"მოვუწოდებ მმართველ პარტიას - თავიდან აიცილონ ის, რის გაკეთებასაც ოპოზიცია ცდილობს"


Саломе Зурабишвили – Закон, как и распространившаяся сегодня болезнь, не  знает исключений и привилегий - Сегодня борьба за государство состоит в  защите закона и пребывании дома | Информационное агентство «Интерпрессньюс»საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ  ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის არსებული კრიზისი  ევროპულ გზას შეაჩერებს,  ახლა მეტი მუშაობაა საჭირო კომპრომისის მოსაძებნად, რადგან ეს არის გზა საქართველოსთვის, მოსახლეობისა და ყველა პოლიტიკური პარტიისთვის.

„მოვუწოდებ ყველა მათგანს, ალბათ უფრო მეტად მმართველ პარტიას, რადგან ისინი უფრო პასუხისმგებელნი არიან, რომ თავიდან აიცილონ ის, რის გაკეთებასაც ოპოზიცია ცდილობს, პროვოკაციებისა და დესტაბლიზაციის სცენარის მხრივ. ორივე მხარემ ბევრად მეტი უნდა გააკეთოს, თუ ნამდვილად სჯერათ, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი. მე ამის მჯერა, სრულად დარწმუნებული ვარ და არ ვფიქრობ, რომ ეს კრიზისი ევროპულ გზას შეაჩერებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ბიბისის“ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ევროპელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკის შესახებ და ერთ-ერთ მაგალითად ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება მოიყვანა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „ეს არის პიროვნების რეაქცია, რომელიც აღარ არის პოლიტიკაში და ვფიქრობ, ეს ძალიან გადაჭარბებულია“.

„ვფიქრობ, საქართველომ თავის გზაზე მიაღწია დიდ პროგრესს. არ ვფიქრობ, რომ საქართველოზე შეიძლება უარი თქვან მხოლოდ ერთი მოვლენის გამო, რომელსაც აქვს ასევე თავისი წინაისტორია – იყო პარლამენტის შტურმი, სხვადასხვა პროვოკაციები. ბალანსისთვის ვიტყვი, არ ვფიქრობ, რომ დრო და ფორმა იყო ნამდვილად საუკეთესო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო მოულოდნელად გახდა ავტორიტარული ქვეყანა.

საქართველოში შარლ მიშელის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ არსებობს კრიზისი, თუმცა ეს ასევე ნიშნავს, რომ არავინ ამბობს უარს საქართველოზე (არავის ჩამოუწერია საქართველო). მანამდე საკითხზე მუშაობდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები. ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ევროკავშირი ფიქრობს, რომ მოსმენილი კრიტიკის მიუხედავად, საქართველო რეგიონში კვლავ არის ყველაზე დემოკრატიული, განვითარებული და სტაბილური ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირს სჭირდება საქართველო, როგორც ევროპული გზა ამ რეგიონში და მკაფიოა, რომ საქართველოსაც სჭირდება ევროკავშირი.

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალმა პოლიტიკურმა ფიგურამ მედიატორის როლი იკისრა ამ კრიზისში. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ გადავლახავთ ამ კრიზისს. თქვენ იცით, რომ საქართველოს უნახავს ბევრი უფრო მეტად დრამატული მოვლენა თავის ისტორიაში და ჩვენ ისინი გადავლახეთ. ჩვენ ერთ-ერთი გამძლე ქვეყანა ვართ და დარწმუნებული ვარ ჩემს ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




საუკუნეების წინ დაწერილი და დალუქული წერილი მეცნიერებმა ვირტუალურად გახსნეს და წაიკითხეს


საუკუნეების წინ დაწერილი და დალუქული წერილი მეცნიერებმა ვირტუალურად გახსნეს და წაიკითხეს — #1tvმეცნიერებასამასზე მეტი წლის წინ, ვიღაცამ ჩახლართულად დაკეცა, დალუქა და გააგზავნა წერილი, რომელიც ადრესატს არასოდეს ჩაბარებია. ახლახან, მეცნიერებმა რენტგენული სხივების გამოყენებით „გახსნეს“ ეს და სხვა ასე დალუქული წერილები, რომლებიც ჰააგაში, მე-17 საუკუნის ყუთში ინახებოდა.

პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა ეს მეთოდი რენესანსის ხანის „ჩაკეტილ“ წერილებზე მოსინჯეს, რომლებიც 1926 წლიდან ინახებოდა ჰააგაში, ნიდერლანდების საფოსტო მუზეუმში.

სკივრში 3100-ზე მეტი ჩაუბარელები წერილია, მათგან 577 გაუხსნელი, ჩაკეტილია. ბრიენის კოლექციის სახელით ცნობილი ეს წერილები შესრულებულია ნიდერლანდურად, ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად, ლათინურად და ესპანურად.

უცნობ მიზეზთა გამო, ჰააგაში ჩასვლის შემდეგ ეს წერილები ადრესატებთან ვეღარ იგზავნებოდა და მათ ფოსტმაისტერი სიმონ დე ბრიენი ინახავდა.

საიმედოდ დალუქვისთვის, ჩაკეტილ წერილებში სხვადასხვა მეთოდებია გამოყენებული, მათ შორის, დაკეცვა და დახვევა, გრძელი ჭრილები და ხვრელები, დაჭმუჭვნა და წებო; ასევე ჭკვიანურად მოფიქრებული სხვადასხვა საკეტები.

დაკეცილი ქაღალდის ფენებში შეღწევის მიზნით, კვლევის ავტორებმა რენტგენული მიკროტომოგრაფიის სკანერი გამოიყენეს, რომელიც ლონდონში, დედოფალ მერის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კვლევების ლაბორატორიაში გამოიგონეს.

სკანერი იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია აღრიცხოს კბილის მინერალური შემცველობა, რაც ფასდაუდებელია სტომატოლოგიურ კვლევებში.

კვლევის კიდევ ერთი ავტორის, დევიდ მაილსის განცხადებით, ჯგუფის წევრებმა სკანირებული ფოტოების ასოებად გადაქცევა შეძლეს და შედეგად, პირველად სამასი წლის შემდეგ, წერილების შინაარსი წაიკითხეს.

სკანირებული ფოტოებით მკვლევრებმა წერილების 3D ციფრული რეკონსტრუქცია ააწყვეს, შემდეგ კი შექმნეს კომპიუტერული ალგორითმი, რომელმაც დაკეცვის დახვეწილი მეთოდები ნაკეც-ნაკეც გაშიფრა და წერილები ვირტუალურად, ფიზიკურად გახსნის გარეშე გახსნა. ამ ინოვაციური მეთოდის გამოყენებით, მეცნიერებმა ციფრულად გახსნეს ოთხი წერილი და ერთ-ერთი მათგანის, სახელად DB-1627-ის შინაარსიც გაშიფრეს.

„მისი წერილი ადრესატს არ ჩაბარებია; შემდეგ წერილებში სენაკი ბიძაშვილს ოჯახის ამბებს ეკითხება და ღვთის წყალობას უსურვებს“, — წერენ ავტორები.

„არ ვიცით, რატომ ვერ მიიღო ლე პერმა სენაკის წერილები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაჭრები ხშირად იცვლიდნენ ადგილს, სავარაუდოა, რომ ლე პერი უკვე სხვაგან იყო გადასახლებული“, — ამბობენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ამ მეთოდით ახლა უკვე შესაძლებელია ათობით ათასი ასეთი პირადული წერილის წაკითხვა, რომლებსაც დღის სინათლე დაწერის შემდეგ არასოდეს უნახავთ.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.

1tv.ge




„ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ 27 თებერვალს გაიმართება


ინტერნეტი, გაჯეტი, პლანშეტიხვალ, 27 თებერვალს, 15:00-დან 22:00 საათამდე, ონლაინფორმატში გაიმართება „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“. ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაეროს მიგრაციის სააგენტო – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).  ღონისძიება ევროკავშირის ხელშეწყობით ჩატარდება.

დიასპორის ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

„ფორუმზე ხაზი გაესმება ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში. ღონისძიებაზე განიხილება მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და თანადაფინანსების მექანიზმები, ხაზი გაესმება იმ წამყვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყების თუ ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს. ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს“, – აღნისნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

დიასპორის ეკონომიკური ფორუმი ოთხი თემატური სესიისგან შედგება. მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ როგორც ეროვნული, ასევე უცხოური და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროგრამების შესახებ წარმოების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინოვაციების მიმართულებით. დიასპორის წარმომადგენლებისათვის ჩატარდება ფართომასშტაბიანი და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მიმდინარე თუ ახალი პროექტების პრეზენტაცია, განიხილება ამ პროექტებში დაისპორასთან თანამშროლობის პერსპექტივები.

ღონისძიებას 150-ზე მეტი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ საშუალება ექნებათ, ონალინრეჟიმში, შეკითხვები დაუსვან შესაბამისი სამინისტროებისა თუ სააგენტოების წარმომადგენლებს და მიიღონ საჭირო ინფორმაცია საქართველოში საქმიანობის დაწყების თუ გაგრძელების შესახებ.

დაინტერესებულ საზოგადოებას შეეძლება ღონისძიებას სრულად ადევნოს თვალი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაეროს მიგრაციის სააგენტო – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) Facebook-გვერდებზე.




კახიშვილი ღარიბაშვილს:"შეუბსუბუქდება თუ არა პირობები მცირე ბიზნესს?"


კახიშვილიუმრავლესობის დეპუტატმა  კახა კახიშვილმა დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს  ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა, რომელთაგანაც ერთ-ერთი პანდემიის შედეგად დაზარალებულ მცირე ბიზნესს ეხებოდა. კახიშვილი ასევე სათხილამურო კურორტებზე პანდემიის შედეგად დახურული სასტუმროების ამოქმედებით დაინტერესდა.

„გრადაციის კუთხით, ჩემთვის ბევრი რამაა გაუგებარი და იქნებ გამარკვიოთ. შეიძლება არის სამართლიანი მიზეზები, რომელიც ჩვენ არ ვიცით და იქნებ ამაშიც დაგვეხმაროთ და გაგვარკვიოთ სამთო სათხილამურო კურორტებთან მიმართებაშიც.

ჩემი აზრით, გრადაცია ცოტა უაზროა, მაშინ როდესაც ყაზბეგში მუშობს სასტუმრო და ის სათხილამურო კურორტს არ მიეკუთვნება, ჩვეულებრივად მუშობს. ამ დროს ბაკურიანის, გოდერძის, გუდაურისა და მესტიის კურორტები სათხილამუროა და ისინი დაკეტილია. ცოტა მართლაც გაუგებარია. ყაზბეგში კოვიდი არ არის და აქეთ არ არის?! თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შესაძლებელია გაიხსნას აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროები, მაგრამ არ ამოქმედდება იგივე სათხილამურო ტრასები, ნუ ლოგიკა სად არის?! ადამიანი თუ მიდის ამ კურორტებზე, ჩადის იმისათვის, რომ ტრასებით ისარგებლოს. იმ პირობებში, როდესაც ადამიანებს კრედიტი აქვს აღებული, ახლა მოდის თოვლი ამ კურორტებზე და ახლა არის მათთვის მუშაობის სეზონი, ხომ არ შეიძლება ამ ადამიანებს შევუქმნათ პირობები, რომ ერთის მხრივ, ამოისუნთქონ და არსებული ფინანსური ვალდებულებები შეასრულონ და მეორეს მხრივ, მოსახლეობას ხალისი მიეცემა და სპორტული ცხოვრებით მაინც იცხოვრებს“, – აღნიშნა კახიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილიმა პასუხად განაცხადა, რომ  გადაწყვეტილებების მიღებისას საჭიროა არაორდინარული მიდგომები, მეტი კრეატიულობა, სისხარტე და სისწრაფე. ამასთან, აღნიშნა, რომ ყველა გეგმა მოითხოვს საბიუჯეტო ხარჯების გადახედვასა და ოპტიმიზაციას.

„მჯერა, რომ ეს ზოგადი ხედვა თქვენს მხარდაჭერას მოიპოვებს. სამთავრობო პროგრამა, რომელიც მინისტრებმა წარმოადგინეს, დეტალურად იქნა განხილული თქვენთან ერთად. გვესმის, რომ მთავარი გამოწვევა არის პანდემია, ეკონომიკა, ბიზნესს სჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა. მე მაქსიმალურად მზად ვარ, პირადად ჩავერთო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც შეეხება ბიზნესის სტიმულირებას, ბიზნესის მხარდაჭერას, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი.

ჩვენ გვჭირდება არაორდინარული მიდგომები, მეტი კრეატიულობა, სისხარტე, სისწრაფე გადაწყვეტილებებში. ეს ყველაფერი, გეგმები, რომელსაც ჩვენ უახლოეს 100 დღეში წარმოგიდგენთ, მოითხოვს საბიუჯეტო ხარჯების გადახედვას, ოპტიმიზაციას. საქართველო უნდა ვაქციოთ ქვეყნად, სადაც ადამიანები არიან თანასწორები და კეთილდღეობისთვის შრომობენ, სადაც დაცულია მისი თითოეული მოქალაქის უფლებები, განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა, მსოფლმხედველობისა. ჩვენ გვჭირდება საქართველო, რომელიც სასურველია, პარტნიორია ცივილიზებული, თავისუფალი სამყაროსთვის.

კონკრეტულ ნაბიჯებს რაც შეეხება, არჩევის შემთხვევაში, დავიწყებ ჩემს გუნდთან ერთად და უმოკლეს ვადებში წარმოგიდგენთ ჩვენი ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას, რომელიც გაწერილი იქნება მოკლე, შუალედურ ეტაპებად. ეს გეგმები საჯარო განხილვით, სამოქალაქო ჩართულობით უნდა დაიხვეწოს და სამთავრობო პროგრამად ჩამოყალიბდეს, რა თქმა უნდა, თქვენი უშუალო ჩართულობით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა


თეა ახვლედიანმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგოარჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე ასევე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი  თეა ახვლედიანი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელმაც ვაჟკაცურად შესწირა სიცოცხლე თავისი სამშობლოს ღირსების დაცვას. არჩილ ტატუნაშვილი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში გმირობის და თავდადების ერთ-ერთი მაგალითია. მისი წამება და სასტიკი მკვლელობა არის საოკუპაციო რეჟიმის განსახიერება და მთელი მსოფლიოსთვის ცხადყოფს, თუ რამდენად დესტრუქციული ძალის და ბოროტების წინაშე პირისპირ ვიმყოფებით. ეს არ არის მხოლოდ არჩლ ტატუნაშვილის ოჯახის ტრაგედია, ეს მთელი საქართველოს ტრაგედიაა.

დღეს საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ დგას ჩვენს გვერდით, საქართველოს ხელისუფლების მიზნის მიღწევის გზაზე, რათა აღდგეს ნდობა ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის. ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით მივაღწიოთ საქართველოს გამთლიანებას და აღარ განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. თანავუგრძნობ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და გამძლეობას ვუსურვებ,“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა. იგი თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა წარმოადგენს ოკუპაციის მძიმე შედეგს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.




პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა


ღარიბაშვილი ირაკლი„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო.

„დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ – პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ახლა კი მას ეკავა თავდაცვის მინისტრის პოზიცია. მისი მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები. ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია, წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდეც იკავებდა.




2020 წელს საქართველოში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის - შემცირდა


Картинки по запросу "молоко, яйца. мясо"სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 923.1 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.2 პროცენტით მეტია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 449.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7 პროცენტით აღემატება.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 11.0 პროცენტით შემცირდა და 793.0 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 155.2 ათასი სული იყო, რაც 0.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.9 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.7 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში რძის წარმოებამ 99.7 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.3 პროცენტით მეტია. 2020 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 572.5 მლნ. ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.9 პროცენტით აღემატება 2019 წლის შედეგს.

2020 წლის მეოთხე კვარტალში ხორცის წარმოებამ 22.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით მეტია. 2020 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 69.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს უტოლდება.

2020 წლის მეოთხე კვარტალში კვერცხის წარმოება 162.6 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.3 პროცენტით ნაკლებია. 2020 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 645.3 მილიონი ცალი და 2019 წელთან შედარებით 2.4 პროცენტით ნაკლები შეადგინა.




წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა დამტკიცდა


Картинки по запросу "арест"ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს ონლაინსხდომა გაიმართა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.

„სამოქმედო გეგმა ოთხ მიზანს ემსახურება: არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი, პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება; არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოვლენა და ყველა საჩივრის/ბრალდების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობა; არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია; არასათანადო მოპყრობის შესახებ სწავლების გაძლიერება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. დოკუმენტი სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატის, ეროვნული და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT), სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სხვა პარტნიორ უწყებათა და ორგანიზაციათა რეკომენდაციები. საბჭოს სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა 2019-2020 წლებში არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და ამ მხრივ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვ.

ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრი უწყებები; სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები; სახელმწიფო ინსპექტორი; სახალხო დამცველის აპარატის, ეროვნული და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.




წმიდა სინოდის განჩინების ტექსტი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ მოგვიანებით გამოქვეყნდება


Image result for საპატრიარქოსაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის განჩინების ტექსტი საკმაოდ ვრცელია და ის დაახლოებით 2 საათში გამოქვეყნდება. მისივე თქმით, სინოდმა ტექსტი ერთსულოვნად მიიღო, რომელიც რამდენიმე საკითხს მოიცავს.

„სინოდი იყო საოცრად მშვიდი. ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილებები და 2 საათის განმავლობაში შეთანხმდა ძალიან ბევრი საკითხი. რადგანაც საკითხი იყო საკმაოდ ბევრი, ამიტომ, ტექსტი არის ვრცელი და საჭიროებს უფრო მეტ სამუშაოს, ვიდრე ერთი და 2 საკითხი მოითხოვდა. ამიტომ ეს პროცესი მიმდინარეობს და დაზუსტდება ტექსტი და დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გუშინ გაიმართა, მღვდელმთავრებმა საკმაოდ ბევრი საკითხი შეათანხმეს მცირე დროში, საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას, იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული. სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა. სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. წმინდა სინოდი ტრადიციულად წელიწადში ორჯერ იკრიბება.




პრემიერი გურიას და სამეგრელოს ეწვია


გიორგი გახარია - სახელმწიფო მომავალშიც განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოსახლეობის დასაქმებასსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურიაში, სოფელ კვირიკეთში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელ კონსტანტინე ანანიაშვილთან, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი სახოკიასთან და მაჟორიტარ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად ნორვეგიული კალმახის სალიფსიტე მეურნეობა „გურია ფიში“ დაათვალიერა.

სალიფსიტე მეურნეობაში, რომელიც 1 500 000 ლარით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში დაფინანსდა, მთავრობის მეთაური წარმოების პროცესს გაეცნო. მეურნეობის მფლობელის ინფორმაციით, კომპანია „გურია ფიში“ ნორვეგიულ ორაგულს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე განხორციელდება.

“ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა გაგრძელდება, რადგან ეს ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას და მცირე საწარმოების განვითარებას; სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც უკვე არაერთი წელია, ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს.”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურად განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არის დარგი, რომელსაც  როგორც მოსახლეობის დასაქმების, ისე ექსპორტის პოტენციალი აქვს.

დღესვე გიორგი გახარიამ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილი წარუდგინა.

ასევე  ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ მალხაზ თორიასთან ერთად დაათვალიერა.  მთავრობის მეთაური, სტადიონზე ფეხბურთელებსაც გაესაუბრა და ხაზი გაუსვა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების მნიშვნელობას.

პროექტის ფარგლებში, ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო, დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, ტრიბუნები, აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ფუნქციონირებს სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, სასადილო, სამრეცხაო, მსაჯისა და სამედიცინო ოთახები.  ახალი სასწავლო წლიდან აკადემიაში 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება. საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.