ამ დღეს კონსტანტინოპოლს სტამბოლი დაერქვა – რატომ გაქრა ბიზანტია


Похожее изображение1930 წლის 28 მარტს საბოლოოდ დაესვა წერტილი ბიზანტიური იმპერიის დიდებას – 89 წლის წინ ქალაქებს კონსტანტინოპოლს და ანგორას ახალი, თურქული სახელები მიენჭა – სტამბოლი და ანკარა. 

კონსტანტინოპოლი (ბერძ. Κωνσταντινούπολις) —  საუკუნეების განმავლობაში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი იყო (ქალაქის ძველი ბერძნული სახელი იყო ბიზანტიუმი). ქალაქი  სტრატეგიულად მდებარეობდა ოქროს რქისა და მარმარილოს ზღვის უბეში, იმ ადგილას სადაც ევროპა აზიას ხვდება. მან წარმატებულად გაართვა თავი ძველი რომის გადმოცემულ

მემკვიდრეობას და უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ევროპაში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, რის გამოც მას „ქალაქთა დედოფალი“ შეარქვეს.

1453 წლის 29 მაისს, ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთმა ცნობილმა და გამოჩენილმა სულთანმა, მეჰმედ II-მ კონსტანტინოპოლის ალყა დაიწყო. სულთან მეჰმედის წინაპრებს არაერთი მცდელობა ჰქონდათ ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის აღების, მაგრამ ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს აღარ გაუმართლა და ოსმალებმა მისი აღება მოახერხეს. ეს იყო ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება.

ისტორიკოსების შეფასებით კონსტანტინოპოლის დაცემა შიდაფეოდალური დაპირისპირების, საზოგადოებაში გავრცელებული მანკიერების და მძიმე ეკონომიკური პირობების შედეგად მოხდა.

ამაოდ შეაგონებდნენ ჭეშმარიტი მოძღვრები ერსა და ბერს, ამაოდ აფრთხილებდნენ, ღვთის სასჯელი არ აგვცდებაო – სამღვდელობა უფრო მეტად ეფლობოდა უზნეობაში, მრევლი კი განცხრომაში ატარებდა დროს.  დაივიწყეს  წინაპართა სჯული. წარჩინებული და განათლებული ახალგაზრდობა კათოლიციზმის იდეებს იზიარებდა და რომის ტახტს ემხრობოდა. ძალზე გავრცელდა სხვდასხვა ერესი, ცრურწმენა, მკითხაობა, მათ შორის  – მართლმადიდებლურ ხატზებზე.

Картинки по запросу падение константинополя

ამაოდ თხოვდა დახმარებას იმპერატორი კონსტანტინე ქედმაღალ ფეოდალებს, ფინანსურად დახმარებოდნენ ქვეყანას იარაღის შეძენაში. პასუხად კადნიერი  თავად–აზნაურები საეკლესიო ოქროს ნივთების გაყიდვას ურჩევდნენ მეფეს …როდესაც დაპყრობილი ქალაქის კანტიკუნტად დარჩენილმა დიდებულებმა სულთანს ოქროს ზოდები მიართვეს, მას ძალზე გაუკვირდა – ამდენი ოქრო თუ გქონდათ, იმპერატორ კონსტანტინეს რატომ არ უბოძეთ, რათა  ჯარი შეეკაზმა? აღსანიშნავია, რომ იმპერატორმა  უბრალო მეომარივით, ყველასგან მიტოვებულმა, ქუჩის შეტაკებებში დაასრულა სიცოცხლე – ხმლით ხელში იცავდა საკუთარ ქალაქს. ხოლო ოსმალებმა კონსტანტინოპოლის აღებისას  სულ 3 მეომარი დაკარგეს…

კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, ბიზანტიის იმპერია საბოლოოდ გაქრა რუქიდან, ხოლო ოსმალეთის სასულთნო ოსმალეთის იმპერიად ჩამოყალიბდა. ოსმალებმა უწოდეს მას სახელი „სტამბოლი“ და დედაქალაქად გამოაცხადეს.

ალექსანდრე მგალობლიშვილი

premiumi.ge 




ოკუპირებული რეგიონები ფინანსურად დამოკიდებული არიან რუსეთის ბიუჯეტზე


ოკუპირებული რეგიონები ფინანსურად კვლავაც დამოკიდებული არიან რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში პროცესების სამართავად საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს ხელოვნურად შექმნილ „პოლიტიკურ-ეკონომიკურ“ არასტაბილურობას და დე ფაქტო რეჟიმს მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. სუს-ში ასევე აღნიშნავენ, რომ ცხინვალის რეგიონში მოქმედი დე ფაქტო რეჟიმი ღიად უჭერს მხარს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას.

„ანექსიის პროცესის ჭრილშია განსახილველი ე.წ. საბაჟო სამსახურების სინქრონიზაციის საკითხი. საანგარიშო პერიოდში ასევე გრძელდებოდა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მოქალაქეობის ფლობის წახალისება და მისი გამარტივებული წესით მიღების მექანიზმების შემუშავება.

ოკუპირებული რეგიონები ფინანსურად კვლავაც დამოკიდებული არიან რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე. არსებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან მიღებული პირდაპირი ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 45 პროცენტი (64 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტში“ დაახლოებით 86 პროცენტი (113 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. ე.წ. ბიუჯეტების დარჩენილი წილის შევსება კი რუსეთის მიერ გამოყოფილი არაპირდაპირი ფინანსური დახმარების მეშვეობით განხორციელდა“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაცია კვლავ იყენებდა ოკუპირებულ რეგიონებს საკუთარი ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო მიზნებისთვის.

„ხაზგასასმელია დე ფაქტო ლიდერების გახშირებული ვიზიტები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში და „ურთიერთდახმარების“ მიზნით დაწყებული თანამშრომლობა (მათ შორის, სამხედრო სფეროში). აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მსგავსად, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპერირება დაიწყო რუსული საბანკო სექტორის წარმომადგენლობამ, რომელსაც, დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერაცია უკანონო ფინანსური ოპერაციებისთვის იყენებს. ამავე პერიოდში დაიწყო ე.წ. აფხაზური საბანკო ბარათების გამოყენება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეკონომიკური ურთიერთობები გააქტიურდა სირიის არაბთა რესპუბლიკასთან, რომელმაც 2018 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა“, – ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში.




"ვერ ვენდობი, ესენი ჩვვენი ერთგულნი არ არიანო" - გიორგი XII რუსეთის შესახებ


Похожее изображениеერეკლე II-ის უფროსი ვაჟი, უფლისწული გიორგი მუდამ გვერდით ედგა მამას სახელმწიფოს მართვაში. იგი მამაცი ვაჟკაცი ყოფილა და კარგადაც ერკვეოდა მაშინდელ პოლიტიკაში.

გიორგის არაერთხელ ხმლით უხსნია ქვეყანა მომხდურთა თარეშისაგან. იგი თან ახლდა მამას ასპინძის ომში.  გიორგი ბატონიშვილი  სასტიკი წინააღმდეგი იყო რუსთა მონაწილეობისა ბრძოლაში.

ვერ ვენდობი, ესენი ჩვვენი ერთგულნი არ არიანო, – უმტკიცებდა მამასა და სარდლებს. ლამის გაიქცა ბრძოლის ველიდან, ხელდახელ აპირებდა რუს გენერალთან შებმას…

როგორც შემდეგ გამოჩნდა, გიორგი მართალი იყო – ტოტლებენმა ფიცხელ ომში მიატოვა ერეკლე.

***

მეფე გიორგი XII ერთხელ ყაზახ–ბორჩალოს მიბრძანებულა და სწვევია ერთ დარბაისელს, საქართველოს ერთგულ მოხუცებულ აღალარს. ჩამოვარდნილა ლაპარაკი ცხენებზე და მეფეს უკითხავს მოხუცისთვის, – ყაზახ–ბორჩალოს ცხენი უწინ განთქმული იყო მთელ საქართველოში, ახლა კი იმისთანა ცხენები აღარ გამოდიან, რა იქნენ ის უწინდელი ცხენებიო?

– იმ უწინდელ ცხენებზე ის უწინდელი ქართველები შესხდნენ და წავიდნენო, – უპასუხია გულამომჯდარ მოხუცს.

***

გიორგი XII ტახტზე ავიდა მაშინ, როდესაც საქართველოს, რომელიც არ იყო გარეშე მტრებისგან დაცული, არ ჰქონდა წესრიგი საშინაო მმართველობაშიც. ქვეყანა გაძარცვულ-დარბეული იყო, ხალხს კი მძიმე გადასახადები აწვა ტვირთად; ყველგან გავრცელებული იყო სიღარიბე და სიღატაკე .

ტფილისი წარმოადგენდა ნანგრევების გროვას. მხოლოდ ორი ქუჩა იყო თავისუფალი (გაწმენდილი) მგზავრობისთვის; მაგრამ მათაც ორივე მხარეზე მიუყვებოდნენ გაძარცვული სახლები (* Изъ записокъ Тучкова. Арх. главн. шт. въ С.-Петербурге).

თავად მეფე, როდესაც იგი გადმოსახლდა დარბეულ დედაქალაქში, იძულებული შეიქმნა განთავსებულიყო თავად ბებუთაშვილის ერთადერთ გადარჩენილ სახლში, სადაც იცხოვრა კიდეც მან თავის სიკვდილამდე, ორ მეტად პატარა ოთახში (* ჩაწერილია თავად დ. ო. ბებუთოვის სიტყვებიდან. იხ. ასევე письмо Коваленскаго Кноррингу 2-го декабря 1799 г. Т. А. К. Н.).

www.premiumi.ge




ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების მსურველთათვის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს


„კიდევ ერთხელ შევახსენებთ ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში წასვლის მსურველებს, გამგზავრებამდე მოაწესრიგოთ უკლებლივ ყველა დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების საზღვრის გადაკვეთისთვის. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოებს არ გააჩნიათ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მის კომპეტენციაში და შეცვალოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება კიდევ ერთხელ განმარტავს, რა საბუთებია საჭირო უვიზოდ მგზავრობისთვის: „უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაცემული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის დაგეგმილი დღისთვის. მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები: დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი; სასტუმროს მოქმედი ჯავშანი; სამოგზაურო დაზღვევა; მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი. ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდაკანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილეებს შეახსენებს, ზემოთჩამოთვლილ საბუთებთან ერთად იქონიონ: „ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ; ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ: ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.); მოწვევის წერილი მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ: იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში; სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის; მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით“.

ევროკავშირთან უვიზო მომოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.




საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდია განცხადებას ავრცელებს


25594241_307710489742042_1139383975062208318_n[1]ბუნებრივია, რომ „დრო ყველაფრის მკურნალია“, მაგრამ ცუდია როდესაც ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ წარსულის დავიწყებით ისტორიის გაყალბება მოხდეს.

აგერ უკვე 27 წელია კრიმინალური გადატრიალების მთავარი იდეოლოგები ცდილობენ 1991წლის ბოლოდან ჩვენს თავს დატეხილი ტრაგედია ხან სახალხო აჯანყებად, ხან კი შიდა სახელისუფლო დაპირისპირებად წარმოადგინონ, რათა როგორმე სისხლი ჩამოირეცხონ და დე-ფაქტო ხელისუფლება როგორმე კანონიერების ჩარჩოებში მოქციონ.

ჯერ კიდევ, 1993 წლის 25 ოქტომბერს თომას გოლცი (კავკასიის სპეციალისტი, რომელიც დამკვირვებლად მივლინებული იყო საქართველოში და იმყოფებოდა სოხუმში მისი დაცემის ბოლო დღემდე), აშშ-ს კონგრესის – ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე მოხსენებისას, აღნიშნავდა:

„შევარდნაძის უმთავრესი პრობლემა, რომელსაც ის დღეს საქართველოს მართვისას აწყდება იმაში მდგომარეობს, რომ მისი სახლი ქვიშაზეა აგებული: მისი ხელისუფლება პუტჩის გზითაა დამყარებული, ამ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო პუტჩის გზით ».

ხოლო ხელისუფლება (ბუნებრივია მისი მემკვიდრეც), რომელიც უკანონო (ძალადობრივი) გზით არის მოსული მარად არაკანონიერად დარჩება. ფაქტია, რომ ისინი დღესაც ძალადობით (უკანონოდ) ინარჩუნებენ სახელისუფლო ბერკეტებს, ამიტომაც ეწოდებათ მათ დე-ფაქტო ხელისუფლებას.

ჩვენდა სამწუხაროდ ბევრი ჩვენი თანამებრძოლი არა თუ უბრალოდ თანამშრომლობს მათთან, არამედ ბევრ ჩვენთაგანს აქეთ გვამუნათებენ, თუ რატომ მოვიხსენიებთ მათ დე- ფაქტო ხელისუფლებად. რა შეიძლება ასეთ შემთხვევაში ითქვას? არც არაფერი, ამჯერად უბრალოდ დავჯერდებით დიდი ქართველი მამულიშვილის, დავით გურამიშვილის შეგონებას: „ცუდზე ცუდი რომ არა ვთქვა აბა კარგი როგორ ვაქო?“

აგერ უკვე მრავალი წელია ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გათითოკაცებული, ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები კვლავ ერთ მუშტად შეიკრან ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ამ საკითხებზე მსჯელობისას ჩვენს თანამებრძოლებთანაც კი ყოველთვის სალ კლდეს ვაწყდებით. ამ ბოლო მოვლენებმა კი დაგვარწმუნა, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იქნება, რადგან ფაქტია თვით ჩვენს თანამებრძოლებშიც კი ვერ ვნახეთ მხარდაჭერა ამ მხრივ.

მართალია ყველაფერს ფარდა აეხდება და ისტორია ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ ხმამაღლა: აბსოლიტურად არ გვაქვს იმედი იმ თანამებრძოლების, რომლებიც დღევანდელ დე-ფაქტო ხელისუფლებას არ მიიჩნევს შევარდნაძის ხელისუფლების მემკვიდრე უკანონო ხელისუფლებად. უბრალოდ ჩვენ მათთან ერთად „ეკლესიისკენ მიმავალ გზას“ ვერ ვიპოვით!

არადა, 1991-1993 წლების მოვლენებში ჩვენთან დაპირისპირებულ ძალებში მრავლად არიან ვაჟკაცები, რომლებიც დღეს უკვე გულწრფელად ინანიებენ იმ დროს დაშვებულ შეცდომებს და დღეს უკვე მზად არიან ბოლომდე ერთგულად დაგვიდგნენ მხარში სამშობლოს გადარჩენისათვის ბრძოლაში.

Похожее изображение

და მაინც, რატომ ასეთი აზროვნება ჩვენს რიგებში?

სამწუხაროდ დე-ფაქტო ხელისუფლების პროპაგანდისტულ ანკესს მრავალი ჩვენთაგანი წამოეგო. მოვიყვანთ რამოდენიმე ასეთ მაგალითს:

1.ბევრ ჩვენთაგანს თავდადებულ მებრძოლად მოაქვს თავი. უამრავ მასალას მოიტანს იმისას თუ, როგორ თავგამოდებით იბრძოდა კანონიერების დაცვისთვის და როგორ ედგა მხარში პრეზიდენტს. ამ დროს კი აბსოლიტურ უვიცობას ამჟღავნებს (თუ სამწუხაროდ ეს მიზანმიმიმართულად არ ხდება), როდესაც თავისი ნამეტანი ჭკუისკოლოფობით არასწორად ტირაჟირებს გარკვეულ დებულებებს და ფაქტებს, ამით კი ერთი ერთში იმეორებს რაზმაძე-სიგუასეულ „მთავარ არგუმენტს“, რომ თურმე პრეზიდენტს უფლება არ ჰქონდა მოეხსნა თენგიზ კიტოვანი თანამდებობიდან და „ეროვნული გვარდია – შინაგანი ჯარის რეორგანიზაცია მოეხდინა.

დიახ ამ „ყოვლისმცოდნე“, „მგზნებარე პატრიოტებს“ არა თუ ვერ განუსხვავებიათ შინაგან საქმთა სამინისტროსთან არსებული „საქართველოს ეროვნული გვარდია – შინაგანი ჯარი“-ს სტატუსი „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის“ სტატუსისაგან, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტსა და კონსტიტუციის არსზე წარმოდგენაც კი არა აქვთ.

დიახ, ყველა ესენი ნებით თუ უნებლიედ ამტკიცებენ პროკურორ რაზმაძის მიერ თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს პრეზიდენტის მიმართ, რომელიც თავისი აბსურდულობის გამო თავად პროკურატურამ გააუქმა, ამიტომაც ასეთ კატეგორიას ვერასდროს ჩავთვლით ჩვენს თანამებრძოლებად.

ცნობისთვის „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის“ სტატუსის და შექმნის ისტორიას გაეცანით საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის შტაბის უფროს, ბ-ნ გურამ ლაკიას სტატიებში (იხ. გაზ. „საქართველოს სულიერი მისია – ჯამაათი“ და ასევე fac-გვერდებზე განთავსებულ პოსტებში);

2. ცდილობენ პრეზიდენტის სახელის დისკრედიტაციით სახელი გაუტეხონ ეროვნულ ხელისუფლებას, რათა ამით როგორმე გაამართლონ 1991-1993 წლების მოვლენები. რადგანაც თავად პრეზიდენტს ვერაფერი მოუძებნეს საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად დასაჯერებელი, მაკომპრომიტებელი ფაქტები, აქცენტი გადიტანეს პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაზე – მის ოჯახზე და შეიარაღებული ძალების სარდალზე. ამ უკანასკნელის მიმართ კი ბრალდებები დღესაც აქტუალურია თვით ჩვენს „თანამებრძოლებში“ და თუ რატომ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ. აი სიმართლის გარკვევა კი არავის არ უნდა, რათა ერთხელდასამუდამოდ დამტკიცდეს ესა თუ ის ფაქტი და დმნაშავე დაისაჯოს ანდა გამომჟღავნდეს ცილისმწამებლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რათა ქართველი ხალხის ერთობა არ შედგეს.

ყველა ისინი ვინც ავრცელებენ ორღობის ჭორებს პრეზიდენტის გარემოცვის ირგვლივ და არაფრისდიდებით არ სურთ საჯაროდ დაამტკიცონ ყოველივე უბრალოდ ჩვენს თანამოაზრეებად არ განიხილებიან;

3. ჩვენმა მრავალწლიანმა თავდაუზოგავმა ბრძოლამ, ჩვენი გათითოკაცებული ეროვნული მოძრაობის ერთ მუშტად შეკვრის შესახებ, ნაყოფი გამოიღო და ახლა უკვე ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს გაერთიანების აუცულებლობაზე! ამ ყველაფერმა ცხადია მეტად შეაშფოთა მავანნი და უხილავი რეჟისორის ხელის მოძრაობაზე მრავლად „გამოჩნდნენ“ გაერთიანების ინიციატორები, მაგრამ ცხადია ქართველი ხალხი მარტივად შიფრავს ყოველივეს და ამა თუ იმ შემოგდებული პიროვნებების ირგვლივ არ გაერთიანდებიან. ვაცხადებდით და ვაცხადებთ ახლაც, რომ გაერთიანება უნდა მოხდეს კანონიერების გარშემო და არა ამა თუ იმ პიროვნების გარშემო!

რაც მთავარია, ბოლო წლების აქტიურობამ გამოიწვია ის, რომ სულ უფრო აქტიურად დაიწყო მოსახლეობაში იმ აზრის დაფიქსირებამ, რომ 1991-1993 წლებში საქართველოში მოხდა სისხლიანი კრიმინალური გადატრიალება და უცხო ქვეყნის მიერ ჩვენი სამშობლოს ოკუპაცია (როგორც ეს შეფასებულია უზენაესი საბჭოს სესიაზეც 1993 წელს გროზნოში!). ცხადია არაფრისდიდებით არ აწყობთ ოკუპაციის დაფიქსირება, რადგან დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება სხვა არაფერია, თუ არა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია.

აი ამიტომაც წამოიჭრა ჩვენს გასათიშად შემოგდებულმა თემა, როდესაც დე-ფაქტო ხელისუფლებაში მომუშავე მართლაც და პატრიოტული სულისკვეთების პიროვნებების გამო გვიცხადებენ ნუ მოვიხსენიებთ ხელისუფლებას დე-ფაქტოდ?! საოცარია პირდაპირ განა აქამდე დე-ფაქტოდ მოხსენიებამ ხელი შეუშალა ხელისუფლების რიგებში პატრიოტული სულისკვეთების ადამიანების ყოფნას? ცხადია არა. ამჯერად კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ დავით გურამიშვილის სიტყვებს: „ცუდზე ცუდი რომ არა ვთქვა …“ და ჩვენს გზააბნეულ თანამებრძოლებს მივმართავთ თხოვნით გაიხსენეთ რისთვის ვიბრძოდით თუ არა კანონიერებისთვის და რაც დღეს გვაქვს ეს კანონიერად მიგაჩნიათ?

ვისაც ეს ხელისუფლება დე-ფაქტოდ არ მიაჩნია და ერიდება მისი ასეთი სახით მოხსენიებას მას ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ ჩვენს თანამებრძოლად და საერთოდაც ვფიქრობთ – ყოფილან კი ისინი ოდესმე კანონიერების დამცველთა რიგებში, ან შეიძლება ყოფილიყო ასეთი ხალხი პრეზიდენტის მხარდამჭერად ოდესმე?

სულ რომ ერთეულები დავრჩეთ ჩვენს ბრძოლაში, ჭეშმარიტების ღალატი არ შეიძლება!!!
არ გატყდება და არ შედრკება ჭეშმარიტი ეროვნული სული!!!

გფარავდეთ უფლის ძალი და მადლი! ამინ!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის პრესცენტრი




ცხოველის და ფრინველის წამებისთვის სასჯელი ზომები მკაცრდება


ცვლილებების მიხედვით, ცხოველისა და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმდება. არასათანადო მოპყრობა გულისხმობს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

კანონში ასევე იგეგმება რომ ჩაიდოს ნორმა, რომელიც არასრულწლოვნის მიერ ცხოველისა თუ ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს დაარეგულირებს. კერძოდ, არასრულწლოვნის მიერ ასეთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კოდექსს ემატება მშობლის პასუხისმგებლობა – არასრულწლოვანის მშობელი ან მისი შემცვლელი შესაძლოა 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდეს.

ცვლილებები იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსშიც. კერძოდ, ცხოველის მოკვდინება “ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული აღარ იქნება და სისხლის სამართლის დანაშაულებრივ ქმედებად ჩაითვლება.

კერძოდ, ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 1 წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვნის თანდასწრებით, გამოიწვევს სისხლის სამართლის წესით დასჯას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400-საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 1-წლიდან 2-წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

“დღეის მდგომარეობით, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობისათვის ჯარიმის ოდენობა არის შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობა (40 ლარი). შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლის დარღვევისათვის გამოვლენილი სამართალდარღვევათა რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 2015 წელი – 2 შემთხვევა; 2016 წელი – 0; 2017 წელი – 0; 2018 წელი – 3 შემთხვევა. “სისხლის სამართლის კოდექსის” 259-ე მუხლის დარღვევისათვის გამოვლენილი დანაშაულის რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 2015 წელი – 19 შემთხვევა; 2016 წელი – 15 შემთხვევა; 2017 წელი – 23 შემთხვევა; 2018 წელი – 58 შემთხვევა”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

commersant.ge




თბილისის მერია – კოეფიციენტების მატება და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვა აღიკვეთება


Картинки по запросу строительство
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კოეფიციენტების მატება და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვა აღიკვეთება და  პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან დამკვიდრდა, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

„რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში. ჩვენი დღის წესრიგია, დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები: ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ წლების განმავლობაში, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას, ქაოსური განაშენიანების პროვოცირებას.

მერიის ახალი მენეჯმენტი წელიწადზე მეტია, რაც ოფიციალურად შევუდექით საქმიანობას. კა-2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი, წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ, სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ კა-2 კოეფიციენტით მანიპულაციები. როგორი ინოვაციური და მასშტაბური პროექტებიც უნდა განვახორციელოთ მომავალში – იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა. ამის პარალელურად, ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი. ეს გადაწყვეტილება არის დასაწყისი, ჩვენ ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სამართლებრივ ჩარჩოს და უზრუნველვყოფთ თბილისის სწორად განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა დარგის სპეციალისტებს და განსაკუთრებით სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართული იყვნენ კონსულტაციებში.

„მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორისთვის ერთი შეხედვით შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, სინამდვილეში არსებული ურბანული ქაოსი საერთო ჯამში მათ ბიზნესსაც აზარალებდა.

კარგია, რომ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა ეს ინიციატივა ძალიან სწორად გააანალიზეს, გაიზიარეს და პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირეს მხარი. თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქალაქის ყველა გულშემატკივარს, კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ თუ გულწრფელები ვართ საკუთარ ქალაქზე ზრუნვაში, თუ ერთსულოვნები ვართ გამოწვევების წინაშე, ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადიაю კიდევ ერთხელ გილოცავთ და აქვე გეტყვით, რომ ახლო მომავალში კიდევ არაერთ ასეთ სასიკეთო გადაწყვეტილებას შემოგთავაზებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.




ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისია ტვირთების საბაჟო მონიტორინგის თემას განიხილავს


Картинки по запросу зураб абашидзеტვირთების საბაჟო მონიტორინგის თემაზე, ჟენევაში ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივიკომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ქართული მხრიდან შეხვედრაში შემოსავლების სამსახურის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრასთან დაკავშირებით, რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციებს, მათ შორის განცხადებებს, რომ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის შედეგად, შესაძლოა ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთების ტრანზიტი დაიწყოს, პირველ არხთან საუბარში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა.

„იმედი მაქვს, არ ავყვებით სხვა ქვეყნის პროპაგანდისტულ რიტორიკას და დაველოდებით შეხვედრის შედეგებს. ქართული მხარე იმოქმედებს 2011 წლის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით“, – განუცხადა “პირველ არხს” აბაშიძემ.

მისივე თქმით, იწყება 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპი და ქართული მხარე სწორედ წლების წინ გაფორმებული დოკუმენტის შესაბამისად მოქმედებს.

„როგორც 2011 წლის შეთანხმების სახელწოდებიდანაც ჩანს, საუბარია ორ ქვეყანას – საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებასა და მონიტორინგზე, რასაც განახორციელებენ შვეიცარიული კერძო კომპანიის წარმომადგენლები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ არის საუბარი მებაჟეებზე, საუბარია კერძო კომპანიის ექსპერტებზე. შეთანხმებით საკმაოდ ზუსტადაა განსაზღვრული, თუ სად უნდა განთავსდეს მონიტორთა ტერმინალები და ამის თაობაზე არსებობს კონკრეტული მოცემულობა“, – აღნიშნავს აბაშიძე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთების ტრანზიტის შესაძლო დაწყებაზე, აბაშიძე განმარტავს, რომ შეთანხმება არ გულისხმობს დერეფნების ავტომატურ გახსნას.

„ეს შეთანხმება არ გულისხმობს ამ დერეფნების ავტომატურ გახსნას. საუბარია ტვირთების მონიტორინგზე, თუკი რამე გაივლის საქართველოსა და რუსეთს შორის. ზოგადად, ამ კორიდორების გახსნა-არგახსნა სხვა საკითხია, და თუ მომავალში მიიღება გადაწყვეტილება ამის შესახებ, ეს ცალკე პოლიტიკური ნაბიჯი იქნება“, – დასძინა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო მონიტორინგს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს. მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანიამ „ეს ჯი ეს“ (SGS) უნდა განახორციელოს.

2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების დეტალები, რომელიც ითვალისწინებს კერძო შვეიცარული კომპანიის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგს, გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განმარტა. მისი თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსებასთან.

დავით ზალკალიანი გამოეხმაურა ასევე რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა იგეგმება. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მცდარია და მას მიზანმიმართულად ავრცელებს რუსული მედია, რომელსაც ზალკალიანის თქმით, მხარს უჭერენ საქართველოში მმართველი ხელისუფლების ოპონენტები.

1tv.ge




ფარული ჩანაწერების ომი გრძელდება


Похожее изображениеსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.  აღნიშნული პირები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, დაკავებულია 16 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის – მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე მისი შენახვა, რაც თავისუფლების 4-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთით ისჯება.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“, –განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ნაცმოძრაობის ოთხი აქტივისტი დაიბარეს გამოკითხვაზე. მათგან ორმა მამაკაცმა გამოკითხვის შემდეგ სამმართველო დატოვა. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, დავით გეგიაძის განცხადებით, ფარულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით სავარაუდოდ, მათი ორი აქტივისტი  დაკავებულია. დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ჩანაწერის გავრცელება ემთხვევა „ქართული ოცნების“ შიგნით გარკვეულ უკმაყოფილებას, რაც ეჭვის საფუძველს აჩენს. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ არავინ უნდა ინახავდეს მსგავს  კადრებს, არამედ  პოლიციას უნდა  მიაწოდონ.

„ყველას მინდა ვუთხრა, არ შეინახონ კადრები, შეატყობინონ პოლიციას და არ შეუწყონ ხელი მის გავრცელებას. ეს არის საუკეთესო პრევენცია, მსგავსი ფაქტები მომავალში აღარ იყოს ეფექტიანი, მაგრამ მეორე მხრივ, სახელმწიფოს მოვუწოდებ, რომ რეალური რეაგირება მოახდინოს და ვიღაც მესამე რიგის გამავრცელებლებს არ შეაწმინდოს ხელი“, – განაცხადა კახიძემ.

ფარული ჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრები დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.




თბილისის მერია VS სასტუმრო "ბუდაპეშტის" მფლობელი– დაპირისპირება გრძელდება


სასტუმრო "ბუდაპეშტის" მფლობელთან შეხვედრა გაიმართათბილისის მერი კახა კალაძე  ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელს შეხვდა.

ირაკლი ხმალაძემ განმარტებით, ამ ეტაპზე, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა დედაქალაქის მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს, რათა ვაკის პარკში 30-მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა არ მოხდეს.

„სასამართლოში ორი ბრძანება იყო გასაჩივრებული – ერთი უვადო სპეცნებართვა,  ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ 2013 წელს გაცემული. ამის საფუძველზე გაცემული იყო უშუალოდ მშენებლობის ნებართვა, ვადიანი, რომელსაც ვადა ამოეწურა. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი აცხადებს, რომ ხელთ აქვს უვადო სპეცნებართვა და მის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა ეკუთვნის მაშინ, როგორც კი ამას მოითხოვს.  ავტომატურ რეჟიმში ამის კუთვნილება ალბათ, არ იქნება სწორი, მაგრამ გარკვეული პროცედურის საფუძველზე ამ ნებართვის გაცემის რეჟიმში მერია აუცილებლად ჩავარდება, თუ ეს კომპანია მოგვმართავს. ნებართვას ვადა გაუვიდა, მაგრამ ეს დოკუმენტი რის საფუძველზეც გაიცა, არის სპეციალური აქტი, რომელიც 2013 წელს იმდროინდელმა მერმა გამოსცა. ეს არის უვადო აქტი, რომელიც დღეს ძალაშია და ამ ადამიანს ხელში უჭირავს. ამის საფუძველზე მას მშენებლობის მოთხოვნის უფლება აქვს. ეს არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, რომელიც მერიას შეექმნა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს არ დავუშვათ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ვაკის პარკში მსგავსი მასშტაბის სასტუმროს აშენების ნებართვის გაცემა დედაქალაქის მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო ალტერნატივას, მაგრამ ჯერჯერობით, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ვინაიდან ის არც ადგილმონაცვლეობას თანხმდება და არც პარამეტრების შემცირებას. ის თავის თავს საკმაოდ მყარად მიიჩნევს, ვინაიდან, ხელში სასამართლოგამოვლილი, ძალაში მყოფი სპეციალური ნებართვა უჭირავს, რომელიც 2013 წელს გაიცა. ეს ადამიანი პოზიციებს არ თმობს და ამ ეტაპზე, შეთანხმება ჯერჯერობით არ არის მიღწეული, მაგრამ  შემიძლია კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ არ დავუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვაკის პარკში 30-მეტრიანი სასტუმრო არ აშენდეს“, – აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

მისივე თქმით, მერია ყოველთვის ქალაქის ინტერესებიდან გამოდის, უსამართლოდ არასდროს იქცევა და კანონს არ არღვევს, თუმცა ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს, რათა კერძო მესაკუთრისა და მოქალაქეების სამართლებრივი ინტერესები დააბალანსოს.Картинки по запросу vakis parki

„ვაკის პარკი ქალაქში ერთადერთი უნიკალური ადგილია და მის გაუბედურებას ჩვენ ხელს ვერ შევუწყობთ, თუნდაც ეს საკმაოდ ძვირი მონაცვლეობის ფასად დაგვიჯდეს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ კანონს გადავახტეთ და მესაკუთრის უფლებები შევლახოთ, ამიტომაც ვართ მოლაპარაკების რეჟიმში. გავაგრძელებთ სასტუმროს მეპატრონესთან კონსულტაციას და შევეცდებით, რაიმე სხვა პირობაზე დავიყოლიოთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თავის მხრივ სასტუმრო „ბუდაპეშტის” მფლობელ  გიორგი ზაქაიძე  აცხადებს,  რომ  თუ მერია დროულად არ გასცემს სასტუმროს მშენებლობის ნებართვას, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

 

„ნარმანიას შემდეგ იგივეს აკეთებენ ესენიც. არ აქვთ არანაირი უფლება, რომ მშენებლობის ნებართვა არ გაგვიგრძელონ. ჩვენმა კომპანიამ იყიდა მიწა მშენებლობის ნებართვით. 2013 წელს პროექტი შევიძინეთ, სასამართლოს მიერ აღდგენილი განჩინებით გვაქვს მშენებლობის ნებართვა თავისი სპეც-ნებართვით და მერიას აქვს დავალებული, რომ აღგვიდგინოს. მშენებლობის ნებართვის გაცემას სჭირდება ერთი სამუშაო დღე.

აპელირებენ, თითქოს ტექნიკური შეფერხებაა. თუ არ შეასრულებენ ვალდებულებას, მივმართავთ სასამართლოს ზიანის მიმართულებით.  ზარალი საკმაოდ დიდი გვაქვს მიღებული. თანხები, რომელიც ინვესტორისთვის უნდა გადაგვეხადა, ყოველდღიურად იზრდება. ნაცვლად იმისა, რომ დროულად მოვილაპრაკოთ და ზიანზე არ ვუჩივლოთ, გველაპარაკებიან, რომ ავაშენოთ რაღაც რესტორანი რომელიც ადრე იყო ვაკის პარკში ან გავცვალოთ მიწის ნაკვეთი. ჩვენ არც რესტორნის მშენებლობის და არც მიწის გაცვლის სურვილი არ გვაქვს.სასამარათლო მოვიგეთ და კიდევ იგივეზე გვიწევს საუბარი”,-აცხადებს გიორგი ზაქაიძე.

სასტუმროს 2013 წელს თბილისის მაშინდელი მერის, გიგი უგულავას დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოპოვებული აქვს მშენებლობის უფლება. ინვესტორს ადგილზე მრავალსართულიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა. ნებართვის გაუქმების მიზნით, დავა სასამართლოს სამივე ინსტანციაში მიმდინარეობდა, რომელიც ბოლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მწვანე ალტერნატივის“ საჩივარი 2013 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვის გაუქმების შესახებ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისის მერია სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან მოლაპრაკებას ცდილობს. ალტერნატივის სახით მერია ინვესტორს ადგილზე ძველი რესტორნის აღდგენას ან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობას სთავაზობს.