პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების კრიტერიუმები განისაზღვრა


Картинки по запросу პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიპრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი წესის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გაიმართა სახელმწიფო უწყებებთან და ექსპერტებთან.  2021 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციაში დაინერგება შეწყალების საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები.

„შეწყალების წესის არსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.

შეწყალების აქტი დაფუძნებულია როგორც ჰუმანიზმის პრინციპზე, ასევე სახელმწიფო ინტერესზე და ის არ არის სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი.

შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თითოეულ საქმეზე  გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან. შეწყალების საქმეების განხილვა შეწყალების ახალი წესის გამოქვეყნებისთანავე დაიწყება”- აცხადებენ ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა. ამას წინ  უძღვოდა რამდენიმე სკანდალური შეწყალება. 2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა.




"საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ შემდეგ პარლამენტში არც ერთი „ნაციონალი“ აღარ იქნება"


Картинки по запросу ირაკლი კობახიძესაპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის ირაკლი კობახიძის არით, ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ შემდეგ პარლამენტში არც ერთი „ნაციონალი“ აღარ იქნება.

მან ასევე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მოწოდება, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ნორმალურ პოლიტიკურ პროცესსა და საპარლამენტო ფორმატებს დაუბრუნდეს.

„არჩილ თალაკვაძის მოწოდება სწორი იყო. ვინმეს პასუხისმგებლობა თუ აქვს, იმ პროცესში უნდა ჩაერთოს, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკის კეთებასთან და ეს პროცესი არსებითად დაკავშირებულია პარლამენტთან.

ოპოზიცია კრიზისშია, საიდანაც ვერ გამოდის. ოპოზიციამ უნდა დაადასტუროს, რომ არ არის დესტრუქციული, არიან პასუხისმგებლიანი. თუ დაადასტურებენ, რომ პროცესების წინაშე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვთ, მოვიდნენ, მაგრამ კრიზისშია არიან და ვერ ამტკიცებენ. ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ შემდეგ პარლამენტში არც ერთი „ნაციონალი“ აღარ იქნება. თუ მათ ადგილებს კონსტრუქციული ოპოზიცია და ისეთი პოლიტიკური ძალა დაიკავებს, ვისაც უყვარს ქვეყანა, ეკლესია.

ასეთ პოლიტიკურ ძალას ვერ შევქმნით, თავისთავად უნდა შეიქმნას. როცა დაიმსხვრევა ორპარტიული არასწორი რეჟიმი, მაშინვე გაჩნდება სივრცე კონსტრუქციული პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც ეფუძნება დასავლურ და ეროვნულ ღირებულებებს. დღეს კრიზისია ოპოზიციაში და არა ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




"ოპოზიციამ დროის დაკარგვა გააგრძელოს, ჩვენ საარჩევნო სამზადისს გავაგრძელებთ"


Картинки по запросу ირაკლი კობახიძესაპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აიპიემის”და „სიარარსის” მიერ ჩატარებული კვლევები არჩევნების შედეგს ყოველთვის აცდენილია.

„ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე კომენტარებს „აიპიემის“ და „სიარარსის“ კვლევებთან დაკავშირებით. ეს კვლევები ყოველთვის აცდენილია რეალობას. საბოლოო ჯამში არის ხოლმე აცდენილი იმ შედეგებს, რომელიც იდება არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ოპონენტებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ აწყობთ ამის გაკეთება, ვერ ახერხებენ, სიხარულით შეხვდნენ ამ რეიტინგებს. კარგად იციან, რომ ეს რეიტინგი არის აცდენილი სინამდვილეს და შესაბამისად, არ აძლევს მათ ოპტიმიზმის საფუძველს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კვლევებზე მომუშავე კონკრეტული კომპანიები, პირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან – „აიპიემი“ არის ერთ განშტოებასთან დაკავშირებული, „სიარარსი“ – მეორე განშტოებასთან. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მათი შედეგები ხან ერთი განშტოების და ხან მეორე განშტოების სასარგებლოდ იხრება ხოლმე.

„რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს და რესპონდენტს, ძალიან მარტივად კეთდება ხოლმე ალოკაცია. ალოკაციის საფუძველზე როცა ტარდება კვლევა, კარგად ვხედავთ, როგორ დასრულდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად ავცდებით 50 პროცენტიან მაჩვენებელს. მითუმეტეს, ჩვენ გვაქვს ერთი წელიწადი, რომ კარგად მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს დესტრუქციული ნაბიჯების დაგეგმვაზე, ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის და გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან. გააგრძელოს ოპოზიციამ დროის დაკარგვა, ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო სამზადისს, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის მიხედვით, მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23%  ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ 15 %, „ევროპულ საქართველოს“ 5 %.

„ლეიბორისტულ პარტიას“ ხმას მისცემდა 5%,  „პატრიოტთა ალიანსს“ – 4% , „სამოქალაქო მოძრაობას“ – 3 %, „ახალი საქართველოსთვის“- 2% , „დემოკრატიულ მოძრაობა-გაერთიანებული საქართველოსთვის“ ასევე 2%.  „ლელოს“ გამოკითხულთა 2 %  მისცემდა ხმას, „გირჩს“ – 1 % , „შენების მოძრაობა“ – 1 %.

გამოკითხულთა 32- %–მა  უპასუხა, რომ არ იცის, ან არ სურს პასუხის გაცემა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 %–ს.




რუსული მედია –"ადრე თუ გვიან ქართველებს უკან დახევა მოუწევთ"


Похожее изображениеრუსული გამოცემა “კომსომოლსკაია პრავდა”ჟენევის დისკუსიებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.  ერთერთ მთავარ საკითხად კი  წნელისში ქართველების საუშაგოს ასახელებს.

გაზეთის ინფორმაციით, ცხინვალში მკაცრად აკრიტიკებენ  ამჟამინდელ დე–ფაქტო ლიდერს ანატოლი ბიბილოვს,   დრო  დაკარგა და “საზღვრებზე” ბლოკპოსტები არ განათავსაო. არადა ყველა პრეტენზია მის წინამორბედს, ედუარდ კოკოითის ეკუთვნის, რომლის დაშვებულმა შეცდომებმა დღეს საქართველოსთან ურთიერთობების გაამწვავა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კოკოითიმ  საზღვრის დელიმიტაციის კომისია მხოლოდ 2009 წელს შექმნა, ხოლო სამუშაოს რეალურად  2010 –ში შეუდგა.

“ეს დრო კი საქართველომ მოიგო, დასავლეთის მხარდაჭერა მოიპოვა და კვლავინდებურად  თავდაჯერებულად იგრძნო თავი.  დაბნეულობა სულ გაუქრა და შედეგად  სასაზღვრო ზონაში არსებული მთელი რიგი ოსური სოფლები საქართველოს ტერიტორიაზე მოხვდა,  პროტესტის  მიუხედავად,  მოსახლეობა  ნათესავებთან და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირს მოწყვეტილი აღმოჩნდა.

კომისიის თავამჯდომარემ ბორის ჩოჩიევმა თავიდანვე განაცხადა, რომ საზღვრების დადგენისას  1984 წლის რუკებით ისარგებლებდა, თუმცა მეტად გამართლებული იქნებოდა 1922 წლის დეკრეტში მონიშნული საზღვრებით ხელმძღვანელობა, მაშინ, როდესაც შეიქმნა სამხრეთ–ოსეთის ავტონომიური ოლქი. თუმცა მთავრობაში მისთვის   შენიშვნა არავის მიუცია, ასეც წავაო.

უაზროა იმედის ქონა, რომ საქართველო წნელისის სასაზღვრო მონაკვეთს დათმობს. მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს პოლიტიკოსები პატრიოტობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, და არავინ წავა პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე.  თუმცა სიტუაცია არც ისე კატასტროფულია, როგორც მას ბიბილოვის მოწინააღმდეგები გვიჩვენებენ.  სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა ახლომდებარე სტრატეგიული სიმაღლეები დაიკავეს და ქართველ ძალოვნებს   უპირატესობათა დიდი ნაწილი წაართვეს.  ადრე თუ გვიან ქართველებს უკან დახევა მოუწევთ. ხოლო სამხრეთ–ოსეთის ყოფილი მთავრობის  რიგებში მყოფ პროვოკატორებს  – საკუთარ ქმედებესა თუ უმოქმედობაზე პასუხის გაცემა.”– წერს “კომსომოლსკაია პრავდა”.

kp.ru




"23 ნოემბერი მოდის და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს"


Картинки по запросу სააკაშვილისაქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქლაივში“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნას გამოეხმაურა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა. ერთი რამე ვიცი, მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს აღარანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, ყველაფერი გამოგვივა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

 




2020 წლის არჩევნები 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით ჩტარდება


Картинки по запросу თალაკვაძე არჩილპარლამენტის თავმჯდომარის  არჩილ თალაკვაძის  განაცხადებით 2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით.

არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე დეპუტატების ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი.

„2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე დღეს შედგა პარლამენტში კენჭისყრა და მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის ბევრმა დეპუტატმა მხარი დავუჭირეთ, ასევე ოპოზიციის წევრებმა მხარი დაუჭირეს, ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ არ არის მიღებული რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით, რაც ნიშნავს პროპორციულ და მაჟორიტარული მექანიზმის გამოყენებას 2020 წლის არჩევნებში. ეს გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა, კენჭისყრის შედეგები არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა თალკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ორი სხდომა გამართა და მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაეჭირათ პროპორციული სისტემის გადაწყვეტილებისთვის, საკმარის ხმების მობილიზება სხდომაზე ვერ მოხერხდა.

„ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ამ ინიციატივით. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ყოფილიყო ხმების მობილიზება უმრავლესობაში, როდესაც ჩვენ გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირეთ და შევძელით ამის მიღება. ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარემ უმრავლესობის ორი სხდომა ჩაატარა და მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაეჭირათ პროპორციული სისტემის გადაწყვეტილებისთვის, საკმარის ხმების მობილიზება სხდომაზე ვერ მოხერხდა. ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.




ახალგორისა და პერევის გამშვები პუნქტების საკითხი კვლავ ღია რჩება


Картинки по запросу შეხვედრა ერგნეთშიერგნეთში მე-7 ტექნიკური შეხვედრა დასრულდა. ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებსა და გამშვები პუნქტების გახსნის აუცილებლობაზე მხარეები 3 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

მხარეების პოზიციები კვლავ უცვლელია: დეფაქტო ცხინვალი საპოლიციო საგუშაგოს აღებას ითხოვს, ქართული მხარე კი აცხადებს, რომ მისი დემონტაჟი არ განიხილება. კვლავ ღია რჩება ახალგორისა და პერევის გამშვები პუნქტების საკითხი,ისევე როგორც წინა შეხვედრაზე, მხარები მხოლოდ დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე თანხმდებიან.

„პოზიციები უცვლელი იყო. ჩვენ ველოდებოდით ცხინვალელი მონაწილეებისგან მეტად კონსტრუქციულ პოზიციას. კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ის შეთავაზებები, რომლებიც აუცილებელად ხელს შეუწყობს ადგილზე სიტუაციის ნორმალიზებას. სამწუხაროდ, ჩვენი პოზიციები კვლავ არ დაემთხვა ერთმანეთს. ვისაუბრეთ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიასთან განვითარებულ მოვლენებზე. მათ გადასასვლელების ჩაკეტვა პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანას მოვლენებს. კვლავ დავაყენეთ საკითხი გადასასვლელების დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ. პასუხი ამჯერადაც  უცნობია.

ასევე გვქონდა საუბარი დაკავებულების მდგომარეობის შესახებ. გვითხრეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაზე განაცხადეს, რომ გადიან ე.წ. პროცედურებს და ზუსტ დროს გვეტყვიან მოგვიანებით. ჩვენ შევთანხმდით ერთ რამეზე, აუცილებელია, დიალოგი გაგრძელდეს“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

რაც შეეხება კოდისწყაროდან გატაცებულებს, ანთაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ე.წ. პროცედურების დასრულების შემდეგ, მათი გათავისუფლების დრო დაზუსტდება.

მომდევნო შეხვედრა ერგნეთში დეკემბერში გაიმართება, ზუსტ თარიღზე მხარეები ცხელი ხაზის მეშვეობით შეთანხმდებიან. პარალელურად გაგრძელდება მოლაპარაკებები ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების ფორმატის აღდგენაზე, რადგან უკვე სამი თვეა მხარეები ვერ მსჯელობენ ვერც უსაფრთხოების და ვერც ჰუმანიტარულ საკითხებზე, რაც მოსახლეობისთვის უდიდეს მნიშვნელობას წარმოადგენს.




ხაზარაძე ივანიშვილს:"ეს ქვეყანა არ არის თქვენნაირი მმართველობის ღირსი"


Картинки по запросу მამაუკა ხაზარაძე„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.

„ბიძინა ივანიშვილს ეშინია პირადად ჩვენი, იმ ადამიანებისა და ამომრჩევლის, რომელსაც ამოუვიდა ყელში მდგომარეობა, რაც დღეს არის შექმნილი. ყველანაირი მეთოდით ცდილობს, შეგვაჩეროს, დაგვაშინოს ან რამე ზომები მიიღოს. მინდა, მას პირდაპირ ვუთხრა, ვერც შეგვაშინებ ვერაფრით ვერ გაგვაჩერებ. ვერაფრით გააჩერებ იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, ვერ შეაჩერებ იმ ნებას, რომლითაც ეს მახინჯი სისტემა, რომელიც მარიხუანას ბიზნესგეგმებზეა, ახლა კიდევ სხვა რაღაც ბიზნესგეგმებზე გაქვთ თავში ჩადებული.

ეს ქვეყანა არ არის თქვენი ღირსი და თქვენნაირი მმართველობის ღირსი. გპირდებით, ამას ყოველთვის გავიმეორებ იმ ათასობით ადამიანთან ერთად, რომელიც გვიერთდება. ამ რეალობას ჩვენ შევცვლით უკეთესობისკენ. თქვენ გაგიშვებთ პოლიტიკურ, ძალიან დიდ, გრძელვადიან შვებულებაში თქვენს თანამოაზრეებთან ერთად.

კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო „ოცნების“ ე.წ. უცხოეთში განათლებულ ახალგაზრდებს – გრცხვენოდეთ, ასეთ რეჟიმს რომ ემსახურებით, გრცხვენოდეთ იმ რეფორმების, რომელიც ვერ ჩაატარეთ და ვერც ჩაატარებთ, გრცხვენოდეთ იმ სიცარიელის, რომელიც არ გაგაჩნიათ. თქვენ არ გაგაჩნიათ მიზანი, გეგმა, თავმოყვარეობაც კი, რადგან ასეთ უსამართლობას თქვენ ეგუებით. მაკო გომურის დაზარალებულად არ გამოცხადება არის საბოლოო წერტილი თქვენი ადამიანობისა და თქვენი დამოკიდებულების საერთოდ სამართალსა და სამართლიანობაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ ბრალდებული დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა 2 დეკემბრისთვის გადაიდო.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მიზეზი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის სამუშაო განრიგი გახდა. მოსამართლის თქმით, სამუშაო გრაფიკი მასთან შეთანხმებული არ ყოფილა და დღეს სხვა სასამართლო პროცესები აქვს ჩანიშნული.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.




ომბუდსმენი სასულიერო პირების შესახებ განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს


ნინო ლომჯარიასახალხო დამცველი მოითხოვს, გამოძიება დაიწყოს სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, სასულიერო პირების მხრიდან, სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების ფაქტების შესახებ.

როგორც ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასულიერო პირები მიანიშნებენ, რომ მსგავსი ტიპის დანაშაული შესაძლოა არასრულწლოვნების მიმართაც იყოს ჩადენილი. ომბუდსმენის განცხადებით, მან უკვე მიმართა საგამოძიებო უწყებებს.

„გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოთ აღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.

მსურს საჯაროდ მოვუწოდო როგორც განცხადების ავტორებს, ასევე, ყველა ინფორმაციის მფლობელს, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და შევძლოთ მისი გადამოწმება. შესწავლის პროცესში, მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებლის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილი იქნება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენი ასევე ყველას, მათ შორის სასულიერო პირებს, მოუწოდებს, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველს და მიაწოდონ მათთვის ცნობილი ინფორმაცია. ომბუდსმენი ინფორმაციის მფლობელებს კონფიდენციალურობის დაცვის პირობებს აძლევს.




“ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთობაშია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან”


1416993338641964ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისასა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  აღნიშნა, რომ   საქართველოს  სიძლიერე მდგომარეობს აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებაში, თანამიმდევრულობასა და მდგრადობაში“. 

თავდაცვის მინისტრის თქმით, უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე, საქართველო  თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს განაგრძობს:

„ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო მოწოდებულია კიდევ უფრო გააძლიეროს ტრანსფორმაციის პროცესი, რათა ჩამოვაყალიბოთ უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი თავდაცვის სისტემა, გავაძლიეროთ ოპერატიული შესაძლებლობები და მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ნატოსთან, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი.

მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთობაშია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს  სიძლიერე მდგომარეობს აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებაში, თანამიმდევრულობასა და მდგრადობაში. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მომავალი თაობებისთვის ჩვენ შევქმნით უფრო სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ წელს მეცამეტედ იმართება. კონფერენცია ოთხი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველ პანელზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილება. მეორე სესიის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე იმსჯელებენ. მესამე პანელი ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ დისკუსიას დაეთმობა, ხოლო მეოთხე სესიის მთავარი თემა საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა იქნება