"ვაზაგაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოს მარცხით დასრულდა"


მუქარა, წულუკიანი, გამოძიება, გვარამიასაქართველოს იუსტიციის მინისტრის განცადებით,  ვაზაგაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში დასრულდა სახელმწიფოს სრული მარცხით,

„გამოქვეყნდა გადაწყვეტილება საქმეზე ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხებოდა და ეს საქმე სრულად დასრულდა სახელმწიფოს მარცხით. როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე ამ საქმის არაეფექტურად და გაჭიანურებულ ვადებში გამოძიების გამო და ოჯახის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 50 000 ევროს კომპენსაციის სახით გადახდა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ასევე ისაუბრა ნოდარ გოგალაძის საქმეზე, რომელზეც გადაწყვეტილება ასევე დღეს გამოქვეყნდა.

„მესამე საქმეზე, რომელიც 2008 წელს მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხებოდა, ასევე დასრულებულია სახელმწიფოს მარცხით და მომჩივნის სასარგებლოდ დადგინდა წამებისა და არაადამანიური მოპყრობის აკრძალვის მუხლის, მესამე მუხლის დარღვევა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტრასბურგის სასამართლომ დღეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სამ საქმეზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, მათ შორის 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილისა და 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის საქმეებზე.

სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა. რაც შეეხება 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის საქმეს, საქართველოს სახელმწიფოს 6 000 ევროს კომპენსაცია დაეკისრა.




სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა


9_rustavi2სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

სტრაბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა დღეს სტრასბურგის სასამართლომ.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ის ძალაში შევა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ოფიციალური განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომაც გაავრცელა.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები – ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და არხის წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი 2“-ის გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით. მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს.




თურქეთი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს რუსეთთან ერთად აწარმოებს?


ერდოღანითურქეთს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების რუსეთთან ერთად წარმოება სურს.

„ახლა ჩვენს მიზანს რუსეთთან ერთობლივი წარმოება წარმოადგენს. ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში პოლიციის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთში რუსეთისგან შეძენილი „ეს-400“-ის სისტემების განთავსება 12 ივლისს დაიწყო. ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთისგან შეძენილი ანტისარაკეტო სისტემების თურქეთში ჩატანა 2020 წლის აპრილისთვის უნდა დასრულდეს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში ანკარაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებით ცხრა თვითმფრინავი ჩაფრინდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ანკარის მიერ რუსული ანტისარაკეტო სისტემების შეძენის გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ.

1tv.ge




მუნიციპალურ ტრანსპორტზე ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღება იგეგმება


Картинки по запросу ავტობუსები ბილეთითბილისის მერია ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც მგზავრობა შესაძლებელი იქნება როგორც ავტობუსით, ასევე მეტროთი და მიკროავტობუსით.

დედაქალაქის მერის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები ცენტრალური უბნებიდან გარეუბნებში გადაინაცვლებს.

„სიმართლესთან ახლო არ არის, რომ მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ გარეუბნებში. მიკროავტობუსები მოვა თანხვედრაში ავტობუსებთან და მეტროსთან. ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი. ჩვენ არასდროს გაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ და გარეუბნებად, ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. თვითონ რეფორმა არის მნიშვნელოვანი. იქნება ერთიანი სისტემა, ანუ ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება იმგზავრო, როგორც ავტობუსით, მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ახლით მათ შეცვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მიკროავტობუსები 2011 წელს იქნა შემოყვანილი და დღეს მათი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს, შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კერძო კომპანიასთან, რომ მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ქალაქს ეყოლება ახალი მიკროავტობუსები, რომელიც თბილისის მოსახლოებას მოემსახურება“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.




სკოლებში გოგებაშვილის "დედა ენა" უფასოდ გაიცემა


დედაენა2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.

ამასთან დაკავშირებით ღონისძიება სოფელ ვარიანში  გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია სწორედ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელში მოხდა, იქ სადაც მწერალმა 1875 წლის ზაფხულში „დედა ენის“ პირველ გამოცემაზე ხანგრძლივი მუშაობა დაასრულა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მნიშვნელოვანწილად გოგებაშვილის დამსახურებაა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის შედეგად ქართული ენის აღორძინება, ახალ თაობებში სამშობლოსა და განათლებისადმი სიყვარულის გაღვივება და ქართველი ხალხის კონსოლიდაცია.

როგორც საქართველოს პრემიერ–მინისტრა განაცხადა, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი “დედა ენას” უფასოდ მიიღებს.

ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შეიქმნა ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც, ერთი მხრივ, ეროვნულ და კულტურულ საფუძველს, ხოლო, მეორე მხრივ კი, სწავლების თანამედროვე მეთოდებს დაეფუძნა.

იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უკანასკნელი გამოცემის ადაპტირება მოხდა ისე, რომ შენარჩუნდა ავტორის ძირითადი მეთოდები, პრინციპები, მასალა და თანამედროვეობას დაუახლოვდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ლექსიკა, რაც დღესაც გამოიყენება, სახელმძღვანელოში დარჩა.




ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდა


Картинки по запросу laris kursiსაქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. 15 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8555 ლარი შეადგინა.

კურსი,რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8513 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.42 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2210 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი3.2094 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.16 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5000 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდაფუნტი და 3.5862 ლარი ეღირება.

10 ივლისს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება რუსეთის ფაქტორს და ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებას დაუკავშირა.  ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 25 ივნისიდან დაიწყო, როცა ლარი დოლართან და ევროსთან 4 თეთრით გაუფასურდა.




"ოსი ელჩების მისიას სანქტ–პეტერბურგში 270 წელი უსრულდება, საქართველოს ნაწილი არ ვიქნებით"


Картинки по запросу Дмитрий Медоевოკუპირებული ცხინვალის დე–ფაქტო მთავრობის განცხადებით,  ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში აღარასდროს დაბრუნდება.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევმის თქმით ,  ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საქართველოში მათ დაანახა, რომ საბჭოთა ხალხისთვის „მზიური საქართველო“ აღარ არსებობს.

“ის 1990 წელს დამთავრდა, როდესაც ხელისუფლებაში ახალი ქართველი ნაციონალისტები მივიდნენ. სტერეოტიპი, სახელწოდებით “მზიური საქართველო”, რომელსაც საბჭოთა კავშირის და ბოლო წლებში რუსეთის მოქალაქეებიც იყენებდნენ, გაქრა. ნიღბები ჩამოხსნილია. ქართული სტუმართმოყვარეობის მითიც, რომელიც საბჭოთა კინემატოგრაფმა შექმნა, დამსხვრეულია. სკეპტიკოსებისთვისაც კი საბოლოოდ გახდა ნათელი, რომ სამხრეთ ოსეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი. ნაცისტებისა და ჩვენი გზები გაყრილია“, – აღნიშნა მედოევმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

მედოევის თქმით, რუსეთთან კავშირი ოსი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ არჩევანს ღრმა იატორიული ფესვები გააჩნაია.

“წელს  ოსი ელჩების  პირველ მისიას სანქტ–პეტერბურგში 270 წელი უსრულდება, ზუსტად მაშინ დაედო საფუძველი რუსულ–ოსურ ურთიერთობას.”– აღნიშნა დიმიტრი მედოევმა.




ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ


Похожее изображениеსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს. 

განსაკუთრებულად ვლაქერნობას დღეს ზუგდიდში აღნიშნავენ, სადაც მორწმუნეები საქართველოს ყველა ეპარქიიდან და უცხოეთიდანაც ჩამოდიან. ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი და იქ დაცული სხვა სიწმინდეები მშენებარე საკათედრო ტაძარში გადაიტანეს.

ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე გამოვიდა ინიციატივით, რომ ვლაქერნობის დღესასწაული, 15 ივლისი ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს.

ამის შესახებ მან მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო ქადაგების დროს განაცხადა.

„მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს დღე გამოაცხადოს დასვენების დღედ ზუგდიდში, რათა ყველა მორწმუნეს ჰქონდეს საშუალება, რომ სიწმინდე მოილოცოს”,-აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, დღეს ორშაბათია, სამუშაო დღეა, ამიტომ მრევლის დიდმა ნაწილმა ტაძარში მოსვლა ვერ მოახერხა.

 




საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე რეაგირებას ითხოვს


Картинки по запросу საპატრიარქოსაქართველოს საპატრიარქო აფხაზეთთან და ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას აფასებს. 

საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ პუტინის ეს განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული მოქალაქისთვის და მოხდეს სწრაფი რეაგირება.

„9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ბატონ ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ჩვენს ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს.

ამ პროცესში კი ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიები პრობლემურ საკითხებზე. საქართველოს საპატრიარქო მზად არის, ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისათვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში ყველა მხარეს შეუწყოს ხელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარის დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი ქართული ჯარი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში.




კახელი მეღვინეები „რუსთავი 2“-თან აქციას მართავენ


კახელი მეღვინეები თბილისში ჩამოვიდნენ და   სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან მართავენ საპროტესტო აქციას –  ამ ფორმით კომპანიის გენერალური დირექტორისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ იმ სიტყვების გამო, რომელიც ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში ქართულ ღვინოსთან და მინერალურ წყალთან დაკავშირებით თქვა.

აქციის გამო ტელეკომპანიის შენობის მიმდებარედ, მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები

მანამდე აქცია მეღვინეებმა და მევენახეებმა გომბორზე გამართეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიც. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამაუწყებლო კომპანაიასთან სწორედ გვარამიას ბოდიშის მოსასმენად მივიდნენ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ რუსეთთან ვაჭრობის კონტექსტში ქართული ღვინო და მინერალური წყალი უდიერად მოიხსენა და ფერმერებს უხამსი სიტყვებით მიამრთა.