ამორძალების საიდუმლო — დნმ-ის ანალიზით უძველესი სკვითი მეომარი 13 წლის გოგონა იყო


Чей был Крым в древности? | Блог alternativehistory | КОНТუძველესი ღმერთების, მეომრებისა და მეფეების ხანის ბერძნულ მითოლოგიაში გვხვდება ამბავი მეომარი ქალების ტომის შესახებ. ეს მძვინვარე მცირე აზიელი ქალები ღმერთების ქალიშვილებად მიიჩნეოდნენ და ხალხის წარმოსახვაში საუკუნეები დარჩნენ; უფრო მეტიც, ამორძალი მეომრების ლეგენდამ დღემდე მოაღწია.

დიდი ხნის განმავლობაში ეს მებრძოლი ქალები უძველეს ადამიანთა წარმოსახვის ნაყოფად მიიჩნეოდა, მაგრამ არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა მრავალჯერ დაადასტურა, რომ მებრძოლი ქალები, რომლებიც ამ მითების შთაგონების წყარო გახდნენ, მართლაც არსებობდნენ. 2019 წლის ბოლოს, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ორი ქალის ჩონჩხი, რომლებიც 2500 წლის წინ (ძვ. წ. IV საუკუნე) მცხოვრები მომთაბარე სკვითები უნდა ყოფილიყვნენ. სამარხი თანამედროვე რუსეთის დასავლეთ ნაწილში, სოფელ დევიცაში აღმოაჩინეს; მათთან ერთად დამარხული იყო ცხენის აღკაზმულობა და იარაღები, მათ შორის რკინის დანები და 30 ისრის პირი.

„შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ ეს ორი ქალი ცხენოსანი მეომარი იყო“, — განაცხადა აღმოჩენის შემდეგ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგმა ვალერი გულიაევმა.

ჩონჩხები სამარხ მიწაყრილში აღმოაჩინეს, ორი სხვა ქალის ნეშტთან ერთად — მათგან ერთი 40-50 წლის უნდა ყოფილიყო, ატარებდა ოქროს თავსაბურავს ყვავილების ორნამენტებით. მეორის ასაკი 30-35 წელია და დამარხული იყო ორ შუბთან ერთად ისეთ პოზაში, თითქოს ცხენზე იყო ამხედრებული.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენმა ექსპედიციამ დაახლოებით 11 ახალგაზრდა, შეიარაღებული ქალის სამარხი აღმოაჩინა. მათთვის განკუთვნილია ცალკეული ყორღანები და ჩატარებულია რიტუალები, რომლებსაც როგორც წესი, კაცების დამარხვისას ატარებდნენ“, — განმარტავს გულიაევი.

ახლახან, რუს მკვლევართა ჯგუფმა 2600 წლის წინანდელი სკვითი მეომარი ქალის გენომი შეისწავლა. მისი ჩონჩხი ხის სარკოფაგში, სხვადასხვა სახის იარაღთან ერთად 1988 წელს აღმოაჩინეს.

 

„ეს ბავშვი თავდაპირველად ბიჭი გვეგონა, რადგან მის სამარხში აღმოვაჩინეთ ნივთები, რომლებსაც ძირითადად კაცებს ატანდნენ — ნაჯახი, მშვილდი, ისრები“, — ამბობს არქეოლოგი ვარვარა ბუსოვა.

თუმცა, დნმ-ის კვლევამ ცხადყო, რომ ჩონჩხი ქალს ეკუთვნის. ბუსოვას განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, სკვითი გოგოები ნადირობისა და სამხედრო კამპანიებში მონაწილეობდნენ. მეომარი გოგონას ნეშტი ციმბირში, ტუვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს; მის სამარხში იპოვეს არყის ხის მშვილდი, კაპარჭი ათი ისრით, ხის, ძვლის ან ბრინჯაოს ბუნიკებით. მჭიდროდ დახურული ლარიქსის ხის კუბოში ჰაერი თითქმის ვერ აღწევდა და ნეშტი ნაწილობრივ მუმიფიცირებულია.

ახალი კვლევის ავტორის, არქეოლოგ მარინა კილუნოვსკაიას განცხადებით, ეს ახალგაზრდა „ამორძალი“ სიკვდილის დროს 14 წელს მიღწეული არ უნდა ყოფილიყო.

დაკრძალვისას გოგონას ეცვა ბეწვის გრძელი პალტო, პერანგი და შარვალი ან მოკლე ქვედაბოლო. ელექტრონული მიკროსკოპით სკანირებისას მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მისი პალტო მიწის კურდღლის მსგავსი მღრღნელის ტყავისგან არის შეკერილი. საფლავში ჩატანებული სხვა ნივთების ნახშირბადული დათარიღებით კი ირკვევა, რომ სამარხი კომპლექსი ძვ. წ. VII-V საუკუნეებს ეკუთვნის, ანუ სკვითების ადრეულ ხანას.

ბუსოვას განცხადებით, მკვლევართა ჯგუფს ამჯერად სურს ახალგაზრდა მებრძოლი ქალის ნეშტის უფრო ზუსტი დათარიღება, მის სამარხში აღმოჩენილი ლითონის ობიექტების შემადგენლობის გარკვევა და აღმოჩენილი ნივთების რესტავრაცია და კონსერვაცია. მკვლევრები ასევე იმედოვნებენ, რომ ჩონჩხის კომპიუტრული ტომოგრაფიით დაადგენენ, როგორ მოკვდა ახალგაზრდა მებრძოლი ქალი.

„ეს აღმოჩენა უნებლიეთ გვაბრუნებს ამორძალების მითთან, რომელიც ჰეროდოტეს წყალობით დღემდე შემორჩა“, — წერენ მკვლევრები.

ძველბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს ცნობით, ამორძალები სკვითებს ებრძოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, სინამდვილეში ისინი თავად იყვნენ სკვითი ქალები, რომლებიც საკუთარი ტომის კაცებთან ერთად ვარჯიშობდნენ, ნადირობდნენ და იბრძოდნენ.

„სკვითი ქალების დაახლოებით ერთი-მესამედი იარაღებთან ერთად არის დაკრძალული და აღენიშნებათ ომის ჭრილობები, კაცების მსგავსად“ — განუცხადა ისტორიკოსმა ადრიან მაიორმა 2014 წელს National Geographic-ს.

მისივე განმარტებით, ისინი პატარა ტომებად ცხოვრობდნენ და შესაბამისად, ტომში ყველას ერთნაირი ვალდებულება ჰქონდა. თავდაცვაში, ნადირობასა თუ ომში წვლილი ყველას შეჰქონდა.

საუკუნეების განმავლობაში, ამორძალების მითი ათასნაირად დამახინჯდა. მაგალითად, ალბათ გსმენიათ, რომ თითქოს, ამორძალები მკერდს იჭრიდნენ უკეთესად მშვილდოსნობისთვის, კლავდნენ საკუთარ ვაჟ ჩვილებს და ა. შ. თუმცა, ახლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა, თანამედროვე არქეოლოგიური კვლევებისა და დნმ-ის კვლევის მეთოდით გავიგოთ სიმართლე ამ მითების მიღმა მდგარი მებრძოლი ქალების შესახებ.

კვლევა ჟურნალ Stratum Plus-ში გამოქვეყნდა

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით

1tv.ge

მსგავსი:




Lonely Planet: მთები, ლაშქრობა და ღვინო, საქართველო ივლისში საერთაშორისო ტურიზმის გახსნას გეგმავს


საქართველო | EU4Digitalპოპულარული გამოცემა Lonely Planet საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას სტატიას უძღვნის.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა საერთაშორისო ტურისტების 1-ლი ივლისიდან მიიღებს, ავიაკომპანიები Ryanair და Wizz Air კი ფრენებს განაახლებენ რეგიონის გარკვეულ ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთის, უნგრეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით, რაზეც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გამოცემა საქართველოში მომუშავე ტურისტულ კომპანიებს გაესაუბრა და მათი მოსაზრებებიც მოისმინა.

„ქვეყნის საზღვრების გახსნისკენ გადადგმულ ნაბიჯს მიესალმნენ ადგილობრივი ტურისტული კომპანიები, რომლებიც მომსწრე გახდნენ, როგორ დაეცა ჯავშნების რაოდენობა ერთ ღამეში. გრიგოლ ფაღავა, Budget Georgia– ს მეპატრონე ამბობს, რომ ”ჩვენ ექსპონენციალურ წარმატებას მივაღწიეთ 2020 წლის მარტის დასაწყისში. აქამდე ამდენი დაჯავშნა არასდროს გვქონია წელიწადის ამ დროს, მაგრამ 17 მარტიდან ყველაფერი შეიცვალა. მოთხოვნა ახალ ჯავშნებზე შეწყდა ორი დღის განმავლობაში. ეს მოხდა ძალიან სწრაფად, 100-დან 0-მდე“, – განაცხადა გრიგოლ ფაღავამ“, – წერს გამოცემა.

Lonely Planet-ი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიაზეც წერს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის სწრაფმა ჩაკეტვამ დიდწილად განაპირობა შედარებით დადებითი სტატისტიკა, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას გაესაუბრა.

„ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ დაასახელებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანასა COVID-19-თან დაკავშირებით ქვეყნის აშკარა წარმატების საფუძველზე. „მანამდე მსოფლი იცნობდა საქართველოს, როგორც მასპინძლობის უძველესი ტრადიციის მქონე ქვეყანას, ახლა კი გაიცნობენ, როგორც უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ახალი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შეიძინა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ“, – წერია სტატიაში.

„ზაფხულში საქართველოს მთები ლაშქრობის მთავარ მიმართულებად მიიჩნევა, მაგრამ შორი რეგიონები, როგორიცაა სვანეთი და თუშეთი, ტურისტული კერების გაფართოების პროცესს წლის განმავლობაში დიდხანს არიან მოწყვეტილი ექსტრემალური სიმაღლისა და ძლიერი თოვლის ქარიშხლების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაძლოა ზაფხულში იზოლირებული დასვენებისთვის იდეალური ადგილები იყოს, ტურიზმის ინდუსტრიის განახლებისთვის უნდა დაზუსტდეს, რომ სოფლის თემები და ტურიზმის სექტორში მომუშავე პირები დაცული იქნებიან COVID-19- ის შემდგომი გავრცელებისგან“, – აღნიშნავს გამოცემა.

imedinews.ge




ახალი აღმოჩენა სამხრეთ აფრიკაში – ზონა, რომელიც ნამდვილი სამოთხე უნდა ყოფილიყო


ახალი კვლევა დეტალურად აღწერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უკიდურეს სამხრეთ წერტილში დამალულ ეკოსისტემას, რომელიც ერთ დროს ცხოველებისა და ადამიანებისთვის ნამდვილ „სამოთხეს“ წარმოადგენდა.

პალეო-აგულიასის ვაკე, რომელიც ამჟამად სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე ოკეანეშია ჩაძირული, გამყინვარების პერიოდში შესაძლოა, მდიდარი საცხოვრებელი გარემო იყო ყველა სახის ცხოველისთვის, როდესაც სანაპირო წყლებმა უკან დაიხია და აფრიკის კონტინენტის სამხრეთ წვერთან მოაშიშვლა თავთხელი კონტინენტური შელფი.

ლანდშაფტის შესწავლით ჩნდება უძველესი მტკიცებულებები ადრეულ ადამიანთა შესახებ, მათ შორის მღვიმეებში, როგორებიცაა თუნდაც პინაკლ-პოინტის კონცხზე.

დღეს ამ კლდეების ადგილას სანაპირო მღვიმეებია, მაგრამ შორეულ წარსულში, ეს ადგილები გადაჰყურებდა მდინარეებით დატოტვილ ვრცელ ვაკეებს.

„გამყინვარების ციკლებში, ეს სანაპირო შელფი მოშიშვლდა. მღვიმეების წინ გადაშლილი უნდა ყოფილიყო დიდი ხმელეთი. ჩვენი აზრით, ადამიანები და მტაცებლები მოშიშვლებული შელფის დასავლეთით და აღმოსავლეთით მიგრაციისას ცხოველებზე ერთად ნადირობდნენ“, — ამბობს კოლორადოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ჯემი ჰოჯკინსი.

ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, ჰოჯკინსმა და მისმა ჯგუფმა ანალიზები ჩაუტარა უძველესი ბალახისმჭამელი ანტილოპების კბილებს; ეს ცხოველები ამ ადგილას დაახლოებით 150 000 წლის წინ ბინადრობდნენ. მეცნიერები კბილის ემალში ეძებდნენ ნახშირბადისა და ჟანგბადის იზოტოპთა ნიშნებს, რაც ცხოველთა მოგზაურობის ხასიათის მიმანიშნებელი შეიძლება იყოს.

ჰიპოთეტურად, ცხოველთა კბილის ემალში იზოტოპთა სხვადასხვა პროპორციების აღმოჩენა (იზოტოპური ხელწერის, სახელად δ13C-ის საშუალებით) უნდა მიუთითებდეს ანტილოპების მიგრაციის განფენილობაზე, რეგიონებს შორის მოძრაობაზე სეზონების ცვლილების კვალდაკვალ. თუმცა, მკვლევრებმა სულ სხვა რამე იპოვეს.

ჩლიქოსნების 39 სახეობის, მათ შორის ძროხისებრი ანტილოპას, გნუსა და სპრინგბოკის კბილების შედარებისას, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ უმეტეს შემთხვევაში, იზოტოპთა ხელწერა არ იცვლება მიგრირებად და არამიგრირებად ცხოველებს შორის, მაგალითად, ძუძუმწოვართა გვარ რედუნკების შემთხვევაში, რომელიც კვლევაში საკონტროლო ჯგუფის როლს ასრულებდა.

„საერთო ჯამში, δ13C-ით მიღებული შედეგები მხარს არ უჭერს ეკოსისტემის მოდელს, რომელშიც ბალახისმჭამელთა უმეტესობა დიდ მანძილზე მიგრირდებოდა, რაც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო პალეო-აგულიასის ვაკის აღმოსავლეთ-დასავლეთ მიგრაციის სისტემასთან“, — წერენ მკვლევრები.

მსგავსი აღმოჩენა გაკეთდა წინა კვლევის დროსაც, რასაც ჰოჯკინსი და მისი ჯგუფი მიჰყავს დასკვნამდე, რომ ოკეანისგან მოშიშვლებულ პალეო-აგულიის ვაკის გარემო პირობები იმდენად სავსე და ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო, რომ იქიდან წასვლა მიგრირებად ცხოველებსაც კი არ სურდათ.

 

„პინაკლ-პოინტის კონცხთან ისინი თავს მშვენივრად გრძნობდნენ. ახლა უკვე ვიცით, რომ სანაპიროზე გაშლილ მდინარეთა მძლავრი სისტემების გამო, ეს ცხოველები მიგრირებადი ვერ იქნებოდნენ. ეს იყო რესურსებით მდიდარი, დიდებული ადგილ“, — ამბობს ჰოჯკინსი.

„ინტერგლაციალებში, ანუ გამყინვარებათშორის ეპოქაში, როდესაც სანაპირო მღვიმეებთან ახლოს მიდიოდა, ადამიანებს ჰქონდათ მოლუსკები და ზღვის სხვა რესურსები, ხოლო როდესაც გამყინვარების დროს სანაპირო უკან იხევდა, მონადირეებს ხელი მიუწვდებოდათ მდიდარ, სახმელეთო გარემოზე. მონადირეებს შორს წასვლა აღარ სჭირდებოდათ, რადგან ირგვლივ უამრავი ბალახისმჭამელი დაეხეტებოდა“, — ამბობს ჰოჯკინსი.

კიდევ ერთმა კვლევამ, რომელშიც ამავე ჯგუფის რამდენიმე წევრიც იყო ჩართული, ცოტა ხნის წინ იპოვა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, ამ ზონაში ადამიანები თავს მშვენივრად გრძნობდნენ სუპერვულკან ტობას ამოფრქვევის დროსაც კი, დაახლოებით 74 000 წლის წინ.

ეს კი შეუძლებელი იქნებოდა ამ სანაპირო სამოთხის უხვი რესურსების გარეშე, რამაც ადამიანებს ვულკანური ზამთრის საშინელი შედეგების დაძლევის საშუალებაც კი მისცა.

მართალია, ჯერ კიდევ ბევრი რამ ბოლომდე არ ვიცით პალეო-აგულიასის ვაკისა და ამ დიდი ხნის წინ შთანთქმული ლანდშაფტის უძველესი გარემოს შესახებ, მაგრამ ამ მომენტში მეცნიერები მის შესახებ წარმოუდგენლად ბევრ რამეს სწავლობენ.

მისივე თქმით, არქეოლოგიური მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ხმელეთისა და ზღვის საკვებზე ხელმისაწვდომობის ასეთმა შერწყმამ საფუძველი დაუდო კომპლექსურ კულტურებს და ადამიანებს უსაფრთხოდ გადაატანინა გამყინვარების ციკლები, რა დროსაც პლანეტის დიდი ნაწილი ადამიანთა სიცოცხლისთვის დიდწილად შეუფერებელი იყო.

კვლევა ჟურნალ Quaternary Science Reviews-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია asunow.asu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

1tv.ge




ფერეიდანელი ქართველი:"ჩემი ოცნება გახდა მამაჩემის დაბრუნება საქართველოში”


68 წლის მუჰამედ ონიკაშვილი ფერეიდანში მცხოვრები ქართველია, მისი წინაპრები დაახლოებით 4 საუკუნის წინ ირანში გადაასახლეს.

ირანის ეს პატარა ქართული კუთხე დღემდე ინარჩუნებს ქართველობას, ენასა და ქართულ ტრადიციებს. ბატონი მუჰამედის ერთადერთი ოცნება კი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაა. 

ერთხელ, 1 თვით შვილებმა საქართველოში ჩამოიყვანეს – “ბოლის ცრემლები ვერ შეიკავა და ზუსტად ასეთი მესიზმრებოდაო, გვითხრა. მის მერე ჩემი ოცნება გახდა მამაჩემის დაბრუნება საქართველოში”. ახლა მისი შვილი, სოფი ონიკაშვილი მამის ოცნების ასახდენად დახმარებას ითხოვს: 

“ეს მამაჩემია, ფერეიდნელი ქართველი მუჰამედ ონიკაშვილი, რომელიც ახლა ირანში ცხოვრობს. 68 წლის გახდა უკვე. მთელი ცხოვრება ზრუნავდა სხვებზე.ჯერ მშობლებზე, და-ძმაზე ,ძმიშვილებზე და ბოლოს კი შვილებზე .ცოტა არ გეგონოთ, არც მეტი არც ნაკლები – 8 შვილი. ყველაფერში მხარდამხარ ედგა დედაჩემიც, მასუმე ასლანიშვილი.მის ხელში ხარობს და ყვავის ყველაფერი. პატარა სახლში იმხელა ჯუნგლები აქვს მოშენებული.

ერთმანეთის გარეშე არსად მიდიან, მამაჩემს არასოდეს უსაუბრია საკუთარ ოცნებებზე, თუმცა ყველამ ვიცოდით, რომ გიჟდებოდა სოფელსა და მიწაზე. სულ უნდოდა, ჰქონოდა საკუთარი მიწა, რომელიც სამწუხაროდ ვერა და ვერ შეძლო, რომ ჰქონოდა. წლების წინ,როდესაც მე გამომიშვა სამშობლოში(აქვე გეტყვით, რომ იმ დროისთვის ქალიშვილებს სხვა ქალაქშიც კი არ უშვებდნენ, არა თუ სხვა ქვეყანაში) ,მაშინ მივხვდი , რომ მან საკუთარი ოცნება აისრულა ჩემში. რამდენიმე წლის შემდეგ კი შეძლო და თავადაც მოინახულა სამშობლო . ერთი თვე დარჩა საქართველოში და მოინახულა კახეთი და რაჭა. ჯერ გაოცებული იყო ქართველთა შორის ამხელა მსგავსებით. კახეთში სულ იმას იძახდა, მეგონა ჩემს სოფელში ვარ, იმდენი ნაცნობი სახე მხვდებაო.

მერე რაჭაში გაოცებული უყურებდა გარემოს და იმეორებდა,ნუ თუ მართალია. ეს ყველაფერი სიმართლე ყოფილა. ბოლის ცრემლები ვერ შეიკავა და ზუსტად ასეთი მესიზმრებოდაო, გვითხრა. მის მერე ჩემი ოცნება გახდა მამაჩემის დაბრუნება საქართველოში. თან გავიგე, რომ უამრავი მიტოვებული სახლ-კარია ამ ქვეყანაზე. ხომ შეიძლება მათი პოვნა, აღება და დამუშავება? ამით სამშობლოშიც იქნება და მიწაზეც იმუშავებს.ორი ოცნება აუხდება ერთად. მარტო ვერაფერს გავხდი და ჩავთვალე, მეგობრების დახმარებით გამოვიდოდა ეს ამბავი. ამიტომ უნდა გკითხოთ აზრი. ხომ არ გეგულებათ მსგავსი რამ, პატარა, ძველი სახლი ეზოთი, შეძლებისდაგვარად თბილისთან ახლოს (ორი პატარა მყავს და მიმოსვლა და დახმარება რომ შევძლო სანამ მიეჩვევიან ყველაფერს და წელში გაიმართებიან) ?ან სად და ვის შეიძლება მივმართო ამ თხოვნით? მე ძალიან მინდა, რომ ავუსრულო ეს ოცნება ჩემს მშობლებს და თქვენი იმედიც მაქვს, რომ ამ გზაზე მარტოს არ დამტოვებთ. ისევე როგორც ყოველთვის, მე მაქვს ჩემი მეგობრების იმედი.

ხო , მართლა, მან იცის მეფუტკრეობა და მშვენივრად გამოსდის. ერთი პრობლემა ისევ და ისევ ადგილის უქონლობაა, თორემ აუცილებლად მეფუტკრეობასაც მოკიდებდა ხელს. მოკლედ ველი თქვენს რჩევებსაც,”- სოფი ონიკაშვილი.

kartuli.kvira.ge




Disney- მ მულტსერიალი „სახლში ოლაფთან ერთად“ შექმნა


Spread some cheer 'At Home With Olaf': Disney releases new 'Frozen ...Disney-მ პოპულარული მულტფილმის „გაყინულის“ მიხედვით მოკლემეტრაჟიანი მულტსერიალი შექმნა. ამის შესახებ Entertainment Weekly წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მულტსერიალი „სახლში ოლაფთან ერთად“ თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფმა ანიმატორმა ჰიურუმ ოსონდმა სახლიდან გაუსვლელად დახატა, მსახიობმა ჯოშ გედმა კი მხიარული თოვლის კაცი ასევე საკუთარ სახლში გაახმოვანა.

მულტფილმის სერიები Disney-ს Twitter-სა და YouTube არხებზე იტვირთება. ჯერჯერობით უცნობია რა სიხშირით გამოვა ახალი სერიები, თუმცა პირველი ეპიზოდი „მხიარულება თოვლში“ უკვე ხელმისაწვდომია.

imedinews.ge




10 ბუნებრივი ანტიბიოტიკი იმუნიტეტის ასამაღლებლად


Картинки по запросу "природные антибиотики"ჩვენი ბუნება მდიდარია მცენარეებით, რომლებსაც ძლიერი ანტიბაქტერიალური თვისებები ახასიათებს. ბუნებრივი ანტიბიოტიკები აძლიერებენ იმუნიტეტს და ორგანიზმზე დადებით ზემოქმედებას ახდენენ.

  1. ნიორი ეფექტურია ბაქტერიების,  ვირუსებისა და პარაზიტების  წინააღმდეგ ბრძოლაში. მასში შემავალი დიალიდის სულფიდი სპობს Campylobacter –ის სახეობის ბაქტერიებს, ასევე სტაფილოკოკებს, სტრეპტოკოკებს, სალმონელას, ტიფის და დიზენტერიის ჩხირებს;
  2. ხახვი ანელებს სტაფილოკოკის და სტრეპტოკოკის ზრდას, ეფექტურია გაცივების დროს;
  3. პირშუშხაში შემავალი ლიზოციმი შლის ბაქტერიული უჯრედების გარსს და სპობს ინფექციას. შეიცავს ბენზილოტიოცინატს – ბუნებრივ ანტიბიოტიკს, რომელიც საშარდე სისტემის მკურნალობისას ძალზე ეფექტურია;
  4. ბოლოკი ასევე შლის ბაქტერიების გარს, ახორცებს ჭრილობებს და წყლულებს;
  5. წითელი მოცვი  თრგუნავს პატოგენური ბაქტერიების და სოკოს ზრდას, ხოლო შტოში საშარდე სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისთვის უებარი საშუალებაა;  Картинки по запросу "природные антибиотики"
  6. ბროწეული სასარგებლოა კუჭის დაავადების დროს, ხოლო  ქერქის ნახარშს სვამენ დიზენტერიის დროს, რადგან ბუნებრივ ანტიბიოტიკს წარმოადგენს;
  7. დინდგელი შეიცავს ფლავონიდებს და ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, რაც მას ფართო სპექტრის ანტიბაქტერიალურ თვისებებს ანიჭებს;
  8. მუმიო მძლავრი ამნტიმიკრობული თვისებებით გამოირჩევა, ეფექტურია ნაწლავური ჩხირის, სტაფილოკოკის წინააღმდეგ;
  9. ალოე ვერა შეიცავს მუკოპოლისაქარიდ აცენმანანს, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და ინფექციებთან ბრძოლაში გვეხმარება
  10. გვირილა ეფექტურად ებრძვის ანთებას, ახორცებს ჭრილობებს, ბუნებრივი ანტისეპტიკია.

 

ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვითეულ მცენარეს თუ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას გააჩნია გარკვეული უკუჩვენება, ამიტომ გამოყენებამდე ჯობს ექიმთან გაიაროთ კონსილტაცია.




კანადაში ქურდის დაკავება ნამდვილ კომედიაში გადაიზარდა


Задержание мошенников в Канаде превратилось в комедийный боевикკანადაში, ქ. ედმონტონის ერთერთ სუპერმარკეტში ძებნილმა 28 წლის რიჩარდ პარიზომ მეგობარ გოგონასთან ერთად თანხის გადახდა მოპარული საკრედიტო ბარათით სცადა.

პინ–კოდთან პრობლემები რომ შეექმნათ, გამყიდველმა პოლიცია გამოიძახა და აქ დაიწყო რაც დაიწყო… დეტექტივი კომედიაში გადაიზარდა .

სანამ ქურდს იჭერდნენ, მისმა მეგობარმა გოგონამ სავენტილაციო არხში გაძრომით სცადა გაქცევა. კომედიური ჟანრის დეტექტივის სრული ვერსია იხილეთ ვიდეოში.




მეცნიერებმა კავკასიაში პრომეთეს კლდეს მიაგნეს?


прометей-ის სურათის შედეგიკავკასიის მთებში  ის ადგილი იპოვეს, სადც სავარაუდოდ, მითიური პრომეთე იყო მიჯაჭვული.

როგორც რუსი მეცნიერი, მხარეთამცოდნე  ვიქტორ ჩაშინი ირწმუნება, ეს კლდე ანაპის მახლობლად, დიდ უტრიშზე მდებარეობს.

 „ მე მხოლოდ ანტიკურ ავტორების მონაცემებს ვეყრდნობი და დეტალურ ანალიზზს ვაწარმოებ, ჩემით არაფერს ვიგონებ“,– ამბობს მეცნიერი.

კავკასიის თითქმის ყველა ეპოსში არსებობს ლეგენდა პრომეთეს შესახებ. რა საკვირველია, ყველას საკუთარი ვარიაცია  გააჩნია.  ჩერქეზები, ყაბარდოელები ამტკიცებენ, რომ პრომეთე იალბუზზე იყო მიჯაჭვული; ქართველებს მიაჩნაით, რომ ეს  მყინვარწვერი იყო; სომხები ამბობენ, პრომეთე  არარტს მიაჯაჭვესო;  სოჭელი გიდები კი ტურისტებს არწმუნებენ, რომ ლეგენდალური ტიტანის დსაჯის ადგილი ფიშტაზე მდებარე კლდეზე იყო. მეტად  დეტალური ვერსია ადიღელებს გაჩნიათ, ნარტული ეპოსი მოგვითხრობს, რომ კლდეზე მიჯაჭვული  გოლიათი  გაანთავისუფლა ნარტმა, რომლის სახელი ითარგმნება, როგორც  „მეზღვაური სწორი ცხვირით“, რაც ჰერაკლეს გარეგნობაზე მიათითებს. თუმცა ვიქტორ ჩაშინის აზრით,თვდაპირველად  ისტორია პრომეთეს შესახებ  ძველმა ბერძნებმა ადიღელებისგან გადმოიღეს და შემდეგ შექმნეს  ჩვენთვის უკვე ცნობილი ვერსია.

დიდი უტრიში

აპოლონის  „არგონავტიკაში“ აღნიშნულია, რომ პრომეთეს კლდე პონტოსთანაა, სადაც კავკასიის მთები იწყება, ხოლო ესხილე  უფრო ზუსტად მიგვანიშნებს :“ხმაურიან ზღვის ნაპირს გაუყევი, აბობოქრებულ მდინარეს ნუ გადალახავ და ამორძალებთან მიხვალ“.

ვიქტორ ჩაშინმა დიდი შრომა გასწია, შეადარა რა უძველესი და ახალი  გეოგრაფიული მონაცემები და დაასკვნა, რომ ძველ თქმულებებში საუბარი შავ ზღვაზე კი არა, არამედ მდინარე ყუბანზეა. რუსი მეცნიერი იმ ფაქტს ეყრდნობა, რომ ამორძალები ახლანდელი როსტოვის და კრასნოდარის  ოლქების ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ასევე, დიდი უტრიში ერთადერთი ადგილია, სადაც კლდის მასივი  უშუალოდ ზღვის ნაპირის სიახლოვეს მდებარეობს.

უტრიშზე არის ერთი, ყველასგან გამორჩეული, ციცაბო კლდე. მასთან  მისასვლელი გზა  ღვიის რელიქტურ ტყეზე გადის. ეს ტყე უნიკალურია იმით, რომ ერთადერთია დედამიწაზე – ხეების ასაკი 600 წელს აღწევს. აქ იზრდება  უჩვეულო მცენარე სათოვლია  (Colchicum autumnale)  ანუ „შეუწველი მაყვალი“, როგორც მას ხალხში უწოდებენ. ასანთი რომ  მოუკიდო, ალი გაჩნდება და  მალევე ჩაქრება, მცენარე კი უვნებელი დარჩება.  იწვება მხოლოდ მის მიერ გამოყოფილი  ეთერზეთები. თუმცა, ცეცხლის გარეშეც საკმაოდ ტოქსიკურია და მიკარებისას კანძე ძლიერ დამწვრობას ტოვებს. ლეგენდის თანახმად, ეს მცენარე იმ ადგილზე აღმოცენდა, სადაც პრომეთეს სისხლის წვეთები დაეცა. ჩაშინის თეორიის სასარგებლოდ საუბროს ის ფაქტიც, რომ კლდის მახლობლად  მდებარეობს „სისხლისმსმელი არწივის ხეობა“.

огонь трава-ის სურათის შედეგი
სათოვლია (Colchicum autumnale)

მეცნიერი აღნიშნავს, რომ ძვ.წ.ა. 600 წლეებში ანაპის ტერიტორიაზე სინდები სახლოობდნენ . იმ დროს სოჭის მიდამოები  კოლხეთის შემადგენლობაში შედიოდა. ზუსტად რომ კოლხეთში მიმავალმა არგონავტებმა გაიგონეს პრომეთეს გმინვა და საშევლად ჰერაკლე გააგზავნეს, რომელმაც ,მითის თანახმად , მოკლა არწივი და ტიტანი გაანთავისუფლა.

სტრაბონიც ამბობდა, რომ  პრომეთეს გადასახლების ადგილი კავკასია იყო. ასევე საინტერესო დეტალს გვამცნობს  რომაელთა ფლოტის მეთაური  არიანე (ჩვ. წ. II ს), რომელსაც  აღმოსავლეთ პონტოს  ციხე–სიმაგრეების  დათვალიერება ევალებოდა:“დიოსკურიადისკენ (ახლანდელი სოხუმი) მიმავალ გზაზე გვანახეს კავკასიის ერთერთი მწვერვალი სახელად სტროვილოსი, რომელზეც, მითის თანახმად, ზევსის ბრძანებით გეფესტმა პრომეთე მიაჯაჭვა“. ანტიკური ავტორები  ტამანის და ყირიმის ტერიტორიას სკვითების მიწებს უწოდებდნენ, ხოლო სამხრეთისკენ მდებარე მიდმოებს,  სადაც კავკასიის მთები იწყებოდა – აეტის სამეფოს…

ასეა თუ ისე, მეცნიერები დარწმუბებით ჯერ ვერ ამბობენ, თუ რომელი თეორიაა მართალი და რომელი მცდარი. ეს საკითხი კიდევ მრავალ დაფარულ დეტალს ინახავს და, შესაბამისად, მკვლევარების და ისტორიკოსების ინტერესის ობიქტს წარმოადგენს.

www.premiumi.ge




ძაღლმა იმდენი იტირა, გაყიდული ძროხა უკან დააბრუნეს [VIDEO]


სამხრეთ Картинки по запросу собака не дала продать коровуკორეაში ერთი ძალზე საოცარი ამბავი მოხდა.

ერთერთ ფერმერს ყავდა ძროხა, რომელმაც პატარა ლეკვი აღზარდა. ძაღლი იმდენად შეეჩვია ძროხას, რომ თითქმის დაკარგა ძაღლის ინსტინქტები. ცხოველები ერთად  ცხოვრობდნენ, ერთი ჯამიდან ჭამდნენ, ერთად ეძინათ.

ბოსელში  სივიწროვის გამო პატრონმა ძროხის გაყიდვა გადაწყვიტა. მაგრამ ძაღლმა იმდენად მძიმედ აღიქვა “გამზრდელთან” განშორება, რომ პატრონი იძლებული გახდა, ძროხა  უკან დაებრუნებინა.

https://youtu.be/8m1Uvg7HUfc

 

 




ყაზბეგში მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა


მეტეოროლოგიური სადგურიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ყაზბეგში, ზღვის დონიდან 2940 მ სიმაღლეზე, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს.

სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.

მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებას და გავრცელებას.

წლის ბოლომდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კიდევ 4 სადგურის დამონტაჟება არის დაგეგმილი.