხსენიეთ ყველა პატრიარქი და მღვდელმთავარი”,- განაცხადა პატრიარქმა.

საპატიო სტუმრები გუშინ უკვე შეხვდნენ ილია მეორეს. მათი ჩამოსვლის მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესს უკავშირდება. მიტროპოლიტი ემანუელი და ასევე სმირნისმიპროპოლიტი ბართლომეუსი თბილისს ხვალ დატოვებენ.

1tv.ge




ჰავაიზე ვულკანმა ძვირფასი ქვები ამოაფრქვია


Картинки по запросу оливинჰავაის დიდ კუნძულზე  მოქმედმა ვულკანმა კილუეაამ დიდი რაოდენობით ნახევრადძვირფასი ქვა ოლივინი ამოაფრქვია.

ადგილობრივი მოსახლეობა ადასტურებს, რომ ოლივინის “წვიმის” მომსწრე გახდა. ჰავაის უნივერსიტეტის გეოლოგმა შერილ განესკიმ დაადასტურა, რომ კუნძულზე ასეთი რაოდენობით ძვირფასი ქვის  გამოჩენა ვულკანის ამოფრქვევას უკავშირდება.

ოლივინი ფართოდაა გავრცელებული დედამიწის მანტიაში და ხშირად მოყვება ვულკანიდან გადმსულ ლავას და ვულკანურ ბომბებს. ჰავაის ოლივინი განსხვავდება ღია მწავნე ფერით და საკუთარი სახელწოდებაც გააჩნია – ჰავაიტი. ის საკამაოდ გავრცელებულია არქიპელაგზე,  მეტიც, ოლივინის ქვიშის პლაჟებიც არსებობენ.

იუველირები მაღალი ხარისხის ოლივინს იყენებენ. ერთი კარატის  ღირებულება $450 აწევს.