საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდია განცხადებას ავრცელებს


25594241_307710489742042_1139383975062208318_n[1]ბუნებრივია, რომ „დრო ყველაფრის მკურნალია“, მაგრამ ცუდია როდესაც ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ წარსულის დავიწყებით ისტორიის გაყალბება მოხდეს.

აგერ უკვე 27 წელია კრიმინალური გადატრიალების მთავარი იდეოლოგები ცდილობენ 1991წლის ბოლოდან ჩვენს თავს დატეხილი ტრაგედია ხან სახალხო აჯანყებად, ხან კი შიდა სახელისუფლო დაპირისპირებად წარმოადგინონ, რათა როგორმე სისხლი ჩამოირეცხონ და დე-ფაქტო ხელისუფლება როგორმე კანონიერების ჩარჩოებში მოქციონ.

ჯერ კიდევ, 1993 წლის 25 ოქტომბერს თომას გოლცი (კავკასიის სპეციალისტი, რომელიც დამკვირვებლად მივლინებული იყო საქართველოში და იმყოფებოდა სოხუმში მისი დაცემის ბოლო დღემდე), აშშ-ს კონგრესის – ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე მოხსენებისას, აღნიშნავდა:

„შევარდნაძის უმთავრესი პრობლემა, რომელსაც ის დღეს საქართველოს მართვისას აწყდება იმაში მდგომარეობს, რომ მისი სახლი ქვიშაზეა აგებული: მისი ხელისუფლება პუტჩის გზითაა დამყარებული, ამ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო პუტჩის გზით ».

ხოლო ხელისუფლება (ბუნებრივია მისი მემკვიდრეც), რომელიც უკანონო (ძალადობრივი) გზით არის მოსული მარად არაკანონიერად დარჩება. ფაქტია, რომ ისინი დღესაც ძალადობით (უკანონოდ) ინარჩუნებენ სახელისუფლო ბერკეტებს, ამიტომაც ეწოდებათ მათ დე-ფაქტო ხელისუფლებას.

ჩვენდა სამწუხაროდ ბევრი ჩვენი თანამებრძოლი არა თუ უბრალოდ თანამშრომლობს მათთან, არამედ ბევრ ჩვენთაგანს აქეთ გვამუნათებენ, თუ რატომ მოვიხსენიებთ მათ დე- ფაქტო ხელისუფლებად. რა შეიძლება ასეთ შემთხვევაში ითქვას? არც არაფერი, ამჯერად უბრალოდ დავჯერდებით დიდი ქართველი მამულიშვილის, დავით გურამიშვილის შეგონებას: „ცუდზე ცუდი რომ არა ვთქვა აბა კარგი როგორ ვაქო?“

აგერ უკვე მრავალი წელია ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გათითოკაცებული, ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები კვლავ ერთ მუშტად შეიკრან ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ამ საკითხებზე მსჯელობისას ჩვენს თანამებრძოლებთანაც კი ყოველთვის სალ კლდეს ვაწყდებით. ამ ბოლო მოვლენებმა კი დაგვარწმუნა, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იქნება, რადგან ფაქტია თვით ჩვენს თანამებრძოლებშიც კი ვერ ვნახეთ მხარდაჭერა ამ მხრივ.

მართალია ყველაფერს ფარდა აეხდება და ისტორია ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ ხმამაღლა: აბსოლიტურად არ გვაქვს იმედი იმ თანამებრძოლების, რომლებიც დღევანდელ დე-ფაქტო ხელისუფლებას არ მიიჩნევს შევარდნაძის ხელისუფლების მემკვიდრე უკანონო ხელისუფლებად. უბრალოდ ჩვენ მათთან ერთად „ეკლესიისკენ მიმავალ გზას“ ვერ ვიპოვით!

არადა, 1991-1993 წლების მოვლენებში ჩვენთან დაპირისპირებულ ძალებში მრავლად არიან ვაჟკაცები, რომლებიც დღეს უკვე გულწრფელად ინანიებენ იმ დროს დაშვებულ შეცდომებს და დღეს უკვე მზად არიან ბოლომდე ერთგულად დაგვიდგნენ მხარში სამშობლოს გადარჩენისათვის ბრძოლაში.

Похожее изображение

და მაინც, რატომ ასეთი აზროვნება ჩვენს რიგებში?

სამწუხაროდ დე-ფაქტო ხელისუფლების პროპაგანდისტულ ანკესს მრავალი ჩვენთაგანი წამოეგო. მოვიყვანთ რამოდენიმე ასეთ მაგალითს:

1.ბევრ ჩვენთაგანს თავდადებულ მებრძოლად მოაქვს თავი. უამრავ მასალას მოიტანს იმისას თუ, როგორ თავგამოდებით იბრძოდა კანონიერების დაცვისთვის და როგორ ედგა მხარში პრეზიდენტს. ამ დროს კი აბსოლიტურ უვიცობას ამჟღავნებს (თუ სამწუხაროდ ეს მიზანმიმიმართულად არ ხდება), როდესაც თავისი ნამეტანი ჭკუისკოლოფობით არასწორად ტირაჟირებს გარკვეულ დებულებებს და ფაქტებს, ამით კი ერთი ერთში იმეორებს რაზმაძე-სიგუასეულ „მთავარ არგუმენტს“, რომ თურმე პრეზიდენტს უფლება არ ჰქონდა მოეხსნა თენგიზ კიტოვანი თანამდებობიდან და „ეროვნული გვარდია – შინაგანი ჯარის რეორგანიზაცია მოეხდინა.

დიახ ამ „ყოვლისმცოდნე“, „მგზნებარე პატრიოტებს“ არა თუ ვერ განუსხვავებიათ შინაგან საქმთა სამინისტროსთან არსებული „საქართველოს ეროვნული გვარდია – შინაგანი ჯარი“-ს სტატუსი „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის“ სტატუსისაგან, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტსა და კონსტიტუციის არსზე წარმოდგენაც კი არა აქვთ.

დიახ, ყველა ესენი ნებით თუ უნებლიედ ამტკიცებენ პროკურორ რაზმაძის მიერ თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს პრეზიდენტის მიმართ, რომელიც თავისი აბსურდულობის გამო თავად პროკურატურამ გააუქმა, ამიტომაც ასეთ კატეგორიას ვერასდროს ჩავთვლით ჩვენს თანამებრძოლებად.

ცნობისთვის „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის“ სტატუსის და შექმნის ისტორიას გაეცანით საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის შტაბის უფროს, ბ-ნ გურამ ლაკიას სტატიებში (იხ. გაზ. „საქართველოს სულიერი მისია – ჯამაათი“ და ასევე fac-გვერდებზე განთავსებულ პოსტებში);

2. ცდილობენ პრეზიდენტის სახელის დისკრედიტაციით სახელი გაუტეხონ ეროვნულ ხელისუფლებას, რათა ამით როგორმე გაამართლონ 1991-1993 წლების მოვლენები. რადგანაც თავად პრეზიდენტს ვერაფერი მოუძებნეს საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად დასაჯერებელი, მაკომპრომიტებელი ფაქტები, აქცენტი გადიტანეს პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაზე – მის ოჯახზე და შეიარაღებული ძალების სარდალზე. ამ უკანასკნელის მიმართ კი ბრალდებები დღესაც აქტუალურია თვით ჩვენს „თანამებრძოლებში“ და თუ რატომ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ. აი სიმართლის გარკვევა კი არავის არ უნდა, რათა ერთხელდასამუდამოდ დამტკიცდეს ესა თუ ის ფაქტი და დმნაშავე დაისაჯოს ანდა გამომჟღავნდეს ცილისმწამებლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რათა ქართველი ხალხის ერთობა არ შედგეს.

ყველა ისინი ვინც ავრცელებენ ორღობის ჭორებს პრეზიდენტის გარემოცვის ირგვლივ და არაფრისდიდებით არ სურთ საჯაროდ დაამტკიცონ ყოველივე უბრალოდ ჩვენს თანამოაზრეებად არ განიხილებიან;

3. ჩვენმა მრავალწლიანმა თავდაუზოგავმა ბრძოლამ, ჩვენი გათითოკაცებული ეროვნული მოძრაობის ერთ მუშტად შეკვრის შესახებ, ნაყოფი გამოიღო და ახლა უკვე ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს გაერთიანების აუცულებლობაზე! ამ ყველაფერმა ცხადია მეტად შეაშფოთა მავანნი და უხილავი რეჟისორის ხელის მოძრაობაზე მრავლად „გამოჩნდნენ“ გაერთიანების ინიციატორები, მაგრამ ცხადია ქართველი ხალხი მარტივად შიფრავს ყოველივეს და ამა თუ იმ შემოგდებული პიროვნებების ირგვლივ არ გაერთიანდებიან. ვაცხადებდით და ვაცხადებთ ახლაც, რომ გაერთიანება უნდა მოხდეს კანონიერების გარშემო და არა ამა თუ იმ პიროვნების გარშემო!

რაც მთავარია, ბოლო წლების აქტიურობამ გამოიწვია ის, რომ სულ უფრო აქტიურად დაიწყო მოსახლეობაში იმ აზრის დაფიქსირებამ, რომ 1991-1993 წლებში საქართველოში მოხდა სისხლიანი კრიმინალური გადატრიალება და უცხო ქვეყნის მიერ ჩვენი სამშობლოს ოკუპაცია (როგორც ეს შეფასებულია უზენაესი საბჭოს სესიაზეც 1993 წელს გროზნოში!). ცხადია არაფრისდიდებით არ აწყობთ ოკუპაციის დაფიქსირება, რადგან დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება სხვა არაფერია, თუ არა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია.

აი ამიტომაც წამოიჭრა ჩვენს გასათიშად შემოგდებულმა თემა, როდესაც დე-ფაქტო ხელისუფლებაში მომუშავე მართლაც და პატრიოტული სულისკვეთების პიროვნებების გამო გვიცხადებენ ნუ მოვიხსენიებთ ხელისუფლებას დე-ფაქტოდ?! საოცარია პირდაპირ განა აქამდე დე-ფაქტოდ მოხსენიებამ ხელი შეუშალა ხელისუფლების რიგებში პატრიოტული სულისკვეთების ადამიანების ყოფნას? ცხადია არა. ამჯერად კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ დავით გურამიშვილის სიტყვებს: „ცუდზე ცუდი რომ არა ვთქვა …“ და ჩვენს გზააბნეულ თანამებრძოლებს მივმართავთ თხოვნით გაიხსენეთ რისთვის ვიბრძოდით თუ არა კანონიერებისთვის და რაც დღეს გვაქვს ეს კანონიერად მიგაჩნიათ?

ვისაც ეს ხელისუფლება დე-ფაქტოდ არ მიაჩნია და ერიდება მისი ასეთი სახით მოხსენიებას მას ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ ჩვენს თანამებრძოლად და საერთოდაც ვფიქრობთ – ყოფილან კი ისინი ოდესმე კანონიერების დამცველთა რიგებში, ან შეიძლება ყოფილიყო ასეთი ხალხი პრეზიდენტის მხარდამჭერად ოდესმე?

სულ რომ ერთეულები დავრჩეთ ჩვენს ბრძოლაში, ჭეშმარიტების ღალატი არ შეიძლება!!!
არ გატყდება და არ შედრკება ჭეშმარიტი ეროვნული სული!!!

გფარავდეთ უფლის ძალი და მადლი! ამინ!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის პრესცენტრი




საქართველოს პრეზიდენტი კახს ესტუმრა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ კახინგილოს საშუალო სკოლას ესტუმრა და წმინდა გიორგი ეკლესია მოინახულა.

საქართველოს პრეზიდენტს კახინგილოს ქართულ სკოლაში ქალაქ კახის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა მუსა შეკილიევმა და სკოლის დირექტორმა ნათელა ოთარაშვილმა უმასპინძლეს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას ალიბეგლოს სკოლის შესაკეთებლად თანხის გამოყოფისთვის. სალომე ზურაბიშვილი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრა, რომლებიც სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, თანამედროვე სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მასწავლებლების გადამზადებას საჭიროდ მიიჩნევენ.

კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელიც დარბაზული ტიპის XVIII საუკუნის მოქმედი, მარათლმადიდებლური ეკლესიაა, საქართველოს პრეზიდენტი მრევლს, წარმოშობით ქართველ აზერბაიჯანის მოქალაქეებს გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტისგან ძველი, ისტორიული ეკლესიების შეკეთებისა და ამოქმედებისათვის აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შუამდგომლობას ითხოვენ.




"რუსეთის შეთანხმებები აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" საერთაშორისო სამართლის დარღვევაა"


Картинки по запросу შტანმაიერაფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები ყოველთვის იყო ჩვენს ცნობიერებაში, სამწუხარო ის არის, რომ საერთაშორისო ფორმატები, რომლებიც კონფლიქტების განმუხტვისა და გრძელვადიან პერსპექტივაში გადაწყვეტისკენ იყო მოწოდებული, ვერ განვითარდა, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის პრეზიდენტს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა მიმართეს კითხვით – რამდენად აქტუალურია დღეს საერთაშორისო დღის წესრიგში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები და უკრაინასთან შედარებით, ხომ არ არის საქართველოს საკითხი მივიწყებული.

„თქვენ იკითხეთ, შეიძლება თუ არა, კონფლიქტი დავაბრუნოთ საზოგადოებრივ ცნობიერებაში. საზოგადოებრივი ცნობიერება დიდწილად არის დაკავშირებული პრესასთან. 2008 წელს კონფლიქტის დროს ეს ბევრად მრავლისმომცველი და ფართო იყო, ვიდრე დღეს არის. მათთვის, ვინც ევროკავშირში საერთაშორისო ურთიერთობების დაკომპლექტებით არიან დაკავებულნი, ეს კონფლიქტი ბოლო ორ წელიწადში ძალიან აქტუალური გახდა იმ თვალსაზრისით, თუ როგორ შეიძლებოდა შეფასებულიყო ის ხელშეკრულებები, რომლებიც რუსეთმა გააფორმა აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან”. ჩვენი პოზიცია იყო, რომ ეს შეთანხმებები იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

На данном изображении может находиться: 1 человек, стоит и костюм ამ თვალსაზრისით, ეს კონფლიქტები ყოველთვის ჩვენს ცნობიერებაში იყო. სამწუხარო ის არის, რომ არსებული ფორმატები საერთაშორისო დონეზე, რომლებიც კონფლიქტების განმუხტვისა და გრძელვადიან პერსპექტივაში ამ კონფლიქტების გადაწყვეტისკენ იყო მოწოდებული, ვერ განვითარდა“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა ბერლინში, ბელვიუს სასახლეში შედგა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.




აშშ-ის სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკის“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს


Картинки по запросу tbcსაქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკის“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ზოგადად მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს შეიკავებდა, აღნიშნულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საჭიროდ მიგვაჩნია, საჯარო განცხადება გავაკეთოთ.

„თიბისი ბანკი“, რომელსაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხელმძღვანელობენ, 15 წელზე მეტია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია. უფრო მეტიც, „თიბისი ბანკი“ საქართველოსა და რეგიონის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისის“ ftse 250-ის ინდექსის წევრობა მთელი საქართველოსთვის წარმატების ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

ეროვნული ბანკის ქმედება შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ის თავს არიდებს მიღებულ სამართლებრივ ნორმებს, როდესაც „თიბისის“ აქციონერებისგან სრული პროცედურის გარეშე მოითხოვს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას.

ამერიკის სავაჭრო პალატა პატივს სცემს „თიბისი ბანკის“ უმაღლესი მენეჯმენტის უფლებას, უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით სასამართლოში გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება.

პალატა ასევე აღიარებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ როლსა და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო უფლებამოსილებებს, გამოიძიონ ყველა შესაძლო კანონდარღვევის შემთხვევა. ამ მიმართულებით ჩვენ მივესალმებით „თიბისი ბანკის“ შეთავაზებას სრული გამჭვირვალობის მიზნით ყველა შესაბამისი დოკუმენტის მიწოდების მზადყოფნის შესახებ, ასევე სრულად ვუჭერთ მხარს სამთავრობო ან სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნას, რათა დაჩქარდეს საგამოძიებო პროცესი.

რაც მთავარია, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განაგრძონ დროული, გამჭვირვალე და სამართლიანი გამოსავლის ძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარე საჯარო დავა შეუქცევად ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას, რეპუტაციასა და მომავალ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელსაც პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქოუგილი აწერს ხელს.




საფრანგეთში “დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგს“ მოეწერა ხელი


დღეს სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან გაფართოებული შეხვედრა გამართა.

განსახილველ საკითხებს შორის საქრთველოს-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანა და საქართველოს მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერებაა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, ისევე როგორც მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ხელს უწყობს საფრანგეთთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვის და უსაფრთხოების, განათლების და კულტურის სფეროებში.

პრეზიდენტის განცახდებით, ევროპა საქართველოს სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქვამს რეგიონში. სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთი გამუდმებით ცდილობს ევროკავშირში ერთობის, კეთილდღეობისა და სოლიდარობის შენარჩუნებას, რაც საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუქცევადი პროგრესის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგაც, ქვეყანა კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშაა. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ასევე ჩვენი ქვეყნის და რეგიონის შემდგომ განვითარებას.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.

შეხვედრისას საუბარი შეეხო “ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების საკითხს, რომელსაც დღეს მოეწერება ხელი და აღინიშნა, რომ ამ დიალოგის სახით საფრანგეთთან თანამშრომლობა ტრანსფორმირდა და მაღალ დონეზე გადავიდა.

დეკლარაცია მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში.




რუსეთს სანქციებს გაუმკაცრებენ


7federica_mogeriniევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქერჩის სრუტეში უკრაინული გემებისა და უკრაინელი მეზღვაურების დაკავებასთან დაკავშირებული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს.

ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში გამართული მინისტერიალის შემდეგ განაცხადა. ფედერიკა მოგერინის თქმით, მიღწეულია პოლიტიკური კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესდება ინდივიდუალური სანქციები. სააგენტო „ფრანს პრესი“ აღნიშნავს, რომ სანქციები ითვალისწინებს რუსეთის რვა მოქალაქისთვის ევროკავშირში აქტივების გაყინვასა და სავიზო შეზღუდვებს.

ასევე, რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა ჩრდილოეთ კორეაში, იემენში, მიანმარში, სირიაში და ლიბიაში არსებული სიტუაციის თანაბარია. როგორც  ევროკავშირის საბჭოს მოხსენებაშიია აღნიშნული, საუბარი ეხება წამებისა და სხვა ღირსებს შემლახველი ზომების გამოყენებას სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო ორგანიზაციების მხრიდან“ ადამიანების გატაცება, არასამართლებრივი ანგარიშსწორება. განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია ბერუნდის, ჩეჩნეთის (რუსეთის ფედერაცია), რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის, რუსეთის მიერ ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრაინის, ჩრდილოეთ კორეის, ლიბიის, მიანმარის, პაკისტანის, იემენის და სხვა ქვეყნების მდგომარეობამ.

ისეთ ქვეყნებს შორის, სადაც შეზღუდულია სიტყვის, სინდისის, შეკრების თავისუფლება ასევე არის ჟურნალისტების საქიანობის ხელის შეშლა დასახელდა რუსეთი, სუდანი, ბელარუსი, ბანგლადეში, თურქეთი და ვენესუელა.




21 თებერვალი – გიდების აპოლიტიკურ აქცია „შეწყდეს სეპარატისტული ტურიზმი“


Картинки по запросу საქართველო21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აპოლიტიკური აქცია გაიმართება.  აქციის ორგანიზატორები საქართველოს გიდების სხვადასხვა ჯგუფები, ასოციაციები და გაერთიანებები არიან. 

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის მიზანია, მოუწოდონ უცხოელ კოლეგებს არ მოხდეს საქართველოს რუკის და სახელმწიფო სიმბოლიკის დასახიჩრება და ასევე მოუწოდებენ პარლამენტს მიიღოს შესაბამისი კანონი სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან დაკავშირებით.

აქციის ფარგლებში, 21 თებერვალს საქართველოს ასობით გიდი, სრულიად უსასყიდლოდ, საქართველოს მაშტაბით გამართავს შემეცნებით ტურებს რიგითი მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის და რა თქმა უნდა, საქართველოს სტუმრებისთვის.

„როგორც არსებობს მუზეუმების ღამე, გვინდა ტრადიციად დავამკვიდროთ გიდების დღე, როცა გიდები უფასოდ მოემსახურებიან, როგორც უცხოელ ტურისტებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს. 21 თებერვლის სიმბოლო იქნება საქართველოს დროშა. აქციაში მონაწილეობას მიიღებს ასეულობით გიდი, სტანდარტული და თემატური 1-3-საათიანი ტურებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ტურის დაწყების დროა 12:00 საათი, დასრულების დრო კი – 18:00 საათი“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ისინი ამბობენ, რომ ტურიზმის განვითარებამ ქვეყანა რიგი გამოწვევების წინაშე დააყენა.

„ბევრი უცხოური ტურისტული კომპანია შემოვიდა და დამკვიდრდა საქართველოს ტურისტულ ბაზარზე, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახა, თუმცა ზოგიერთმა უცხოურმა ტურ ოპერატორმა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დაიწყო ქართული სიმბოლიკის, ისტორიის, კულტურის და ტრადიციების გაყალბება, რაც ყველაზე აქტიურად აისახა ზოგიერთი უცხოური ტურისტული კომპანიის საიტზე, სადაც საქართველოს რუკა არასრულად არის ასახული, რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ცალკე, დამოუკიდებელ ზონებადაა გამოყოფილი, თუ ეს უცოდინარობით არის გამოწვეული და პოლიტიკას არ უკავშირდება, საქართელოს ტურისტულ სფეროში მოღვაწე ადამიანები, მზად ვართ, გავუწიოთ კონსულტაციები საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, ეთნოლოგიის, კულტურის სფეროში.

ჩვენ მიერ მოწყობილმა აქციამ, საქართველოს სრულყოფილ რუკასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში, მიიპყრო ფართო მასების, სახელმწიფო სტურქტურებისა და უცხოური ტურისტული კომპანიების ყურადღება. ამიტომ, ვირტუალური ერთჯერადი სოლიდარობის აქცია, ვაქციეთ ჩვენი პროფესიული დღის დევიზად, ჩამოვაყალიბეთ პუნქტებად პროტესტის ძირითადი საკითხები, როგორიცაა:

  1.  სახელმწიფო სიმბოლიკის დაცვა დამახინჯებისგან.
  2. სეპარატისტული ტურიზმის განვითარების ალაგმვა.
  3. საერთაშორისო სამართლის ნორმების და ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვა და შესრულება.

აი, მოკლედ რაზე მივაპყრობთ 21 თებერვლის აქცია-პერფორმანსით თქვენს ყურადღებას, ჩატარდება ტური ყველა ქართულ ქალაქში, სახელწოდებით “ეს საქართველოა”. ღონისძიების მთავარი სიმბოლო კი, საქართველოს დროშა და მისი ელემენტები იქნება. აქციის მიზანია, სახელმწიფოს უფრო აქტიური ჩართვა ამ პროცესში, გვინდა მოვუწოდოთ უცხოელ კოლეგებს არ მოხდეს საქართველოს რუკის, სახელმწიფო სიმბოლიკის დასახიჩრება. მოვუწოდებთ ასევე პარლამენტს მიიღოს შესაბამისი კანონი სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს შესაბმისი რეაგირება უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან დაკავშირებით“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

21 თებერვალს აქციას ქუთაისშიც შეუერთდებიან. საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარის ლაშა ბერეკაშვილის ინფორმაციით, 21 თებერვალს, 12:00 საათზე, თეთრ ხიდზე გაიმართება მშვიდობიანი აქცია, სადაც გიდები და აქციის სხვა მონაწილეები, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოში ოპერირებულ ტურისტულ სააგენტოებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და თავიანთი საქმიანობის დროს, არ დაუშვან მისი რაიმე ფორმით ხელყოფა. აქცია-პერფომანსის სახელწოდებაა: “საქართველო აფხაზეთიდან იწყება, ცხინვალის რეგიონი ქვეყნის გულია, საქართველო მხოლოდ თბილისი არაა! #ესსაქართველოა #ძალაერთობაშია”. აქციის მონაწილეებს, ერთი საერთო ნიშანი ექნებათ –  ესაა საქართველოს რუქა და დროშები, ასევე ამ სიმბოლიკით აღნიშნული სხდასხვა აქსესუარები.

bm.ge




"იმედი მაქვს, საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი იქნება კიდევ უფრო აქტიური"


სალომე ზურაბიშვილისაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი იქნება კიდევ უფრო აქტიური. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე ჟერარ ლარშესთან შეხვედრის წინ განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა,  საფრანგეთთან მისი ურთიერთობები გამოყენებული იქნება, რათა საფრანგეთის მხარდაჭერა იყოს კონკრეტული და ეფექტური.

მისი თქმით,  რეალურად საფრანგეთი და გერმანია არიან წამყვანი ქვეყნები ევროკავშირში, მათი განწყობა, დახმარება და ხელშეწყობა საქართველოსთვის გადამწყვეტია.

„წარსულში ბევრი გააკეთა ფრანგულმა სენატმა, დაიწყო თანამშრომლობის პროექტები, მათი კეთილი განწყობა საქართველოს მიმართ იყო და უნდა გაძლიერდეს კიდევ. მადლობას გადავუხდი საქართველოს მოსახლეობის სახელით იმ გაწეული დახმარებისთვის, რომელიც დაიწყო 100 წლის წინ, როდესაც საფრანგეთმა მიიღო და ბოლომდე შეინარჩუნა საფრანგეთის ქართული ემიგრაცია და ბოლოს დაგვეხმარა ლევილის მამულისა და საგანძურის გადმოცემაში.

ასევე 2008 წელს საფრანგეთმა გაგვიწია დახმარება, რომელმაც გააჩერა რუსეთის ჯარები. ამაზე ჩვენ მხოლოდ მადლობა გვეთქმის. დღეს რეალურად საფრანგეთი და გერმანია არიან წამყვანი ქვეყნები ევროკავშირში, მათი განწყობა, დახმარება, ხელშეწყობა არის გადამწყვეტი.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის ურთიერთობები და კავშირი, რაც მე მაქვს საფრანგეთთან გამოყენებული იქნება სწორედ იმისთვის, რომ საფრანგეთის მხარდაჭერა იყოს კიდევ უფრო აქტიური, კონკრეტული და ეფექტური. საფრანგეთის თანადგომა ჩვენ მიმართ ნათელია და ჩვენზეა დამოკიდებული, ვუთხრათ და დავაკონკრეტოთ, რა მიმართულებით გვჭირდება დღეს მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს დღეს ასევე საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში საჯარო ლექციას წაიკითხავს. 19 თებერვალს სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება.  პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთიდან გერმანიაში გაემგზავრება, სადაც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ეწვევა.




მიხეილ სააკაშვილი: „წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული”


სააკაშვილი 3საქართველოს  ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“  პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ჩატარებული გენეტიკური ტესტის თანახმად არაქართული სისხლის  მატარებელი არაა.

„წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული”, – ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი. ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში.

არ აღმომაჩნდა არც ერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან. ამ კვლევის მიხედვით, ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან, ოღონდ იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია.

აღმოჩნდა, რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია, ევროპელთან ქორწინებით.

ყველა მეზობელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს, მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას“,- წერს სააკაშვილი.




საქართველოს პრეზიდენტი პარიზის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიაში წირვას დაესწრო (video)


Картинки по запросу სალომე ზურაბიშვილი პარიზში წმ. ნინოს ეკლესიაშისაქართველოს პრეზიდენტი  საფრანგეთში ოფოციალური ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტ ჟერარ ლარშესთან, რომლებზეც საქართველო – საფრანგეთის ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილება.

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში შვილებთან ერთად წმინდა ნინოს სახელობის იმ ეკლესიაში დაესწრო წირვას, რომელიც მისი მამის, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით მოეწყო.

ტაძრის წინამძღვარმა, მამა არჩილმა პრეზიდენტს საკუთარ საქმიანობაში წინსვლა და წარმატებები უსურვა.

,,ჩვენ ვიმყოფებით ქართული ემიგრაციის ეკლესიაში, რომელიც ლევან ზურაბიშვილის, იოსებ კემულარიას და ილამაზ დადეშქელიანის დაფუძნებულია. ჩვენი სალომე დადიოდა აქ ბავშვობიდან. მახსოვს, როგორ გალობდა გუნდში, ბევრი ასეთი შინაურული მოგონებები გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ თავისი საქმიანობით ევროპასთან და უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაში დიდ წინსვლასა და წარმატებებს მიაღწევს. ამ იმედით ვლოცულობთ მისთვის და საქართველოსთვის”, – განაცხადა მამა არჩილმა.

პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია 1929 წელს იმ ქართველი მართლმადიდებლებისათვის დაარსდა, რომლებმაც 1921 წელს რუსული ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთს შეაფარეს თავი. 1990-იან წლებამდე ეს იყო ერთადერთი ღვთისმსახურების ადგილი საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინებოდა.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ლევილს ეწვია და ყვავილებით შეამკო ემიგრაციაში გარდაცვლილ თანამემამულეთა მემორიალი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას და მშობლების საფლავები და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.  საქართველოს პრეზიდენტს ლევილში, დაბა ლევილის მერმა, ერიკ ბრეივმა უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლევილის ქართულ მამულსაც ეწვია, ბავშვობის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან ამაღელვებელია ლევილში საქართველოს პრეზიდენტის რანგში სტუმრობა.

“ბავშვობისას, ამ ადგილებში თამაშისას ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ცხოვრებაში ძალიან ბევრი მოულოდნელი და დაუგეგმავი რამ ხდება”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევილის ისტორიული მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ სახელმწიფო სახსრებით 1922 წელს შეიძინა. საქართველოს კი, იგი 2016 წელს გადმოეცა.

https://www.youtube.com/watch?v=_S2JCuHkOao&feature=youtu.be