“გამონაბოლქვი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, ამას აუცილებლად მოვაწესრიგებთ”


კახა კალაძე - 7 ნოემბერი გახდა ...დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობასა და ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის შედეგებზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრივილეგიებსა და განახლებაზე საუბარი არ ნიშნავს, რომ კერძო ტრანსპორტს ებრძვიან.  კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებული სატრანსპორტო რეფორმით, სატრანსპორტო მიმართულებები ყველას თანაბრად გადაუნაწილდება.

მაგალითად, კალაძის განმარტებით, ავტობუსს ექნება შესაბამისი მოძრაობის ზოლები, რომლებიც მხოლოდ ავტობუსებითვის იქნება განკუთვნილი.

„როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრივილეგიებსა და განახლებაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება არ არის ის, რომ ვებრძვით კერძო ტრანსპორტს და კერძო ტრანსპორტის მძღოლებს. მეც მყავს კერძო ავტომობილი, მეც მყავს ჯიპი, თავადაც გადავაადგილდები ავტომობილით. პირიქით, ჩვენ მიერ შემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკით, მიმართულებები ყველას თანამბრად გადაუნაწილდება. ავტობუსს ექნება შესაბამისი მოძრაობის ზოლები და, რა თქმა უნდა, ის მხოლოდ ავტობუსებითვის იქნება განკუთვნილი“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ კონცეფციის თვასაჩინოებისთვის შესაბამისი ფოტომასალა წარმოადგინა.

„მინდა, შედარება წარმოვადგინო. დაახლოებით, ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას. წარმოიდგინეთ, გამონაბოლქვის თვალსაზრისითაც, 55 ავტომობილს რამდენი პრობლემა მოაქვს. წლების მიხედვით, თბილისში არსებული ავტომობილების 47% არის 11-დან 20 წლამდე, 44% – 20 წლის ზემოთ. გამონაბოლქვი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რაზეც საზოგადოება ძალიან წუხს და მესმის მათი, შემთხვევითი არ არის ამდენი დაავადება, ჯანმრთელობის პრობლემები. ეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული. ჩვენ ამას აუცილებლად მოვაწესრიგებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდა, რის შედეგადაც, თბილისს 454 ახალი, „ევრო 6“-ის ტიპის ავტობუსი ჰყავს, დანარჩენი – 188 ავტობუსი კი, წლის ბოლომდე შეიცვლება.

„მუნიციპალურ ტრანსპორტს რვა წუთი სჭირდება ვარაზისხევიდან ვაკის პარკამდე გადაადგილებისთვის, მაშინ, როდესაც საცობში გავლას 24-25 წუთი სჭირდებოდა. ეს კი, მგზავრებისთვის დამატებით პრობლემას ქმნიდა, ისინი 20-30 წუთი ელოდნენ ტრანსპორტს. ამ პრობლემას ავტობუსების დამატებით ვერ მოვაგვარებთ. პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში გადაადგილება საცობების გამო პრობლემურია. ამიტომ, ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თავისი ზოლი მგზავრების უსაფრთხოდ გადასაყვანად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ანალოგიური სამუშაოები ვეკუა-ხიზანიშვილის, ასევე, კანდელაკის ქუჩებზე განხორციელდა. დახაზვის სამუშაოები კი, თამარაშვილის, მელიქიშვილის, კოსტავას ქუჩებზე, ქეთევან წამებულის გამზირსა და რუსთაველის გამზირზეც გაგრძელდება.




საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.7 % შეადგინა


Сергей Блинов: Знаменательная инфляция — Институт экономики роста ...საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 %  შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 %  შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.8 %  განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.6 %–ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.51 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-11.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-8.2 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.7 %).

ამასთან, ფასები გაიზარდა ყავის, ჩაისა და კაკაოს ქვეჯგუფზე (2.0 % ); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.0 პროცენტიანი კლება, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში -0.15 პროცენტული პუნქტი შეადგინა.ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმლის (-4.8 %), ისე ფეხსაცმლის (-2.7 %) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.0 %–ით, რაც 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.4 %) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.4 %)“, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ გარკვეულ ჯგუფებზე.

„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.5 %–ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (32.0 %), ყავა, ჩაი და კაკაო (17.4 %), რძე, ყველი და კვერცხი (14.6 %), თევზეული (14.3 %), ზეთი და ცხიმი (12.6 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.5 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.2 %), პური და პურპროდუქტები (9.4 ), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.1 %); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.0 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.61 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.7 %), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.9 %); ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 9.3 %–ით, რის შედეგადაც ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -1.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-11.9 %) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-7.1 %)“, – ნათქვამია სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




EBRD-ი საქართველოს 90 მილიონ ევროს გამოუყოფს


საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებასა და გაუმჯობესების მიზნით, ითვალისწინებს 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია:

  • ლაჯანური-წყალტუბოს 500 კვ 49 კმ-იანი ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;
  • ნამახვანი-წყალტუბოს და ნამახვანი-ტვიში-ლაჯანურის ერთჯაჭვა 220 კვ 58 კვ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა;
  • ლაჯანურის ახალი ჰიდროელექტროსადგურის 220 კვ 5 კმ ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;
  • ნენსკრა-მესტიის 110 კვ 57 კმ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;
  • ნენსკრას 500/220/110 კვ ქვესადგურის მშენებლობა და წყალტუბოს ქვესადგურის გაფართოება;
  • კავკასიონის 500 კვ ერთჯაჭვა ეგხ-ის შეჭრის და ნენსკრას ქვესადგურის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურთან 220კვ დაკავშირების მშენებლობა.

პროექტს განახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და მისი დასრულება დაგეგმილია 2026 წლის ზაფხულში. „საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი“ ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებას, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას.




თავდაცვის ძალებში საავიაციო პარკის სრული განახლება დაიწყო


AVIONEWS - World Aeronautical Press Agency - Bulgaria sells ...თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიწყო თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული პროექტი, ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით.

„მალე საქართველოს თავდაცვის ძალებს განახლებული და მოდერნიზებული საავიაციო პარკი ეყოლება. თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებულ საფრენ საშუალებებს – Su-25 ტიპის თვითმფრინავებსა და Mi-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენებს დემონტაჟი მარნეულის საავიაციო ბაზაზე ჩაუტარდა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის უკვე საავიაციო ქარხანაშია გადატანილი.

საავიაციო პარკის განახლების პროცესი შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. საფრენი საშუალებების განახლების პროცესში შესაბამისი დარგის სამხედრო და სამოქალაქო ქართველი სპეციალისტები ერთობლივად არიან ჩართული, რაც თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებულ ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებას კიდევ უფრო უწყობს ხელს“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

უწყების ცნობით, კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ „მინისტრის ხედვაში“ გაწერილ თავდაცვის ძალების განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს.

 




წელს ატმისა და ვაშლატამას რეკორდული მოსავალია


Персик или нектарин: что полезнее? / ГОРДОНგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი კახეთის რეგიონში, სოფელ ჩუმლაყში არსებულ სამაცივრე მეურნეობაში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს გაეცნო.

„წელს რეკორდული მოსავალი გვაქვს. დაკრეფილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა 22 000 ტონამდეა. დღეში, დაახლოებით, 600-დან 800 ტონამდე ხილი გადის ექსპორტზე. წელს მოსავლის დაბინავების პროცესში 21 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული. ყველა მათგანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ატმის მოსავლის აღება-დაბინავების სამუშაოებზე, დაახლოებით, 2000-მდე ადამიანია დასაქმებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ, რომ ფერმერებს მოსავლის აღება-დაბინავების და რეალიზაცის პრობლემა არ შეექმნათ“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა აღნიშნა, წელს, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა გაცილებით მეტია გასულ წელთან შედარებით. ფერმერები ბაზარზე არსებული ფასით კმაყოფილები არიან.




თბილისში სასაფლაოების მართვის წესები შეიცვლება


მჯდომიარე თუ მწოლიარე ...თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მართვის საკითხის მოწესრიგების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. დედაქალაქის მერის თქმით, ამ მიმართულებით სრული ქაოსია, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

„მინდა, შევეხო ერთ პრობლემურ საკითხს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არსებობს და ამ მიმართულებით სიტუაციის მოწესრიგება აუცილებლობას წარმოადგენს. თემა ეხება სასაფლაოებს, როგორც მუნიციპალურს, ისე კერძოს. ამ მიმართულებით გვაქვს სრული ქაოსი. ხშირად ხდება შემთხვევები სასაფლაოების მოწყობა-მოვლა-პატრონობის წესების დარღვევა, არანაირი სანქცია არ არსებობს და ასევე, ხდება უკანონოდ მიწების დატაცებები. საფლავებისთვის ხდება კონკრეტული მიწის ნაკვეთების გამოყენება, რომელიც შეიძლება, იყოს კერძო ან მუნიციპალიტეტის საკუთრება. შესაბამისად, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისვე თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება.

„ასევე ხშირია საფლავზე ნაგებობების უნებართვო მოწყობა, უკანონო კონსტრუქციების განთავსების შემთხვევები, ეს ყველაფერი რომ მოვაწესრიგოთ და მოვაგვაროთ, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც ვამზადებთ და უახლოეს მომავალში მოხდება ამ ყველაფრის ინიცირება პარლამენტში, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.




დაწესდება თუ არა ტურისტული გადასახადი?


ცქიტიშვილი; საქართველოში ტურიზმი ე ...ტურიზმის სექტორი პანდემიის გამო შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეძებს. როგორც bm.ge-თან სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, 2021 წლის ივნისამდე ტურიზმის სექტორი, რომელიც გიდებს, სასტუმროებს, სატრანსპორტო კომპანიებს, რესტორნებს და ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ კომპანიებს აერთიანებს, არის გადახდისუუნარო. ამ პერიოდში კი საბანკო ვალდებულებების მომსახურებისთვის სექტორს 140 მლნ დოლარი სჭირდება.

„ბიზნესი გადასახადებს ვერ გადაიხდის ბანკებთან მიმართებაში. ბანკებთან ვილაპარაკეთ და ეს არის 140 მილიონი დოლარი, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ სესხები თავის ძირიან პროცენტიანად გადავადდეს ერთი წლით, 2021 წლის ივნისამდე. ჩვენ უნდა ვიშოვოთ 140 მლნ დოლარი. ეს ნიშნავს, რომ კრედიტი უნფა ავიღოთ დონორებისგან, რომ ერთი წლით სესხები გადავავადოთ.

ჩვენი იდეა არის ერთ-ერთი გამოსავლის ძებნა, როგორ ვიშოვოთ ეს 140 მლნ დოლარი. ამის ერთ-ერთი გზაა 25 წლიანი სესხი ავიღოთ, ქვეყანამ აიღოს და ამის საფუძველზე მოხდეს სესხების მომსახურება. თუ ვინმეს სხვა იდეა აქვს, სხვა გამოსავლი, მზად ვართ განვიხილოთ.

ამ წუთას ვართ კუთხეში მიმწყვდეული ადამიანები, რომლებიც გამოსავალს ვეძებთ, რათა არ ჩამოყალიბდეს ისეთი მდგომარეობა, რომ სექტემბრის მერე ბევრმა დაკარგოს ქონება და დარჩეს არამხოლოდ შემოსავლის, არამედ ქონების გარეშე“-აცხადებს ალავერდაშვილი.

მისი თქმით, ტურისტული გადასახადის შემოღება ერთ-ერთი იდეაა, რომელიც ზემოთხსენებული 25 წლიანი სესხის დასაფარად მიემართება. როგორც ალავერდაშვილი ამბობს, ინიციატივას უკვე გადიან როგორც შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან, ისე ბანკებთან, რადგან თუ ტურიზმის სექტორი გადახდისუუნარო გახდება, ბანკებიც გარკვეული რისკების წინაშე დადგებიან.

„ტურისტული გადასახადი ახალი იდეა რა არის, ეს მსოფლიოში მიღებული თემაა, 2017 წელს ჩვენთანაც იყო საუბარი ამაზე, უბრალოდ მაშინ ჩავთვალეთ, რომ არ იყო ეს მიმართულება საჭირო. ახლა ვფიქრობთ, რომ ამისთვის უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანგარიში, როცა სტუმარი შემოვა, ეს არის 1 ევროს გადასახადი, რომელიც მიიმართება 25 წლიანი სესხის დასაფარად. დავარქვათ ეს იყოს კოვიდ სესხი, რომელიც სექტორს 25 წელიწადში ექნება გასასტუმრებელი. სხვა იდეასაც ვიღებთ, რომ ეს სექტორი გამოვიყვანოთ კრიზისიდან.

სამთავრობო სტრუქტურებსაც ველაპარაკებით, საბანკო ასოციაციასთან გვქონდა შეხვედრა. ეს ბანკებისთვისად დიდი გამოსავალი იქნება, როცა შეიძლება ბანკები დადგნენ იმის წინაშე, რომ ბევრი ადამიანი დატოვონ ქონების გარეშე. არც ბანკებს უხარიათ ამ რეალობაში ყოფნა და ისინიც ბევრს ფიქრობენ, რა გააკეთონ ამ მდგომარეობაში“-აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

bm.ge




იტალიაში ექსპორტზე 45 ტონა ლოკოკინას გაიტანენ


Белоруссия рассматривает возможность экспорта лягушек и улиток2017 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ აშენდა. ფერმა პროდუქციის რეალიზაციას, ძირითადად, იტალიაში ახორციელებს. წელს, ოქტომბერში, იტალიაში 45 ტონა ლოკოკინა ექსპორტზე გავა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

ფერმის ასაშენებლად, ჯამურად, 1,860,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. ფერმა წელიწადში, საშუალოდ, 50 ტონა ლოკოკინას აწარმოებს. საწარმოში, მუდმივად, 15 ადგილობრივია დასაქმებული.

„მეურნეობა, რომელიც საკმაოდ დიდია, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ბიოლოგიურად წარმოებული ლოკოკინა, ძირითადად საექსპორტო დანიშნულებისაა და ევროკავშირში გადის. ამ მიმართულებით სამინისტრომ აქტიურად იმუშავა. თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ვალდებულებას ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ ვალდებულებებს, რომელიც სახელმწიფომ დააკმაყოფილა და დღეისათვის, მოლუსკისნაირები და ლოკოკინები ევროკავშირის ბაზარზე არის დაშვებული.

ღირებულებაში, ფერმერებისთვის, ეს არის საკმაოდ საინტერესო მიმართულება – ჰექტარზე შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს. ჩვენი პრიორიტეტია, სოფლის მეურნეობაში გვქონდეს აქცენტი მეტი ღირებულების მომტან მიმართულებებზე“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.




რუსთავში ტექსტილის საწარმო გაიხსნება


Новости партнеров - Может ли российский текстиль конкурировать с ...რუსთავში ტექსტილის ახალი  საწარმო იხსნება, რომელიც  სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად 4 თვეში სრული დატვირთვის ამუშავდება და საქართველოს 3 000 მოქალაქეს დაასაქმებს.

ტერიტორია, სადაც საწარმო იფუნქციონირებს, კომპანიას სახელმწიფომ გადასცა. „ქართლი ტექსტილი“ მთლიანი ინვესტიციის, 20 მლნ ლარის ნახევარი (10 მლნ) ეკონომიკის სამინისტროს – „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხია.

საწარმო – „ქართლი ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილს“ ეკუთვნის, რომელსაც ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს. „აჭარა ტექსტილი“ წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. ის თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ. დასაქმებულია 3500 ადამიანი.

„ეს არის დღეს ჩვენი პრიორიტეტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისების პირობებში, ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ შემოსავალი დააკლდათ ოჯახში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზირება მოვახდინოთ და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ იმასთან ერთად, რომ არსებული სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ეს არის, რასაც ჩვენ თავიდან ვამბობდით, რომ გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა. ამ საწარმოში შეკერილ ნაწარმს, გამოიყენებენ და ისარგებლებენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები და სპორტსმენები. ეს არის ის, როდესაც ჩვენ, ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ, როდესაც აწერია ნაწარმს, პროდუქტს, რომ ნაწარმოებია საქართველოში. გავუფრთხილდეთ ბიზნესს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა, გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება. გილოცავთ და ვულოცავ რუსთაველებს ამ დიდ მიღწევას“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ქარხნის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე.




ფინანსთა მინისტრმა განმარტა რა რისკებთან არის დაკავშირებული საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა


WAP.NewPosts.geსაერთაშორისო ტურიზმის დაუფიქრებელი გახსნა და მასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური რისკები საქართველოში შიდაეკონომიკური აქტივობას დააგდებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. ივანე მაჭავარიანის თქმით, უცხოელი ტურისტების ქვეყანაში დაბრუნების საკითხში ქვეყანამ ბალანსი უნდა დაიცვას, რადგან ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში შეზღუდვები კვლავ დაწესდება.

„როგორც კი გახსნას დაიწყებ და მინიმალური გავრცელებაც იქნება, ეს მსხვილი რისკის მატარებელი ადგილები ისევ უნდა შეზღუდო. და ეს შეზღუდვა უნდა გიღირდეს. შეიძლება სამ თვეში წავიდეთ ამაზე – ისევ შევზღუდოთ მსხვილი რისკის მატარებელი (ღონისძიებები).მაგალითად, კონცერტები არ იყოს, კინო არ იყოს. სამაგიეროდ, სიიდან პირველ ათეულს რომ გავუხსნით ან პირველ ოცეულს, გვეღირება. გვეცოდინება, რომ ვიზღუდებით, შიდაეკონომიკური აქტივობა ნელდება, მაგრამ კომპენსირდება საკმაოდ დიდი რაოდენობა ტურიზმის“, – განმარტა მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი არ ბალანსდება. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს რისკი 2-3 თვის შემდეგაც იქნება და ამიტომ საზღვრების გარდაუვალია, მაგრამ რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად მაღალია ტურისტების ნაკადი და, შესაბამისად, შემოსავლები. ეს არის დაბალანსებული და სწორი რისკი.

„მთავარი ის არის, თუ ზოგადად რატო ვართ ფრთხილები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. იქ, საიდანაც ტურისტების ლომის წილი შემოდიოდა, ეს ქვეყნები, სამწუხაროდ, დღეს ან ეპიდემიის პიკში არიან, ან ეპიდემია ჯერ არ დაუმარცხებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უფრო დაბალი გავრცელებაა, რისკი მაინც არსებობს. შეიძლება ჩვენ ასეთი რეალური სურათი მივიღოთ, რომ ეკონომიკურად ძალიან მცირე შედეგს მივიღებთ, მაგრამ ტურისტების რაოდენობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში ვირუსი გაავრცელონ.

რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი არ ბალანსდება. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს რისკი 2-3 თვის შემდეგაც იქნება და ამიტომ საზღვრების გარდაუვალია, მაგრამ რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად მაღალია ტურისტების ნაკადი და, შესაბამისად, შემოსავლები. ეს არის დაბალანსებული და სწორი რისკი. არასწორი იქნება რისკი, თუ ჩვენ გავუხსნით საზღვარს ქვეყანას, საიდანაც ბევრი ტურისტი შემოდის და ვირუსის გავრცელების რისკიც დიდია.

ევროკავშირის ქვეყნებს ჩვენ შემდეგნაირად ვუდგებოდით – იქ, საიდანაც ჩამომსვლელების რაოდენობა ასე თუ ისე მატერიალურად საინტერესოა, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ან ბალტიის ქვეყნები, და, ამავდროულად, რისკი დაბალია, ეს უკვე ნიშანია, რომ მოლაპარაკებების დაწყება და საზღვრის გახსნა შეიძლება. მაგალითად, იტალიამ საქართველოს საზღვარი არ გაუხსნა საზღვარი. რატომ, საქართველო ხომ უსაფრთხოა? თუმცა მათ შეხედეს, რომ მატერიალური თვალსაზრისით ეს არაა საინტერესო მიმართულება და ის მინიმალური, ნოლთან მიახლოებული რისკიც კი არ აიღო, თუმცა დიდ ბრიტანეთს გაუხსნეს საზღვარი, საიდანაც გავრცელების რისკი უფრო დიდია, მაგრამ ამ რისკზე წასვლა იტალიას უღირს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ჩავა და შემოსავალს მოუტანს ქვეყანას. ჩვენც ამ ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც მინისტრმა  აღნიშნა,  ჩვენ ტრადიციულ ტურისტულ ბაზრებთან  საზღვრები მხოლოდ მაშინ გაიხსნება, როდესაც ისინი დაამარცხებენ ეპიდემიას და მიაღწევენ მეტ-ნაკლებად უსაფრთხო მაჩვენებელს. რისკი უნდა დაბალანსდეს პოტენციურ სარგებელთან, თორემ ხელში მხოლოდ რისკი შეგვრჩება.

„ხშირად ამბობენ, რომ ტურიზმს ჩვენს ეკონომიკაში 20%-იანი წილი ჰქონდა, ეს ასე არაა. ტურიზმის წმინდა კონტრიბუცია არის 10-12 პროცენტის ფარგლებში. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, ამიტომაც დიდია დარტყმა. მოკლე ვადაში ამ სექტორს შეუმსუბუქდა საგადასახადო ტვირთი, თუმცა ეს დახმარებაც ძალიან მცირედია. ტურიზმის ჩანაცვლება იოლად ვერ მოხდება. წელს ჩვენ გვექნება საკმაოდ დიდი ხარჯები, რათა ნაწილობრივ მაინც მოვახდინოთ ამ 12%-ის კომპენსაცია და, რაც მთავარია, სისულელეები არ უნდა ვაკეთოთ. დროზე ადრე არ უნდა შევწიროთ საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და არ უნდა გამოვეკიდოთ დღესვე ტურიზმს, რომელიც ამ ნეგატიურ მოვლენას ვერ დააკომპენსირებს, და 2-3 თვეში მივაღწიოთ ტურიზმის მდგრად ზრდას.

როდესაც ჩვენი ტრადიციული ტურისტული ბაზრები დაამარცხებენ ეპიდემიას და მიაღწევენ მეტ-ნაკლებად უსაფრთხო მაჩვენებელს, საზღვრები მათთან მხოლოდ მაშინ გაიხსნება. რისკი უნდა დაბალანსდეს პოტენციურ სარგებელთან, თორემ ხელში მხოლოდ რისკი შეგვრჩება. ჩვენ ტურისტი გვინდა თუ კორონავირუსი? თუ გვინდა, რომ მხოლოდ კორონავირუსი შეგვრჩეს, ამით ადგილობრივ ტურიზმსაც დავაფრთხობთ. ციფრები თვითონ მეტყველებენ ყველაფერზე და თითოეულმა მეწარმემ თუ ტურიზმში დასაქმებულმა ადამიანმა, რომელიც ამ ციფრებს შეხედავს, თვითონვე გავა ლოგიკურ დასკვნამდე, როდის და ვის უნდა გავუხსნათ საზღვრები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.