ახალი სკოლები 22 მუნიციპალიტეტში აშენდება


Картинки по запросу стройка школыმუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს 22 მუნიციპალიტეტში, 27 სკოლის მშენებლობას იწყებს.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 65 მილიონი ლარია.

მგფ-ის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში 1 სკოლა აშენდება, რომელზეც 1,423,000 ლარია გათვალისიწინებული. 2 სკოლა აშენდება მცხეთა-მთიანეთში, რომლის საერთო ღირებულება 4,123,000 ლარია; 4,623,00 ლარის ღირებულების 2 სკოლის მშენებლობა არის გათვალისიწინებული შიდა ქართლში.

მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინასებს 3 სკოლის პროექტს კახეთში, რომლის საერთო ღირებულება 7,323,000 ლარია; 3 ახალი სკოლა აშენდება ასევე ქვემო ქართლში, რაზეც 8,923,000 ლარია გათვალისწინებული; 3 ახალი სკოლა ექნება სამცხე-ჯავახეთის რეგიონსაც, რომლის საერთო ღირებულება 4,269,000 ლარია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი 6 სკოლას ააშენებს იმერეთში, რაზეც 19, 323,000 ლარი დაიხარჯება; 4, 123,000 ლარის ღირებულების 2 სკოლა აშენდება გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კი, 5 ახალი სკოლა აშენდება, რაზეც 10,192,000 ლარია გათვალისწინებული.

bm.ge




თბილისის მერია VS სასტუმრო "ბუდაპეშტის" მფლობელი– დაპირისპირება გრძელდება


სასტუმრო "ბუდაპეშტის" მფლობელთან შეხვედრა გაიმართათბილისის მერი კახა კალაძე  ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელს შეხვდა.

ირაკლი ხმალაძემ განმარტებით, ამ ეტაპზე, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა დედაქალაქის მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს, რათა ვაკის პარკში 30-მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა არ მოხდეს.

„სასამართლოში ორი ბრძანება იყო გასაჩივრებული – ერთი უვადო სპეცნებართვა,  ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ 2013 წელს გაცემული. ამის საფუძველზე გაცემული იყო უშუალოდ მშენებლობის ნებართვა, ვადიანი, რომელსაც ვადა ამოეწურა. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი აცხადებს, რომ ხელთ აქვს უვადო სპეცნებართვა და მის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა ეკუთვნის მაშინ, როგორც კი ამას მოითხოვს.  ავტომატურ რეჟიმში ამის კუთვნილება ალბათ, არ იქნება სწორი, მაგრამ გარკვეული პროცედურის საფუძველზე ამ ნებართვის გაცემის რეჟიმში მერია აუცილებლად ჩავარდება, თუ ეს კომპანია მოგვმართავს. ნებართვას ვადა გაუვიდა, მაგრამ ეს დოკუმენტი რის საფუძველზეც გაიცა, არის სპეციალური აქტი, რომელიც 2013 წელს იმდროინდელმა მერმა გამოსცა. ეს არის უვადო აქტი, რომელიც დღეს ძალაშია და ამ ადამიანს ხელში უჭირავს. ამის საფუძველზე მას მშენებლობის მოთხოვნის უფლება აქვს. ეს არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, რომელიც მერიას შეექმნა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს არ დავუშვათ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ვაკის პარკში მსგავსი მასშტაბის სასტუმროს აშენების ნებართვის გაცემა დედაქალაქის მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო ალტერნატივას, მაგრამ ჯერჯერობით, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ვინაიდან ის არც ადგილმონაცვლეობას თანხმდება და არც პარამეტრების შემცირებას. ის თავის თავს საკმაოდ მყარად მიიჩნევს, ვინაიდან, ხელში სასამართლოგამოვლილი, ძალაში მყოფი სპეციალური ნებართვა უჭირავს, რომელიც 2013 წელს გაიცა. ეს ადამიანი პოზიციებს არ თმობს და ამ ეტაპზე, შეთანხმება ჯერჯერობით არ არის მიღწეული, მაგრამ  შემიძლია კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ არ დავუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვაკის პარკში 30-მეტრიანი სასტუმრო არ აშენდეს“, – აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

მისივე თქმით, მერია ყოველთვის ქალაქის ინტერესებიდან გამოდის, უსამართლოდ არასდროს იქცევა და კანონს არ არღვევს, თუმცა ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს, რათა კერძო მესაკუთრისა და მოქალაქეების სამართლებრივი ინტერესები დააბალანსოს.Картинки по запросу vakis parki

„ვაკის პარკი ქალაქში ერთადერთი უნიკალური ადგილია და მის გაუბედურებას ჩვენ ხელს ვერ შევუწყობთ, თუნდაც ეს საკმაოდ ძვირი მონაცვლეობის ფასად დაგვიჯდეს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ კანონს გადავახტეთ და მესაკუთრის უფლებები შევლახოთ, ამიტომაც ვართ მოლაპარაკების რეჟიმში. გავაგრძელებთ სასტუმროს მეპატრონესთან კონსულტაციას და შევეცდებით, რაიმე სხვა პირობაზე დავიყოლიოთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თავის მხრივ სასტუმრო „ბუდაპეშტის” მფლობელ  გიორგი ზაქაიძე  აცხადებს,  რომ  თუ მერია დროულად არ გასცემს სასტუმროს მშენებლობის ნებართვას, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

 

„ნარმანიას შემდეგ იგივეს აკეთებენ ესენიც. არ აქვთ არანაირი უფლება, რომ მშენებლობის ნებართვა არ გაგვიგრძელონ. ჩვენმა კომპანიამ იყიდა მიწა მშენებლობის ნებართვით. 2013 წელს პროექტი შევიძინეთ, სასამართლოს მიერ აღდგენილი განჩინებით გვაქვს მშენებლობის ნებართვა თავისი სპეც-ნებართვით და მერიას აქვს დავალებული, რომ აღგვიდგინოს. მშენებლობის ნებართვის გაცემას სჭირდება ერთი სამუშაო დღე.

აპელირებენ, თითქოს ტექნიკური შეფერხებაა. თუ არ შეასრულებენ ვალდებულებას, მივმართავთ სასამართლოს ზიანის მიმართულებით.  ზარალი საკმაოდ დიდი გვაქვს მიღებული. თანხები, რომელიც ინვესტორისთვის უნდა გადაგვეხადა, ყოველდღიურად იზრდება. ნაცვლად იმისა, რომ დროულად მოვილაპრაკოთ და ზიანზე არ ვუჩივლოთ, გველაპარაკებიან, რომ ავაშენოთ რაღაც რესტორანი რომელიც ადრე იყო ვაკის პარკში ან გავცვალოთ მიწის ნაკვეთი. ჩვენ არც რესტორნის მშენებლობის და არც მიწის გაცვლის სურვილი არ გვაქვს.სასამარათლო მოვიგეთ და კიდევ იგივეზე გვიწევს საუბარი”,-აცხადებს გიორგი ზაქაიძე.

სასტუმროს 2013 წელს თბილისის მაშინდელი მერის, გიგი უგულავას დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოპოვებული აქვს მშენებლობის უფლება. ინვესტორს ადგილზე მრავალსართულიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა. ნებართვის გაუქმების მიზნით, დავა სასამართლოს სამივე ინსტანციაში მიმდინარეობდა, რომელიც ბოლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მწვანე ალტერნატივის“ საჩივარი 2013 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვის გაუქმების შესახებ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისის მერია სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან მოლაპრაკებას ცდილობს. ალტერნატივის სახით მერია ინვესტორს ადგილზე ძველი რესტორნის აღდგენას ან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობას სთავაზობს.




„ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება


Картинки по запросу сотовая связь„ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება. „მაგთის“ შემთხვევაში განახლებული ტარიფები 18 თებერვლიდან ამოქმედდება, „ჯეოსელისა“ და „სილქნეტის“ აბონენტებისთვის კი პირველი მარტიდან.

კავშირგაბმულობის კომპანიებში აცხადებენ, რომ მომხმარებლებს გაუმჯობესებულ მომსახურებას და ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს სთავაზობენ.

„ჯეოსელის“ აბონენტებისთვის ერთ-ერთი სიახლე მობილური ნომრის მომსახურების ყოველთვიური საფასურია. 20 თეთრი თითო აბონენტს ყოველი თვის პირველ რიცხვში ჩამოეჭრება. ამასთან, 5-ლარიანი პაკეტი „მეტი S“-ის ღირებულება შვიდი ლარი ხდება, თუმცა პაკეტში 100 MB ინტერნეტის ნაცვლად 300 MB, 100 SMS-ის ნაცვლად კი 300 SMS იქნება. პაკეტი „მეტი M“, რომელიც აქამდე 10 ლარი ღირდა, 15 ლარი ხდება (1 GB ინტერნეტით და ულიმიტო SMS-ებით).

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამცირებენ მობილური ინტერნეტის ერთი მეგაბაიტის საშუალო ფასს, ასევე პაკეტებში შემავალი ინტერნეტის მოცულობის ამოწურვის შემდეგ მეგაბაიტის ფასი მცირდება 15 თეთრიდან 10 თეთრამდე.

„სილქნეტის“ ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური, 26-ლარიანი პაკეტი უქმდება. შესაბამისად, აბონენტებს ინტერნეტში მინიმუმ 30 ლარის გადახდა მოუწევთ (პაკეტი „სტარტი +“, 20მბ/წმ).

„მაგთის“ აბონენტებისთვის პაკეტი „მარტივის“ ღირებულება 25 ლარის ნაცვლად 30 ლარი იქნება (მობილური ინტერნეტის მოცულობა იზრდება 1.5 GB-მდე). მცირდება მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი (1 MB – 70 თეთრის ნაცვლად 10 თეთრი).

იცვლება „მაგთიკომის“ ინტერნეტპაკეტების პირობები. თუ აქამდე აბონენტებს 500 MB ინტერნეტის შეძენა სამ ლარად შეეძლოთ, ახლა მინიმალური პაკეტია 1 GB – ხუთ ლარად.

იზრდება „მაგთის“ ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური პაკეტის ფასიც და 27 ლარის ნაცვლად 30 ლარი ხდება (სიჩქარე ორმაგდება).




ლუდის ბაზარი დღეს იმაზე მცირეა ვიდრე 2014 წელს იყო


ლუდიშემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ლუდის ბაზარი დღეს იმაზე მცირეა, ვიდრე 2014 წელს იყო.

ბიზნესი ამბობდა, რომ ბაზრის შემცირება 2015 წელს აქციზური მარკის 50%-ით მატებამ გამოიწვია. 2014 წელს როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ლუდის შემთხვევაში ჯამურად გაცემული აქციზური მარკების რაოდენობამ 86,870,106 შეადგინა, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 71,974,935-მდე შემცირდა.

ლუდის ბაზრის შემცირება 2016 წელსაც გაგრძელდა. წლის განმავლობაში კომპანიებზე ჯამურად 63,573,652 აქციზური მარკა გაიცა.

2017 წელს კი ლუდის აქციზის დათვლის წესი შეიცვალა. თუ მანამდე ლუდის აქციზი მის მოცულობაზე იყო მიბმული და ლიტრზე 60 თეთრს შეადგენდა, განახლებული აქციზით კი ლუდში ალკოჰოლის შემცველობა დაიბეგრა. ლიტრ ლუდში 1% ალკოჰოლი 12 თეთრიანი აქციზით იბეგრება, რაც დაბალალკოჰოლური ლუდების გაყიდვებზე დადებითად აისახა.

2017 წელს კომპანიებმა გაზარდეს როგორც ადგილობრივი ლუდის წარმოება, ისე გაიზარდა ქვეყანაში იმპორტიც. ჯამში ადგილობრივ და იმპორტულ ლუდზე 74,720,118 აქციზური მარკა გაიცა.

2017 წელთან შედარებით გასული წელი ლუდის ბაზრისთვის კვლავ კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. 2018 წელს შემოსავლების სამსახურმა კომპანიებზე ჯამში 68,706,385 აქციზური მარკა გასცა.

თუ შემოსავლების სამსახურისთვის ბაზრის შეფასების კრიტერიუმი გაცემული აქციზური მარკების რაოდენობაა, ბიზნესის შეფასების მეთოდოლოგია რეალიზებული პროდუქციის მაჩვენებლებს ეყრდნობა.

კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საკითხთა დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განმარტებით, გასულ წელს ლუდის ბაზარი 3-5%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც ლარის დევალვაციიდან გამომდინარე მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირება და ლუდის სეზონზე არახელსაყრელი ამინდები გახდა. მისი თქმით, კომპანიებმა გასული წელი ძირითადად ქვეყანაში გაზრდილი ტურისტული ნაკადების ხარჯზე დააკომპენსირეს.

ხუნძაკიშვილის თქმით, ინდუსტრია მარტის ბოლოდან 2019 წლის სეზონისთვის ემზადება.

bm.ge




თბილისში სარკინიგზო მაგისტრალი შესაძლოა გვირაბში მოექცეს


Похожее изображениеთბილისის ცენტრში სარკინიგზო მაგისტრალი შესაძლოა, 8-კილომეტრიან გვირაბში მოექცეს. ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, ასეთი გეგმა აქვს „საქართველოს რკინიგზას“. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება გვირაბის მშენებლობაზე საქართველოს მთავრობამ და თბილისის მერიამ უნდა მიიღონ.

„საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, გიორგი ზაზაშვილის განცხადებით, გვირაბის მშენებლობა ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება, რომელიც რკინიგზის ტექნიკურ პარამეტრებს გააუმჯობესებს. გვირაბის მეშვეობით როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო მატარებლების გატარება იქნება შესაძლებელი. თბილისის ცენტრალური სამგზავრო სადგური ამ შემთხვევაში „დიდუბე“ იქნება.

„საქართველოს რკინიგზის მიერ ჩატარდა არაერთი კვლევა. უამრავი გაანგარიშებები, სცენარები იქნა განხილული, რომელთა შედეგად დადგინდა, რომ ერთადერთი გამართლებული სცენარი იქნებოდა, აგვეშენებინა გვირაბი, რომელიც დააკავშირებს სადგურ „თბილისი-საკვანძოს“ (ნავთლუღის ტერიტორიას) მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიასთან. ჩვენი გათვლებით, დასავლეთ პორტალი უნდა განთავსდეს მეტრო „გოცირიძის“ მიმდებარედ. ამ სცენარით, ჩვენ ძალიან ბევრ სიკეთეს ვიღებთ. შეგვეძლება უბანზე სიჩქარეები გავზარდოთ, გაიზრდება გამტარუნარიანობა. ასევე, რადიკალურად მცირდება მოვლა-შემოვლისა და ოპერირების ხარჯები. არსებულ გზასთან შედარებით, ვღებულობთ ძალიან დიდ დანაზოგებს. გაუმჯობესდება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებების მომსახურების კუთხითაც“, – განაცხადა ზაზაშვილმა.

რკინიგზაში გვირაბის მშენებლობის სავარაუდო ღირებულებას არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ თითქმის იგივე თანხა საჭიროა შეჩერებული პროექტის – შემოვლითი რკინიგზის გაუმჯობესებისთვის. თუმცა, მისი დასრულებით რკინიგზა მაინც გაუარესებულ ტექნიკურ პარამეტრებს მიიღებს.

„თბილისის შემოვლითი რკინიგზა არ ყოფილა რკინიგზის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი. მისი განხორციელების შემთხვევაში, რკინიგზის ტექნიკური პარამეტრები მკვეთრად გაუარესდებოდა. მაგალითად, 60 პროცენტით გაიზრდებოდა მოვლა-შენახვისა და ოპერირების ხარჯები“, – აღნიშნავს ზაზაშვილი.

1tv.ge




ევროკავშირი საქართველოს 3,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს


Картинки по запросу ზალკანიანისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს 3,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა  ევროკავშირის მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის, 13 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია მიზნად გვაქვს დასახული. ეს ფინანსური დახმარება სწორედ ამას გულისხმობს. ჩვენი ბოლო უმაღლესი დონის შეხვედრის დროს, რომელიც გასული წლის 21 ნოემბერს გაიმართა, ერთ-ერთი საკითხი ესეც გახლდათ. უკვე აღნიშნული იყო, რომ ამ ფინანსური დახმარებიდან 3,5 მილიარდი ევრო გათვალისწინებული იქნებოდა საქართველოსთვის. რამდენიმე ათეული მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სწორედ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს და ევროკავშირის ამ ნაბიჯს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.




ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის დასრულება გადავადდა


გზა ტრაქტორიპროექტში შეტანილი ცვლილებების გამო, ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის დასრულების ვადამ გადაიწია. თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი პროექტი ადგილზე ნაკლები ხე-მცენარის მოჭრას ითვალისწინებს.

„თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პროექტმა განიცადა გარკვეული ცვლილებები, რათა კვანძის მშენებლობის შედეგად ნაკლები ზემოქმედება მოხდეს მწვანე საფარზე. თავდაპირველად უნდა მოჭრილიყო 47 დიდი და 198 მცირე დიამეტრის ხე-მცენარე, ხოლო გადაირგვებოდა 42 დიდი და 16 მცირე დიამეტრის მცენარე. ახალი პროექტის მიხედვით კი, მნიშვნელოვნად ნაკლები ხე-მცენარე მოიჭრება. ასევე, პროექტში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს კერძო მესაკუთრეთაგან მიწის გამოსყიდვის საკომპენსაციო ხარჯების შემცირებას“, – აღნიშნავენ მერიაში.

მარშალ გელოვანისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაო 2018 წლის ზაფხულში დაიწყო და 180 დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო. მშენებლობას კომპანია „ენსისი“ ახორციელებს.




საქონლის ხორცზე ფასი და მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა


Картинки по запросу meatსაქონლის ხორცზე მოთხოვნაც და ფასიც გაზრდილია. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასი მატულობს და ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, სანაცვლოდ, იაფდება ღორის ხორცი და იგი დაბალ ნიშნულზე კარგა ხანი შენარჩუნდება.

პირველ შემთხვევაში, პრობლემა წარმოების სიმცირეა. რაც შეეხება ღორის ხორცს, ბოლო პერიოდში ღორის მოშენება საკმაოდ ორგანიზებული გახდა, რაც უკრაინიდან გოჭების შემოყვანას უკავშირდება. დღესდღეობით ქართულ ხორცზე მოთხოვნა დიდია, თანაც ინტენსიურად გააქვთ აზიის ქვეყნებში. ექსპორტი ერთხანს შეჩერებული იყო, მაგრამ კვლავ განახლდა და ახლა უცხოურ ბაზრებზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადის.

როგორც “მომავლის ფერმერის” წარმომადგენელი, ვეტერინარი მიხეილ ჭიჭაყუა  ამბობს, აუცილებელია, რომ განვითარდეს ინდუსტრიული მეცხოველეობა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მცირე ფერმერული მეურნეობების შევიწროების ხარჯზე.

“საქონლის ხორცზე მოთხოვნა მაღალია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე აზიის ქვეყნებში, სადაც ჩვენი ხორცი მოთხოვნადია. ამ ეტაპზე 1 კგ ხორცის ფასი საშუალოდ 14-15 ლარია, მაგრამ ეს საშუალო ხარისხზეა, ფასი, ზოგ შემთხვევაში, 20 ლარს აჭარბებს. ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ საქონლის ხორცის ფასი დადგინდეს ხარისხის მიხედვით. დიფერენცირება თუ არ გაკეთდა, პრობლემას შექმნის და ჩვენ არ გვეცოდინება, რა ფასად რა ხორცს ვიღებთ.

რაც შეეხება ღორის ხორცის ფასს, აქ კარგი ვითარებაა. ბოლო პერიოდში საკმაოდ მომრავლდნენ ფერმერები, რომლებსაც უკრაინიდან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ გოჭები და სახორცე კონდიციამდე ხდება მათი ზრდა. წარმოების ეს დონე თუ შევინარჩუნეთ, საცალოს ფასი 10 ლარის ფარგლებში იმერყევებს.

საქონლის ხორცი კი ძვირდება, რადგან წარმოება ქაოსურია, ამიტომ უნდა განვავითაროთ ინდუსტრიული მრეწველობა და ჩვენი პროდუქტები აზიურ ბაზრებს მივაწოდოთ. საქართველო, საშუალოდ, მოიხმარს 35-38 ათას ტონას წელიწადში. აქედან 19 ათას ტონას ადგილზე ვაწარმოებთ და ერთ ამდენს ვყიდულობთ. აქედან გამომდინარე, საქონლის ხორცის წარმოება ნახევრად დეფიციტურია. ისე უნდა გაკეთდეს, რომ ადგილზე ბაზრები მოვამარაგოთ და სარეალიზაციოდაც დაგვრჩეს”, – ამბობს “რეზონანსთან” ჭიჭაყუა.

ვეტერინარის შეფასებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება გამოირჩევა არასტაბილური შემოსავლებით, დაბალი რენტაბელობით, რასაც, პირველ რიგში, განაპირობებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სპეციალიზებული ჯიშების არარსებობა და, შესაბამისად, საჯიშე ბაზის უქონლობა, ფერმერთა დაბალი კვალიფიკაცია.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც მეცხოველეობის დარგში შეიმჩნევა, პირუტყვის ბაგური კვებით გამოზრდაა, რაც დღესდღეობით ძალიან ცოტა ფერმერს შეუძლია.

“ბაგური კვებით გაზრდილი პირუტყვის ხორცი ხარისხით საუკეთესოა, გამოირჩევა გემოს მხრივაც, რის გამოც ყოველთვის მოთხოვნადია. ერთ დროს ეს ტრადიცია მივიწყებული იყო, რადგან განსაკუთრებულ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.

მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, რომ ფერმერულ მეურნეობებში პირუტყვის ბაგური კვების მეთოდი განვავითაროთ. ამის შესაძლებლობა ძალიან დიდია გორისა და კასპის რაიონებში, სადაც ფერმერებს კონსულტაცია ჩავუტარეთ. ბევრი გადავიდა ახალ ტექნოლოგიაზე და ხარისხიანი ხორცის მიღების მეტი შესაძლებლობა აქვს. ძველი მეთოდის გამოყენებით ან მოვიგებთ, ან – არა, მაგრამ ახალი სტანდარტის დანერგვა აუცილებლად მოგვცემს შედეგს”, – განუცხადა “რეზონანსს” მიხეილ ჭიჭაყუამ.

საქონლის ხორცის გაძვირებაზე საუბრობენ მოვაჭრეებიც, რომელთა ინფორმაციითაც, მეხორცული საქონლის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რამდენადაც შესასყიდი ხორცი გაძვირდა, რის გამოც სარეალიზაციო ფასის ზრდა უწევთ. მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ხორცი კიდევ გაძვირდება.

Картинки по запросу meat

“ჩვენ ვერ გეტყვით, რას უკავშირდება ხორცის გაძვირება, ბითუმად 13 ლარზე იაფად ხორცს ვერ იყიდით, თითქმის ყველამ გააძვირა. სასაკლაოებმაც მოუმატეს ფასს. ამბობენ, რომ პირუტყვი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის. როგორც ჩანს, უცხოურ ბაზრებზე ჩვენი პროდუქტი გაცილებით ძვირად იყიდება. ასე რომ არ იყოს, ცხადია, ამხელა ხარჯს არ გასწევდნენ. ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი უჯდებათ”, – ამბობს მოვაჭრე კახა გრძელიშვილი. ის შიშობს, რომ მომხმარებელს ხორცის ყიდვა კიდევ უფრო გაუჭირდება.

გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრე ზაალ ცირდავა ამბობს, რომ საქონლის ხორცს გლეხებისაგან ყიდულობს. მისი თქმით, ფასმა რეგიონებშიც მოიმატა და დღესდღეობით 14 ლარზე ნაკლებად არ იშოვება.

“შარშან ამ დროს საქონლის ხორცის საბითუმო ფასი რეგიონებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, 2 ლარით იაფი იყო. შემოდგომიდან მოყოლებული, მატულობს ფასი, მაგრამ მაშინ ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა და არც პრობლემა შეგვქმნია. ახლა მოთხოვნა გაჩნდა, მაგრამ დეფიციტის საფრთხეა. დღეს საქონლის ხორცს 14 ლარზე ნაკლებად საქართველოს მასშტაბით, თითქმის ვერსად იყიდით, ყველგან გაძვირდა.

ღორის ხორცთან დაკავშირებით სხვა ვითარებაა, აქ პირიქითაა, ყველგან გაიფდა, 9 ლარადაც იყიდით, ხოლო ადგილზე 7-8 ლარადაც შეიძლება შეძენა. გაყინული ხორცის მხრივ რადიკალურად სხვა მდგომარეობაა. იმპორტული ბაზარზე ჯერ კიდევ ბლომადაა და ლარის კურსი თუ არ შეიცვალა, ფასი სამომავლოდაც შენარჩუნდება”, – ამბობს “რეზონანსთან” ზაალ ცირდავა.

რეზონანსი




მაღაზია „მხოლოდ ქართული“ იხურება


Картинки по запросу მხოლოდ ქართული მაღაზიაგახსნიდან ერთი წლის თავზე მაღაზია „მხოლოდ ქართული“ იხურება.

ეს ის სავაჭრო ობიექტია, სადაც დახლებზე მხოლოდ ადგილობრივი პროდუქცია იყო განთავსებული და მისი გახსნის მიზანიც, სწორედ ქართული წარმოების პოპულარიზაციას წარმოადგენდა. როგორც მაღაზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო სოხაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, დახურვის მიზეზი ფინანსური პრობლემებია, რომელიც მომხმარებლების სიმცირემ გამოიწვია. მისი თქმით, ამას დაემატა დიდი საიჯარო გადასახადი და იმ პირობებში, როდესაც მაღაზიას სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ხელშეწყობა არ აქვს, ობიექტს საკუთარი თავის შენახვაც კი უჭირს.

მაღაზია „მხოლოდ ქართული“ 2018 წლის 25 იანვარს გაიხსნა და საწყის ეტაპზე 60 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სავაჭრო ობიექტში 2500-მდე სახეობის ქართული პროდუქცია იყო წარმოდგენილი. “იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა” – ასეთი დევიზით დაიწყო თავის დროზე საქმიანობა მაღაზიამ, თუმცა ამჟამად მისი  ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

http://video.ambebi.ge/files-5/2018/01-29/qart.mp4




ბათუმის ბულვარი გონიოს ხიდით დაუკავშირდება


Похожее изображениеაჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს ბათუმის ბულვარის გონიომდე გაგრძელების პროექტზე მუშაობის დაწყება დააანონსა.

მისი განცხადებით, გონიოს ხიდისა და ბულვარის გაგრძელების პროექტის ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობას საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით აზიის ბანკი ახალი წლიდან დაიწყებს. პროექტი ბათუმის სანაპიროზე ახალი ბულვარის გაგრძელებას გულისხმობს, რომელიც გონიოს ახალი ხიდით დაუკავშირდება.

„პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, გუშინ მხარი დაგვიჭირეს და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აზიის ბანკს დაევალოს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის გაკეთება. შემდეგ წელს კი მომზადდება სატენდერო წინადადება და მეორე ფაზაზე გამოცხადდება მშენებლობა. ეს იქნება ისტორიული პროექტი, რომელიც ახალი განვითარების საშუალებას მისცემს ბათუმს, აჭარას და მთლიანად საქართველოს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, აჭარაში რამდენიმე გაჩერებული მშენებლობის საკითხიც დადებითად გადაწყდა და მომავალი წლიდან კომპანიები მშენებლობას განაახლებენ. თორნიკე რიჟვაძემ მათ შორის „კემპინსკისა“ და „ბაბილონ თაუერის“ შეჩერებული პროექტები დაასახელა.