ჰავაიზე ვულკანმა ძვირფასი ქვები ამოაფრქვია


Картинки по запросу оливинჰავაის დიდ კუნძულზე  მოქმედმა ვულკანმა კილუეაამ დიდი რაოდენობით ნახევრადძვირფასი ქვა ოლივინი ამოაფრქვია.

ადგილობრივი მოსახლეობა ადასტურებს, რომ ოლივინის “წვიმის” მომსწრე გახდა. ჰავაის უნივერსიტეტის გეოლოგმა შერილ განესკიმ დაადასტურა, რომ კუნძულზე ასეთი რაოდენობით ძვირფასი ქვის  გამოჩენა ვულკანის ამოფრქვევას უკავშირდება.

ოლივინი ფართოდაა გავრცელებული დედამიწის მანტიაში და ხშირად მოყვება ვულკანიდან გადმსულ ლავას და ვულკანურ ბომბებს. ჰავაის ოლივინი განსხვავდება ღია მწავნე ფერით და საკუთარი სახელწოდებაც გააჩნია – ჰავაიტი. ის საკამაოდ გავრცელებულია არქიპელაგზე,  მეტიც, ოლივინის ქვიშის პლაჟებიც არსებობენ.

იუველირები მაღალი ხარისხის ოლივინს იყენებენ. ერთი კარატის  ღირებულება $450 აწევს.




როდესაც ძალიან გეძინება და არ იმჩნევ [video]


Похожее изображениеსურიკატი (ლათ. Suricata suricatta) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი მანგუსტისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში, მეტწილად კალაჰარის რაიონში.

ამ სურიკატს ძალიან ეძინება, მაგრამ არ შეიძლება – სადარაჯოზე დგას. არა და რა ტკბილია ეს ძილიიიი…..:)

 

 

 

 

https://youtu.be/MY4FKDJHXbM




ზაზა ფანასკერტელი – მეცნიერი და ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი


ფანასკერტი შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ციხე–სიმაგრე იყო სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ იმერ ტაოში ( ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). სამეფო სიმაგრის პირველი მფლობელი იყო აზნაური ზაქარია ასპანისძე. ამ შესანიშნავი და დიდი ისტორიის მქონე კუთხის შვილი იყო ზაზა ციციშვილი– ფანასკერტელი.

XV საუკუნის ქართველი პოლიტიკური  მოღვაწე და მეცნიერი, ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის მებრძოლი, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ  ქართლის მეფის კონსტანტინე II-ს სამსახურში ჩადგა.  XV საუკუნის 60-იან წლებში ციციშვილთა სათავადო უკვე ჩამოყალიბებული იყო. მათ ეკუთვნოდათ მამულები მძოვრეთისა და ნიჩბისის ხეობებში, ხვედურეთში. კონსტანტინემ ზაზას დამატებით უწყალობა უფლისციხე, ქვახვრელი და კარალეთი. ზაზას შვილს, ციცის კი – თავადობა. ზაზას აღუდგენია ყინწვისის მონასტერი და მიუშენებია ეგვდერი.

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი – მხედართმთავარი და ბრძენთმთავარი, ასე მოიხსენიება ძველ თუ ახალ წყაროებში პიროვნება, რომელსაც ქვეყნის წინაშე მიუძღვის დიდი ღვაწლი, როგორც იმ დროინდელი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლისათვის.

ზაზა ციციშვილი –ფანასკერტელი

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის მიერ შედგენილია ვრცელი სამედიცინო ნაშრომი “სამკურნალო წიგნი – კარაბადინი”, რომელშიც განხილულია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მედიცინის საკითხები. ვტორი ძირითადად ემყარება ძველი ქართული სამედიცინო გამოცდილებას, ასევე ნაწილობრივ იყენებს  უცხოენოვან ნაშრომებს.

ქართულ სამედიცინო აზროვნებას საკმაოდ მდიდარი და ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი ეფუძნება ეროვნულ-ხალხურ ტრადიციებს, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური მონაცემები, აგრეთვე ძველი მსოფლიოს ისტორიკოსთა შრომებში (მაგ. სტრაბონი), ქართულ აგიოგრაფიულ ძეგლებში დადასტურებული ცნობები.

“კარაბადინი”

ფანასკერტელის “სამკურნალო წიგნი”  პრაქტიკოს– ექიმთათვისაა გამიზნული. მასში მოკლედაა განხილული ზოგადი მედიცინის საკითხები, ანატომიურ-ფიზიოლოგიური ცნობები, დიაგნოსტიკური და კონკრეტულ დაავადებათა მკურნალობასთან დაკავშირებული მეთოდები.  ძეგლი გარკვეულწარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი ქირურგიისა და ფარმაციის დონეზე საქართველოში. მასში განიხილება სამკურნალო საშუალებათა 14 ძირითადი ფორმა და მათი 405 სახეობა.

“სამკურნალო წიგნი კარაბადინი” თავის დროზე საქართველოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და ხალხის საყვარელ წიგნად იყო მიჩნეული.  იგი რამოდენჯერმე გამოიცა ჩვენ დროსაც.

1960 წელს გამოიცა “საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული”,  სადაც განხილულია ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორია. კრებულში საკმაო ადგილი ეთმობა ზაზა ფანასკერტელის ცხოვრებას და მოღვაწეობას, აგრეთვე მის ცნობილ ნაშრომს “კარაბადინს”.




ამოუხსნელი თავსატეხი: რა იწვევს უეცარ დაბნელებას და დროში დაკარგვას?


Картинки по запросу тьма египетскаяეგვიპტის წყვდიადი, რომელმაც სამი დღე გასტანა, ძველ აღთქმაშია აღწერილი. ეს მოვლენა დღემდე მეორდება. ისტორიას რამოდენიმე შემთხვევა ახსოვს, როდესაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე დედამიწა სრულმა სიბნელემ დაფარა. წარსულში ამ მოვლენას ღვთის რისხვად აღიქვამდნენ, დღეს კი მას ანომალურ მოვლენას უწოდებენ. თუმცა თანამედროვე მეცნიერებამ  ამ მოვლენის მიზეზს ვერ მიაგნო.

ლონდონის წყვდიადი

1904 წლის 2 აპრილს ლონდონის მეტროპოლიტენის სადგური უიმბლდონი უეცრად უკუნითმა სიბნელემ მოიცვა, რამაც მგზავრებსა და პერსონალში პანიკა გამოიწვია. რამოდენიმე წუთში წყვდიადი გაქრა, საზოგადოებამ კი  ახსნა–განმარტება მთავრობას მოსთხოვა. ქალაქის მერიამ მეცნიერებს მიმართა, თუმცა ჩატარებულმა  ექსპერიმენტმა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ვერ გასცა. მათ ვერ შექმნეს სრული წყვდიადი, ამიტომაც ვარაუდი გამოთქვეს, რომ  მიწის წიაღიდან უცნობი აირები ამოიფქვრა, რომლებმაც  ადამიანებში დროებითი სიბრმავე გამოიწვია. თუმცა არც ეს ვერსია გამოდგა მართალი, რადგან სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, რომ მგზავრებსა და პერსონალს თვალის არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდათ. ასე რომ ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა…

ამერიკული წყვდიადი

რამოდენიმე წლის შემდეგ „ეგვიპტურმა წყვდიადმა“ ამერიკული ქალაქი ლუისვილი (კენტუკის შტატი) დაფარა. 1911 წლის  7 მარტი იდგა. დღის 16:00 საათზე ქალაქში უკუნითი სიბნელე ჩამოწვა. იმ მომენტისთვის ქალაქში 50 000–ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ამიტომ ჩვენებებში ფალსიფიკაციას ადგილი ნამდვილად არ ექნებოდა.

ლუისვილის მოქალაქეები ყვებოდნენ, რომ ფიზიკურად შეიგრძნობდნენ სიბნელეს – ჰაერი თითქოს გამკვრივდა და გადაადგილებას გარკვეული ძალისხმევა სჭირდებოდა, როგორც წყლისქვეშ. კიდევ ერთი დეტალი – თამბაქოს მწეველები დაბნელების დროს ასანთს ცეცხლს, რომ უკიდებდნენ – ესმოდათ ანთებული ასანთის ხმა, ალი თითებს უწვავდა, მაგრამ არ ანათებდა! მოქალაქეები სივრცის ცდომილებაზე საუბრობდნენ. ვინც სრულ სიბნელეში გადაადგილება გაბედა, დიდი მოშორების მანძილზე აღმოჩნდა. წყვდიადი ერთი საათის შემდეგ გაქრა, ქალაქი ნელ–ნელა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მაგრამ მოქალაქეები კიდევ დიდ ხანს იხსენებდნენ ამ უჩვეულო მოვლენას.

ფრანგული წყვდიადი

სრული წყვდიადის კიდევ ერთი უჩვეულო თვისება  მკვეთრად გამოვლინდა საფრანგეთში, ქალაქ არპეში. 1957 წლის 16 ივლისს 54 წლის ქალბატონმა ჟენემ, რომელიც ძიძად მუშაობდა, ჩვეულებისამერ ბავშვი ქალაქის პარკში წაიყვანა. ეტლი ხის ჩდილში დადგა, თვითონაც გვერდით მიუჯდა. უეცრად ჩამობნელდა, თითქოს ყველგან შუქი ჩაქრაო. ბავშვი ატირდა, მადამ ჟენემ ხელით მოძებნა ეტლი, ბავშვი ამოიყვანა და ჩაიკრა…ასე დაახლოებით 15 წუთი იჯდა, მერე კი წყვდიადი უეცრად გაქრა, მაგრამ პარკში  შუადღის ნაცვლად რატომღაც საღამო ოყო! … ძიძამ ბავშვი ეტლში ჩააწვინა და სახლში დაბრუნდა, იქ კი ატირებული  მშობლები დახვდნენ. აღმოჩნდა, რომ ძიძა და ბავშვი სამი დღის განმავლობაში არ იმყოფებოდნენ სახლში! პოლიციას და მოხალისეებს მთელი ქალაქი თავდაყირა დაუყენებიათ, თუმცა მათ კვალს ვერსად მიაგნეს…

Похожее изображение

მადამ ჟენე ცნობილი იყო როგორც გამოცდილი, პასუხისმგებლიანი და სერიოზული ქალბატონი, ამიტომ მის მონათხრობს დაუჯერეს. მეტიც, ეტლში ბვაშვის საფენების მარაგი  ხელუხლებელი იყო, ხოლო სათადარიგო ბოთლი – რძით სავსე. მომხდარს ვერნაირი ახსნა მოუძებნეს, თუმცა გამოიკვეთა ერთი ფაქტი: უკუნითი წყვდიადი დროის ქრონომეტრაჟზე ახდენს გავლენას.

ტაჯიკეთის წყვდიადი

ბოლო შემთხვევა 1979 წელს ტაჯიკეთში დაფიქსირდა. ზაფხულის თბილ საღამოს გისარის ქედის მთისწინში ოთხი მთასვლელი დაბანაკდა. ის იყო, კოცონი უნდა დაენთოთ, რომ უეცრად იქაურობა სრულმა წყვდიადმა მოიცვა. საბედნიეროდ, ოთხივემ მოასწრეს ხელების ჩაკიდება, ყვიროდნენ, მაგრამ ერთმანეთის არ ესმოდათ. ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდათ, თითქოს სათითაოდ ხმაგაუმტარი ჩაფხუტები ჩამოაცვეს თავზე… მათი ვარაუდით, უცნაურმა მოვლენამ 5 წუთი გასტანა, რის შემდეგაც უეცრად განაათდა, მზე კაშკაშებდა, საათზე კი შუადღე იყო. ქვემოთ, მთავარ ბანაკში  ჩასულმა მთასვლელებმა შეიტყვეს, რომ თითქმის 2 დღე დაკარგულად ითვლებოდნენ და მათ მაშველები ეძებდნენ.

Похожее изображение

თანამედროვე მეცნიერება სრული დაბნელების ფენომენს დღემდე ვერ ხსნის, იკვეთება მხოლოდ რამოდენიმე კანონზომიერება – დროის და სივრცის ცდომილება.  ვარაუდობენ, რომ სინათლის ტალღები ანუ  ელექტრომაგნიტური რხევები გარკვეულ პერიოდში ისეთ მდგომარეობაში გადადიან, რომელსაც ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს. ამაზე კე დედამიწის მაგნიტური ველი ახდენს ზემოქმედებას, თუმცა მისი ამგვარი ცვლილების მიზეზი მეცნიერებისთვის ჯერჯერობით გაუგებარია, ისევე, როგორც აუხსნელია დროისა და სივრცის ცდომილება.

vitatrans.net




"შენ დროზე ადრე, შეცდომით მოხვდი აქ" – ღვთის შეწევნა კოსმოსშიც შეიგრძნობა


Похожее изображениеსაბჭოთა კავშირის  დროინდელი ლიდერები კოსმოსში მიღწეული შედეგებით ძალიან ამაყობდნენ. რწმენაზე და ეკლესიურ მიდგომაზე საუბარი ზედმეტი იყო, ყველაფერს მეცნიერული თვალსაზრისით ხსნიდნენ. მიუხედავად ამისა, კოსმოსში მყოფი კოსმნავტები ყველაფერში მაინც ღვთის განგებას ხედავდნენ . თუმცა ამაზე ღიად საუბარს ვერ ბედავდნენ.

ახლა კი, როდესაც უმეტესობა დაუბრუნდა ჭეშმარიტ რწმენას და შეზღუდვებიც აღარ არსებობს, კოსმოსში მრავლჯერ ნამყოფი ადამიანები პირდაპირ საუბრობენ მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ.  ორბიტაზე ყოფნის დროს ხანდახან ხდება ისე, რომ ადამიანი გრძნობს, რომ ეკიპაჟის გარდა იქ კიდევ ვინღაც „უხილავი“არის.  კოსმონავტებს ხშირად ესმით შემდეგი შინაარსის ტექსტი:“ შენ დროზე ადრე, შეცდომით მოხვდი აქ. ჯერ არ უნდა მოსულიყავი. დამიჯერე, რამეთუ მე შენი ერთერთი წინაპარი ვარ.  შვილო, აქ არ უნდა იმყოფებოდეთ, დაბრუნდით დედამიწაზე, ნუ არღვევთ შემქმნელის კანონებს“. ხოლო მეტი დაჯერებლობისთვის უხილავი ხმა მას რომელიმე ისტორიას უყვება, რომელიც  დასახელებულ წინაპარს ეხება და რომლის შესახებ მხოლოდ კოსმონავტმა და მისმა ოჯახმა იცის.

დღეს უკვე კოსმოსში მორწმუნე პილოტები მიფრინავენ, სამღვდელოება აკურთხებს საფრენ აპარატს და საგზლად წმიდა ხატებს ატანს. ასე, მაგალითდ, კოსმოსურ ხომალდზე დაბრძანებული ხატი ურწმუნო პილოტსაც კი შეეწია. გაურკვეველი მიზეზით მომხდარმა ავარიამ სრულად გათიშა კვებაის მიწოდება. ეკიპაჟი  სიბნელეში აღმოჩნდა,  დედამიწასთან კავშირის გარეშე, თანაც უდენოდ კაბინაში ტემპერატურა ძალიან მალე ეცემა. ავარიის მიზეზსს ვერაფრით  მიაგნეს.  ლოცვის გარდა არაფერი დარჩენიათ… სასოწარკვეთილი ურწმუნო კოსმონავტი  ხატის წინ  „დაიჩოქა“ და მთელი გულით, თავისებურად დაიწყო ლოცვა. ამ მომენტში მისი ხელები გვერდით მდებარე საგნებს შეეხო, სადაც მან უმალვე აღმოაჩინა და აღმოფხვრა დაზიანება.

სსრკ–ს  გმირი, კოსმონავტი გეორგი გრეჩკო იხსენებდა:

“კოსმოსიდან დაბრუნების შემდეგ იური გაგარინს  კრემლში მოუწყვეს შეხვედრა. ხრუშჩოვმა უმალვე გვერდზე გაიყვანა  და ჰკითხა, ნახა თუ არა კოსმოსში  ღმერთი. იურა მონათლული იყო,  ზეპირად იცოდა ლოცვები, 1964 წელს ცკ–ს პლენუმზე  მოსკოვში მაცხოვრის ტაძრის აღდგენის წინადადებითც გამოდიოდა.  “რა თქმა უნდა, ვნახე. ღმერთი არსებოს.“– უპასუხა მან  ხრუშჩოვს. ნიკიტა სერგეევიჩმაც თავი დაუქნია:“ მეც ასე ვფიქრობდი. მაგრამ შენ არავის უთხრა ამის შესახებ“.

თვითონ გიორგი გრეჩკოსაც სწამდა ღმერთი.

“ რამდენჯერ ვიმყოფებოდი სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე: ხანძარი კოსმოსურ სადგურზე; პარაშუტის გაუხსნელობა დამშვებ აპარატზე; ოთხჯერ ვიძირებოდი წყალში, ხრამშიც ჩავვარდნილვარ. ალბათობის თეორიის მიხედვით, დიდი ხნის გარდაცვლილი უნდა ვყოფილიყავი, მაგარამ აშკარად  ჩემი მფარველი ანგელოზი მიცავდა.“– აღნიშნავდა გეორგი გრეჩკო.

www.premiumi.ge




ჩვენზე საუკეთესო ქართველს გაუმარჯოს


Похожее изображениеრა თქმა უნდა, მე უბრალო მოკვდავს დღევანდელი საქართველოს მდგომარეობის, საერთო სურათის დახატვის, შექმნილი სიტუაციის ღრმა ანალიზის უნარი ნაკლებად გამაჩნია და არც ვაცხადებ ამის პრეტენზიას, მაგრამ პრინციპით „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“ ვბედავ ხმა ამოვიღო და თუ ჩემი „ნასროლი“ მიზანში მოხვდება (რისიც დიდი იმედი მაქვს), ალბათ, ჩემზე ბედნიერი კაცი მთელ დუნიაზე მეორე არ იქნება.

დიდი სულიერი გამოცდის ჟამი გვიდგას: გვშია და გვწყურია, გვცივა და გვეშინია, ვბორგავთ და ვარჩევთ თეთრსა და შავს და ვერ გაგვირჩევია. ვაკეთებთ იმას, რის უნარიც არ შეგვწევს და არ ვაკეთებთ იმას, რაც უნდა ვაკეთოთ. ვასწავლით ერთმანეთს ჭკუას და თვითონვე უჭკუოდ ვიქცევით:

უჭკუო ჭკუას მასწავლის! რეგვენი სიბრძნეს ქადაგებს!

ოი, განგებავ, სადა ხარ, რად არ დაადებ ყადაღებს?! (ბ.ტ.)

და აღზევდა უზნეობა. არადა სულ ახლახან არ იყო, როცა ჭეშმარიტი მამულიშვილის ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით სწორი გზით მივდიოდით. მან სწორედ ის კურსი აიღო, რომელსაც დიდი ნავსაყუდელის მამნიშნებელი შუქურისაკენ მივყავდით, მან უაღრესად საჭირო და უცილებლად სწორი აქცენტი გააკეთა მისი მშობელი ხალხის, ქართველი ერის სულიერ–ზნეობრივი პოტენციის ამაღლებაზე, რაც ესოდენ დაგვიქვეითდა, სამასწლოვანი მუხანათური „ძმობის“ პერიოდში.

 „ენა, მამული, სარწმუნოება“

აი, რა იყო და იქნება მაგისტრალური და ერთადერთი მაერთებელი გეზი, გზა, რომელსაც ტაძრისკენ მივყავართ. რამ შეაფერხა ჩვენი „გემის“ ტრიუმფალური სვლა აღებული კურსისაკენ? შევეცდები ამ კითხვის  პასუხად ორი ძირითადი თუ არა, ერთ–ერთი მიზეზთაგან დავასახელო.

  1. იმპერიის მეთაური ქვეყნის მამათმთავართა და შვილთა მგლური ბუნება და განწყობილება სხვა ქვეყნების მიმართ…

მახსოვს, მოსკოვში ვარ, ირან–ერაყის ომი დაიწყო, მოსკოვის გარეუბნიდან მივდივარ „დედაქალაქისკენ“, დინჯად დავდივარ ელექტრომატარებლის ვაგონიდან ვაგონში თავისუფალი სავარძლის სძებნელად და გავლით, ყურმოკვრით მესმის ასე 17–18 წლის ბიჭების საუბრის ნაწყვეტი: „ჩვენ რომ ირანშც ისე, როგორც ავღანეთში, დესანტი ჩაგვესვა, ირანი ახლა ჩვენი იქნებოდაო.“

  1. იმპერიის მცდელობას როგორმე გემრიელი და მსუყე ლუკმა არ გაუვარდეს ხელიდან/თუ პირიდან/, არავითარი წარმატება არ ექნებოდა, რომ ვასალი ქვეყნის შვილთა, ძე ცდომილთა აზვირთებული დაუოკებელი ამბიციები არა.

აქვე მინდა პარალელი გავავლო ზემოთხსენებულ „იმპერიის“  შვილთა და საქარველოს შვილთა იმავე ასაკის ორ ნაწილს შორის: ერთნი როგორ გვანან უფროს ძმათა შვილებს თავიანთი ბუნებით (მხედველობაში მაქვს ის ახალგაზრდები, რომლებიც ავტომატებით არბევდნენ კანონიერი ხელისუფლების მახარდამჭერ მანიფესტაციებს) და მეორენი, რომლებიც იმ ავადსახსენებელი მოვლენების წინა დღეებში მთავრობის სასახლის წინ ფიცს დებდნენ: „ზვიად გამსახურდიას დაწყებულ საქმეს არ ვუღალატებთ, ბოლომდე მივიყვანთ“.

ღელავს და ბობოქრობს საქართველო ღირსეულ შვილთა მიერ ნაჩვენები ნათელი გზით მავალი და „ქუდზე კაცი გამოსული“, ან იგივე შვილთა, ხოლო შვილთა ძე ცთომილთა მიერ ზურგში ლახვარ–ჩაცემული და ნირწამხდარი, და სუფევს განუკითხაობა „ამა ქვეყანასა შინა“: მოძმეთა კვლა და ძარცვა–გლეჯა, ურთიერთგაუტანლობა და შური. როცა ქართველზე ვინმე, იგივე ქართველი აუგს იტყოდა, პირში ვეცემოდი, შენ ხარ ასეთი–მეთქი? – არა, სხვები არიან ასეთებიო და იყო განკითხვა სხვათა. საკუთარი ნაკლის განკითხვა და აღმოფხვრის მცდელოა კი არა.

ბრძენ წინაპართა ნააზრევით ცხოვრების წესების უარყოფამ, კარგი, დადებითი ტრადიციების უგულებელყოფამ, იმპერიულ–კომუნისტური იდეოლოგიის მარწუხებმა გატეხა (ღმერთმა ნუ ქნას საბოლოოდ), გადააგვარა ქართველი კაცის სული და იმიტომაც ვართ ახლა ამ ყოფაში, რაშიც ვართ:

„კოკასა შიგან რაცა სდგას,  იგივე წარმოსდინდების“

ნუთუ ხსნა არ არის? ალბათ, არის: ქართული ოჯახის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ღვინის სმასთან დაკავშირებული რიტუალებია: ქორწილი, ნათლობა, ძეობა, დაბადების დღე, დაკრძალვა, ორმოცი, წლისთავი, სხადასხვა ოჯახური თუ რელიგიური დღესასწაულები.

არც ის იქნება „ჩემი“ აღმოჩენა, თუ ვიტყვი, რომ არსად ისეთი ტრფიალით არ ისმევა ღვინო, როგორც საქართველოში და ამ „ტრფიალის“ მიზეზი სწორედ ის ჯადოსნური სადღეგრძელოებია, რომლებიც, არცთუ იშვიათად, ცოტა „ზედმეტსაც“ მიგვართმევინებს ხოლმე, გვინერგავს სიკეთისა და სიყვარულის გრძნობებს, გვამეგობრებს და უფრო სათნოებს გვხდის, ვიდრე ვართ. ერის მომავალი (ძე თუ ასული) ოჯახში იზრდება, ხედავს და ითვისებს ავსაც და კარგსაც, უყალიბდება საკუთარი ფილოსოფიური შეხედულებები და რამდენადაც მაღალზნეობრივ  დონეზე  უმწიკვლობის, პატიოსნების, სტუმარმასპინძლის ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულის ატმოსფეროა გამეფებული ოჯახში, იმდენად ამაღლებული სულის, მრავალი ღირსებით შემკული იზრდება მომავალი თაობა.

მოკრძალებით მინდა შემოგთავაზოთ სადღეგრძელო –  ჩვენზე უკეთეს ქართველს გაუმარჯოს, ყოველ ქართულ ოჯახში დასამკვიდრებლად…

და ჰკითხავს აუცილებლად მოზარდი მამას:

– მამა ვინაა ჩვენზე უკეთესი ქართველი?

მამა შეკითხვითვე კმაყოფილი გადაეხვევა თავის პირმშოს და აუხსნის:

–  ჩვენზე უკეთესი ქართველი იგია, შვილო, ვინც ჩვენზე ტანადი და თვალადია, ვინც ჩვენზე ჭკვიანი და გონიერია, ვინც ჩვენზე ძლიერი და ღონიერია, ვინც ჩვენზე უკეთ დარბის და ცურავს, ჭიდაობს და კრივში თავს იჩენს… ვინც ჩვენზე უკეთ ცეკვავს და მღერის, შრომობს და წერს, თამაშობს ჭადრაკს, ვისაც ჩვენზე მეტად უყვარს სამშობლო ქვეყანა, მოყვასი და მთელი მისი არსებით იღვწის მისი კეთილდღეობისთვის, ვინც ჩვენზე უკეთ დახვდება მომხვდურს და მეხად თავს დაატყდება  შინაურ თუ გარეშე მტერს, ვისაც სამშობლოს ბედი ყოველგვარ პირადულზე მაღლა დაუყენებია და საქმით, ბრძოლით, შრომით ამტკიცებს ამას, აღაგზნებს სხვებსაც, ამ მრწამსით იცხოვრონ.

 ზვიად გამსახურდიას უკეთესობა ვერ აიტანეს მისმა ოპონენტებმა და იმიტომაც „დაკორტნეს“. იმიტომაც ვართ კარგ დღეში!

წამით თავი დავანებოთ ბატონ ზვიადს და მის „ოპონენტებს“ და გადავხედოთ ერთმანეთს.

თითქმის ყოველი მეათე ქართველი (ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე) ვერ იტანს  მასზე უკეთესი ქართველის არსებობას და ყოვლად მიუღებელი, ამორალური გზით  ცდილობს გაუსწროს მას და თავად წარმოჩინდეს, თორემ პატიოსანი გზით  უკეთეს მოყვასთან გატოლება  მისი ღირსებების დონემდე საამაყოა, როგორც პატიოსან სპრინტულ ორთაბრძოლაში გამარჯვება.

მინდა დავძინო, სადღეგრძელომ რომ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინოს.

უნდა შეივსოს  ასეთნაირად: – ჩვენზე უკეთეს ქართველს გაუმარჯოს, ვინც ყოფილა ამ ქვეყანაზე, ვინც არის ამჟამად  და ვინც იქნება შემდგომში, ე.ი. წარსულშია, აწმყოში და მომავალში. როცა ყველა ქართველის  გულში და სულში, სისხლსა და ძარღვში ღრმად გაჯდება  მასზე უკეთესი ქართველის სიყვარული, რომელიც, რა თქმა უნდა, ღვთის დიდი სიყვარულითა და რწმენით, ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებითა და მოყვასთან ქრისტიანული თანაცხოვრების უალტერნატივო პრინციპებით იქნება განმტკიცებული,  არსებობს კი რაიმე ძალა ჩვენი დამმარცხებელი? – რა თქმა უნდა, არა.

მაშ თქვენ გაგიმარჯოთ, ჩვენზე უკეთესო ქართველებო, და თქვენი ერთურთის სიყვარულით და პატივისცემით  შედუღაბებულ, უძლეველ საქართველოს გაუმარჯოს. თქვენი, ჩვენზე უკეთესი ქართველის სიყვარულით  განმსჭავლული და რწმენით აღვსილი იმიჯი რომ ყოველივე ზემოთქმული მიღებული და გათავისებული, უმაღლეს დონეზე გაცნობიერებული იქნება  ქართველი ხალხის მიერ.

უკვდავია ქართველი ერი, მრავალ უარყოფითთან ერთად მაინც სიკეთის ძარღვი ჭარბობს მასში და ხარობს ნერგი კეთილისა…

მაშ, გაუმარჯოს ჩვენზე უკეთეს ქართველს! ერის უკვდავების საიმედო გარანტს.

სულ მოკლე დროში.

თქვენთან ერთად იმას ვისურვებდი, რომ ჩვენი ერის უკეთეს შვილებს (მტყუანებს თუ ცამდის მართლებსაც) საერთო ენა გამოენახოთ, „დიდი“  ხელშეკრულების  დადების ნაცვლად, დიდი შერიგება მოეხდინოთ და ჩვენც ერთად შეგვესვას გამთლიანებული, ერთ მუშტად შეკრული და სიყვარულით სავსე საქართველოს სადღეგრძელო.

პეტრე (ბონდო) ტონია

27.03.93 წ.




რა არის „ნიუ ეიჯი“


Картинки по запросу new ageდღეს უკვე ფართოდ გავრცელებული გლობალისტური იდეოლოგია ქრისტიანული მსოფლმხედველობის საპირისპირო შეხედულება გახლავთ.

გლობალიზაცია სხვადასხვა ფორმის გამოვლენით – „გლობალური მსოფლიო წესრიგი” და ა.შ. – 2000 წლიანი ქრისტიანული ეპოქის დასასრულზე და ახალი დროის დასაწყისზე საუბრობს. მათი დამქაშები ხშირად იმეორებენ ტერმინს „პოსტ-ქრისტიანული მსოფლიო”, ანუ ადამიანების შეგნებაში ამკვიდრებენ აზრს, რომ ქრისტიანობამ უკვე მოჭამა თავისი დრო, ის ვითომდა ისტორიული წარსულია. ახალი ათასწლეულის დადგომის შემდეგ, მათი აზრით, „ახალი ერა”, „მერწყულის ერა” დადგება.

ამ იდეოლოგიას ისინი ამერიკაში პოპულარული თეოსოფიური და ოკულტური მიმდინარეობის „New Age”-ის (ნიუ ეიჯ), ანუ “ახალი დრო”-ის მეშვეობით ახორციელებენ. ეს მოძრაობა ფართო მასე-ბისათვის ცნობილი 1975 წელს გახდა. ის თავდაპირველად ა.შ.შ. – ში, ხოლო შემდეგ ევროპაშიც გავრცელდა. „ნიუ ეიჯი” არ არის არც სექტა, არც რელიგია. მას თითქოს არა აქვს მმართველობითი ცენტრი, ორგანიზაციული სტრუქტურა, არ გააჩნია განსაზღვრული სწავლება და დოგმატები და ა.შ. ამ მიმდინარეობაში შერწყმულია მონიზმი, პანთეიზმი, გნოსტიციზმი, სხვადასხვაგვარი ოკულტური საზოგადოებები და სექტები, ერეტიკული და ყალბი რელიგიური მიმართულებები.

მათი მიზანია – გარდაქმნან პიროვნება, ხოლო შემდეგ – გარდაქმნან მთელი მსოფლიო. ამისთვის ისინი ყველანაირ საშუალებებს: პრესას, ტელევიზიას, მასობრივ პოპ-კულტურას, ნარკოტიკებს, საზოგადოების გარყვნის სხვადასხვა ფორმებს იყენებენ. მუსიკის სფეროში გაჩნდა ახალი სტილი „ნიუ ეიჯი”. დაწესებულია ყოველწლიური პრემია „გრემი” ამ სტილის საუკეთესო ალბომისათვის. მრავალი ამერიკელი კონგრესმენი და „რომის კლუბის” გამოჩენილი წევრის ცნობილი ეკუმენისტის ენ ჩიტეს მიერ ჩატარებულ „ახალი დროის” (New Age) ყოველდღიურ ლექციებს ესწრებოდა.

Похожее изображение

სინამდვილეში „ნიუ ეიჯი” კაცობრიობას ანტიქრისტეს მოსვლისათვის ამზადებს. „ახალი დროის” ქაოსიდან შემდეგში ერთიანი მსოფლიო რელიგია უნდა დაიბადოს, რომელიც თავის თავში დედამიწაზე არსებული ყველა რელიგიის ელემენტებს შეიცავს. „ნიუ ეიჯის” მრავალი ელემენტი გადმოღებულია ოკულტიზმიდან. აქ არა მარტო ცრურწმენისა და წარმართობის, არამედ ჯადოქრობისა და მაგიის ელემენტები შეინიშნება. „ნიუ ეიჯის” მსოფლმხედველობა მორალურ ინდიფერენტიზმზეა აგებული. ცნობილი მაგისა და ოკულტისტის კროულის აზრით, „ნიუ ეიჯის” კანონი უნდა გახდეს – „აკეთე ის, რაც გინდა”. ამ მოძრაობის მიმდევრები იბრძვიან ჰომოსექსუალისტებისა და ნარკომანების უფლებებისათვის, რითაც თანამედროვე მსოფლიოს ახალ სოდომად გადაქცევას ცდილობენ.

 

დღესდღეობით „ნიუ ეიჯის” 22 მლნ მიმდევარი ჰყავს. მარტო ამერიკასა და კანადაში, „ნიუ ეიჯის” დაახლოებით 20 ათასი ორ-განიზაციაა. ეს ორგანიზაციები სხვადასხვაგვარი, მეცნიერული, პოლიტიკური, რელიგიურ – ფილოსოფიური ფორმისაა.

ბერძენმა ღვთისმეტყველმა ალექსის პანაგოპულოსმა დაწვრილებით განიხილა მოძრაობა „ნიუ ეიჯის” არსი და შემდეგი აზრი გამოიტანა: მათი მიზანი „ახალი მსოფლიოს წესრიგის” თეორიის შემუშავება, ახალი მსოფლიოს რელიგიის „ახალი ეპოქის ქრისტეს” (ანუ ანტიქრისტეს) მოსვლაა.

მაშ ასე, გლობალიზაციის იდეოლოგიამ ჩამოიხსნა თავისი ნიღაბი და გვიჩვენა თავისი მონდილისტური არსი – სინთეტური რელიგია, რომლის აღმსარებლობაა: რწმენა ერთიანი კაცობრიობისა, რომელიც ერთიანი ცენტრიდან, ანუ მსოფლიო მთავრობიდან წარიმართება.

xareba.net




რა აღმოაჩინეს იდუმალი "ალთაის პრინცესას" სამარხში?


უკოკას პრინცესა
შვეიცარიელი მეცნიერების მიერ “ალთაის პრინცესას” აღდგენილი გარეგნობა
 1993 წელს ალთაიზე, კოშ–აგაჩის რაიონში უკოკის ტაფობზე მეცნიერები უძველესი ყორღანის გათხრას აწარმოებდნენ. ეს ტაფობი ოთხი სახელმწიფოს – რუსეთის, ყაზახეთის, მონღოლეთისა და ჩინეთის საზღვართან მდებარეობს. ყინულის ფენებში   ხის ბოძებით აგებულ სამარხს წააწყდნენ, სადაც შავი თექის ნაჭერზე  ხისგან გამოთლილი,  ყინულით დაფარული სარკოფაგი იდგა. მის გასადნობად მეცნიერებს რამოდენიმე დღე დასჭირდათ. სარკოფაგის  სახურავი 4 სპილენძის ლურსმნით იყო დჭედებული, მასში კი ახალგაზრდა ქალის კარგად შენახული გვამი ღმოჩნდა.

ზოგადად, უკოკის თაფობი არქეოლოგიური მასალებით  მდიდარი რეგიონია, აქ სხვადსხვა პერიოდის 150–მდე ყორღანული სამარხია ნაპოვნი. აღნიშნულ სამარხში ქალის გარდა კიდევ 2 მეომარი და 6 შეკაზმული ცხენი იყო.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალი ძვ. წ. ა. III საუკუნეში ცხოვრობდა და 25 წლის ასაკში  გარდაცვლილა. ქალის სახე აღმოსავლეთით იყო მიბრუნებული, ხელ–ფეხი კი ოდნავ მოხრილი ჰქონდა, თითქოს და ჩაეძინა.  თავზე ცხენის ძუისგან დამზადებული მაღალი შავი პარიკი ეხურა, რომელზეც  დამაგრებული იყო სხვადასხვა ფრინველის 15 ხის ფიგურა და ირმის გამოსახულება, ასევე ბრინჯაოს ქინძისთავი და  „სიცოცხლის ხის“  სიმბოლო – თექისგან დამზადებული 60 სმ–ზე გრძელი ფოთოლი.

ქალს სხეულზე სხვადსხვა  სვირინგები ჰქონდა. მაგალითად,  მარცხენა მხარეზე ამოტვიფრული იყო საკრალური ნიშანი –ე.წ. ალთაის გრიფონი. საინტერესოა, რომ ძველი საბერძნეთის  ისტორიკოსი ჰეროდოტი – იდუმალი ქალბატონის თანამედროვე – წერდა, რომ მთიან ალთაიში ცხოვრობდნენ სკვითთა ტომები, რომლებსაც ოქროს მცველ გრიფებად შეეძლოთ გადაქცევა. მისი თქმით, ეს უცნაური არსებები განსაკუთრებული სიმაღლით და არაჩვეულებრივი გარეგნობით გამოირჩეოდნენ.

Похожее изображение

ქალს ოქროსგან დამზადებული მავთულის საყურეები ეკეთა, ყელს კი ფრთიანი ჯიქებისგან შედგენილი ხის სამკაული უმშვენებდა. ტანზე მოყვითალო  უნაზესი აბრეშუმის პერანგი ეცვა, რომელიც სკვითებისთვის უჩვეულოდ განიერი იყო და მუხლებამდე სწვდებოდა. ანალიზმა ცხადყო, რომ აბრეშუმი ჩინეთში არ იყო დამზადებული, იგი ინდოეთის ჩრდილოეთით  და  ალთაიზე თითქმის არ გამოიყენებოდა. წელს ქვემოთ შალის სამნაჭრიანი წითელ–თეთრი გრძელი ქვედაბოლო ემოსა, დაწნული ფოჩებიანი სარტყლით. თავზე მატყლით, ბალახითა და ბეწვეულით სავსე თექის ბალიში ედო. ფეხზე ასვევე თექის გრძელი წინდები ეცვა.

ქალის მარცხნივ, შავ–წითელი თექის შალითაში ხისჩარჩოიანი სარკე იდო, მის გვერდით ცხენის ძუის ფუნჯი და ადამიანის კბილი, ასევე მიმობნეული იყო ფერადი მძივები.

გარდა ამისა სამარხში ნაპოვნია კერამიკის ჭურჭელი, ჯიხვის რქები, ქინძის თესლით სავსე ქვის ლამბაქი, ხის მომცრო ტაბლები და სხვა. სარკოფაგში არსებული ნივთებს ბეწვეული ჰქონდათ  გადაფარებული.

ხალხმა ქალს  „უკოკის პრინცესა“ შეარქვა, ზოგი კი მას „თეთრ ქალბატონად“ მოიხსენებდა. ანალიზმა ცხადყო, რომ ის ინდოევროპულ რასას მიეკუთვნებოდა, მისი სიმაღლე კი 165 სმ–ს აღწევდა. ქალი ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა, თუმცა ის  რამოდენიმე თვის შემდეგ დაკრძალეს. როგორც ჩანს ამ დროის განმავლობაში გარკვეულ რიტუალებს უტარებდნენ.  სხეულს ზეთების, ფისის, ვერცხლისწყლისა და ცვილის ნაზავით ჩაუტარდა   ბალზამირება.

Похожее изображение
რუსი მეცნიერების ვარაუდით “პრინცესა” ასე გამოიყურებოდა

ადგილობრივმა შამანებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ქალი პრინცესა არაა, არამედ ალთაის ერის წინაპარი–დედა და ორი სამყაროს ჭიშკრის მცველია. წესით, ასე ჯადოქრებსა და ქურუმებს  უწოდებენ ხოლმე.  მოსახლეობა  მუმიის სამარხში დაბრუნებას მოითხოვდა, მათი მტკიცებით წინააღმდეგ შემთხვევაში ალთაის უბედურებები დაადტყდებოდა თავს. მათ სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს და რუსეთის პრეზიდენტსაც მიმართეს, თუმცა  მოთხოვნა მაინც  არ დაკმაყოფილდა.  მუმია დღემდე ქ. ნოვოსიბირსკის ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში ინახება.

ექსპედიციის წევრები აღნიშნავდნენ, რომ ყინულით მხოლოდ სარკოფაგი იყო დაფარული და არა მთლიანი სამარხი.  ამიტომ,  მიუხედავად იმისა, რომ ქალის გვამი ბალზამირებული იყო, მაინც ჩნდება კითხვა –იყო თუ არა სარკოფაგში რაიმე განსაკუთრებული სითხე, თუ ეს ჩვეულებრივი გრუნტის წყალი იყო, რომელიც ცივი კლიმატის პირობებში ყინულად იქცა?

დღესდღეობით ადამიანის მუმიფიცირებული სხეულები აღმოჩენილია სხვადსხვა ქვეყნებში: ეგვიპტე, ვიეტნამი, ლაოსი, პერუ და ა. შ. მუმიებს როგორც  დიდებულ სამარხებში, ასევე  მყინვარებში და ნახშირის ღრმა ფენებში პოულობენ.

მარკუს ციცერონი
მარკუს ციცერონი

არსებობს ლეგენდა, რომ რომის პაპის პავლე III–ს (1534 – 1549 წ.წ.) დროს აპიის  გზაზე რომის მმართველის მარკუს ციცერონის ქალიშვილის სამარხი აღმოაჩინეს. ახალგაზრდა ქალის გვამი უცნობ გამჭირვალე სითხეში იყო ჩაფლული და იმდენად კარგად იყო შენახული,  იქ მყოფებს მიცვალებული მძინარედ მოეჩვენათ.  იმ მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან 15 საუკუნე იყო გასული. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ჩაუქრობი ლამპარი იყო, რომელიც მიცვალებულს ფეხთ ედგა. სამარხის გახსნისას ეს ლამპარი ჩაქრა.

ამბავი მართლაც ლეგენდას ჰგავს, რომ არა ერთი გარემოება – მარკუს ციცერონს სინამდვილეში ჰყავდა ქალიშვილი სახელად ტულია ციცერონისი, რომელიც ძვ.წ.ა. 45.წ. მშობიარობას გადაჰყვა. ცნობილია, რომ შვილის გარდაცვალებამ მამას დიდი ტკივილი მიაყენა. ამას გარდა, აპიის გზა ანტიკურ რომში ყველაზე  მნიშვნელოვანი გზა იყო, რომლის გასწრივაც დიდგვაროვანთა სასახლეები და საგვარეულო სამარხები იყო განლაგებული.

რაც შეეხება ჩაუქრობ ლამპარს, მასზე ძველი სამყაროს მრავალი ისტორიკოსი წერდა. მაგალითად, ავგუსტინეს ( 354–430 წ.წ.) ცნობით   ასეთი ლამპარი ვენერას საკერპოში იდგა, მას ვერც ქარი და ვერც წვიმა აქრობდა. მწერალი პავზანი (II ს.)  ირწმუნებოდა, რომ ჩაუქრობელი ლამპარი ათენში, მინერვას ტაძარში ჰქონდა ნანახი, ხოლო პლუტარქი (46–120 წ.წ) ამტკიცებდა, რომ ზუსტად ასეთი ლამპარი ეგვიპტეში ამონის საკერპოში იყო; მისი თქმით, სტიქიებს არ ძალუძდა მისი ჩაქრობა.  მსგავს ლამპრებს ეგვიპტის ტაძრებსა და სამარხებშიც იყენებდნენ. სამარხის გახსნისთანავე  ლამპრები რატომღაც ქრებოდნენ. ეს უძველესი ტექნოლოგია თანამედროვე მეცნიერებისთვის დღემდე საიდუმლოს წარმოადგენს.

რადგანაც ამ ლეგენდის მრავალი დეტალი სინამდვილეს შეესაბამება, ე.ი.  ქალის უხრწნელი გვამისა და უცნაური სითხის ამბავიც გამოგონილი არ უნდა იყოს.  შესაბამისად, ტისულის პრინცესის და სავარაუდოდ, ალთაის „პრინცესის“  შემთხვევაშიც გამოყენებული იყო ეს უცნობი „შემნახველი“ სითხე. ამ ვერსიას „ჩინეთის პრინცესის“ ისტორიაც ამყარებს, რომელსაც მომდევნო მასალებში შემოგთავაზებთ.

www.premiumi.ge




დაფარული ისტორია – სად მდებარეობს ნამდვილი სინას მთა?


Похожее изображениеროგორც ცნობილია,  ბიბლიაში ნახსენები სინას მთა  ეგვიპტეს ტერიტორიაზე მდებარეობს.  ოფიციალურად ასეა. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარიამ თეორიას არ ეთანხმება. მათი მტკიცებით,  ნამდვილი სინას მთა საუდიის არაბეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ მასთან მისვლა აკრძალულია.

დღესდღეობით სინას მთა გარშემორტყმულია ლითონის ღობით და მას მუსლიმები იცავენ. იქ მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ყოველგვარ ფოტო და ვიდეო მასალას ტურისტებს  საუდიის არაბეთის საზღვარზე ართმევენ, რადგან მათ  გავრცელებას ხელისუფლება სასტიკად კრძალავს.

Картинки по запросу настоящая гора синай в саудовской аравииრიცხვში 20, 1-11 ნათქვამია, რომ ღმერთმა უთხრა მოსეს, წყალი კლდიდან მოეპოვებინა, რამეათუ ხალხს წყურვილი კლავდა. მოსეს უდაბნოში მოჰყავდა ერი . მათ გზადაგზა სხვადასხვა წინააღმდეგობა ეღობებოოდა და ისინი შესჩიოდნენ მოსეს: “…რაისათვის აღმოიყვანეთ კრებული ესე უფლისა უდაბნოსა ამას მოსრვად ჩუენდა და საცხოვრისა ჩუენისა? და რაისათვის ჰყავთ ესე? აღმოგვიყვანენ ჩუენ ვგვიპტით მოსრვად ადგილსა ამას ბოროტსა? ადგილი, რომელ არა ითესვის, არცა არს ლეღვი, არცა ვენახი, არცა მროწეული, არცა არს წყალი სასმელად. და მოვიდა მოსე და აჰრონ პირისაგან კრებულისაისა კარად კარვისა საწამებელისად და დავარდეს პირსა ზედა თვისსა და გამოჩნდა დიდებაი უფლისა მათ ზედა. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიღე კუერთხი ეგე და შეკრიბეთ კრებული შენ და აჰრონ, ძმამან შენმან, და არქუთ კლდესა წინაშე მათსა, და გამოსცეს წყალი და გამოუდინოს მათ წყალი კლდისაგან და ასუას კრებულსა ამას და საცხოვარსა მათსა. და მოიღო მოსე კუერთხი იგი, რომელ იყო წინაშე უფლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან. და შეკრიბეს მოსე და აჰრონ კრებული იგი წინაშე კლდესა მას და ჰრქუა მათ: ისმინეთ ჩემი, ურჩნო, კლდისაგან ნუ ამის გამოგიდინოთ თქუენ წყალი. და აღყო მოსე ხელი თვისი და სცა კლდესა მას კუერთხითა მით ორგზის და გამოვიდა წყალი ფრიად, და სუა კრებულმან მან და საცხოვარმან მათმან. “

სურათზე აღბეჭდილია მოსეს კლდე, რომლის ნაპრალიდანაც გადმოდიოდა წყალი. მთის ჯაჭვის დასავლეთ მხარეზე, წმიდა ადგილის მოპირდაპირედ, განსაკუთრებული თვისებების მქონე ადგილია – ხუთი ან ექვს სართულიანი სახლის სიმაღლის კლდე, რომელიც დაახლოებით 200 ფუტის სიმაღლის გორაზე დგას.

“განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა. გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი.”(ფს. 77, 15-16). ეს კლდე შუაშია გაპობილი და მის ძირში წყლის ეროზიის და მრავალი ნაკადულის ნაკვალევის გარჩევაა შესაძლებელი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მოედინობოდა. ეს ფენომენი არანაირ სამეცნიერო და ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება, რამეთუ შუა უდაბნოში წყალი როგორ იწნებოდა?!

ნამდვილი სინას მთაც ასევКартинки по запросу настоящая гора синай в саудовской аравииე საუდიის არაბეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. მთის წვერი მასზე ღვთის დავანების გამო გაშავებულია და ვულკანურ მინად არის ქცეული. ეს არც შავი ქვაა და არაც ქვის ქანების რომელიმე სახეობა. ამ მთაზე ღმერთი ცეცხლის სახით იყო ჩამოსული (გამოსვლა 19,18) თავდაპირველად მეცნიერებს ეგონათ, რომ ეს ვულკანური ამოფრქვევის შედეგია. მაგრამ, როდესაც მათ ქვები დაამსხვრიეს, გაოცებულები დარჩნენ. გარედან ქვა დამდნარი ფენით იყო დაფარული, შიგნიდან კი გრანიტი იყო. უჩვეულო ტემპერატურამ ეს ქვები გარედან გაადნო. ამ მიდამოში ეს ერთადერთი მთაა, რომელსაც დამწვარი წვერი აქვს.
თუ ჩვენ ბიბლიის მიხედვით გავყვებით გზას, რომელიც მოსემ გაიარა ეგვიპტიდან სინას მთამდე, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ანუ სახვა სინას მთა, რომელიც ეგვიპტეში მდებარეობს, ნამდვილი სინას მთა არაა, რადგან ბიბლიაში ნათქვამია, რომ მოსემ ერი ეგვიპტიდან გამოიყვანა! მათ ბევრი იარეს და სინას უდაბნოს მიადგნენ.

Интересная экспедиция на Синайскую гору
სინას მთის სინამდვილეს ამტკიცებს ის ფაქტი, რომ აქვე, მის მახლობლად განთავსებულია მოსეს სამსხვერპლო და მარმარილოს 12 სვეტი, რის შესახებაც ნახსენებია ბიბლიაში. “და დაწერნა მოსე ყოველნი სიტყუანი უფლისანი, აღიმსთო მოსე განთიად და აღაშენა საკურთხეველი ქუეშე მთასა მას და დასხნა ათორმეტნი ქვანი ათორმეტთაებრ ტომთა ისრაელისათა. ” (გამოსვალ 24,4. ) აქვე, გვერდით ოქროს ხბოს სამსხვერპლოა დი კლდეზე მისი გამოსახულებაა შემორჩენილი.

https://www.youtube.com/watch?v=PS6Lhw4mndw




„უთავოთა ხეობის“ საიდუმლო


„უთავოთა ხეობა“, კანადა
„უთავოთა ხეობა“, კანადა

„უთავოთა ხეობა“–ასე უწოდეს კანადის ერთერთ მხარეს, რომელიც საუთ–ნახანიის მდინარის გასწვრივაა გადაშლილი. ადამიანების იდუმალი გაქრობის პირველი შემთხვევა 1898  წელს „ოქროს ციებ–ცხელების“ დროს მოხდა.

ოქროს მაძიებელთა ექვსკაციანი ჯგუფი ხეობაში  უგზოუკვლოდ დაიკარგა. შვიდი წლის შემდეგ კიდევ სამი პიროვნება – რობერტ ვირი და მისი მეგობრები, ძმები მაკ–ლეოდები გაუჩინარდნენ. სამი წლის შემდეგ, კი უკლებლივ ყველა დაკარგული ოქროს მაძიებლის გვამი იპოვეს. გვამებს თავები ჰქონდათ წაცლილი. დაღუპულები პირადი ნივთების დახმარებით ამოიცნეს.

1962 –1965 წლებში იდუმალი შემთხვევის გამოსაძიებლად მკვლევართა ორი ჯგუფი გაემგზავრა. მოკლე ხანში ისინიც გარდაცვლილები იპოვეს, ამ შემთხვევაშიც გვამები თავების გარეშე იყვნენ. პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ ხეობაში თავზე ხელაღებული ბანდა მოქმედებდა, რომელიც ოქროს მაძიებლებს გაძარცვის მიზნით ხოცავდა. 1978 წელს სიმართლის დასადგენად ხეობაში კიდევ ერთი, კარგად აღჭურვილი ექსპედიცია გაემგზავრა. ჯგუფს ანომალური მოვლენების მკვლევარი ხენკ მონტიმერი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი მუდმივ კავშირზე იყო, თუმცა პირველივე საღამოს ოპერატორს ექსპედიციის მონაწილეთა ყვირილი ჩაესმა, რის შემდეგაც კავშირი შეწყდა. ნახევარ საათში ტრაგედიის ადგილზე ვერტფრენი მივიდა, მაგრამ კარვები და მკვლევარები არ დახვდათ. ხუთი დღის შემდეგ მაშველებმა ერთ–ერთი მონაწილის ჩონჩხი იპოვეს. რა თქმა უნდა, თავის გარეშე.

ამ შემზარავი შემთხვევის შემდეგ მკვლევარებმა „უთავოთა ხეობის“ საიდუმლოს ამოხსნა დიდი ხნით შეწყვიტეს. ცალკეული ტრაგიული შემთხვევები 1980 წლამდე გრძელდებოდა, ადამიანები სათითაოდ იკარგებოდნენ. 1980 წელს ხეობაში კონტრაქტით 3 ყოფილი სამხედრო პირი გააგზავნეს. არც ერთი არ დაბრუნებულა…

2004  წელს ხეობაში რამოდენიმე ბრონირებული მანქანის თანხლებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი  საერთაშორისო ექსპედიცია ჩავიდა. მეცნიერები ამანაც ვერ იხსნა– რაციით  საუბრისას უეცრად კავშირი გაწყდა, ხოლო ჩამოწოლილმა ძლიერმა ნისლმა სამხედროებს ხელი შეუშალა  დროულად გასულიყვნენ სამძებრო სამუშაოებზე. ნისლთან ერთად ბანაკის კვალიც გაქრა. მდინარე საუტ–ნახანიის ნაპირთან მცხოვრები ინდიელები დარწმუნებულები არიან, რომ ხალხის გაუჩინარების მიზეზი სკვაჩას უკავშირდება ( იეტის ადგილობრივი სახელწოდება). ადგილობრივმა პოლიციამ ვერ დაამტკიცა მძარცველთა ბანდის არსებობა, რომლებიც ოქროს მაძიებლებს კლავდნენ.

www.premiumi.ge