მამაცმა ადელის პინგვინმა იმპერატორული პინგვინის ბარტყები გადაარჩინა


Картинки по запросу пингвиныBBC-ის ოპერატორები გადაცემაზე „ჯაშუში თოვლში“ (Spy in the Snow) მუშაობდნენ, როდესაც შენიშნეს, რომ იმპერატორული პინგვინის ბარტყებს თავს დაესხა  მტაცებელი მფრინველი.

მან დრო იხელთა და თოვლში წაქცეული სუსტი ბარტყის წაყვანა ეცადა, მაგრამ მეგობრებმა მტაცებელს ამის საშუალება არ მისცეს, ბარტყი წრეში მოაქციას და მტაცებელი ფრინველი ახლოს არ მოუშვეს. თუმცა წინააღმდეგობის გაწევას დიდხანს ვერ შეძლებდნენ. მგარამ, ბედმა გაუღიმა და დამცველი გამოუგზავნა. ადელის პინგვინმა, რომელიც თანით ამ  ბარტყებზე მომცროა, შენიშნა რა პატარების გაჭირვება და მამაცად გაეშურა მათკენ. ადელის პინგვინები  მტკიცე ხასიათით გამოირჩევიან, მათ მსხვილი ალბატროსებიც არიდებენ თავს, მიტომ მტაცებელმა უკან დაიხია. ადელის პინგვინმა კი ბარტყები მშობლიურ კოლონიამდე მიაცილა.

https://www.youtube.com/watch?v=Z7PlUGbsXlQ




ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის დასახელდა


„ყველიანი პური, ხაჭაპური, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად მას ყველით, კვერცხით, კარაქითა და ცომით ამზადებენ. საქართველოში ხაჭაპურის რამდენიმე სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადება მოცარელათი ან ფეტათიც შესაძლებელია, ქართველები მას ან სულგუნით ან იმერული ყველით ამზადებენ. იმერული და აჭარული ხაჭაპური ყველაზე გავრცელებულია“, -წერია  Tasteatlas-ზე განთავსებულ ხაჭაპურის აღწერაში.

Tasteatlas პირველი გლობალური ვებ–გვერდია, სადაც მსოფლიო რუკაზე 5 ათასზე მეტი კერძი, ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით არის წარმოდგენილი. Tasteatlas პერიოდულად აქვეყნებს მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს.

imedinews.ge




შუმერული ცივილიზაცია კლიმატის ცვლილებამ გაანადგურა


Картинки по запросу шумерыოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ  ძველი უმსხვილესი შუმერული ცივილიზაციის გაქრობის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა.

მანამდე სპეციალისტებს რამოდენიმე ვერსია ჰქონდათ – ზოგს მიაჩნდა, რომ შუმერები მესოპოტამიის დიდგვაროვნებმა გაანადგურეს, რომლებიც ხელისუფლების ცნტრალიზაციით იყვნენ უკმაყოფილოები. ზოგი მეცნიერი კი თვლიდა, რომ ცივილიზაციას მომთაბარე ტომების შემოსევამ მოუღო ბოლო. ახლა კი კლიმატოლოგებმა ჩრდილოეთ ირანში მდებარე გამოქვაბული გოლ–ი–ზარადი და მასში არსებული სტალაქტიტები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ გვალვამ და მტვრის ქარბუქებმა შუმერებს წყლის ყველა მარაგი გაუნადგურეს.

 “დიდი ხანია არსებობდა ვარაუდი, რომ იმ პერიოდში კლიმატური კატასტროფა მოხდა, რომელმაც ერთდროულად გაანადგურა არა მხოლოდ შუმერული, არამედ ძველი ინდური და ეგვიპტური ცივილიზაციები.” – განმარტა ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერმა სტეისი ქეროლინმა.

დაახლოებით 4,26 ათასი წლის წინ სტალაქტიტების ზრდა მკვეთრად შენელდა, რაც ნალექის დონის უეცარ შემცირებაზე მეტყველებს. გვალვამ 300 წელზე მეტ ხანს გასტანა. ამასთან, სტალაქტიტების ქიმიური შემადგენლობა იმ რეგიონში ხშირად მძვინვარე მტვრის ქარბუქებზე მიგვითითებს.

შუმერულმა ცივილიზაციამ 4200 წლის წინ უეცრად შეწყვიტა არსებობა. მეცნიერები დღემდე სწავლობენ შუმერების წარმომავლობას და მათი ენის ნათესავურ კავშირებს. ეს საკითხი დიდ ისტორიულ პრობლემას წარმოადგენს.

 




უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსს რესტავრაცია უტარდება


უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოების თითქმის მთლიანი გეგმა უკვე შესრულებულია.

კომპლექსი გაწმენდილია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნაყარი მიწის ფენისაგან. ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს ციტადელის ტერიტორიაზე. პროექტი ითვალისწინებს მისი ცალკეული არქიტექტურული სეგმენტების კონსერვაციასა და ინფრასტრუქტურული კვანძების მოწყობასაც.

ციხე-ქალაქის ციტადელზე ვიზიტორებისთვის მოაჯირები და გადასახედებია დამონტაჟებული. სამუშაოების პროცესში, მიწის სქელი ფენის მოშორების შემდეგ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი კულტურული ფენები. მარნის, წყლის ავზისა და საცხოვრებელი დანიშნულების ოთახები.

მასშტაბური სამუშაოები ძეგლზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის სამუშაო ვერსია სამწლიანია. პირველადი სამუშაოებისთვის დახარჯულია ნახევარი მილიონი ლარი.

ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი საშუალოვადიანია და ის სავარაუდოდ, 2022 წლისთვის დასრულდება.

კომპლექსზე ფიზიკურ სამუშაოებს შპს „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციის ცენტრი“ ახორციელებს.

უჯარმა ისტორიული ცნობების მიხედვით III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა და იმ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ძირითადად მეფე ვახტანგ გორგასალის სახელთანაა დაკავშირებული. არქიტექტურული კომპლექსი რთულ რელიეფზე 3 ჰა. ფართობზეა გაშენებული. ის ორი ძირითადი ნაწილისგან – ციტადელისა (ზედა ანუ დედაციხე) და ქვედა ციხისაგან შედგება. ციტადელი მეფეთა სასახლეს, ჯვარპატიოსნის სახელობის კარის მცირე ეკლესიას, მარანსა და წყალსაცავს აერთიანებს და ოთხკუთხა მასიური კედლების მქონე გალავნითაა შემოსაზღვრული. გალავნის კედლებზე სიმეტრიული დაშორებითაა განთავსებული სწორკუთხა კოშკები. ციხე-ქალაქი ძლიერ დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ქვედა ციხეს თითქმის თავდაპირველი, აუთენტური იერსახე აქვს შენარჩუნებული.




ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს


ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე ადგილობრივმა მცხოვრებმა მღვიმე აღმოაჩინა. ამის შესახებ “პირველი არხის” ჟურნალისტი იუწყება.

როგორც მღვიმის აღმომჩენი ვახტანგ სიხარულიძე ამბობს, წლების წინ, იქ ქვის კარიერი იყო და აფეთქებების შედეგად დარბაზები დაზიანდა.

მღვიმე უკვე დაათვალიერეს სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმა. სპეციალისტების შეფასებით, მღვიმე სავარაუდოდ 30-50 ათასი წლის წინანდელია.

სპეციალისტებმა შიდა სივრცის აღწერა დაიწყეს. მათი თქმით, მღვიმე უნიკალურია.

„მღვიმე უნიკალურია და რაც დავათვალიერეთ, სულ ორი დარბაზია, მათი სიგრძე 80 მეტრია. სამწუხაროდ, აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიკული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს. ეს პირველია და სწორედ ეს სძენს მღვიმეს უნიკალურობას“, – ამბობს ვალერი ბარბაქაძე.

მისივე თქმით, მღვიმე ქვედა ცარცული პერიოდისაა და 30-50 ათასი წლის წინანდელი უნდა იყოს.




სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის მშენებლობა დასრულდა (ვიდეო)


Похожее изображениеყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი  5.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მოეწყო ცემენტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა, წყალგამტარი მილები, გზის საყრდენი კედლები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და განხორციელდა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები.

ასევე, ახალ გზაზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებიც. ტურისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მომლოცველებს გერგეტის სამებამდე მისვლა უკვე განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო გზით შეუძლიათ.

„გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 7 793 854 ლარი შეადგინა. გზის სამშენებლო სამუშაოები შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ განახორციელა“, – აღნიშნეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=YV8sE2NGxGQ




მყარი ნარჩენების მართვის მიზნით EBRD 15 მლნ ევროს გამოყოფს


a26529საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და  კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსშიევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის“ სასესხო შეთანხმება გააფორმეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს 15 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას  თბილისის მყარი ნარჩენების მართვის მიზნით. აღნიშნული თანხა  შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სათანადო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება.

სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ეფექტი და  ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას მოემსახურება.

დღესვე, პროექტის ფარგლებში, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეისთვის, EBRD-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 200-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით 3 მილიარდი ევროა, საიდანაც 90 პროცენტი მიმართულია კერძო სექტორში.




სათხის ეკლესიის კანკელის ამ დრომდე მიუკვლეველი რვა ფრაგმენტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა


სათხის ეკლესიის კანკელის ამ დრომდე მიუკვლეველი რვა ფრაგმენტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა.

რვა ფრაგმენტი, რომელიც სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა, დღეიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ ექსპონატებს შეემატება და დროთა განმავლობაში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ XX საუკუნის დასაწყისში ბოლნისიდან თბილისში ჩამოტანილ კანკელთან კონსოლიდირდება.

ქვის ორნამენტიანი ნატეხები სათხის კანკელის ზედა მარჯვენა ნაწილის ფრაგმენტებია, რომელზეც ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი.

პატარა წარწერიან ფრაგმენტზე მითითებული ქორონიკონი (1171 წ.) საზღვრავს და საბოლოოდ აზუსტებს ქვემო ქართლის ეკლესიებისა და მათი კანკელების მთელი ჯგუფის ქრონოლოგიას და გვაუწყებს, რომ ამ ეკლესიათა წარწერებში მოხსენიებული მეფე გიორგი, რომელსაც აქამდე მეფე ლაშა-გიორგისთან იყო გაიგივებული, სინამდვილეში მეფე გიორგი მესამეა.

ახლადმიკვლეული ფრაგმენტის ხელოვნების მუზეუმში დაცულ კანკელთან იდენტიფიცირება ხელოვნებათმცოდნეების – გიორგი გაგოშიძისა და თამაზ გოგოლაძის მიერ განხორციელდა, რომლებიც ამ დასკვნამდე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მივიდნენ.

კანკელის ახლადაღმოჩენილ ფრაგმენტზე იკითხება შემდეგი ტექსტი: “[ქ](რონი)კ(ო)ნი იყო ტჟა (1171 წ.)”

ფრაგმენტის ტექსტი თამაზ გოგოლაძემ წაიკითხა, მასზე მითითებული თარიღი კი ხელოვნებათმცდონეთემურ ჯოჯუას მიერ დაზუსტდა.

სათხის სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროცესი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „საყდრისის კომიტეტის“ წევრების ერთობლივი ინიციატივით მე-5 თვეა მიმდინარეობს. პროექტი სააგენტოს ორგანიზებითა და კომპანია „RMG GOLD“-ის დაფინანსებით მიმდინარეობს და ის საქართველოს საპატრიარქოს ოთხ ეპარქიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია „RMG“-ს შორის გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

სათხის სამონასტრო კომპლექსთან ერთად, 2017 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის 7 უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის 4 წლიან პროგრამას მოიცავს და მილიონ 700 ათასი ლარის გამოყოფას გულისხმობს.

არქიტექტორ-რესტავრატორ გოგოთურ მისრიაშვილის საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე V-X სააუკუნეებისდროინდელი ტაძარი ისტორიულ სახეს აღიდგენს. საველე-არქეოლოგიურ სამუშაოები არქეოლოგების ლალი ახალაიასა და გურამ ყიფიანის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს. სამონასტრო კომპლექსზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი კომპანია „ბაგინეთი +“ ახორციელებს.

1tv.ge




ნოემბრიდან ბენზინგასამართი სადგურების მასშტაბური შემოწმება დაიწყება


sawvavi, benzini,ბენზინისაწვავის ხარისხის გასაკონტროლებლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 80 ბენზინგასამართი სადგური, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შემოწმდება. 

„ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, მოსახლეობაში მუდმივად მუსირებს აზრი, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუარესება უკავშირდება საავტომობილო საწვავის მოხმარებას. იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ, რამდენად შესაბამისობაშია საწვავი იმ ნორმებთან, რაც დადგენილია ქვეყანაში, წელს უკვე მეორედ ვახორციელებთ საწვავის კვლევას. არსებობს გარკვეული ნორმები შემადგენლობასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, ნოემბრის დასაწყისიდან დავიწყოთ მასშტაბური შემოწმება“, – განაცხადა„კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ.

მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 80 ბენზინგასამართ სადგურს შეამოწმებენ და 240 სინჯს აიღებენ.

„სინჯების ლაბორატორიულ კვლევას განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია. შემოწმებები განხორციელდება გაუფრთხილებლად, მივალთ კონკრეტულ სადგურთან და საწვავის სინჯებს ავიღებთ. 10 დღე დასჭირდება ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას და ცხადია, ამ ინფორმაციას გავასაჯაროებთ. ეს იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

კვლევის შედეგად, გვეცოდინება მთელი საქართველოს მასშტაბით რა ხარისხის საწვავი მიეწოდება მანქანებს. თუ აღმოვაჩენთ, რომ საწვავის ხარისხი არ არის შესაბამისი ნორმებთან, ამისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს შესაბამისი სანქცია. თუ რეალიზაციის პროცესში შეუსაბამობას აღმოვაჩენთ, კომპანია 8 000 ლარით დაჯარიმდება“, – აღნიშნა კორკოტაძემ.

მიმდინარე წელს პირველი კვლევისას 10 სადგური შემოწმდა.

„პირველი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველა დამაბინძურებელი ნივთიერება, რომელიც საწვავშია, დღეს მოქმედ რეგულაციებთან ნორმაში იყო. საწვავს ვამოწმებთ გოგირდის, ტყვიის შემცველობაზე, ასევე დგინდება ოქტანობა რამდენია. შარშან იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა გოგირდის შემცველობა დიზელის საწვავში გადამეტებული იყო. სამი კომპანია დაჯარიმდა ამის გამო. 2014 წლიდან ვახორციელებთ კვლევებს და ტყვია არც ერთხელ აღმოჩენილა საწვავში. ვამოწმებთ როგორც ბრენდულ, ისე არაბრენდულ სადგურებს, როგორც თბილისის, ასევე საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა ნელი კორკოტაძემ.




შინაურმა კატამ პატრონი ავთვისებიანი სიმსივნისგან იხსნა


დიდი ბრიტანეთის ქ. ლემინგტონის მკვიდრი ანჯელა ტინინგი საკუთარმა კატამ კიბოსგან ორჯერ იხსნა.  შინაური კატა სახელად მისი საკმაოდ აგრესიული და უჟმურია, ამიტომ როდესაც მან ანჟელას მკერდზე ამოიჩემა მოკალათება, პატრონს საკუთარ ჯანმრთელობაში ეჭვი შეეპარა და ექიმებს მიმართა.