დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი - ტაძრებამდე მისასვლელი გზა კვლავ ბლოკირებულია


დავით გარეჯი-ის სურათის შედეგიაზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე კარავი გაშალეს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა.მისი თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განმარტავენ, რომ კარავი, რომელიც ადგილზე მოაწყვეს, დროებითია.

„დროებითი კარავია გაშლილი. ინცინდენტის შემდგომ ასე იძახიან, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს და დასტაბილურების შემდეგ ჩვენ აქედან გავალთო“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.

მისი თქმით ამ ეტაპზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაზრდილია, გაორმაგებულია, რაც შეეხება ვითარებას, ტაძრებამდე მისასვლელი გზა კვლავ ბლოკირებულია.

„მდგომარეობა როგორიც იყო, ისეთია დარჩენილი. უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე პატრულირებენ აზერბაიჯანელი სამხედროები და ჩვენ სამხედროებს იქ მისვლის უფლება არ აქვთ. ასევე, არც ტურისტებს, მომლოცველს და არც მამაოებს“ , – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

ipn.ge




საქართველოს ნებართვის გარეშე სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენა ვერ განხორცილდება


airport-ის სურათის შედეგისაქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორცილდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. 

განცხადების თანახმად, სოხუმის აეროპორტში ვერცერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ.

„იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.

სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს. ICAO – ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი.

მისი მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება. საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია აეროდრომის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ, მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს.

საქართველოს ტერიტორიაზე აეროდრომების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს საქართველოს ამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს“, ნათქვამია ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

imedinews.ge




"ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია, მას ციხიდან აუცილებლად გამოვიყვანთ"


Картинки по запросу ვაშაძე„ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებას პოლიტიკური რეპრესიების დაწყების მაგალითად აფასებს.  

პოლიტიკოსმა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ოფისში ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „სულ უფრო იმატებს პოლიტპატიმართა რიცხვი და ერთ-ერთი მათგანი გახდა „გამარჯვებული საქართველოს“ და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი“.

„საღამოს ვიყავი რუსთაველის გამზირზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არ დაუგეგმავს და არ მიუღია მონაწილეობა. იცავდა კონსტიტუციურ უფლებებს, მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებას. აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას, რომ დაატეროროს ოპოზიცია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი  ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით  გუშინ, 25 ივლისს დააკავეს.




დიდ ბრიტანეთს ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს


Картинки по запросу борис джонсонდიდი ბრიტანეთის ახალარჩეულმა პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. მთავარი პოსტები ევროსკეპტიკოსებმა მიიღეს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა ექსმინისტრი საჯიდ ჯავადი ფინანსთა მინისტრი იქნება.  Brexit-ის საკითხებში ყოფილი მინისტრი დომინიკ რაბი საგარეო უწყებას უხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე კი ჯონსონმა პრიტი პატელი წარადგინა. თავდაცვის მინისტრი ბენ ვოლასი იქნება.

ლონდონის ყოფილმა მერმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბორის ჯონსომა პრემიერის თანამდებობაზე ტერეზა მეი შეცვალა.

23 ივლისს კონსერვატიული პარტიის წევრებმა არჩევანი ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს შორის გააკეთეს. ჯონსონის პოზიციაა, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე დატოვოს.

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირის დატოვების არჩევანი იყო ბრიტანელი ხალხის ფუნდამენტური გადაწყვეტილება.  მისი განცხადებით, მას სურს, ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა, თუმცა კვლავ მზად არის ხისტი ბრექსიტისთვის.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას ირლანდიურ საზღვარზე საკონტროლო პუნქტების გარეშე“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

თუმცა მისი თქმით, ლონდონი უნდა იყოს მზად ბრიუსელთან მოლაპარაკებების ხელახლა წარმოებაზე.

„დიახ, იქნება სირთულეები, თუმცა ის, რამაც ყველაზე მეტად დააზარალა ბიზნესის ნდობა, არის არა ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ გადაწყვეტილებების მიღებაზე უარის თქმა“, – განაცხადა ჯონსონმა.

Brexit-ის მოწინააღმდეგეებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ბორის ჯონსონის პრემიერობა არ სურდათ. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი აცხადებდა, რომ ბორის ჯონსონის პრემიერობის შემთხვევაში თანამდებობას დატოვებდა.




ჩინეთში კორუპციის გამო 250 000–ზე მეტი ჩინოსანი დასაჯეს


Похожее изображение2019 წლის პირველ ნახევარში ჩინეთში კორუპციისა და დისციპლინის დარღვევის გამო 254 ათასი ჩინოსანი დასაჯეს, მათ შორის მაღალჩინოსნებიც იყვნენ.

ჩინეთის ხელისუფლების აზრით, კორუპცია ქვეყნის განვითარების გზაზე ყველაზე მთავარი წინაღობეა, ამიტომ ამგვარ სამართალდარღვევებს აქტიურად  ებრძვიან.  ოფიციალურ პეკინში მიაჩნიათ, რომ მკაცრი ზომები სიღარიბის დაძლევასა და საშუალო ფენის ფორმირებას შეუწყობს ხელს.

ანგარიშის თანახმად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მაკონტროლებელ  ორგანოებში 1,6 მილიონი საჩივარი  შევიდა, სამართალდამცავებმა 168 ათასზე მეტი გაფრთხილება გასცეს და 351 ათასზე მეტი საქმე აღძრეს.

რაც შეეხება გასულ წელს,  კორუპციის ბრალდებით 620 ათასი ადამიანი დაისაჯა, აქედან 50 – სხვადასხვა  სამინისტროს მაღალჩინოსანი.

კორუპციასთან აქტიური ბრძოლა ჩინეთში სი ძინპინის სათავეში მოსვლისთანავე დაიწყო – მისი მმართველობის დროს კორუპციისთვის 1,5 მილიონი ჩინოსანი დაისაჯა.

 

anticorr.media




ხაჯიმბა "პრეზიდენტობის" კანდიდატად დარეგისტრირდა


ЦИК Абхазии зарегистрировала действующего лидера Хаджимбу кандидатом в президентыაფხაზეთის დე–ფაქტო ლოდერი რაულ ხაჯიმბა მომავალ “საპრეზიდენტო არჩევბებში” კენჭისყრას აპირებს.  მან უკვე გაიარა შესაბამისი  რეგისტრაცია.

არჩევნები 2019 წლის  25 აგვისტოს  ჩატარედება. “პრეზიდენტის” პოსტზე სულ 10 კანდიდტია დარეგისტრირებული, მათ შორის ყოფილი ვიცე–პრემიერი შამილ აძინბა, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ოლეგ არშბა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძაპშბა.

თავდაპირველად არჩევნები 21 ივლისზე იყო ჩანიშნული, თუმცა 20–21 მაისს ოპოზიციამ საპროტესტო აქციები ჩაატარა მოთხოვნით გადაედოთ ერთი თვით არჩევნები მათი ლიდერის, ასლან ბჟანიის ჰოსპიტალიზაციის  გამო.

inforeactor.ru

 




მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ჩავიდა


საქართველოს თავდაცვის ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ჩავიდასაქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან არსებულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ უკვე ჩავიდა.

ასეულის პირად შემადგენლობას სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ავღანეთში თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე, სამხედრო წარმომადგენლობის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის მეთაური მაიორი ნიკოლოზ ვაშაყმაძე დახვდნენ.

III ქვეითი ბრიგადის ასეული ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებული პირველი ქვეითი ბრიგადის ასეულისგან რამდენიმე დღეში უფლებამოსილებას ოფიციალურად გადაიბარებს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთვება.

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული კაპიტან ლევან ენდელაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა სამთვიანი სწავლება საქართველოში, ხოლო ხუთთვიანი საბრძოლო მომზადება გერმანიაში გაიარა და უმაღლესი შეფასება მიიღო.




"ვაზაგაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოს მარცხით დასრულდა"


მუქარა, წულუკიანი, გამოძიება, გვარამიასაქართველოს იუსტიციის მინისტრის განცადებით,  ვაზაგაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში დასრულდა სახელმწიფოს სრული მარცხით,

„გამოქვეყნდა გადაწყვეტილება საქმეზე ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხებოდა და ეს საქმე სრულად დასრულდა სახელმწიფოს მარცხით. როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე ამ საქმის არაეფექტურად და გაჭიანურებულ ვადებში გამოძიების გამო და ოჯახის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 50 000 ევროს კომპენსაციის სახით გადახდა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ასევე ისაუბრა ნოდარ გოგალაძის საქმეზე, რომელზეც გადაწყვეტილება ასევე დღეს გამოქვეყნდა.

„მესამე საქმეზე, რომელიც 2008 წელს მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხებოდა, ასევე დასრულებულია სახელმწიფოს მარცხით და მომჩივნის სასარგებლოდ დადგინდა წამებისა და არაადამანიური მოპყრობის აკრძალვის მუხლის, მესამე მუხლის დარღვევა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტრასბურგის სასამართლომ დღეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სამ საქმეზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, მათ შორის 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილისა და 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის საქმეებზე.

სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა. რაც შეეხება 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის საქმეს, საქართველოს სახელმწიფოს 6 000 ევროს კომპენსაცია დაეკისრა.




სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა


9_rustavi2სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

სტრაბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა დღეს სტრასბურგის სასამართლომ.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ის ძალაში შევა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ოფიციალური განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომაც გაავრცელა.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები – ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და არხის წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი 2“-ის გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით. მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს.




თურქეთი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს რუსეთთან ერთად აწარმოებს?


ერდოღანითურქეთს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების რუსეთთან ერთად წარმოება სურს.

„ახლა ჩვენს მიზანს რუსეთთან ერთობლივი წარმოება წარმოადგენს. ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში პოლიციის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთში რუსეთისგან შეძენილი „ეს-400“-ის სისტემების განთავსება 12 ივლისს დაიწყო. ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთისგან შეძენილი ანტისარაკეტო სისტემების თურქეთში ჩატანა 2020 წლის აპრილისთვის უნდა დასრულდეს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში ანკარაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებით ცხრა თვითმფრინავი ჩაფრინდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ანკარის მიერ რუსული ანტისარაკეტო სისტემების შეძენის გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ.

1tv.ge