საიდან მოვიდა დედამიწაზე ოქრო და სხვა მძიმე ელემენტები?


საიდან მოვიდა დედამიწაზე ოქრო და სხვა მძიმე ელემენტები - ნეიტრონული ვარსკვლავებიდან თუ სუპერნოვებიდანმზის სისტემის მძიმე ელემენტების, მაგალითად, ოქროსა და პლატინის წარმოშობის საკითხი ასტრონომთა დიდი ინტერესის საგანია. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორიის მიხედვით, ისინი კოსმოსში ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახების შედეგად მიმიოფანტა.

კონკრეტულად საქმე ეხება სუპერკაშკაშა, ე. წ. კოლაფსირებადი ტიპის სუპერნოვას, ანუ მზეზე 30-ჯერ მეტი მასის მქონე სწრაფად მბრუნავ ვარსკვლავთა აფეთქებას; შავ ხვრელად გადაქცევამდე (კოლაფსირებამდე) ისინი საკმაოდ სანახაობრივად ფეთქდებიან.

გუელფის უნივერსიტეტის ფიზიკოსის, დენიელ სიგელის განცხადებით, ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებების კვლევის შემდეგ ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძალიან განსხვავებული ტიპის ვარსკვლავური აფეთქების შედეგად შავი ხვრელების დაბადებისას უფრო მეტი ოქრო წარმოიქმნება, ვიდრე ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებისას.

2017 წელს დაფიქსირებულმა ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებამ  დაადასტურა, რომ ასეთი შეჯახების შედეგად მძიმე ელემენტები წარმოიქმნება. პირველად ისტორიაში, ამ შეჯახების (GW 170817) ელექტრომაგნიტურ მონაცემებში მეცნიერებმა დააფიქსირეს მძიმე ელემენტების წარმოქმნა; მათ შორის იყო ოქრო, პლატინა და ურანი.

უმძლავრეს აფეთქებებს, მაგალითად, ვარსკვლავთა შეჯახებას ან სუპერნოვას შეუძლია გამოიწვიოს ნეიტრონთა სწრაფი ჩაჭერის პროცესი, იგივე r-პროცესი — ბირთვულ რეაქციათა სერია, რომლის დროსაც ატომის ბირთვი ეჯახება ნეიტრონებს და სინთეზირდება რკინაზე მძიმე ელემენტები. საჭიროა ეს რეაქცია იმდენად სწრაფად წარიმართოს, რომ რადიოაქტიური დაშლა არ მოხდეს იქამდე, ვიდრე ბირთვს უფრო მეტი ნეიტრონები დაემატება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეაქცია უნდა მოხდეს გარემოში, რომელშიც ბევრი თავისუფალი ნეიტრონი დაფარფატებს, მაგალითად, აფეთქებულ ვარსკვლავში.

2017 წლის ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახების (GW 170817) შემთხვევაში, r-პროცესის შედეგად წარმოქმნილი ელემენტები დააფიქსირეს მატერიის დისკოში, რომელიც შეჯახების შემდეგ ნეიტრონულ ვარსკვლავთა გარშემო მოძრაობდა. ამ მოვლენის ფიზიკის შესწავლისას, სიგელი და მისი ჯგუფი მიხვდა, რომ იგივე ფენომენი შეიძლება მოხდეს სხვა კოსმოსური აფეთქებების დროსაც.

სუპერკომპიუტერების გამოყენებით, მოახდინეს კოლაფსირებადი სუპერნოვას ფიზიკის სიმულირება.

“მძიმე ელემენტების 80 პროცენტი ამ აფეთქებების შედეგად უნდა წარმოიქმნებოდეს. ეს გახლავთ სუპერნოვათა ძალიან იშვიათი ტიპი, ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებაზე უფრო იშვიათი, მაგრამ მათ მიერ კოსმოსში გატყორცნილი მატერიის ოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებისას“, — ამბობს სიგელი.

როგორც იგი აღნიშნავს, სიმულაციის დროს წარმოქმნილ ამ ელემენტთა ოდენობა და გადანაწილება საოცრად ჰგავდა დღეს დედამიწაზე არსებულს.

ანუ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დედამიწაზე r-პროცესის ელემენტების 0,3 პროცენტი 4,6 მილიარდი წლის წინ ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახების შედეგად მოვიდა? — სავარაუდოდ, არა. სიგელის სიმულაციების მიხედვით, ჩვენს პლანეტაზე ამ ელემენტთა 20 პროცენტზე მეტი მაინც ნეიტრონულ ვარსკვლავთა და შავ ხვრელთა შეჯახების შედეგად უნდა იყოს მოსული.

ჯგუფი იმედოვნებს, რომ ამ საკითხს მეტ სინათლეს მოჰფენს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც 2021 წელს გაეშვება. მის მგრძნობიარე ინსტრუმენტებს შეეძლება შორეულ გალაქტიკებში დააფიქსიროს კოლაფსირებად სუპერნოვათა რადიაცია და ირმის ნახტომში სხვადასხვა ელემენტთა ოდენობა.

სიგელის თქმით, იმის გარკვევა, თუ საიდან მოვიდა მძიმე ელემენტები, დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ შენდებიან გალაქტიკა ქიმიურად და საერთოდ, როგორ წარმოიქმნებიან.

მომზადებულია news.uoguelph.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 




ფშაველი-ომალოს გზაზე ავარიასთან დაკავშირებით შსს–ს ოფიციალური ინფორმაცია


დაკავშირებული სურათიფშაველი-ომალოს გზაზე ავარიასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მიღების 1 133 მსურველი დაფიქსირდა


დაკავშირებული სურათიმრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების განსაზღვრის შემდეგ  „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ამ დრომდე 1 133-მა მშობელმა მიმართა.

უწყების ცნობით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი 82 პირს უკვე დაუდგინდა, მათ შორის, 55 დედას და 27 მამას. 1 051 განაცხადი კი განხილვის ეტაპზეა.

საქართველოს მთავრობის N212 დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილების თანახმად, პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება, სრულიად უფასოდ მოითხოვოს სტატუსის დადგენა.

აღსანიშნავია, რომ დღემდე აღნიშნული სტატუსის დადგენისთვის არ იყო განსაზღვრული ერთი საერთო წესი და პასუხისმგებელი უწყება.

დადგენილების თანახმად, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი დაუდგინდება:

  • საქართველოს მოქალაქეს ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან ნაშვილები;
  • სტატუსის დადგენისთვის შვილების ასაკი შეზღუდული არ არის. იგი შეიძლება დაუდგინდეს, როგორც არასრულწლოვანი, ასევე სრულწლოვანი შვილების მშობელს;
  • მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი – დედაც და მამაც.

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენა სრულიად უფასოა და გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს მიიღება.




აბაშიძე: ნატოსთნ თანამშრომლობა – ჩვენი სუვერენული უფლებაა


abashidze11ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ  ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ რუსი დიპლომატის განცხადება შეაფასა.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, გეოგრაფიულად მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო, მილიონიანი არმიით, ბირთვული იარაღით ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს მეზობლებს.

„როდესაც მესმის რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ასეთი მუქარის შემცველი განცხადებები, სიმართლე გითხრათ მეუფლება უხერხულობა. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, გეოგრაფიულად მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო, მილიონიანი არმიით, ბირთვული იარაღით ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს მეზობლებს.

თუ ეს არის რაღაც ძლიერების დემონსტრირება, მაშინ მე ვფიქრობ საპირისპირო შედეგს აღწევენ. ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ჩვენ ეს კიდევ გავიმეორეთ. ვთქვით ცალსახად, რომ აქ დისკუსიაში ვერ შევალთ ჩვენი ნატოსთან თანამშრომლობის შესახებ. ეს არ არის ის ფორმატი, სადაც ამაზე უნდა ვისაუბროთ.

ზოგადად ასეთია ჩვენი პასუხი, რომ ეს არის ჩვენი სუვერენული არჩევანი და სუვერენული უფლება. ამაზე იქეთ არ მივდივართ. კარასინმა ისაუბრა შეხვედრაზე ჩვენს ურთიერთობაზე ნატოსთან. მას ეს ადრეც გაუკეთებია და არა მხოლოდ აქ, არამედ სხვაგანაც. შესაძლებლობებს ყოველთვის მაქსიმალურად იყენებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ პრაღაში ამ თემაზე დისკუსიაში შესვლას არ ვაპირებთ.

აქ განსახილველი არ არის ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან, თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობა არავის წინააღმდეგ მიმართული არაა. ამით შემოიფარგლება ხოლმე საუბარი და ამჯერადაც ასე იყო“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.




13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა


3 ივნისის სტიქიიდან დღეს ოთხი წელი გავიდა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი და დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

13 ივნისის სტიქიისა და დედაქალაქში მოულოდნელად დატრიალებული ტრაგედიის გამო, თბილისი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

დღეს დაღუპულთა მემორიალთან დილიდან შეიკრიბნენ  გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები. მემორიალთან დედაქალაქის მთავრობის და საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე.

„2015 წლის 13 ივნისი ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო. რთულია ახლა ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, რამდენად უძლურები ვიყავით ბუნების წინაშე და რამდენად რთული და მძიმე იყო იქ არსებული სიტუაცია. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და ჭრილობებს, ტკივილს, რომელიც გვაქვს, ვერაფერი მოაშუშებს. ამას უბრალოდ ვეგუებით ადამიანები. ნათელში იყოს მათი სულები. რაც შეეხება სამუშაოებს, იყო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუ რა უნდა გაკეთებულიყო – ეს იყო განგაშის სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ასევე, ცხაურები კონკრეტულ ლოკაციებზე, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. რა რეკომენდაციებიც გაიცა, ყველაფერი შესრულდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მემორიალთან მღვდელმსახურებმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

 




ჰაერში აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი 58%-ით არის გაზრდილი


air-ის სურათის შედეგი„საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის“ კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელზეც აღინიშნა, რომ თბილისში ჰაერის მდგომარეობა 2018 წელთან შედარებით გაუარესებულია.

ორგანიზაციამ წერეთლის გამზირზე არსებული მდგომარეობა შეისწავლა, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის მზომი მდებარეობს. აღნიშნული სადგურის მონაცემებით, მოჭარბებული დამაბინძურებლები პირდაპირ კავშირშია ავტოტრანსპორტის ნაკადების ზრდასთან.

კვლევის ავტორების განცხადებით, წინა წელთან შედარებით, აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 58%-ით არის გაზრდილი, რაც უშუალოდ ავტომობილების გამონაბოლქვთან არის კავშირში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, სრული სიმკაცრით ამოქმედდეს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, აიკრძალოს ტრანსპორტის გადაადგილება კატალიზატორის გარეშე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტრანსპორტის გზისპირა კონტროლი სპეციალური აპარატურით მოხდეს. რაც შეეხება საწვავს, კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე პრობლემას დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილებიც წარმოადგენს.




World Travel Awards 2019 უკვე ბათუმშია


World Travel Award- 2019აჭარის მთავრობის დელეგაცია ბათუმში წუხელ გვიან ღამით დაბრუნდა პორტუგალიიდან, სადაც მადეირას რეგიონში გამართულ ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოეწყო, რომელსაც ბათუმელებთან ერთად აეროპორტში მყოფი ტურისტებიც ესწრებოდნენ.

ბათუმმა საერთაშორისო ტურისტულ კონკურსში პრესტიჟული ჯილდო 8 ივნისს მიიღო. ბათუმის გარდა ამ ნომინაციაში ჯილდოსთვის ბაქო (აზერბაიჯანი), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა-გორა (ჩეხეთი), ლუბლიანა (სლოვენია), მატერა (იტალია), მოსტარი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) და სოფია (ბულგარეთი) იბრძოდნენ.

მადეირაზე დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და მთავრობის დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

https://www.youtube.com/watch?v=5Ejx9Pu9_Rs




გლდანში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მიმდინარეობს


გლდანში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მიმდინარეობსგლდანის მე-5 მიკრორაიონში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მიმდინარეობს.

50-მდე ავტოფარეხის მეპატრონე გლდანის გამგეობის ინიციატივას, აღნიშნულ მისამართზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობის შესახებ, დადებითად შეხვდა და ავტოფარეხების დემონტაჟზე თანხმობა განაცხადა. ავტოფარეხების აღების პროცესს თბილისის საკრებულოს გლდანის კენტი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ გრიგოლია, გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, ავტოფარეხების დემონტაჟის პარალელურად, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და მალე გლდანს კიდევ ერთი სარეკრეაციო სივრცე შეემატება. ოთარ გრიგოლიამ მოსახლეობას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მათ თანამედროვე სტანდარტების დასასვენებელი სივრცე ექნებათ.

„დღეს გლდანში დიდი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რაც 8000 კვადრატულ მეტრზე სკვერის მშენებლობას გულისხმობს. ამასთანავე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან მოლაპარაკების შედეგად, მივაღწიეთ შეთანხმებას და 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს. მათ ნაცვლად კი ადგილი დაეთმობა ველობილიკებს, საფეხმავლო ბორდიურებსა და რეკრეაციულ ზონას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გლდანის გამგეობას ამ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის და ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთაც თავიანთი ხელით დაიწყეს ავტოფარეხების დემონტაჟი“ – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

commersant.ge




"მოლდოვას წინა მთავრობა უკანონო გზით ცდილობს ახალი ხელისუფლების დამხობას“


ჯოზეფ დოული josef douliევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის თავმჯდომარე ჯოზეფ დაული, მოლდოვის „დემოკრატიულ პარტიას“ მოუწოდა მშვიდობიანი გზით დათმონ ხელისუფლება.

მისი თქმით, „მოლდოვას წინა მთავრობა უკანონო გზებით ცდილობს ახალი ხელისუფლების დამხობას“. ეს განცხადება ჯოზეფ დაულიმ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

დაულიმ  მიესალმება მოლდოვის ახალი მთავრობის მიერ პარლამენტში მიღებულ დეკლარაციას, „რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების მიტაცებას“ ადასტურებს. მან ასევე მკაცრად გააკრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც ახალი პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არალეგიტიმურად ცნო.

„ოლიგარქების ბრძანებების, ხალხის ინტერესებზე მაღლა დაყენება ამაზრზენია. მოვუწოდებ დემოკრატიულ პარტიას, თავი შეიკავონ ძალადობისგან, რაც სიტუაციის საგრძნობლად გაურესებას გამოიწვევს და სერიოზულ შედეგებს მოუტანს მოლდოვას“, – აცხადებს „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი 8 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტში ახალი სამთავრობო კოალიცია ჩამოყალიბდა. მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოში კი განაცხადეს, რომ ახალი მთავრობა არალეგიტიმურია, რადგან კოალიციის ფორმირება კანონით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელსაც უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს, შექმნილ მდგომარეობაში დახმარებისკენ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა.

მოლდოვის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა უკვე გამოთქვა რუსეთის ფედერაციამ. მოსკოვში აცხადებენ, რომ კიშინიოვში სიტუაციის ნორმალიზაციას ელოდებიან.




მმართველმა გუნდმა შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა


Картинки по запросу თალაკვაძე„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა.

„შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ აქტიურ ტემპს და კომუნიკაციას საზოგადოებასთან ისე, როგორც ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ძალიან ბევრ საკითხს უმოკლეს დროში გადავუჭრით ჩვენს თანამოქალაქეებს“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შეკრების დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ახალი პოლიტიკური პროგრამის პრიორიტეტებს შორის იქნება განათლების რეფორმა, ასევე აქცენტი გაკეთდება რეგიონებში ინვესტიციებზე; უკვე დაწყებულია მუშაობა ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე და მიმდინარეობს კონსულტაციები, რომლის შედეგადაც „ქართული ოცნება“ განახლებული პოლიტიკური პროგრამით წარდგება საზოგადოების წინაშე.

თალაკვაძემ  ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მათი მიზანი იყო არჩევნების დისკრედიტაცია, რადგან ხედავდნენ, რომ მარცხი ელოდათ.

ცესკოს ინფორმაციით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ყველა უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ მოიგო. მას ამომრჩეველთა 61.83%-მა დაუჭირა მხარი, შალვა შავგულიძეს კი 38.17%-მა.