ახტალას უნიკალური კურორტი არაბებს $1,53 მილიონად მიყიდეს


Картинки по запросу ახტალაპროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის ფარგლებში“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა ელექტრონულ აუქციონზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 3 760 000 ლარად ($1,53 მილიონი) გაყიდა. 

აუქციონში გამარჯვებულად შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ გამოვლინდა. როგორც regnum– ი იუწყება, ეს კომპანია არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიის  Global Victory Investments Limited–ის  შვილობილი კომპანიაა.
შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ 12  მილიონის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და შესყიდულ ტერიტორიაზე  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი მოაწყობს.

ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ, მათ შორის ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან. ახტალა  მდებარეობს  ქალაქ გურჯაანში. კურორტის სამკურნალო ფაქტორს განაპირობებს ფსევდოვულკანური ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის და აპლიკაციებისთვის.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში ეს უკვე რიგით მეოცე გაყიდული ობიექტია.

პროექტის ფარგლებში ჯამში გაყიდულია 57 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 121 მილიონზე მეტს შეადგენს.

 

 




საქართველოში 2017 წელს 42105,3 ტონა ხორცი იქნა წარმოებული


 2017Похожее изображение წელს საქართველოში 104 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მათგან 19,3% მდებარეობს ქვემო ქართლში, 15,4% – კახეთში, 14,4% – იმერეთში, 14,4% – შიდა ქართლში, 10,6% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5,8% – აჭარაში, 4,8% – თბილისში, 4,8% – მცხეთა-მთიანეთში, ხოლო დანარჩენი 10,6% – სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის  გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 2017 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 41359 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა).

2017 წლის განმავლობაში, სასაკლაოებში დაკლულია 616,2 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 35,0% მსხვილფეხა, ხოლო 65,0% – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 10050,8 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ, 2017 წლის განმავლობაში 42105,3 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 42,0% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 34,4% – ფრინველის, 13,9% – ღორის, 9,6% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო სხვაზე პროცენტული მაჩვენებელი უმნიშვნელოა და შეადგინა 0,1%.

2017 წლის განმავლობაში დაკლული პირუტყვიდან 6039,2 ტონა შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ, საიდანაც 57,8 მოდის თხისა და ცხვრის ხორცზე, 23,5% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, ხოლო 18,7% – ღორის ხორცზე. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა – 23,9 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა – 9,6 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა – 20,5 ლარი. 2017 წლის განმავლობაში, სასაკლაოებში მომსახურება გაეწია 70,4 ათას პირს, საიდანაც 38,9% შინამეურნეობებს (ოჯახურ მეურნეობებს) წარმოადგენდნენ. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალოთვიურმა რაოდენობამ 1060 კაცი შეადგინა.

სასაკლაოების უმრავლესობა (50,0%) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 43,3% აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 6,7% არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სასაკლაოების 65.4% არ სარგებლობს სესხით, ხოლო 34,6%-ს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 75,0% – ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, ხოლო 25,0%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის.

სასაკლაოების 27,6% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობა ახდენს. სასაკლაოების 20,7% მნიშვნელოვან ფაქტორად კომუნალური გადასახადების სიდიდეს ასახელებს, 16,4%– თანამშრომელთა კვალიფიკაციას, 11,4%-ის აზრით, კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ფინანსურ რესურსებზე სუსტი ხელმისაწვდომობა, 8,4%-ის აზრით კი – მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნა, 8,3%-ის აზრით – სახელმწიფო გადასახადების სიდიდე და 7,2% -ის აზრით სუსტი კავშირი მწარმოებლებთან.




6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს


Картинки по запросу casinoოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული. 

მეტიც, აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში. მაგალითად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით თითქმის 1,6 მლრდ ლარით მეტია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვამ (სუპერმარკეტები, უბნის მაღაზიები და სხვ.) 4,094 მლრდ ლარი შეადგინა.

თვალსაჩინოებისთვის, საწვავის ბაზრის ბრუნვის მოცულობა შარშან  2,343 მლრდ ლარი იყო, რესტორნებისა და სასტუმროების მთლიან ბრუნვას კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა თითქმის 4,1 მლრდ ლარით აღემატება. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს “განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებული დაწესებულებების” ბრუნვამ სულ 1,559 მლრდ ლარი შეადგინა. როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში ადამიანები, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, აზარტულ თამაშებში იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში, კვებასა და სასტუმრო-რესტორნებში.

ანდრია გვიდიანი, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციისანალიტიკოსი:

“აზარტული თამაშების ბრუნვის საერთო ზრდა და მოყვანილი კონკრეტული მონაცემიც მიუთითებს, რომ აზარტული თამაშების ბიზნესი გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება და სულ უფრო საგანგაშო მასშტაბს იძენს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ბიზნესი ხელისუფლების რეგულირებას საჭიროებს, რადგან ის უკვე ბიზნესი აღარ არის, არამედ ეკონომიკისთვის იქცა პრობლემად.
სათამაშო ბიზნესი არის მეტასტაზი საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც აუცილებლად მოსაცილებელია.

ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ აზარტულ თამაშებში ჩართულია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც მის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. საზოგადოდ, როცა მცირდება განკარგვადი შემოსავალი, ამით ეკონომიკური დოვლათი კი არ იქმნება, ეს მეტყველებს, რომ საქმე სისტემურ პრობლემასთან გვაქვს. აქედან გამომდინარე, იმედია, ხელისუფლება მალე მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და აზარტულ თამაშებში არსებულ მდგომარეობას მოაწესრიგებს. სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი, რომ თანხამ, რომელიც ამ ბიზნესში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლოს და ეს ფული საბანკო არხების გავლით გარდაიქმნეს ინვესტიციებად ეკონომიკის რეალურ სექტორებში.
Похожее изображение
განვითარებული ქვეყნების გამოცდილებასაც რომ გადავხედოთ, თითქმის ყველა ქვეყანამ მიმართა რეგულაციების გზას, ზოგან აიკრძალა კიდეც ონლაინ აზარტული თამაშები. საქართველოც უნდა მოეგოს გონს, რადგან ტურისტულ სექტორშიც კი, რომელიც პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა და ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად არის მიჩნეული, ნაკლები შემოსავალი შედის, ვიდრე აზარტული თამაშების ბიზნესში.
პარლამენტში მთელი წელიწადია დევს კანონპროექტი, რომელმაც აზარტული თამაშების ბიზნესი უნდა დაარეგულიროს, რომელსაც განხილვაც აღარ სჭირდება, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. როცა ექვსი წლის განმავლობაში მხოლოდ ლაპარაკობ, რომ აუცილებელია განსაზღვრულ რეგულირებაში სათამაშო ბიზნესის მოქცევა და ერთი რეალური ნაბიჯიც კი არ გადადგმულა ამისთვის, თვალში ნაცრის შეყრას უფრო ჰგავს ეს პოზიცია, ვიდრე საქმის კეთებას. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავი დაანებოს არაფრისმომცემ განცხადებებს და საქმე აკეთოს”.

სოსო არჩვაძეეკონომიკის ექსპერტისტატისტიკოსი:

“ამ სტატისტიკურ მონაცემებზე მახსენდება ილფისა და პეტროვის ცნობილი ნაწარმოები “12 სკამი”, სადაც ვკითხულობთ, ქალაქში იმდენი სადალაქო, აბანო და ეკლესია იყო, რომ შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მისი მცხოვრებნი მხოლოდ წვერს იპარსავდნენ, მერე აბანოში დადიოდნენ და აღსარებას აბარებდნენ ეკლესიაშიო. სწორედ ამის მსგავსად, როცა ერთმანეთს ადარებ საქართველოში სხვა­დასხვა ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებლებს, გრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში მოსახლეობას, სათამაშო ბიზნესის გარდა, სხვა არაფერი ახსოვს.

Похожее изображение
საქართველოში სათამაშო ბიზნესში ჩართული არიან არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები, არამედ სხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც. ამიტომ, როცა სათამაშო ბიზნესის ბრუნვაზე ვსაუბ­რობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ განსაზღვრული წილი ამ ბრუნვაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც მოდის.
2011-2017 წლების მონაცემები დავაჯამე და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში 9 მილიარდ ლარზე მეტი აქვთ დახარჯული. ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ როცა ვლაპარაკობთ ჭარბვალიანობაზე, აღებული კრედიტების დიდი წილი სწორედ აზარტული თამაშებისკენ მიემართება. არადა, აზარტული თამაშებიდან მიღებული ყველა სახის გადასახადი და მოსაკრებელი ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს თამბაქოს აქციზის სახით. ეს მაშინ, როცა სათამაშო ბიზნესი ბრუნვის სიდიდით მნიშვნელოვანწილად აღემატება თამბაქოს ბრუნვის მოცულობას. ამ მონაცემებზე დაკვირვებით
ეჭვქვეშ დგება ცნობილი ეკონომიკური პოსტულატი, რომ ადამიანი ეკონომიკურად რაციონალური არსებაა. არადა, პირიქით, ადამიანი ხშირად იქცევა ირაციონალურად, როცა შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს სათამაშო ბიზნესსა თუ თუნდაც ჯანმრთელობისთვის საზიანო, მაგალითად, თამბაქოში ხარჯავს.

შარშან ნობელის პრემია მიიღო ამერიკელმა ეკონომისტმა რიჩარდ თალერმა. მან თავისი მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად დაასკვნა, რომ ადამიანი უფრო ხშირად იქცევა ირაციონალურად, ვიდრე რაციონალურად. სხვათა შორის, როცა ნობელის პრემია მიულოცეს, თალერს ჰკითხეს, რაში დახარჯავდა პრემიის ფულს და მისგან სარკასტული პასუხი მიიღეს, აბსოლუტურად ირაციონალურადო. სწორედ ასეთი მდგომარეობა გვაქვს, როცა მოსახლეობის შემოსავლების, აღებული ფინანსური ვალდებულებების დიდი ნაწილი სრულიად ირაციონალურად იხარჯება. ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევურიგდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რაც შეიძლება მეტი ხარჯი იყოს რაციონალური მიზნებისთვის გაღებული”.

commersant.ge




კახა ბექაური: "ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხი ძალიან დაბალია, ფასები კი მაღალი"


Похожее изображениеკომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხი ძალიან დაბალია, ფასები კი – ძალიან მაღალი. 

მისი თქმით, კომუნიკაციების კომისია, ხარისხის გაზრდისა და ფასის კლების მიზნით ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობს.

„როდესაც ვამბობ, რომ ფასები მაღალია, კმაყოფილი არ ვარ იმით, რომ მაღალი ფასები თუნდაც რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შედარებით გვაქვს და რამდენიმე ქვეყანაში ინტერნეტი ჩვენზე იაფია. მსოფლიო მასშტაბით, პირველ ათეულში ვართ. შესაბამისად, კომისია ბოლო ერთი წელიწადია, პრაქტიკულ ქმედებებს აქტიურად ახორციელებს იმ თვალსაზრისით, რომ ინტერნეტის ხარისხმა აიწიოს და ფასებმა დაიწიოს”, – განაცხადა ბექაურმა.

კომისია ხელს უწყობს ბაზარზე ახალი ინტერნეტის მიმწოდებელი გლობალური მოთამაშეების შემოყვანას.

„ასევე, ინტერნეტის ხარისხის კონტროლს ვგეგმავთ. ყველა პროვაიდერს ვალდებულება აქვს, რომ 15 აგვისტომდე მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეცვალონ და მასში ინტერნეტის ხარისხის პარამეტრები შეიტანონ. პირველი სექტემბრიდან კი, მათ ხარისხის ის პარამეტრები უნდა დაიცვან, რა ვალდებულებებსაც ხელშეკრულებით აიღებენ. შემოწმების საშუალება თავად მომხმარებელსაც ექნებათ და ამას კომისიაც გააკონტროლებს”, -აღნიშნა კახა ბექაურმა.

კონკურენციის გაზრდის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ფასების კლებას, კომისიამ საჯარო ტენდერით კომპანია დაიქირავა, რომელიც საბითუმო ინტერნეტ ბაზარზე ტარიფის გამოთვლას ახორციელებს.

„ამ სამუშაოს დასრულებისთანავე  გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ მაგისტრალური ქსელის მფლობელ  ინტერნეტის მიმწოდებელ ოპერატორებს ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი დავაკისროთ. ჩვენ ველოდებით, რომ საბითუმო ბაზარზე ხარჯზე ორიენტირებული ტარიფის დადგენა ბაზარზე საცალო ტარიფებს შეამცირებს”, – განმარტა კახა ბექაურმა.

მისი ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 10 პროცენტით გაიზარდა. ინტერნეტის მომხმარებელია დაახლოებით 700 ათასი ოჯახი. მთლიანი ბაზარი კი, მილიონზე მეტ მომხმარებელს მოიცავს.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინტერნეტის ფასები დაახლოებით 60 პროცენტით შემცირდა. ამიტომ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციაც მაღალია და მეოთხე ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ პროდუქტებიც კარგია. მობილური ინტერნეტის ფასებმა დაიწია. შესაბამისად, მაღალტექნოლოგიური სერვისებიც ვითარდება”, – განაცხადა კახა ბექაურმა.

1tv.ge




მოზარდების მკვლელობაზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა


sasamartloდღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.  ერთი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში და გამართლდა დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში, მეორე ბრალდებული გამართლდა დადუნაშვილის ეპიზოდში და გამტყუნდა სარალიძის ეპიზოდში, თუმცა, გადაკვალიფიცირდა მუხლი და მას განაჩენი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოუტანეს.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველ ივნისს, 10:30 საათზე, გაიმართება. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავენ.

ერთერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის თქმით, დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირები, ვინც ნამდვილად განახორციელეს დავით სარალძის განზრახ მკვლელობა, არ არიან პასუხისგებაში მიცემული. სასამართლომ კი ვერ გაბედა რომ სრულად გაეზიარებინა დაცვის პოზიცია:

„განაჩენი ჩემთვის მოსალოდნელი იყო იმ კუთხით, რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით იმაში, სასამართლო იტყოდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მოუკლავს დავით სარალიძე. ფაქტობრივად სასამართლომ დაადასტურა ჩვენი პოზიცია. ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია.

დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირები, ვინც ნამდვილად განახორციელეს დავით სარალძის განზრახ მკვლელობა, არ არიან პასუხისგებაში მიცემული. ბრალდების მხარე აპელირებდა, რომ თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განახორციელა ეს დანაშაული და არა სხვა პირებმა. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს მოტივაცია და ბიძგი, ვალდებულება იმისა, რომ საგამოძიებო ორგანომ შესაბამისი მტკიცებულებებით, რომელიც ნამდვილად არსებობს, პასუხისგებაში მისცეს რეალური დამანაშავეები და არ შეეცადოს, რომ სხვა ადამიანების ქმედება მიაწეროს იმ პირს, რომელსაც ეს არ ჩაუდენია.

სასამართლომ ვერ გაბედა სრულად გაზიარება დაცვის პოზიცია, იმიტომ რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არა მარტო განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია, ამის მცდელობაც არ ქონია. მე მაინტერესებს როგორ დაასაბუთებს ამას სასამართლო. პროკურატურა ჩიხში შესულია,“- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ

სასამართლოს განაჩენს და გადაწყვეტილებას ბუნდოვანს უწოდებს საქმის პროკურორი. მარიკა გოგოხია  განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს:

„საქმეში არსებობდა მტკიცებულებები იმისა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი ბრალდებული იღებდა მკვლელობაში უშუალო მონაწილეობას, რომლებსაც წარედგინათ შესაბამისად ბრალდება, 109-ე მუხლით რაც არის გათვალისწინებული.  შესაბამისად ჩვენ გვქონდა ყველა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა აღნიშნულ ბრალდებას.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის გაურკვეველი, ბუნდოვანი და მას შემდეგ, რაც სასამართლო მოგვაწოდებს ჩვენ განაჩენის სრულ ვერსიას, მისი დასაბუთების შესაბამისად, გახდება ჩვენთვის ცნობილი იმ მტკიცებულებებზე რა იმსჯელა მოსამართლემ, რომელი გაიზიარა და რომელი არ გაიზიარა. თუმცა, მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა ეწეროს სასამართლოს განაჩენში, ჩვენი პოზიციაა, რომ ყველა მტკიცებულება მიუთითებდა სწორედ იმ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რომელიც ამ ორ არასრულწლოვანს ჰქონდა ბრალად წარდგენილი.  შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“, – განაცხადა მარიკა გოგოხიამ.

არასრულწლოვნების მკვლელობაზე სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:

„ მინდა, დიდი იმედი გამოთქვა, რომ საერთო ჯამში მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს  – არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას. როდესაც ორი ადამიანი, ორი ბავშვია მოკლული და ერთ შემთხვევაში დგება დასრულებულ დანაშაულზე განაჩენი და მორე შემთხვევაში მცდელობაზე,  აშკარაა, რომ საქმე ბოლომდე არის მისაყვანი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ თქვენგან განსხვავებით აპრიორი არც ერთ მხარეს არ ვუცხადებთ ნდობას.  ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გაირკვეს და საბოლოოდ უნდა დადგეს სამართლიანი განაჩენი. ეს არის ჩვენი პოზიცია,” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.




მედია და NGO–ები საპატრიარქოს აკრიტიკებენ


Похожее изображениеმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურებიან და მას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართულ გადაწყვეტილებას უწოდებენ. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ საპატრიარქოს ამ პოზიციას ხელისუფლებაც მხარს უჭერს.

„მათი მოთხოვნები, რომელსაც ძირითადად დიდი გავლენა აქვს ხოლმე ქართულ პოლიტიკაზე, შეეხება ისეთ საკითხებზე რეგულაციის დაწესებას, რომელიც დაცულია კონსტიტუციით. ეს არის გამოხატვის თავისუფლება. საპატრიარქოს, როგორც ერთ-ერთ დიდ ინსტიტუციას, რომელსაც საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი აქვს, ბუნებრივია აქვს გარკვეული გაუცხოვება და შიში კრიტიკის. ამიტომ ამ კრიტიკისგან თავის დაცვას ცდილობს არა სიტყვაზე სიტყვის პასუხით, აზრზე აზრის პასუხით, არამედ დუმილის დაწესებით,“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

მეუფე იობის მიერ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ამბიონიდან შეჩვენების ფაქტს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა.

„მინდა გამოვეხმაურო მეუფე იობის მიერ ამბიონიდან დაწყევლას ჩვენი ჟურნალისტის, რასაც დღემდე არ გაემიჯნა საქართველოს ეკლესია, მეუფე იობი ყველამ იცის ვინც არის, ის არის ცნობილი ანტიდასავლური მოღვაწე საქართველოში, რომელიც ავრცელებს ანტინატო, ანტიევროპა, ანტიამერიკა განცხადებებს და დითირამბებს უმღერის რუსეთს, ასეთ ხალხს მოუაროს ურჩევნია საქართველოს ეკლესიამ, ვიდრე საერო საქმეებში ჩაერევა და პოლიტიკურ დღისწესრიგს დაუყენებს საკუთარ თავს. მთავარი, ამ განცხადების შემდეგ, მთელი პასუხისმგებლობა რუსთავი 2-ის ნებისმიერი თანამშრომლის ფიზიკურ და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე ეკისრებათ ამ განცხადების ავტორებს და გამავრცელებლებს, კერძოდ საქართველოს საპატრიარქოს. მოვუწოდებ ყველა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის განყობილ სამღვდელო პირს, გაემიჯნოს ამ განცხადებას და დაგმოს საპატრიარქოში მოკალათებული ის შავრაზმული დაჯგუფება, რომელიც დღეს უფსკრულისკენ მიაქანებს საქართველოს ეკლესიას და ასევე უზარმაზარ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს“, – განაცხადა  ნიკა გვარამია.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ “რუსთავი 2”-ისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ეხმაურება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო.

Картинки по запросу საპატრიარქო და რუსთავი2

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მედიის და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის სამღვდელოებას და ყველა მოქალაქეს, “ვისთვისაც ღირებულია ეკლესია”, “რუსთავი 2-სთვის” ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. რაც არ უნდა კრიტიკულ და სხვა ჯგუფებისთვის მტკივნეულ თემაზე ამზადებდეს ჟურნალისტი გადაცემას, მისი გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. საპატრიარქოს მიერ მოწოდებული ბოიკოტი სწორედ ამ უფლების განხორციელებას უშლის ხელს, აგრესიის სამიზნედ აქცევს კონკრეტულ ჟურნალისტსა და ზოგადად მთელ მედიას. მით უმეტეს, რომ უკვე არსებობს “რუსთავი 2-ის” წამყვანზე სხვა გადაცემის გამო თავდასხმის პრეცედენტი, რა დროსაც 6 პირი დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესი დღემდე არ დასრულებულა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ყოველწლიურად ათეულობით მილიონ ლარს საჯარო ფინანსებიდან ხარჯავს. ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია. მისი საქმიანობის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ ითანამშრომლოს და არსებულ კითხვებს უპასუხოს მათ შორის “რუსთავი 2-ის”, როგორც ერთ-ერთი დიდი მაუწყებლის მეშვეობით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს ხელისუფლებას, რომელიც უნდა იყოს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება, ამასთან დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მაგალითი მისცეს საზოგადოების სხვა ჯგუფებს ამ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებით,“ – აღნიშნულია ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს თქმით ტელეკომპანიამ ღვთის მგმობი გადაცემა მოამზადა, სწორედ ამიტომ საპატრიარქო მოუწოდებს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქოს განცხადებით, სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ეკლესია და ფასეულობები.




17 მაისის აქციები – დაკავებულია 100–მდე მონაწილე


მიუხედავად იმისა, რომ დღეს პარლამენტის წინ  აქცია ჩანიშნული არ იყო, ადგილზე ხალხი მაინც იკრიბებოდა,  ძირითადად “ქართული მარშისა” და “ქართული მისიის” მხარდამჭერები.

მარშელები თავდაპირველად პირველ სკოლასთან შეიკრიბნენ, სადაც მათ ერთ-ერთი ლიდერი რამაზ გაგნიძე პოლიციამ დააკავა. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტისკენ გადავიდა, ნაწილი კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრა, თუმცა თანაგუნდელებმა მათ პარლამენტისკენ დაბრუნება მოუწოდეს.

დღესვე, შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ 2 წევრი დააკავეს. უწყების განცხადებით, მოძრაობის წევრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს . მოძრაობის ინფორმაციით, უწყებამ მოძრაობის “შავპერანგიანთა ასმეთაური” თორნიკე ვაშაკიძე და “იდეოლოგიური მიმართულების მეთაური” ირაკლი ღუტიძე დააკავა.

საერთო ჯამში თბილისში  სხვადასხვა ადგილას აქციების 100–მდე  მონაწილეა დაკავებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განუცხადა. მისი თქმით, ნაწილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ნაწილი გადაყვანილია გამოკითხვაზე.

 

„შსს მობილიზებულია, რათა აქციის თითოეული მონაწილის უფლება დაცული იყოს. თანასწორობის მოძრაობის იმ წევრებთან ვინც დღეს აქ მოსვლას გეგმავს ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს. არანაირი საფრთხე არ ემუქრება იმას, რომ თავისუფლად გამოხატონ დღეს თავიანთი აზრი“- განაცხადა თოლორაიამ.

Картинки по запросу პარლამენტის წინ ქართული მარშის და ქართული მისიის მხარდამჭერები დააკავეს

კონტრაქციის წევრების დაკავება   სასულიერო პირმა,  დეკანოზმა ელიზბარ ოდიშვილმა გააპროტესტა და  პოლიციას მოუწოდა, რომ არ მოახდინონ აქციის მონაწილეების დაკავება , რადგან დღეს რუსთაველის ქუჩა „მართლმადიდებლებს ეკუთვნით“.

„ვინც გამოვა და ხელს შეუშლის მართლმადიდებლებს, არატრადიციული მიმდევარი იქნება თუ რისი მიმდევარი იქნება და ხელს შეუშლის მართლმადიდებლებს ყველა დაიჭირეთ, დანარჩენებს თავი დაანებეთ. ვისაც დაიჭერთ ეკლესიაც გამოვა თქვენს წინააღმდეგ. ეს ქუჩა ეკუთვნის ეკლესიას 12 საათამდე. ჩვენ გზას ხომ არ ვკეტავთ? თქვენ ხელმძღვანელობას გადაეცით ვერავინ ვერ ჩაატარებს ვერც გეი, ვერც მამაძაღლი და ვერც პეტრე აქ . ეს არის მართლმადიდებლების ზეიმი. 12 საათის შემდეგ რაც უნდათ ის უქნიათ.“- განაცხადა დეკანოზმა ელიზბარ ოდიშვილმა.

დეკანოზ ელიზბარის თქმით, უნდა დაისაჯონ ის არასამთავრობოები, რომლებიც ლგბტ ადამიანებს იყენებენ აქციის მოწყობაში და მათი მეშვეობით ეკლესიას უპირისპიდებიან

„ის არასამთავრობოები, რომლებიც იყენებენ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს ეკლესიის წინააღმდეგ პროვოკაციისთვის, უნდა დაისაჯონ.“- განაცხადა დეკანოზმა.

Похожее изображение

„ქართული მარშის“ ლიდერი ჰომოფობიურ აქციაზე დაკავებული პირების სასწრაფო გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებით იმუქრება და აცხადებს, რომ ამას შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს:

„დაკავებები მოხდა აბსოლუტურად უკანონოდ, ასეთი დაკავებები მე არ მახსოვს საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როცა თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი არის დაკავებული. ჩვენ მივმართავთ პროტესტის ყველანაირ ფორმას, რათა სასწრაფოდ გაათავისუფლონ ეს ადამიანები საპყრობილედან. დღეიდან დაიწყება ეს ყველაფერი. მე როგორც „ქართული მარშის“ ლიდერი ვაკეთებ ოფიციალურ განცხადებას და მივმართავ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს ყველა ის ლიდერი, რომელიც არის დაპატიმრებული, თორემ ამას მოჰყვება შემდგომში გამოუსწორებელი შედეგები, რომლის წარმოდგენაც არ მინდა ახლა. გზის გადაკეტვა და სხვა ღონისძიებები შესაძლოა ყველაზე რბილი ფორმა იყოს ამ შემთხვევაში.“- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

www.premiumi.ge

 




MDF –ი ქართულ მედიაში ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ გზავნილებს ითვლის


Картинки по запросу в соцсетяхმედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევის მიხედვით, 2017 წელს 17 მედიასაშუალებაში სულ 1 967 ანტიდასავლური კომენტარი გავრცელდა. წინა წლებთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია ანტიამერიკული გზავნილები (25,9%), რომელთაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (18,4%) და დასავლეთი (14,1%) მოსდევენ.

2016 წელთან შედარებით გაორმაგებულია გზავნილები ევროკავშირის წინააღმდეგ (13,4%). ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო, წინა წლების მსგავსად, მედია (827) იყო, რომელსაც პოლიტიკოსები (463) და საზოგადოება (411) მოსდევენ. შემდეგ ადგილზე არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები (230) და სასულიერო პირები (37). შედეგები ტელევიზიის ოთხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების, ხუთი ტოქ-შოუს, შვიდი ონლაინგამოცემისა და ოთხი გაზეთის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.

მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

2017 წელს მონიტორინგის სუბიექტ 17 მედია საშუალებაში სულ 1967 ანტიდასავლური კომენტარი გამოვლინდა.

2015-2016 წლებისგან განსხვავებით, როცა დომინანტი ადამიანის იდენტობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნეგატიური გზავნილები იყო, 2017 წელს წინა პლანზე საგარეო პოლიტიკურმა თემატიკამ წამოიწია, რაც საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებზე პოლარიზაციის გაზრდას ისახავს მიზნად. ასეთი ცვლილება კრემლისტური აქტორების კომუნიკაციის სტრატეგიაში აჩვენებს, რომ „იდენტობის დაკარგვის საფრთხე“ უფრო ტაქტიკური გზავნილი იყო, რომელმაც საწყისს ეტაპზე ნიადაგი შეამზადა, ხოლო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების (ამერიკა, NATO, ევროკავშირი) დემონიზებაზე მიმართული გზავნილები უფრო სტრატეგიული ხასიათისაა.

წინა წლებთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია ანტიამერიკული გზავნილები (25,9%), რომელთაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (18,4%) და დასავლეთი (14,1%) მოსდევენ. 2016 წელთან შედარებით გაორმაგებულია გზავნილები ევროკავშირის წინააღმდეგ (13,4%), მაშინ, როცა იდენტობის დაკარგვასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ანტიდასავლურ კონტექსტში გაკეთებული კომენტარები (12,9%) თითქმის განახევრებულია.

არასამთავრობო ორგანიზაციების და ამერიკელი ფილანტროპის ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები 7,3%-ს შეადგენს და 2016 წელთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია, რაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურებით და ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს წინააღმდეგ მათ მიერ წარმოებული კამპანიით უნდა იყოს განპირობებული.  წინა წლებისგან განსხვავებით, ასევე ვხვდებით უფრო მკაფიო შეფასებებს რუსეთის დასავლეთის ალტერნატივად წარმოჩენისა და საბჭოთა კავშირის იდეალიზების მხრივ (7,2%). დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ კომენტარებს (0,8%) ძირითადად 2 კრემლისტურ გამოცემაში – „საქართველო და მსოფლიო“ და „საქინფორმი“ ვხვდებით.

ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო, წინა წლების მსგავსად, მედია (827) იყო, რომელსაც პოლიტიკოსები (463) და საზოგადოება (411) მოსდევენ. შემდეგ ადგილზე არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები (230) და სასულიერო პირები (37).

მთავარი მიგნებებიКартинки по запросу россия США

ქართულ დისკურსში კრემლის ნარატივის სტრუქტურა 3 საფეხურიანია და მიზნად ისახავს: 1. საფრთხეების შექმნას; 2. პარტნიორების და დასავლური ინსტიტუტებისადმი უნდობლობის დათესვას; 3. საფრთხეებთან ბრძოლაში რუსეთის უალტერნატივობის და ავტორიტარული/საბჭოური მმართველობის საჭიროების აზრის დამკვიდრებას.

გამოიკვეთა 4 ძირითადი საფრთხე, რომლის მიმართაც კრემლისტური აქტორები შიშს თესავდნენ. ესენია: ომის საფრთხე, ტერიტორიების დაკარგვის, ბიოდივერსიის, იდენტობის დაკარგვის.

144 ყალბი ინფორმაციის გადამოწმებისას გამოვლინდა, რომ მედია საშუალებები ხშირად იყენებდნენ ფოტო და ვიდეო მანიპულაციებს, სოციალურ მედიას, როგორც ყალბი ინფორმაციის ცალმხრივ წყაროს, ისტორიის ფაბრიკაციას, ლიტერატურული ნაწარმოების/სატირულ-იუმორისტული პუბლიკაციის რეალურ ფაქტად წარმოჩენის მეთოდს, კონსპირაციებს.

ისტორიის ფაბრიკაციაში ყველაზე დიდი წილი საბჭოთა წარსულის გაყალბებაზე და საბჭოთა წყობის მიმართ ნოსტალგიის გაღვივებაზე მოდის. აქტიურად გამოიყენებოდა დეფლექციური წყაროს მოდელი, როცა გზავნილის ან ყალბი ინფორმაციის ლეგიტიმაციის მიზნით, პროპაგანდისტი ქმნის დეფლექციურ წყაროს, რომელსაც ინფორმაციის მიმღები არ აკავშირებს პროპაგანდისტთან და იმ მედიუმის (დეფლექციური წყაროს) ინფორმაციად აღიქვამს, რომელშიც ის გამოქვეყნდა.

გამოიკვეთა 4 ძირითადი მედია (Geworld.ge, საქინფორმი, ტვ „ობიექტივი“, „ასავალ-დასავალი“), რომელიც ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო იყო. პარტიებიდან ანტიდასავლური გზავნილების მხრივ, 2016 წლის მსგავსად, კვლავ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა (130) ლიდერობს, რომელსაც პატრიოტთა ალიანსი (91), ქართული დასი (44) და სოციალისტური საქართველო (40) მოსდევენ.

მედია მონიტორინგის შედეგად სულ 33 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანტიდასავლური გზავნილი გამოვლინდა, რომელთაგან ყველაზე აქტიური ულტრამემარჯვენე გაერთიანება „ქართული მარში“, გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული „სახალხო კრება“, „ევრაზიული ინსტიტუტი“, „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სტალინი“ იყო. მიუხედავად იმისა, რომ კრემლისტური გზავნილები სისტემურად და ცენტრალიზებულად ვრცელდება, მათი გავრცელების არხები საკმაოდ ფრაგმენტიზირებულია (მუდმივად ჩნდება ახალ-ახალი ონლაინ პლატფორმები, არასამთავრობო ორგანიზაციები), რაც ახალ მედია ეკოსისტემაში მათ სისტემურ მონიტორინგსა და გავლენის გაზომვას ართულებს.




წაკითხულის გააზრება უმაღლეს საფეხურზე მოსწავლეთა მხოლოდ 2%–ს შეუძლია


„წაკითხულის გააზრება უმაღლეს საფეხურზე ანუ ტექსტის წაკითხვა, გააზრება და გაანალიზება, საქართველოში მოსწავლეთა მხოლოდ 2%–ს შეუძლია“– აღნიშნული მონაცემები PIRLS-ის მიერ 2016 წელს ჩატარებულ კვლევაშია მოყვანილი, რომლის პრეზენტაციაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 5 მაისს გაიმართა. კონფერენციაში „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“, ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი მოსწავლეთა წიგნიერების დონეზე იყო გაკეთებული.

საქართველოში PIRLS-ის კვლევის ფარგლებში შერჩეული იყო 200 სკოლა და დაახლოებით 6 ათასამდე მოსწავლე მათი მშობლები, მასწავლებლები და დირექტორები. კვლევის მიხედვით, წაკითხულის გააზრებას უმაღალეს საფეხურზე მოსწავლეთა მხოლოდ 2% ახერხებს. უმაღლესი საფეხური გულისხმობს, რომ მოსწავლე გაწაფულია კითხვაში. ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია როგორც ლიტერატურული, ისე საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა, გაგება, გააზრება და ანალიზი, საუბარია ასაკთან შესაფერის ტექსტებზე.

  • მაღალ საფეხურზეა მოსწავლეთა 22%,
  • საშუალო საფეხურზე – 36%
  • დაბალ სააფეხურზე -26%
  • კრიტიკული ზღვარი – 14%, ეს არის ბავშების მასა, რომლებიც მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებენ წაკითხულის გააზრებას.

„ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშო ციფრია, რადგან თუ ჩვენ მიღწევის დაბალ საფეხურზე მყოფ ბავშვებს შევხედავთ, რომლებიც მხოლოდ დაბალი საფეხურისთვის განკუთვნილ  დავალებებს ართმევენ თავს, რომელთა საერთო რაოდენობაც 20%-ზე მეტია და ამას დავუმატებთ კრიტიკულ ზღვართან მყოფთა რაოდენობას, პრინციპში, ჩვენ რისკის შემცველი ბავშვების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს.

კვლევაში შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი წაკითხული გააზრებაა. ბავშვს შესაძლოა, კითხვისას მხოლოდ იმის გააზრება შეეძლოს, რაც ტექსტში ცხადად არის მოცემული ან შეეძლოს ბევრად მეტი, წაკითხულის საკუთარ გამოცდილებასთან  შედარება, დასკვნის გამოტანა, გაანალიზება და ა.შ. ანუ არის შედარებით მარტივი და რთული პროცესი, რომელიც თავსდება საინფორმაციო და მხატრვულ ტექსტებში. ბავშვი იღებს ბუკლეტს, რომელშიც მოცემულია საინფორმაციო, მხატვრული და ლიტერატურული ტექსტები, რომელსაც თანდართული აქვს კითხვები და იმის მიხედვით, თუ როგორ პასუხობს ის ამ კითხვებს, ჩვენ ვიგებთ რამდენად არის მასში განვითარებული კითხვის უნარი“, – აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი და კვლევითი დაეპარტამენტის უფროსი ია კუტალაძე.

PIRLS-ის კვლევებში სულ 60–მდე ქვეყანა მონაწილეობდა, დაახლოებით 319 ათასი მოსწავლე, ამდენივე მშობელი, 16 ათასამდე მასწავლებელი და 12 ათასამდე სკოლის დირექტორი.

წინა კვლევების დროს, 2006 და 2011 წლებში, ქართველმა მოსწავლეებმა არცთუ ისე სახარბიელო შედეგები აჩვენეს. კერძოდ, მსოფლიოს 45 ქვეყნას შორის, ქართველ ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი – 488 მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებლებს. 2011 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წელთან შედარებით, წიგნიერებაში ქართველი მოსწავლეების მიღწევები უმნიშვნელოდ, მხოლოდ 17 ქულით გაუმჯობესდა.

 edu.aris.ge




ჩვენზე საუკეთესო ქართველს გაუმარჯოს


Похожее изображениеრა თქმა უნდა, მე უბრალო მოკვდავს დღევანდელი საქართველოს მდგომარეობის, საერთო სურათის დახატვის, შექმნილი სიტუაციის ღრმა ანალიზის უნარი ნაკლებად გამაჩნია და არც ვაცხადებ ამის პრეტენზიას, მაგრამ პრინციპით „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“ ვბედავ ხმა ამოვიღო და თუ ჩემი „ნასროლი“ მიზანში მოხვდება (რისიც დიდი იმედი მაქვს), ალბათ, ჩემზე ბედნიერი კაცი მთელ დუნიაზე მეორე არ იქნება.

დიდი სულიერი გამოცდის ჟამი გვიდგას: გვშია და გვწყურია, გვცივა და გვეშინია, ვბორგავთ და ვარჩევთ თეთრსა და შავს და ვერ გაგვირჩევია. ვაკეთებთ იმას, რის უნარიც არ შეგვწევს და არ ვაკეთებთ იმას, რაც უნდა ვაკეთოთ. ვასწავლით ერთმანეთს ჭკუას და თვითონვე უჭკუოდ ვიქცევით:

უჭკუო ჭკუას მასწავლის! რეგვენი სიბრძნეს ქადაგებს!

ოი, განგებავ, სადა ხარ, რად არ დაადებ ყადაღებს?! (ბ.ტ.)

და აღზევდა უზნეობა. არადა სულ ახლახან არ იყო, როცა ჭეშმარიტი მამულიშვილის ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით სწორი გზით მივდიოდით. მან სწორედ ის კურსი აიღო, რომელსაც დიდი ნავსაყუდელის მამნიშნებელი შუქურისაკენ მივყავდით, მან უაღრესად საჭირო და უცილებლად სწორი აქცენტი გააკეთა მისი მშობელი ხალხის, ქართველი ერის სულიერ–ზნეობრივი პოტენციის ამაღლებაზე, რაც ესოდენ დაგვიქვეითდა, სამასწლოვანი მუხანათური „ძმობის“ პერიოდში.

 „ენა, მამული, სარწმუნოება“

აი, რა იყო და იქნება მაგისტრალური და ერთადერთი მაერთებელი გეზი, გზა, რომელსაც ტაძრისკენ მივყავართ. რამ შეაფერხა ჩვენი „გემის“ ტრიუმფალური სვლა აღებული კურსისაკენ? შევეცდები ამ კითხვის  პასუხად ორი ძირითადი თუ არა, ერთ–ერთი მიზეზთაგან დავასახელო.

  1. იმპერიის მეთაური ქვეყნის მამათმთავართა და შვილთა მგლური ბუნება და განწყობილება სხვა ქვეყნების მიმართ…

მახსოვს, მოსკოვში ვარ, ირან–ერაყის ომი დაიწყო, მოსკოვის გარეუბნიდან მივდივარ „დედაქალაქისკენ“, დინჯად დავდივარ ელექტრომატარებლის ვაგონიდან ვაგონში თავისუფალი სავარძლის სძებნელად და გავლით, ყურმოკვრით მესმის ასე 17–18 წლის ბიჭების საუბრის ნაწყვეტი: „ჩვენ რომ ირანშც ისე, როგორც ავღანეთში, დესანტი ჩაგვესვა, ირანი ახლა ჩვენი იქნებოდაო.“

  1. იმპერიის მცდელობას როგორმე გემრიელი და მსუყე ლუკმა არ გაუვარდეს ხელიდან/თუ პირიდან/, არავითარი წარმატება არ ექნებოდა, რომ ვასალი ქვეყნის შვილთა, ძე ცდომილთა აზვირთებული დაუოკებელი ამბიციები არა.

აქვე მინდა პარალელი გავავლო ზემოთხსენებულ „იმპერიის“  შვილთა და საქარველოს შვილთა იმავე ასაკის ორ ნაწილს შორის: ერთნი როგორ გვანან უფროს ძმათა შვილებს თავიანთი ბუნებით (მხედველობაში მაქვს ის ახალგაზრდები, რომლებიც ავტომატებით არბევდნენ კანონიერი ხელისუფლების მახარდამჭერ მანიფესტაციებს) და მეორენი, რომლებიც იმ ავადსახსენებელი მოვლენების წინა დღეებში მთავრობის სასახლის წინ ფიცს დებდნენ: „ზვიად გამსახურდიას დაწყებულ საქმეს არ ვუღალატებთ, ბოლომდე მივიყვანთ“.

ღელავს და ბობოქრობს საქართველო ღირსეულ შვილთა მიერ ნაჩვენები ნათელი გზით მავალი და „ქუდზე კაცი გამოსული“, ან იგივე შვილთა, ხოლო შვილთა ძე ცთომილთა მიერ ზურგში ლახვარ–ჩაცემული და ნირწამხდარი, და სუფევს განუკითხაობა „ამა ქვეყანასა შინა“: მოძმეთა კვლა და ძარცვა–გლეჯა, ურთიერთგაუტანლობა და შური. როცა ქართველზე ვინმე, იგივე ქართველი აუგს იტყოდა, პირში ვეცემოდი, შენ ხარ ასეთი–მეთქი? – არა, სხვები არიან ასეთებიო და იყო განკითხვა სხვათა. საკუთარი ნაკლის განკითხვა და აღმოფხვრის მცდელოა კი არა.

ბრძენ წინაპართა ნააზრევით ცხოვრების წესების უარყოფამ, კარგი, დადებითი ტრადიციების უგულებელყოფამ, იმპერიულ–კომუნისტური იდეოლოგიის მარწუხებმა გატეხა (ღმერთმა ნუ ქნას საბოლოოდ), გადააგვარა ქართველი კაცის სული და იმიტომაც ვართ ახლა ამ ყოფაში, რაშიც ვართ:

„კოკასა შიგან რაცა სდგას,  იგივე წარმოსდინდების“

ნუთუ ხსნა არ არის? ალბათ, არის: ქართული ოჯახის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ღვინის სმასთან დაკავშირებული რიტუალებია: ქორწილი, ნათლობა, ძეობა, დაბადების დღე, დაკრძალვა, ორმოცი, წლისთავი, სხადასხვა ოჯახური თუ რელიგიური დღესასწაულები.

არც ის იქნება „ჩემი“ აღმოჩენა, თუ ვიტყვი, რომ არსად ისეთი ტრფიალით არ ისმევა ღვინო, როგორც საქართველოში და ამ „ტრფიალის“ მიზეზი სწორედ ის ჯადოსნური სადღეგრძელოებია, რომლებიც, არცთუ იშვიათად, ცოტა „ზედმეტსაც“ მიგვართმევინებს ხოლმე, გვინერგავს სიკეთისა და სიყვარულის გრძნობებს, გვამეგობრებს და უფრო სათნოებს გვხდის, ვიდრე ვართ. ერის მომავალი (ძე თუ ასული) ოჯახში იზრდება, ხედავს და ითვისებს ავსაც და კარგსაც, უყალიბდება საკუთარი ფილოსოფიური შეხედულებები და რამდენადაც მაღალზნეობრივ  დონეზე  უმწიკვლობის, პატიოსნების, სტუმარმასპინძლის ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულის ატმოსფეროა გამეფებული ოჯახში, იმდენად ამაღლებული სულის, მრავალი ღირსებით შემკული იზრდება მომავალი თაობა.

მოკრძალებით მინდა შემოგთავაზოთ სადღეგრძელო –  ჩვენზე უკეთეს ქართველს გაუმარჯოს, ყოველ ქართულ ოჯახში დასამკვიდრებლად…

და ჰკითხავს აუცილებლად მოზარდი მამას:

– მამა ვინაა ჩვენზე უკეთესი ქართველი?

მამა შეკითხვითვე კმაყოფილი გადაეხვევა თავის პირმშოს და აუხსნის:

–  ჩვენზე უკეთესი ქართველი იგია, შვილო, ვინც ჩვენზე ტანადი და თვალადია, ვინც ჩვენზე ჭკვიანი და გონიერია, ვინც ჩვენზე ძლიერი და ღონიერია, ვინც ჩვენზე უკეთ დარბის და ცურავს, ჭიდაობს და კრივში თავს იჩენს… ვინც ჩვენზე უკეთ ცეკვავს და მღერის, შრომობს და წერს, თამაშობს ჭადრაკს, ვისაც ჩვენზე მეტად უყვარს სამშობლო ქვეყანა, მოყვასი და მთელი მისი არსებით იღვწის მისი კეთილდღეობისთვის, ვინც ჩვენზე უკეთ დახვდება მომხვდურს და მეხად თავს დაატყდება  შინაურ თუ გარეშე მტერს, ვისაც სამშობლოს ბედი ყოველგვარ პირადულზე მაღლა დაუყენებია და საქმით, ბრძოლით, შრომით ამტკიცებს ამას, აღაგზნებს სხვებსაც, ამ მრწამსით იცხოვრონ.

 ზვიად გამსახურდიას უკეთესობა ვერ აიტანეს მისმა ოპონენტებმა და იმიტომაც „დაკორტნეს“. იმიტომაც ვართ კარგ დღეში!

წამით თავი დავანებოთ ბატონ ზვიადს და მის „ოპონენტებს“ და გადავხედოთ ერთმანეთს.

თითქმის ყოველი მეათე ქართველი (ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე) ვერ იტანს  მასზე უკეთესი ქართველის არსებობას და ყოვლად მიუღებელი, ამორალური გზით  ცდილობს გაუსწროს მას და თავად წარმოჩინდეს, თორემ პატიოსანი გზით  უკეთეს მოყვასთან გატოლება  მისი ღირსებების დონემდე საამაყოა, როგორც პატიოსან სპრინტულ ორთაბრძოლაში გამარჯვება.

მინდა დავძინო, სადღეგრძელომ რომ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინოს.

უნდა შეივსოს  ასეთნაირად: – ჩვენზე უკეთეს ქართველს გაუმარჯოს, ვინც ყოფილა ამ ქვეყანაზე, ვინც არის ამჟამად  და ვინც იქნება შემდგომში, ე.ი. წარსულშია, აწმყოში და მომავალში. როცა ყველა ქართველის  გულში და სულში, სისხლსა და ძარღვში ღრმად გაჯდება  მასზე უკეთესი ქართველის სიყვარული, რომელიც, რა თქმა უნდა, ღვთის დიდი სიყვარულითა და რწმენით, ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებითა და მოყვასთან ქრისტიანული თანაცხოვრების უალტერნატივო პრინციპებით იქნება განმტკიცებული,  არსებობს კი რაიმე ძალა ჩვენი დამმარცხებელი? – რა თქმა უნდა, არა.

მაშ თქვენ გაგიმარჯოთ, ჩვენზე უკეთესო ქართველებო, და თქვენი ერთურთის სიყვარულით და პატივისცემით  შედუღაბებულ, უძლეველ საქართველოს გაუმარჯოს. თქვენი, ჩვენზე უკეთესი ქართველის სიყვარულით  განმსჭავლული და რწმენით აღვსილი იმიჯი რომ ყოველივე ზემოთქმული მიღებული და გათავისებული, უმაღლეს დონეზე გაცნობიერებული იქნება  ქართველი ხალხის მიერ.

უკვდავია ქართველი ერი, მრავალ უარყოფითთან ერთად მაინც სიკეთის ძარღვი ჭარბობს მასში და ხარობს ნერგი კეთილისა…

მაშ, გაუმარჯოს ჩვენზე უკეთეს ქართველს! ერის უკვდავების საიმედო გარანტს.

სულ მოკლე დროში.

თქვენთან ერთად იმას ვისურვებდი, რომ ჩვენი ერის უკეთეს შვილებს (მტყუანებს თუ ცამდის მართლებსაც) საერთო ენა გამოენახოთ, „დიდი“  ხელშეკრულების  დადების ნაცვლად, დიდი შერიგება მოეხდინოთ და ჩვენც ერთად შეგვესვას გამთლიანებული, ერთ მუშტად შეკრული და სიყვარულით სავსე საქართველოს სადღეგრძელო.

პეტრე (ბონდო) ტონია

27.03.93 წ.