ინდოეთის არმია ამტკიცებს, რომ თოვლის კაცის ნაკვალევს მიაგნო


ინდოეთის არმია ამტკიცებს, რომ თოვლის კაცის ნაკვალევს მიაგნო
ინდოეთის არმია ამტკიცებს, რომ თოვლის კაცის – იეტის ნაკვალევს მიაგნო. ამის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ფოტო ინდოეთის არმიამ „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.

ინდოელი სამხედროები ამტკიცებენ, რომ „იეტის ნაკვალევს ჰიმალაის მთებში მდებარე მიკალუს სამხედრო ბანაკში მიაკვლია“.

თოვლის კაცი იეტი მითიური არსებაა, რომელიც ძირითადად სამხრეთ აზიურ ფოლკლორშია მოხსენიებული. იეტის შესახებ ინდოეთში, ნეპალსა და ბუტანში ხშირად ყვებიან.

ინდეოთის არმიაში ამბობენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი მტკიცებულბა ექსპერტებს გადაეგზავნა.

1tv.ge




აფხაზეთში ნაპოვნი „თოვლის ქალის“ გენეტიკური კოდი ამოხსნილია


Картинки по запросу Зана თოვლის ადამიანისშესახებ აფხაზეთში ოდითგანვე იცოდნენ, მას აბნაუიუს უწოდებენ.  ყვებოდნენ, რომ ადრე, უღრანი ტყით დაფარულ მთებში მრავლად იყვნენ და ადგილობრივ მოსახლეობას მათი განადგურებაც უწევდათ...

1950–იან წ.წ. სსრკ–ს თავდაცვის სამინისტრომ აფხაზეთის საზღვარზე მოსამსახურე სამხედრო პირებისთვის ვრცელი ინსტრუქცია გააგზავნა, სადაც დაწვრილებით  იყო გაწერილი, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მესაზღვრე აბნაუიუსთან შეხვედრის დროს. იკრძალებოდა მათი მოკვლა ან კონტაქტში შესვლა. სამხედრო არქივში შემონახულია ერთ–ერთი მესაზღვრის პატაკი, რომელიც მორიგეობისას „თოვლის ადამიანების“ წყვილს გადაეყარა. როგორც ჩანს, მამრმა მესაზღვრე კონკურენტად აღიქვა და თავს დაესხა, თუმცა მდედრმა არ დაანება და თავის გზას გაუდგა. დაფლეთილი სამოსით დაბრუნებული მესაზღვრის პატაკი მეთაურობამ უპირობოდ მიიღო.

მე XIX  საუკუნის ბოლოს აფხაზეთის ერთერთ სოფელში, თავადის მამულში ცხოვრობდა აბნაუიუს მდედრი წარმომადგენელი სახელად ზანა.

მისი  დაჭერის თარიღი და ადგილი დაზუსტებით დადგენილი არაა. ერთი ვერსიით, ის ზაადანის მთიან ტყეებში შეიპყრეს, მეორე ვერსიით – ახლანდელი ოჩამჩირეს რაიონის სანაპიროს მახლობლად, მესამე ვერსიით კი – აჭარის სანაპიროსთან. აჭარის სასარგებლოდ მეტყველებს მისი სახელი „ზანა“, რაც ქართულ სიტყვას „ზანგს“ ჰგავს.

ოფიციალური ისტორია მოგვითხრობს, რომ აფხაზეთის თავადი აჩბა სანადიროდ ზაადანის მთის ტყეებში მონადირეობდა, როდესაც ძალზე მაღალი, უცნაური ადამიანი  შენიშნეს. ტყიური ქალი მარტივად მიიტყუეს – ერთერთმა მსახურმა თავისი ძველი, ოფლით გაჯერილი შარვალი დაუგდო. უცნაური ნივთის თვალიერებაში გართული „თოვლის ქალი“ ადვილად გაკოჭეს. ახლო დაკვირვებამ ცხადჰყო, რომ ქალის სიმაღლე 2 მეტრამდე აღწევდა, სხეული მუქი ყავისფერი, გრძელი ბალნით იყო დაფარული,  სხეულის ქვედა ნაწილში თმის საფარი უფრო ინტენსიური იყო.  კანის ფერი მუქი რუხისფერი. სხეული მასიური, დაკუნთული, ძალზე მსხვილი მკერდით,  თუმცა წვივები თხელი, ხოლო ფართე ტერფებზე გრძელი მოქნილი თითები ჰქონდა. სახე არც ისე გრძელი თმით იყო დაფარული. თავზე თმის საფარი თითქმის წარბებიდან  ეწყებოდა  და ზურგამდე ეშვებოდა. სახის ქვედა ნაწილი წინ იყო წამოწეული.  თვალები კი მოწითალო ჰქონდა.

ზანა აფხაზეთი
რაისა შვილიშვილთან ერთად

„თოვლის ქალს“ ზანა შეარქვეს. თავადმა აჩბამ ის მეგობარ თავადს ლაიპანს უსაჩუქრა, მან კი, თავის მხრივ, თავად ეჯე გენაბას, რომელმაც ზანა სოხუმიდან 78 კმ–ში მდებარე მამულში, ს. თხინში  ჩამოიყვანა. აგრესიული ქცევის გამო თავდაპირველად ზანა მორებისგან შეკრულ სადგომში ცხოვრობდა, ხოლო სამი წლის შემდეგ ის უკვე თავისუფლად დასეირნობდა სოფელში, საცხოვრებლად კი ორმო ირჩია, რომელიც თავად ამოთხარა, აქ ზამთარ–ზაფხულ ეძინა, ზოგჯერ კი თბილ ნაცარში უყვარდა ჩაძინება.  სამოსს არ იკარებდა, ყველა კაბა, რომელიც ჩაააცვეს, ნაფლეთებად აქცია, როგორც იქნა, წელსქვევით მოსახვევის ტარებას შეაჩვიეს.  თვითმხილველთა მოწმობით, ზანა ცხენის სიჩქარით დარბოდა, ერთი ხელით თავისუფლად წევდა 80 კილოგრამიან ტომარას. ყველაზე ძალიან მას მდინარეში ცურვა და ალკოჰოლური სასმელების დალევა უყვარდა. სოფელში ცხოვრების მანძილზე ზანას ინტიმური კავშირი  ჰქონდა რამოდენიმე მამაკაცთან, მათ შორს თვით თავად გენაბასთან. როგორც ჩანს, ადგილობრივებისთვის ეს ერთგვარი გართობა იყო.  ამის შედეგად ზანას ოთხი ბავშვი ეყოლა. პირველი, რომელიც თავადი გენებასგან ეყოლა, გარდაიცვალა – დედამ ახალშობილი ეგრევე ცივ მდინარეში გაბანა. ამის გამო დანარჩენ ბავშვებს დაბადებისთანავე ართმევდნენ.

ზანას გარდაცვალების თარიღი და დაკრძალვის ადგილი უცნობია. ეს დაახლოებით 1880–იანი წლების ბოლოს მოხდა. ცხოვრების ბოლომდე ზანას დაბერების ნიშანი არ დასტყობია, ერთი თმა არ გასთეთრებია, ერთი კბილი არ დაჰკლებია. ლაპარაკი ვერ ისწავლა, მხოლოდ ღმუოდა ან იღრინებოდა. როდესაც რამე უხაროდა, ცივად იცინოდა, მაგრამ არასდროს გაუღიმია.

Похожее изображение
ხვიტი და რაისა

ზანას ოთხი შვილი დარჩა – ორი გოგო და ორი ბიჭი – გომაზა, კოჯანირი, ჯანდა და ხვიტი. სამი მათგანის ბედი უცნობია.  სოფელში მხოლოდ ხვიტი დარჩა, რომელიც  1954 წელს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივი მკვიდრი ზენობ ჩოკუა ყვებოდა, მას ბავშობაში ზანა ნანახი ჰყვდა და დაწვრილებით აღწერა იგი. მისივე თქმით,  ხვიტის მამა თანასოფლელი მწყემსი საბეკია იყო, რომელმაც სიკვდილის წინ მამობა აღიარა და გვარიც მისცა.

ხვიტი მრავალს ახსოვდა, მას აღწერენ როგორც ღონიერ, მუქკანიან და შეიძლება ითქვას, ნეგროიდული გარეგნობის ნიშნების მქონე ადამიანს. სოფლელებთან ერთერთი უთანხმოების დროს ხვიტს მარჯვენა მოჰკვეთეს, თუმცა მთელი ცხოვრება მარცხენა ხელით შესანიშნავად ასრულებდა ყველა სამუშაოს – თიბავდა, მუშაობდა, ხეებზეც კი ადიოდა. მაღალი ხმა ჰქონდა და კარგად მღეროდა. ორჯერ იყო დაქორწინებული, სამი შვილი დარჩა.  ცხოვრების ბოლო წლებში ტყვარჩელში გადასახლდა, სადაც გარდაიცვალა, ხოლო დაკრძალვით  მშობლიურ სოფელ თხინში, დედის საფლავის მახლობლად დამარხეს.

ხვიტის შვილებს – შალიკუას და რაისას ნეგროიდული გარეგნობა ახასიათებდა – ოდნავ მუქი კანის ფერი და მსხვილი სახის ნაკვთები. „ბებია ტყეში იპოვეს“, – მშვიდად აღნიშნავდა ხოლმე რაისა.  შალიკუას ძალზე ძლიერi ყბები ჰქონია,  შეეძლო კბილებით დაეჭირა მაგიდა მასთან მჯდომი ადამიანითურთ და ამავე დროს ეცეკვა. მას კიდევ ერთი  უჩვეულო ნიჭი ჰქონდა – ყველა შიანური თუ გარეული ცხოველების ხმებს ბაძავდა.

მრავალი მცდელობის მიუხედავად, მეცნიერებმა ზანას საფლავს დღემდე ვერ მიაგნეს, თუმცა, ნათესავების თანხმობით, ხვიტის საფლავი გახსნეს.  2015 წელს  ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ბრაიან საიკსამა ზანას  გენეტიკური კოდის ამოცნობა სცადა. მას ხვიტის თავისქალის ნაწილი და ზანას 6 შთამომავლის  ნერწყვის ნიმუშები ჰქონდა. ანალიზის შედეგები საიკსმა ბრიტანულ გაზეთს  The Times–ს გააცნო. დასკვნის თანახმად, გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ მისი მატარებელი ნახევრად ადამიანის ქვესახეობას, ნახევრად კი მაიმუნისებრ ქვესახეობას მიეკუთვნებოდა და სავსებით შესაძლებელია, რომ „იეტის“ ანუ „თოვლის ადამიანი ყოფილიყო“. ამის გარდა, ეს ქვესახეობა გარკვეულ წილად აფრიკული რასის წარმომადგენლებს ჰგავდა, თუმცა თანამედროვე აფრუკულ ჯგუფებთან ძალზე მცირე ფიზიკური და გენეტიკური მსგავსება გააჩნდა…

www.premiumi.ge




ღარიბი ვუნდერკინდი საოცრად რეალისტურ ნახატებს ქმნის


@waspa_art / Instagramნიგერიაში, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებს, პატარა ვარსკლავმა გამოანათა – 11 წლის კარიმ ვარის ოლამილკანი  თანამემამულეების სიამაყეა. ბიჭუნა იმდენად რეალისტურ სურათებს ქმნის, რომ თვისი  შემოქმედებით ცნობილ  მხატვრებს აოცებს. ნიჭიერი კარიმის შესახებ მსოფლიოს მასმედიაც  აღფრთოვანებით წერს.

კარიმი თვითნასწავლი მხტვარია, პირველი ნახატები 6 წლის ასაკში შექმნა, მაშინ საყავრელი მულტფილმების გმირებს ხატავდა. 8 წლის ასაკში ბიჭუნა სამხატვრო აკადიმეა  Ayowole Art Vocational Academy– ში მიიღეს. სასწავლებელში კარიმი  ერთი  უბრალო მიზეზით მივიდა – მას  უნდოდა ენახა, თუ როგორ ხატავენ სხვა მხატვრები. აკადემისს დირექტორი მოიხიბლა  კარიმის ნახატით და პატარა ვუნდერკინდს სწავლის ნება დართო.

 

 კარიმი დედასთან და და–ძმასთან სიღარიბეში ცხოვრობს. მისი თქმით, ყველაზე რთულია ფანქრების და ფუნჯების საყიდნელად საჭირო თანხის გამონახვა. თავის ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევს ნახატს “პური არსობისა”, რომელზეც გამოსახულია დაღლილი ადამიანი, მას პირთან კოვზი მიაქვს, ხოლო სახეზე ოფლის წვეთები ჩამოსდის. კარიმი განმარტავს, რომ “პურის ფულის შოვნა – ყველაზე მძიმე შრომაა”.  პატარა მხატვარს სურს, საყოველთაოდ ცნობილი გახდეს, ჯერ–ჯერობით კი მხოლოდ “ინსტაგრამის” პროფილს სჯერდება.




„უთავოთა ხეობის“ საიდუმლო


„უთავოთა ხეობა“, კანადა
„უთავოთა ხეობა“, კანადა

„უთავოთა ხეობა“–ასე უწოდეს კანადის ერთერთ მხარეს, რომელიც საუთ–ნახანიის მდინარის გასწვრივაა გადაშლილი. ადამიანების იდუმალი გაქრობის პირველი შემთხვევა 1898  წელს „ოქროს ციებ–ცხელების“ დროს მოხდა.

ოქროს მაძიებელთა ექვსკაციანი ჯგუფი ხეობაში  უგზოუკვლოდ დაიკარგა. შვიდი წლის შემდეგ კიდევ სამი პიროვნება – რობერტ ვირი და მისი მეგობრები, ძმები მაკ–ლეოდები გაუჩინარდნენ. სამი წლის შემდეგ, კი უკლებლივ ყველა დაკარგული ოქროს მაძიებლის გვამი იპოვეს. გვამებს თავები ჰქონდათ წაცლილი. დაღუპულები პირადი ნივთების დახმარებით ამოიცნეს.

1962 –1965 წლებში იდუმალი შემთხვევის გამოსაძიებლად მკვლევართა ორი ჯგუფი გაემგზავრა. მოკლე ხანში ისინიც გარდაცვლილები იპოვეს, ამ შემთხვევაშიც გვამები თავების გარეშე იყვნენ. პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ ხეობაში თავზე ხელაღებული ბანდა მოქმედებდა, რომელიც ოქროს მაძიებლებს გაძარცვის მიზნით ხოცავდა. 1978 წელს სიმართლის დასადგენად ხეობაში კიდევ ერთი, კარგად აღჭურვილი ექსპედიცია გაემგზავრა. ჯგუფს ანომალური მოვლენების მკვლევარი ხენკ მონტიმერი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი მუდმივ კავშირზე იყო, თუმცა პირველივე საღამოს ოპერატორს ექსპედიციის მონაწილეთა ყვირილი ჩაესმა, რის შემდეგაც კავშირი შეწყდა. ნახევარ საათში ტრაგედიის ადგილზე ვერტფრენი მივიდა, მაგრამ კარვები და მკვლევარები არ დახვდათ. ხუთი დღის შემდეგ მაშველებმა ერთ–ერთი მონაწილის ჩონჩხი იპოვეს. რა თქმა უნდა, თავის გარეშე.

ამ შემზარავი შემთხვევის შემდეგ მკვლევარებმა „უთავოთა ხეობის“ საიდუმლოს ამოხსნა დიდი ხნით შეწყვიტეს. ცალკეული ტრაგიული შემთხვევები 1980 წლამდე გრძელდებოდა, ადამიანები სათითაოდ იკარგებოდნენ. 1980 წელს ხეობაში კონტრაქტით 3 ყოფილი სამხედრო პირი გააგზავნეს. არც ერთი არ დაბრუნებულა…

2004  წელს ხეობაში რამოდენიმე ბრონირებული მანქანის თანხლებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი  საერთაშორისო ექსპედიცია ჩავიდა. მეცნიერები ამანაც ვერ იხსნა– რაციით  საუბრისას უეცრად კავშირი გაწყდა, ხოლო ჩამოწოლილმა ძლიერმა ნისლმა სამხედროებს ხელი შეუშალა  დროულად გასულიყვნენ სამძებრო სამუშაოებზე. ნისლთან ერთად ბანაკის კვალიც გაქრა. მდინარე საუტ–ნახანიის ნაპირთან მცხოვრები ინდიელები დარწმუნებულები არიან, რომ ხალხის გაუჩინარების მიზეზი სკვაჩას უკავშირდება ( იეტის ადგილობრივი სახელწოდება). ადგილობრივმა პოლიციამ ვერ დაამტკიცა მძარცველთა ბანდის არსებობა, რომლებიც ოქროს მაძიებლებს კლავდნენ.

www.premiumi.ge

 




ჩაძირული სამყარო


სტიქიური კატასტროფები და ომები ნგრევას და განადგურებას იწვევენ. ზოგ რამეს ქარი ანადგურებს, ზოგს ტალღები ამსხვრევენ, ზოგიერთი რამე, კი პირდაპირ ფსკერზე იძირება. დღემდე ზღვები და ოკეანეები უამრავ საიდუმლოს ინახავენ, რაც თავისთავად შგვახსენებს, რომ ცხოვრება ძალიან ფაქიზი რამეა.

Поглощенные водой - ужас и красота затонувшей техники

Поглощенные водой - ужас и красота затонувшей техники

Поглощенные водой - ужас и красота затонувшей техники

Поглощенные водой - ужас и красота затонувшей техники

Поглощенные водой - ужас и красота затонувшей техники

Поглощенные водой - ужас и красота затонувшей техники




Top-5 შემზარავი ტრადიცია


თითოეულ კულტურას განსხვავებული წეს–ჩვეულებები აქვს, თუმცა ზოგიერთი მათგანი შესაძლოა იმდენად შემზარავი იყოს, რომ ახალბედა ტურისტს თავი საშინელებათა ფილმში ეგონოს. ეს ეხება როგორც რელიგიურ რიტუალებს, ასევე ჩვეულებრივ ყოფით წესებს.

  1. პირსინგის ფესტივალი: ინდოეთში, მალაიზიაში, შრი–ლანკაში, სინგაპურში, ტაილანდსა და მნიამაში ინდუისტები ღვთაება მურუგანის დღესასწაულზე სხეულს იხვრეტენ, რკინის საგნებს და სქელ თოკებს იყრიან.

  1. ჭიანჭველიანი ხელთათმანები: ამაზონის ტომი სატერ–მაუ ბიჭების დიდ ცხოვრებაში შემოსვლას სპეციალური რიტუალით ხვდება– საგანგებოდ ამ დღისთვის შეკერილი ხელთათმანებით ბიჭები ველურ ჭიანჭველებს აგროვებენ. ასეთი ჭიანჭველას ნაკბენი ტყვიის ნასროლის თოლფასია. მხოლოდ ამგვარი ტკივილის ატანის შედეგ ბიჭს სრულფასოვან მამაკაცად აღიარებენ.

  1. იანომამის ტომის დაკრძალვის რიტუალი: ეს ტომი ბრაზილიისა და ვენესუელის ტერიტორიაზე ბინადრობს. ტომში გარდაცვლილი ნათესავის გვამს წვავენ, ხოლო ფერფლსა და ძვლებს წვნიანში ამატებენ და სიამოვნებით მიირთმევენ. მიაჩნიათ, რომ გარდაცვლილ სულებს ამით უკვდავებას ანიჭებენ.

  1. ცეკვა მიცვალებულებთან: მადაგასკარში პერიოდულად ტარდება ფამადიხაბის ფესტივალი, რომლის ერთერთი შემადგენელი ნაწილი მიცვალებულებთან ცეკვაა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ფესტივალის მონაწილეები გარდაცვლილი ნათესავების გვამებს საფლავებიდან იღებენ, ლამაზად აცმევენ და მათთან ერთად კოცონის გარშემო ცეკვავენ.

  1. ზედმეტი თითები: პაპუა ახალ გვინეაში მობინადრე ტომი დანი (ნდანი)შემზარავ და სასტიკ რიტუალს დღემდე იცავს. როდესაც ტომში ვინმე გარადაიცვლება, გლოვის ნიშნად რომელიმე ნათესავი ხელზე თითს იკვეთს, სახეს კი დამწვარი გვამის ფერფლით იმურავს. მოკვეთილ თითებს კი გარდაცვლილთან ერთად მარხავენ.



მსოფლიოს სასტუმროები ყველაზე ლამაზი ინტერიერით


მოგზაურობის დროს  მსოფლიო ელიტის  წარმომადგენლებს  ღამის გათევა  განსაკუთრებულ პირობეში ურჩევნიათ. “ოქროს სურვილის” შესასრულებლად  წამყვანი სასტუმროები ძალღონეს არ იშურებენ და დიდი გემოვნებით მოწყობილ ნომრებს სთავაზობენ სტუმრებს. უმეტეს შემთხვევაში ასეთი ნომრები მთელ სართულს იკავებენ, ხოლო ინტერიერი ანტიკავრული ავეჯით არის გაწყობილი. სერვისში უმაღლესი დონის მომსახურეობის სრული პაკეტი შედის, მათ შორის ღვინის მარანი, სპა–სალონი, აუზები და ა.შ. ” სუპერსუიტში” ერთი ღამის ფასი  $20 000–  $100 000–მდე მერყეობს.

ლონდონი, ინგლისი

სასტუმრო  Corinthia Hotel

ათენი, საბერძნეთი

სასტუმრო Hotel Grande Bretagne

მონტე–კარლო, მონაკო

სასტუმრო Diamond Suite Penthouse

პარიზი, საფრანგეთი

სასტუმრო La Suite Shangri-La

ფლორენცია, იტალია

სასტუმრო Royal Suite della Gherardesca

რომი, იტალია

სასტუმრო St. Regis Royal Suite

ვენეცია, იტალია


სასტუმრო Redentore Terrazza Suite




სად აღმოვაჩინოთ განძი?


კაცობრიობა ოდითგანვე ეძებდა გადამალულ განძებს. აბა, ვის არე დაუფლებია უეცარი გამდირების სურვილი?! ეს საკითხი დღესაც აქტუალურია და ძალზე მონდომებულს, შესაძლოა, ბედმაც გაუღიმოს. გთავაზობთ იმ განძთა ისტორიულ მონაცემებს,  რომლებიც დღმდე ვერავის უპოვია.

მონტესუმას განძი

Сокровище Монтесумы Когда Эрнан Кортес прибыл в столицу Ацтека Теночтитлан в 1519 году, император Монтесума II приветствовал его и его людей на большой церемонии. Ацтеки даже предлагали Кортесу золото и серебро в надежде, что эти белокожие «боги» оставят Теночтитлан в покое. Распаленные видом сокровищ, испанские конкистадоры устроили дикую резню, где погиб и сам Монтесума. Однако, робостью местные жители не отличались и в скором времени оставшимся в живых испанцам пришлось бежать, скинув все награбленное в озеро Тескоко. Найти его не удалось до сих пор.

როდესაც ერნან კორტესი 1519 წ. აცტეკთა დედაქალაქ ტენოჩტიტლანს ეწვია, იმპერატორი მონტესუმა II  მას ზარ–ზეიმით მიეგება. აცტეკებმა კორტესს ოქრო და ვერცხლი შესთავაზეს იმ იმედით, რომ ტენოჩტიტლანს არ ააოხრებდა. ძვირფასეულობის დანახვისთანავე ესპანელმა კნკისტადორებმა ხოცვა–ჟლეტვა ატეხეს, რომელსაც მონტესუმაც ემსხვერპლა. ამას ინდიელთა რისხვა მოჰყვა და ცოცხლად გადარჩენილმა ესპანელებმა თავს გაქცევით უშველეს. გზად კი ნაქურდალი განძეულობა ტესკოკოს ტბაში ჩაყარეს. განძი დღემდე არ არის ნაპოვნი.

შავწვერას განძი

Сокровище Черной Бороды Эдвард Тич, самый известный пират в истории, начинал карьеру британским капером во время Войны за испанское наследство. С 1716 по 1718 год Черная Борода и его флагман с 40 орудиями, «Месть Королевы Анны», грабил Вест-Индию и Атлантическое побережье Северной Америки. Украденные сокровища хитрый пират закапывал на небольших островках от Вирджинии в Чесапикском заливе до Карибского моря и Каймановых островов. Некоторые части были найдены, другие же ждут своего часа.

1716–1718 წ.წ.   40 ზარბაზნიან  გემზე “დედოფალი ანას შურისძიება”   მოცურავე ყველაზე ცნობილი მეკობრე  ედვარდ ტიჩი,  იგივე შავწვერა,  ძარცვავდა ვესტ–ინდოეთსა და ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტიკურ სანაპიროს. ნაძარცვს მეკობრე ვირჯინიის, კამანის კუნძულებისა და კარიბის ზღვის შორის მიმოფანტულ პატარა კნძულებზე მალავდა. განძის მცირე ნაწილი ნაპოვნია რამოდენიმე კუნძულზე, უმეტესი წილი კი  იმ ბედნიერ მეპატრონეს ელოდება, რომელიც მას მიაგნებს.

ლიმას განძი

7 великих кладов, которые пока так никто и не нашел

როდესაც 1820 წელს რევოლუციონერი ლიდერის ხოსე დე სან–მარტინეს ძალები ლიმას (პერუ) მიუახლოვდნენ, ესპანურმა ხელისუფლებამ თავისი ძვირფასეულობის გადარჩენა განიზრახა. სხვათაშორის, ეს განძეულობა ესპანელებმა ინკებს ჯერ კიდევ XVI   საუკუნეში წაართვეს. მთელი სიმდიდრე ესპანელებმა ბრიტანელ კაპიტანს უილიამ ტომპსონს ანდეს, მის გემზე “მერი დიარ”–ზე გადამალეს და დაავალეს ოკეანეში მანამდე ეცურა, სანამ ლიმაში მდგომარეობა არ ჩაწყნარდებოდა. “პატიოსანმა კაპოტანმა” ესპანელი მცველები ამოხოცა,  კუნძულ კოკოსამდე მიაღწია და ჯუნგლებს შეაფარა თავი. იმ დროიდან ლიამის განძის პოვნას არა მხოლოდ ცალკეული პირები, არამედ ქვეყნებიც ცდილობენ. განძის ღირებულება დაახლოებით $200 მილიონს შეადგენს.

მოსბის ფული

Деньги Мосби В начале марта 1863 года полковник конфедератов Джон Синглтон Мосби внезапно заявился в город, уже давно отвоеванный противником. Пришел он, конечно, не в одиночестве — шайка из сорока солдат за считанные минуты обнесла местный банк на 350 000 долларов. Естественно, такой пассаж без ответа остаться не мог и Мосби кинулся в бега. Налетчиков оттеснили за линию фронта, но хитрый полковник успел спрятать награбленное в лесах округа Фэрфакс, штат Вирджиния — вот там они до сих пор и лежат.

1863 წლის მარტში კონფედერატების ჯარის  პოლკოვნიკი ჯონ სინგლტონ მოსბი უეცრად გამოცხადდა ერთერთ ქალაქში, რომელიც მოწინააღმდეგეს ხელში იყო. მას თან 40 ჯარისკაცი ახლდა, რომლებმაც თვალის დახამხამებაში ბანკიდან $350 ათასი გაიტანეს და გაიქცნენ. მძარცველება ფრონტის ხაზის გადაკვეთა მოახერეს, ხოლო ცბირემა პოლკოვნიკმა ნაძარცვი ფერფაქსის მიდამოებში (ვირჯინიის შტატი) გადამალა.  განძი დღემდე არ არის ნაპოვნი.

ნაცისტების ოქრო ტოპლიცის ტბაში

Картинки по запросу клад Топлице

მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, როდესაც გერმანია მარცხს განიცდიდა, ნაცისტური რეჟიმი ყოველგვარი ძალისხმევით ცდილობდა  ნაძარცვი სიმდიდრე გადაემალა. დღემდე, სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილებში მათ საიდუმლო სამალავებს აწყდებიან. ბოლოს, ერთერთი ასეთი განძი პოლონეთში აღმოაჩინეს. როგორც ამბობენ, ეს ცნობილი “ოქროს მატარებელია”. ხოლო ავსტრიაში, ალპების უღრან ტყეში მდებარე ტოპლიცეს ტბაში ნაცისტმა ოფიცრებმა მილიარდობით დოლარის ღირებულების ოქრო ჩაძირეს. 1959 წელს მყვინთავებმა ტბის ფსკერიდან ოქროს ლოდებით სავსე რამოდენიმე კონტეინერი ამოიღეს, რამაც განძის გარშემო აჟიოტაჟი გაზარდა. თუმცა, ნაცისტურ ოქროს ზოგი დაწყევლილს უწოდებს: ბოლო 10 წლის განმავლობაში ტბაში 7 ადამიანი დაიხრჩო.

www.premiumi.ge




მსოფლიოს ყველაზე საოცარი ჩანჩქერები


ჩანჩქერი ბიგარი, რუმინეთი

ბიგარი უნიკალური ჩანჩქერია, ის გიგანტურ ხავსმოკიდებულ სოკოს ჰგავს, რომლის თავზეც კამკამა წყალი მოედინება. ეს საოცრება რუმინეთის დასავლეთ ნაწილში, ბეუშნიცას ეროვნულ პარკში მდებარეობს.

Девять самых необычных водопадов в разных уголках планеты, которые стоит увидеть!

ნისლიანი ჩანჩქერი, ისლანდია

ნსილიანი ჩანჩქერის საიდუმლო იმაშია, რომ წყლის ნაკადის მაგივრად კლდიდან ნისლი ჩამოდის და მთებს თეთრი საფარველით ფარავს. სანახაობას ძლიერი ქარი მოყვება, ამიტომ შთაბეჭდილება მართლაც იესთია, თითქოს ნამდვილ ჩანჩქერთან იმყოფები.

Девять самых необычных водопадов в разных уголках планеты, которые стоит увидеть!

ცეცხლოვანი ჩანჩქერი, აშშ

ყოველწლიურად თებერვლის თვეში კალიფორნიის ერთ–ერთ ჩანჩქერს “ცეცხლი ეკიდება”. ამ სანახაობის ხილვის სურვილი მრავალ ტურისტს იზიდავს. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი ცეცხლის ნაკადი როდია, მხოლოდ და მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა: მზის ჩასვლის დროს  სხივები წყლის ნაკადს აშუქებენ და ეფექტურ სანახაოას ქმნიან, თითქოს და კლდიდან გავარვარებული ლავა მოედინება.

Девять самых необычных водопадов в разных уголках планеты, которые стоит увидеть!

წყალქვეშა ჩანჩქერი, მავრიკი

დედამიწაზე ისეთი ჩანჩქერიც არსებობს, რომელიც წყალქვეშ მიედინება. კუნძულ მავრიკიისა და ნახევარკუნძულ ლემრონ ბრაბანტის მახლობლად მდებარე ჩანჩქერი ქვიშიანი ნაპირიდან პირდაპირ ოკეანეს უფსკრულში ჩადის.

Девять самых необычных водопадов в разных уголках планеты, которые стоит увидеть!

ჩანჩქერი ბაატარა, ლიბანი

ბაატარა ფანტასტიური ფილმის დეკორაციას ჰგავს – წყალი 225 მ სიმაღლიდან პირდაპირ  კიროვან კლდეში ჩამოედინება, გზად კი სამ ბუნებრივ ხიდს სცდება, რომლებიც ერთი მეორეს თავზეა ჩამოკიდებული.

Девять самых необычных водопадов в разных уголках планеты, которые стоит увидеть!

ჩანჩქერი ვაიპუგია, ჰავაი

ვაიპუგია გრავიტაციის კანონების საწინააღმდეგოდ მოედინება ანუ უკუღმა. ამის გამო ამ ჩანჩქერს კიდევ “ამოტრიალებულ” ჩანჩქერს უწოდებენ. მსგავსი მოველნა ასევე ისლანდიასა, დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში შეიძლება ნახოთ. ჩანჩქერის უჩვეულო “ქცევის” საიდუმლო კი ქარია, რომელსაც წყლის ნაკადი ჰაერში ააქვს.

Девять самых необычных водопадов в разных уголках планеты, которые стоит увидеть!




ფინეთში სათამაშო ცხენზე ჯირითი სპორტულ სახეობად იქცა


ფინეთში ახალი მოდური ტენდენცია გაჩნდა – ჰობი– ხორსინგი ანუ სათამაშო ცხენზე ჯირითი. სპორტის ახალი სახეობა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვითარდება მისი ვარიანტები. მეტიც, ქვეყანაში ჰობი–ჰორსინგის ეროვნული შეჯიბრებიც ტარდება.

https://www.instagram.com/p/BS0GauTlo6G/?taken-by=yle_lasso

როგორც “ბი–ბი– სი” იუწყება, სპორტის ამ სახეობით ძირითადად ახალგაზრდა გოგოები არიან გატაცებული. თითოეულ სპორტსმენს საკუთარი სათამაშო ცხენი ჰყავს, რომელსაც უვლიან და კონკურსებში გამოდიან.

https://www.youtube.com/watch?v=VX-HEcE2fT4