მემუარების წერას არ ვაპირებ – კვიციანის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ


ემზარ კვიციანი სასამართლოდან გათავისულფების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდება.
ამის შესახებ კვიციანმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პატრიარქთან მივდივარ, მერე სახლში… მემუარების წერას არ ვაპირებ. რაც შეეხება პოლიტიკაში დაბრუნებას, გეგმაში ეს არ მაქვს“, – განაცხადა კვიციანმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურასა და ემზარ კვიციანს შორის საპროცესო გარიგება გაფორმდა.




კარწახში პირველი სატესტო მატარებელი გაივლის


ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე დღეს პირველი სატესტო მატარებელი გაივლის, – პროექტის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელობა.
სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს, ევროპასა და აზიას შორის ეფექტიან და სწრაფ სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს უზრუნველყოფს. პროექტის დასრულება 2015 წლის ბოლოს იგეგმება.
სატესტო მატარებლის გაშვების ცერემონიას აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი კარწახში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაესწრება.




რუსულ – ქართული მხარე ფრენების რაოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ


რუსეთის საავიაციო სფეროს წარმომადგენლებისა და ქართულ მხარის მოლაპარაკება ფრენების რაოდენობასთან დაკავშირებით შეთანხმების გარეშე დამთავრდა. რუსული დელეგაციის ხელმმძღვანელი მოლაპარაკებებს პროგრესულად აფასებს და აცხადებს, რომ ამ საკითხში წინსვლა შეინიშნება.
დახურული მოლაპარაკებები 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ჯერ-ჯერობით ფრენების სიხშირის რაოდენობა კვლავ 18/18- ზე რჩება და ეს რეჟიმი 31 იანვარამდე იმოქმედებს. შემდეგ კი არ არის გამორიცხული რომ სიხშირეების რაოდენობა გაიზარდოს, რისი იმედიც რუსულ მხარეს აქვს. ქართული მხარის განცხადებით კი სიხშირეების გაზრდა მათთვის არახელსაყრელია.
რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის სერგეი სესკუტოვის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესში პროგრესია:
„ჩვენ ბევრი საკითხი წინ წავწიეთ, ჯერ-ჯერობით მოლაპარაკების პროცესია, პოზიტიურად ვაფასებთ კონსულტაციებს და ვთვლით რომ ყველაფერი კარგად იქნება ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ქართველმა რომელიც რუსეთში ცხოვრობს შეძლოს ფრენა სამშობლოში და ყველა რუსმა იფრინოს რამდენჯერაც გაუხარდება, ეს კარგად აისახება ქართულ რუსულ ურთიერთობაზე.“
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის გურამ ჯალაონიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი სიხშირეებს, ქალაქებს და რეისებს შეეხებოდა.
„ჩვენი მთავარი პრინციპი არის ის, რომ დაცული იყოს, კომპანიების ინტერესები, ქვეყნის ინტერესები და მომხმარებვლის ინტერესები.“
„აირზენას“და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით აღნიშნული თანაფარდობით ფრენების განხორციელებით საავიაციო სისტემის მონოპოლიზება ხდება, მმართველი გუნდის განცხადებით კი მონოპოლიზაცია გამორიცხულია.




შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური იქნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური წარადგინა.
ღარიბაშვილის თქმით, გომელაური მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა.
„ვახტანგ გომელაური პროფესიონალიზმით, წესიერებით, უანგარობით, საქმისა და ქვეყნის ერთგულებით, პრინციპულობით გამოირჩევა. ეს მეტად საპასუხიმგებლო თანამდებობა და ერთ-ერთი რთული სფეროა, მაგრამ მისთვის აღნიშნული სამინისტრო ახალი არ არის. აქ წლების განმავლობაში მუშაობდა. მას მთელი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს. დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური ჩვენი და ხალხის მოლოდინის გასამართლებლად ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ახალმა მინისტრმა, თავის მხრივ, პრემიერს ნდობის გამოცხადებისათვის მადლობა გადაუხადა. „ჩემი საქმიანობის 20-წლიანი სტაჟის ნახევარზე მეტი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე გავატარე. ვეცდები, თქვენი იმედები გავამართლო“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვინ დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, მისი თქმით, ეს საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ალქსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრს 23 იანვარს მიმართა.




დავით ნარმანია კოლექტორების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო


თბილისის მერი დავით ნარმანია გლდანის რაიონში მდებარე „დიდი ხევძმარას“ და „სააფთრის ხევის“ სანიაღვრე კოლექტორების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან ავთანდილ სუდაძესთან ერთად გაეცნო.
კოლექტორებში, რომლის სიგანე 6, სიმაღლე კი 4 მეტრია, ნაზვავი გრუნტის მასები ჩაედინება, რის გამოც მათი გამტარუნარიანობა 90%-ით არის შემცირებული და კიდევ უფრო აზიანებს ნაგებობას.
სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში იგეგმება დაზიანებული მონაკვეთის დემონტაჟი, მიწის სამუშაოები, დაზიანებული კოლექტორის მოსაწყობად ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, შემდეგ კი დაიწყება ნაგებობების მშენებლობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაიში დასრულდება.
“დედაქალაქში ძალიან დიდი პრობლემაა სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებით, რის გამოც, წვიმის დროს ქალაქის დიდი ნაწილი იტბორება. ამ მიმართულებით გადაუდებელი სამუშაოებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 4 000 000 ლარზე მეტი გავითვალისწინეთ. მათ შორისაა აღნიშნული ობიექტები. თავის დროზე ამ ადგილზე ძალიან ბევრი სამშენებლო ნარჩენი დაიყარა, რასაც სისტემამ ვერ გაუძლო და ჩაინგრა. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი სისტემა, რომელიც მდინარე მტკვარს უერთდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სანიაღვრე ქსელი სრულად აღდგება“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
“დიდი ხევძმარას“ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 665 898 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „ პალიტრა“ ახორციელებს.




ჩემს გამინისტრებასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გამართულა – გამეზარდაშვილი


სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად მის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიმდინარეობას არ ადასტურებს.
ამის შესახებ გამეზარდაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ ყარაფილაში განუცხადა, სადაც ის იური ვაზაგაშვილის დაკრძალვას დაესწრო.
“ჩემს გამინისტრებასთან დაკავშირებით ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ გამართულა. შინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნა არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და ის მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ვარ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი და მზად ვემსახურო ქვეყანას იქ, სადაც საჭიროა“, – განაცხადა გამეზარდაშვილმა.




ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმადაც ხვალიდან, 24 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,99 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.98 ლარს შეადგენდა.




ზოგიერთი ინვესტორი შესაძლოა შიშობდეს, მაგრამ ისინი თვალყურს ადევნებენ მოვლენებს და ხედავენ პროგრესს“, – ღარიბაშვილი


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა CNBC-ის ეთერში უცხოელი ინვესტორების საკითხზე ისაუბრა.
ღარიბაშვილის განცხადებით ინვესტორები შესაძლოა მართლაც ფრთხილობენ გარკვეული საკითხების გამო, მაგრამ ისინი კარგად ხედავენ ქვეყანაში არსებულ პროგრეს მრავალ საკითხში.
„ჩვენ არ ვდგამთ ნაბიჯებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ ვქმნით რისკებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში განვამტკიცეთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ქვეყანაში. ეს არის ჩევენი კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგი, მათ შორის რუსეთთან მიმართებაშიც. დაფიქსირდა უცხოური ინვესტიციების მკვეთრი ზრდა. მესმის, რომ ზოგიერთი ინვესტორი შესაძლოა შიშობდეს, მაგრამ ისინი თვალყურს ადევნებენ მოვლენებს და ხედავენ პროგრესს“,-განაცხადა ირაკლი ღარიაბაშვილმა.




რუსეთის პოლიტიკაზე ერთიანი საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია – ღარიბაშვილი


რუსეთის ასეთ პოლიტიკაზე ერთიანი საერთაშორისო რეაგირება და საერთაშორისო მხარდაჭერა აუცილებელია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ვიზიტისას ჩNBჩ-სთან საუბრისას განაცხადა.
„უკრაინის მსგავსი კონფლიქტი 2008 წელს გადავიტანეთ, მაგრამ იმ დროს მსოფლიომ მას მას საკმარისი ყურადღება არ მიაქცია.
„რასაკვირველია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ. ასეთი კონფლიქტი 2008 წელს გადავიტანეთ. იმ დროს მსოფლიომ ამ კონფლიქტს საკმარისი ყურადღება არ მიაქცია. ასე რომ, დღეს უკრაინის კრიზისი გვაქვს. ჩემი აზრით, რუსეთის ასეთ პოლიტიკაზე საერთაშორისო მხარდაჭერა, ერთიანი საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია. ეს ზუსტად და ეფექტურად უნდა მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




ჭიკაიძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა – ბიძინა ივანიშვილი


ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ალექსნადრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ჭიკაიძემ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.
„ალექსანდრე ჭიკაიძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან აჩვენა, რომ აქვს პასუხისმგებლობის განცდა და აცნობიერებს, როგორ საზოგადოებაში ცხოვრობს. მან პატივი სცა ოფიცრის მუნდირს და აჩვენა ახალი ხელისუფლების ხელწერა. მან ანგარიში გაუწია საზოგადოებას და სანამ კითხვები არსებობს საზოგადობაში აუცილებლად ესე უნდა მოქცეულიყო. მან ღირსეული ნაბიჯი გადადგა“, – განაცხადა ივანიშვილმა.