უნიკალური აღმოჩენა – ამორძალთა სახელები კავკასიური ენების მეშვეობით ამოიკითხეს!


სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ძველბერძნული კერამიკული ჭურჭელი შეისწავლა და მათზე დატანილი ამორძალთა სახელების ამოკითხვა და თარგმნა შეძლო. ედრიენ მეიორმა და დევიდ სონდერსმა 12 ლარნაკზე აღბეჭდილი ამორძალთა სურათების ქვეშ არსებული წარწერები ფონემებად აქციეს და აღმოაჩინეს, რომ მათი ამოკითხვა მხოლოდ ჩრდილოკავკასიური ენების მეშვეობით  იყო  შესაძლებელი.

საქმე იმაშია, რომ ლარნაკებზე ბერძნული ანბანით დატანილი წარწერები არც ბერძნულ და არც სხვა ძველ ენებსა თუ დიალექტებზე არ ითარგმნებოდა. მეცნიერებსა და ისტორიკოსებს ისინი ასოთა უაზრო ნაკრებად მიაჩნდათ.  ბრიტანლემა მკვლევარებმა  ამ წარწერების ტრანსკრიპცია კანადელ  ლინგვისტს და კავკასიის იშვიათი ენების მცოდნეს ჯონ კოლარუსოს გადასცეს, ხოლო  წარწერების წარმომავლობზე არაფერი უთქვამთ. ჯონ კოლარუსომ, რომელიც ფლობს ჩერქეზულ, აფხაზურ, ოსურ და უბიხურ ენებს, შეძლო ამ წარწერების თარგმნა. როგორც აღმოჩნდა, ამორძალთა სახელები ამავდროულად მათ თვისებებსაც განსაზღვრავდნენ და შემდეგნაირად ითარგმენბოდნენ: პრინცესა, ცეცხლოვანგვერდიანა, არდაუთმო, ჯავშნის ღირსი, საბრძოლო შეძახილი და ა.შ. ამრიგად, მეცნიერებმა 2500 წლის წინ  დაკარგული ენა ააჟღერეს. რორგორც ჩანს, ეს სვითელი მომთაბარეები იყვნენ, რომლებიც ელადასთან ხან ომობდნენ, ხან კი ვაჭრობდნენხოლმე. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ლარნაკებზე ამორძალთა და მათი სახელების გამოსახვით ელინები ცდილობდნენ შეენერჩუნებინათ ინფორმაცია მათ შესახებ, ფონეტიკური სახითაც კი.

 „როგორც ჩანს, ბერძნები პატივს სცემდნენ ამორძალებს, თუმცა მათ მიმართ არარერთგავროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ. ძველ საბერძნეთში ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანასწორობაზე საუბარი ზედმეტი იყო, ამიტომ ის აზრი, რომ ქალს მამაკაცივით შეეძლო ჩაცმა და ბრძოლა, ბერძნებს ექსტრავაგანტულად მიაჩნდათ.”– განმარტავს ედრიან მეიორი. დიდი ხნის მანძილზე ისტორიკოსები თვლიდნენ, რომ ამორძალები მითიური, გამოგონილი პერსონაჟები იყვნენ, სანამ არქეოლოგებმა არ აღმოაჩინეს სკვითელი მეომარი ქალების სამარხები.

ლინგვისტმა ჯონ კოლარუსომ ლარნაკებზე არა მხოლოდ ამორძალთა სახელები თარგმნა, არამედ ნახატის აღმნიშვნელი ფრაზებიც ამოიკითხა. ასე, ორ ამორძალთა ნადირობის სცენას თან ახლავს წარწერა, რომელიც აფხაზურ  გამონათქვამს „ძაღლის სადავედან აშვება“– ს ნიშნავს. ამორძალების ნადირობის სცენაზე მართლაც ძაღლია გამოსახული. ერთერთ ლარნაკზე კი აღბეჭდილია  წესრიგის დამცველი და გალია  მკვდარი ბატით.  ნახატს წარწერა ახლავს „ეს საძაგელი ქურდი იმ ადამიანს პარავს“.  ეს ფრაზა ჯონ კარლრუსომ ისე თარგმნა, რომ ნახატი თავლითაც არ უნახავს. სხვათაშროის, იმ პერიოდში ათენის  „პოლიციის„ რიგებში აქტიურად იღებდნენ სკვითებს. კიდევ ერთი ლარნაკის წარწერა შემდეგნაირად გაიშიფრა:“მის გვერდით ძაღლი ზის“ , ეს ფრაზა მართლაც ახლავდა სცენას, რომელზეც სკვითი მეომარი და მის ფეხებთან მჯდომარე ძაღლია გამოსახული.

ათენში დამზადებული ლარნაკები ამორძალთა გამოსახულებით  დიდად ფსობდნენ ძველ სამყაროში, ხმელთაშუა ზღვის ტერიორიაზე და იტალიაში, ასეთ ჭურჭელს დღემდე პოულობენ ეტრუსუკულ სამარხებში. ბრიტანელმა მეცნიერებმა 1500 არსებული ლარნაკიდან ჯერჯერეობით მხოლოდ 12  შეისწავლეს. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ „Hesperia“–ში.

წყარო




II მსოფლიო ომში დაკარგული 20 ქართველი ჯარისკაცის ნეშტი აღმოაჩინეს


მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის ნეშტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ამ საკითხზე დოკუმენტაცია საქართველოს საერთაშორისო კავშირმა “გამარჯვების მემკვიდრეები” მიაწოდა.

კუვშინოვოს სოფელში იყო სამხედრო აეროდრომი, სადაც 1942 წელს დაიღუპნენ მეომრები. დღესდღეობით ამ ადგილას მიმდინარეობს კვლევა დაღუპულების აღმოსაჩენად.

ასევე, საძიებო რაზმ “კურგანში”   გადაცემულია დიდი სამამულო ომის დროს ქ. გორკის (ნიჟნი-ნოვგოროდის) ჰოსპიტალებში გარდაცვლილ ჯარისკაცთა წიგნი. წიგნში არის ქართველი ჯარისკაცების მონაცემები, რომლების სახელებიც არსად არის ასახული ან ითვლებიან უგზოუკვლოდ დაკარგულებად, შესაბამისად, მათი ოჯახის წევრებმა დღემდე არ იციან თავიანთი
ახლობლების ბედის შესახებ.

ვაქვეყნებთ სიას ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტის მიხედვით, თუ შეძლებთ ამოიცნოთ თქვენი ოჯახის წევრი,დაუკავშირდით საერთაშორისო ასოციაცია “გამარჯვების მემკვიდრებიის” წარმომადგენლებს: ტელ: 2 64 87 72; ელ.ფოსტა: Olegi.jolia@gmail.com”, – ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

ქ. გორკის ჰოსპიტალებში გარდაცვლილ ქართველ ჯარიკსაცთა სია:

 1) ბოკუჩავა ვარლამ იასონის ძე 1921 დ.წ., აბაშას რაიონი, სოფ. ნორიო (საბოკუჩაო)

  2) ორენდაული არსენი 1911 დ.წ., კალან-ტანა, სოფ. ალუანი.

3) სკულუხია (სხულუხია?) ლეონტი პანტელეის ძე, 1921 დ.წ., ქ. ზუგდიდი

4) ნანაბიშვილი მიფი ილარიონის ძე, 1925 დ.წ., სიღნაღის რაიონი

5)აბხაიძე აპოლონი არსენტის ძე, 1902 დ.წ., ქ. ქუთაისი

6) ლამინოშვილი სემიონი (სიმეონი/სიმონი?) ლეონტის ძე, 1916, სოფ. ხაშური

7) ამიროზაშვილი ლევო, 1922 დ.წ.,თბილისის რაიონი, სოფ. ხანდუკი (ხანდოკი?)

8) კილოსანია შოთა ლუკას ძე, 1919, ქ. ზუგდიდი

9) ტრუიძე (თრუიძე/ფრუიძე) ლევანი კონსტანტინეს ძე, 1925, ქ. თბილისი

10) ზაკოლოშვილი (?) მიხეილ ლევანის ძე, 1917 დ.წ., ბორჩალის რაიონი, სოფ. წერაქვი

11) კანდელიძე ჰასან ალილოს ძე. 1901, ქობულეთის რაიონი, სოფ. ჩანი (?)

12) შარვაშიძე გიორგი ლეონტის ძე, 1926, ქ.ქუთაისი

13) ტალახაძე შოთა, 1921, თბილისი

 14) მუმლაძე აკაკი გალაქტიონის ძე, 1923, ქ.ჭიათურა

15)გამყრელიძე გიორგი გერასიმეს ძე, 1918, ონის რაიონი სოფ. კომანდელი (?)

16) გორგაძე (გარგაძე) ზექერია (ზაქარი), 1916, კოდა, სოფ. კეგულა (?)

17) პერტახია ვალიკო, 1914, აბაშას რაიონი, სოფ. შერაკი (?)

18) გოგიშვილი შალვა მაკარის ძე, 1897, აბაშას რაიონი

 19) ფრუიძე ლევან კონსტანტინეს ძე, 1925 დ.წ., თბილისი

20) ჩუბილიძე (ჩუბინიძე?) პეტრე პარამონის ძე, 1920, ჭიათურის რაიონი”

ს. კუვშინოვოს სრულის სიის სანახავად გადადით ბმულზე   imedinews.ge




თურქეთში უნიკალური ბერძნული მოზაიკა აღმოაჩინეს


თურქдревний-греческий-мозаика-работ-зеугма-1ეთის ტერიტორიაზე მდებარე ძველბერძნულ ქალაქ ზევგმაში უნიკალური მოზაიკები აღმოაჩინეს, რომლებიც ჩვ.წ–მდე  II საუკუნით თარიღდება.

მოზაიკები თითქმის პირვენდელ მდგომარეობაშია შემონახული. ისტორიულმა ობიექტმა  საერთაშორისო არქეოლოგიური საზოგადოების ყურადღება 2000 წელს  მიიპყრო, როდესაც თურქეთის მთავრობა ქ.ზევგმას მახლობლად კაშხალის მშენებლობა წამოიწყო და ძველბერძნულ ქალაქს დატბორვა დაემუქრა.

ანკარას უნივერსიტეტის მეცნიერებმა და არქეოლოგებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე გათხრები დაიწყეს, თანდათან გამოიკვეთა ქალაქის უბნების და ქუჩების კონტურები. ქალაქში მდებარე სახლები მეტწილად  ქვით იყო ნაგები. ზოგიერთ კედელსა თუ იატაკზე არქეოლოგებს ძველბერძნულ სტილში შესრულებული მოზაიკები ხვდებოდა.  სახლის ინტერიერის მოსართავად ადამიანები მოზაიკას იყენებდნენ, რომლებშიც ძველბერძნული მითოლოგიის პერსონაჟები იყვნენ გამოსახულები. წელს კი ერთ–ერთ სახლში მეცნიერები ფერადი შუშით გაწყობილ ულამაზეს მოზაიკას წააწყდნენ.

“ამ სახლში 6 ოთახია, ერთ–ერთში უნიკალური, მშვენიერი მოზაიკა აღვმოვაჩინეთ.  ამიერიდან ჩვენ ამ ქალაქის აღდგენასა და კონსერვაციაზე ვიმუშავებთ. თავდაპირველად ქალაქს დროებით სახურავს გადავაფარებთ. ჩვენი ანგარიშით, ქალაქში 200–300 სახლია, აქედან 25  ჯერ კიდევ წყლის ქვეშაა დარჩენილი. გათხრებს მომავალი წლისთვის დავასრულებთ.” – აღნიშნა ანკარას უნივერსიტეტის პროფესორმა ქუთალმიშ გორქეიმ.

древний-греческий-мозаика-работ-зеугма-3




1903–1916 წლის საქართველო – უნიკალური ფერადი ფოტოსურათები


Похожее изображение
ს.პროკუდინ–გორსკი, კაროლისწყალი, საქართველო, 1912 წ.

რუსმა ფოტოგრაფმა, ქიმიკოსმა, გამომგონებელმა  სერგეი პროკუდინ–გორსკიმ ფერადი ფოტოსურათის გადაღების უნიკალური მეთოდი შექმნა. კერძოდ,   1902 წელს   მან ფერადი გამოსახულების გადასაღები კამერის საკუთარი მოდელი შექმნა, ასევე შექმნა ფერადი სურათების პროექტორი.

პროკუდინ–გორსკი ა. მიტეს  სამფერიანი ფოტოგრაფიის შექმნის თეორიას ეყრდნობოდა,  მისი მეთოდი გაცილებით უკეთესი ხარისხის სურათების გადაღების საშუალებას იძლეოდა. 1908 წელს იმპერატირის თანხმობის შემდეგ  პროკუდინ–გორსკი  გრანდიოზული პროექტის განხორციელებას შეუდგა. მას გამოუყვეს სპეციალური ვაგონი ჩაბნელებული ოთახებით, ასევე რუსეთის იმპერიის ყველა ზონაში შეუზღუდავად შესვლის საშვი გადასცეს. ამგვარად, გენიალურმა ფოტოგრაფმა რუსეთის იმპერიის 11 რეგიუნი შემოიარა, აღბეჭდა ქვეყნის ინდუსტრიალური, ისტორიული, სოციალური და კულტურული მხარეები. მან ძალზე მდიდარი კოლექცია შექმნა, რომელიც ისტორიის ფურცლებს თითქოს და ცოცხლად გვიჩვენებს. 1948 წელს   უნიკალური კოლექცია აშშ–ს კონგრეს ბიბლიოთეკამ შეისყიდა და 1980 წლამდე ის სავსებით უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. დღეს  თითქმის ყველა სურათი უკვე გადაყვანილია ციფრულ ფორმატში და ინტერნეტ–სივრცეშია განთავსებული.

გთავაზობთ პროკუდინ–გორსკის მიერ საქართველოში გადაღებულ ზოგიერთ სურათს, რომელიც იმ დროს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.

ქართველი მანდილოსანი. დაახლ.1912წ., სავარაუდოდ გადაღებულია ბორჯომში

ბორჯომი, ევგენიევის წყარო

Грузин - торговец помидорами. Кавказ.

პომიდვრით მოვაჭრე ქართველი მამაკაცი, თბილისი

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, 1912 წ

Тифлисская губерния, г. Тифлис. Восточная часть города на склонах Ботанической горы.

ართვინი, თურქული დასახლება
Тифлисская губерния, г. Тифлис. Западная часть города.

თბილისი, 1912

თბილისი, 1912 წ.

ბორჯომი, მინერალური წყლების ქარხანა, შესაფუთი განყოფილება, დაახლ. 1912წ.

ბორჯომი, მინერალური წყლების ქარხანა, მზა პროდუქციის გატანა, დაახლ. 1912წ.

ჩაის მკრეფავთა ჯგუფი,  ბერძნები, ჩაქვი 1912.

ჩაის ქარხანა, ასაწონი განყოფილება, ჩაქვი, 1912 წ.

გაგარა, ნავსადგური, 1912 წ.

სოხუმი, საერთო ხედი ჩერნიავსკის მთიდან, 1912 წ.




ივერთა მონასტრის საკვირველთმოქმედი კანდელი


 მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს წელიწადში რამოდენიმეჯერ აღნიშნავს, მათ შორის დღეს, 25 თებერვალს. პორტაიტის, ანუ ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულება. სასწაულმოქმედი თვისებები ასევე ხატის წინ ჩამოკიდებულ ერთერთ  კანდელსაც გააჩნია.

ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარში, ზუსტად მშვენიერი სამეუფო კარის წინ ჰკიდია დიდი უძველესი ვერცხლის კანდელი, შეწირული მღვდელმონაზონ ბენედიქტე ქიოტიშვილის მიერ 1834 წელს.

ეს კანდელი წარმოადგენს უცნაურ და საიდუმლოებით მოცულ მოვლენას, ხილულ საოცრებას, ვინაიდან არ ემორჩილება სიმძიმის ძირითად კანონს და მოძრაობს თავისთავად, ან უკეთ რომ ვთქვათ, უხილავი ძალით, რითმულად და ჰორიზონტალურად დიდი ხნის განმავლობაში. ეს სასწაული ხდება დიდ დღესასწაულებზე წირვისა და ლოცვის დროს, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში მოულოდნელად და უეცრად მიუხედავად იმისა, არის თუ არა ლიტურღია.

დღესასწაულებზე კანდელი მოძრაობას იწყებს მეტწილად ღამის თევის დროს, როდესაც იწყება ღმრთიმსახურების მთავარი ნაწილი, როცა სასიხარულო ჰიმნებსა და საგალობლებს უგალობენ უფალს და ადიდებენ დედოფალს ჩვენსას ღმრთისმშობელს და როცა ზეიმისთვის ტიპიკონის მიხედვით ინთება შანდლები და ტაძრის ყველა სანთელი. ეს საკვირველი სანახაობა იმ წუთებში იწვევს შიშსა და გაოცებას, სიხარულსა და მოკრძალებას, როგორც მონასტრის მამათა შორის, ასევე იმ დროს იქ მყოფ მლოცველებშიც, რომლებიც პირველად ხედავენ ამ მოვლენას.

ივერთა მონასტრის საკვირველთმოქმედი კანდელი

უძველესი გადმოცემის მიხედვით, რომელმაც დღემდე მოაღწია უხუცესი მამებისაგან, კანდელის თავისთავად მოძრაობას დღესასწაულებზე შემდეგი მნიშნველობა აქვს: ითვლება, როგორც თვალხილული ნიშანი და დასტური იმისა, რომ ღმრთისმშობელი იმ დროს თავის ტაძარში იმყოფება და ეუბნება იქ მყოფთ: „აი ნიშანი, შეხედეთ, თქვენთანა ვარ, თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ზეიმში და ბერებთან და სხვა ქრისტიანებთან ერთად ვზეიმობ, ვითარცა დედა თავის შვილებთან. ვლოცავ პატიოსანი და კეთილი სამქმეების მოქმედთ. თბილ დედობრივ დარიგებას ვაძლევ ზარმაცთ, რომ გამოსწორდნენ, რადგან მიუხედავად მთელი ჩემი თანაგრძნობისა მათ მიმართ, უძლური ვარ რაიმე გავაკეთო გულგრილთა სულების გადასარჩენად“.

რაც შეეხება კანდელის მოძრაობას ჩვეულებრივ დღეებში, იგივე გადმოცემის მიხედვით, იგი მოასწავებს რაიმე უბედურებას ქვეყნისთვის სავალალო შედეგებით, როგორიცაა, მაგალითად, მიწისძვრა, ომი ან სასიკვდილო ეპიდემია. ესეც ღმრთის განგებაა, ღმრთისმშობლის მეოხება, დროული შეტყობინება, რათა ლოცვითა და სინანულით გამოვისყიდოთ ჩვენი შეცოდებანი ღმრთის წინაშე და შეძლებისდაგვარად ავიცდინოთ მომავალი უბედურება.

ივერთა მონასტრის მატიანე მოგვითხრობს ასეთ საკვირველ შემთხვევას. ერთხელ ტაძრის ახალგაზრდა მნათემ ჩათვალა, რომ კანდელის მოძრაობა დამოკიდებული იყო ქარის ქროლვაზე. ამიტომაც გადაწყვიტა ქვიშა ჩაეყარა კანდელის გარე სათავსოში მის დასამძიმებლად და ამგვარად, მისი აღზრდით, კანდელი აღარ იმოძრავებდა. მაგრამ პირველსავე ღამეს, როცა  ტაძარში შევიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად, იხილა სხვა საოცრება. კანდელი სიმძიმის გამო მოწყვეტილი იყო თავის საკიდს და იატაკზე დაცემული გამართული იდგა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფორმა ქვემოთ ვიწრო და წვეტიანი იყო. წინანდელივით ენთო მისი შუქი, თითქოსდა არაფერიც არ შემთხვეოდა. მაშინ შეშინებულმა მნათემ გადმოყარა ქვიშა, კანდელი ძველ ადგილს დაუბრუნა და მყის თვალცრემლიანი გაიქცა თავისი შეცოდების საღიარებლად; განუცხადა ყველას ეს ახალი სასწაული და ადიდა კარიბჭის ღვთისმშობელი, რადგან ამ გზით გამოიყვანა იგი ურწმუნოებიდან და ასწავლა, რომ „სადაც ღმრთის განგებაა, იქ ბუნების კანონები მარცხდებიან“.

ივერონი, წმ. ათონის მთა, საბერძნეთი

ათონელთა მოწმობით, თურქეთის ჯარების კვიპროსზე თავდასხმის წინა დღეებში კანდელი ისე ძლიერად მოძრაობდა, რომ ზეთი ძირს იღვრებოდა. იგივე ხდებოდა ამერიკა-ერაყის ომის დაწყებამდე. კანდელი მოძრაობდა სომხეთის თავს დამტყდარი მიწისძვრის წინაც.

ივერთა მონასტრის მამები ყურადღებით ადევნებენ თვალს საკვირველთმოქმედ კანდელს. როცა იგი ჩვეულებრივ დღეებში განსაკუთრებით ძლიერად იწყებს მოძრაობას, დაუყოვნებლივ აცნობებებენ ხოლმე ათონის მთის ყველა მონასტერს, რის შემდეგაც აღევლინება ერთობლივი ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მეოხებისა და შეწყალებისათვის. ამ მოვლენის შესახებ გადასცემენ განდეგილ მამებსაც თხოვნით, გააძლიერონ ლოცვა და გააღრმაონ მარხვა, რადგან თვით მარადის ქალწული იუწყება მოახლოებული უბედურების შესახებ. ჭეშმარიტად, სახიერი მეკარის ეს კანდელი დიდებული მოწმობაა იმისა, რომ ღმრთისმშობელი მუდამ ჩვენს გვერდით იმყოფება და არ მიგვატოვებს უმძიმეს განსაცდელშიც კი.

zneoba.ge




Daily Mail –იმ ორსული მერლინ მონროს დღემდე უცნობი ფოტოსურათები გამოაქვეყნა


 ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail –იმ ორსული მერლინ მონროს ფოტოსურათები გამოაქვეყნა. ფოტოსურათები  ნიუ-იორკში, 1960 წლის ივლისშია გადაღებული. მათ მსახიობის უახლოესი მეგობარი ფრიდა ხალი ინახავდა, რომელიც  2014 წელს გარდაიცვალა, ხოლო ფოტოსურათები აუქციონზე $2240–ად გაიყიდა. უნიკალური ფოტომასალის ახალი მფლობელი ტონი მაიკლსი გახდა, რომელიც ფრიდა ხალის  მეგობარი იყო. ზუსტად მან მიაწოდა ფოტსურათები ბრიტანულ გამოცემას.

სურათებზე აღბეჭდილ მერლინ მონროს  მკაფიოდ ეტყობა მომრგვალებული მუცელი. იმ დროს მსახიობი არტურ მილერის მეუღლე გახლდათ, თუმცა ბავშვის მამა ფრანგი მსახიობი ივ მონტანი  იყო. მათი რომანი ერთერთი ფილმის გადაღების დროს დაიწყო.

 “ფრიდა ამაყობდა იმით, რომ ამ ფოტოსურათებს ინახავდა და რომ სიცოცხლის ბოლომდე შეინახა დაქალის საიდუმლო. მან მომიყვა მონროს და მონტანის რომანის შესახებ და ის, რომ მერლინი მისგან ელოდებოდა ბავშვს. მე კი ვიფიქრე, რომ ამ ამბის გასაჯაროვება იყო საჭირო.” – განაცხადა  ტონი მაიკლსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რამოდენიმეჯერ  შესთავაზა ფრიდას გაეყიდა სურათები და მერლინ მონროსთან დაკავშირებული სხვა სამახსოვრო ნივთები, რათა საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინა, მაგრამფრიდა ხალი ამაზაე უარს აცხადებდა და ამბობდა, რომ დაქალს არასდოს უაღალატებდა.
 

მერლინ მონროს ენდომეტრიოზი აწუხებდა, ამის მიუხედავად ის არასდროს კარგვადა დედობის იმედს. ამ ორსულობამდე მას სამჯერ მოეშალა მუცელი, ხოლო რამ გამოიწვია ამ ორსულობის შეწყვეტა, დღემდე უცნობია. აღნიშნული ფოტოსესიის 2 წლის შემდეგ მერლინ მონროს საკუთარ სახლში გარდაცვლილს იპოვიან. გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად კი  საძილე აბების გადაჭარბებულ დოზას დაასახელებენ.

https://twitter.com/MonroeGagaa/status/831938853845991425?ref_src=twsrc%5Etfw




ვინ იყვნენ შოტლანდიის კუნძულის მაცხოვრებლები – ქართველები თუ ეგვიპტელები?


ქვა–ღორღიანი მიწა, ზღვის ტალღებით შემოფარგლული უდაბური ადგილი … ასე გამოიყურება დღეს  მეილენდის კუნძული, რომელიც შოტლანდიის სანაპიროსთან მდებარე  ორკნეის არქიპელაგს მიეკუთვნება. ოდესღაც კი აქ სიცოცხლე ჩქეფდა! საიდუმლო ძლიერი შტორმის შედეგად გამომჟღავნდა. თუმცა ყველა დეტალი დღემდე ამოუხსნელი რჩება.

1850 წელს კუნძულზე ძლიერი შტორმი რამოდენიმე დღე მძვინვარებდა, ხოლო როდესაც გამოიდარა, მეთევზეებმა უცნაური რამ შენიშნეს. კუნძულზე უჩვეულო ფორმის საცხოვრებელი სახლის ჩონჩხები მოჩანდა, რომლებიც აქამდე არავის უნახავს. ამბავმა ლონდონამდეც მიაღწია, თუმცა სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებაში მას ყურადღება არ მიაქციეს, ვიკინგების მორიგ დასახლებად ჩათვალეს.

ამიტომ პირველი ექსპედიცია მეინლენდში მხოლოდ 1913 წ. გამოჩნდა. მართალია, მეცნიერებს  ძირითადად გამოქვაბულების შესწავლა ჰქონდა განზრახული. თუმცა მას შემდეგ, რაც პროფესორი ბოიდ დოუკინსი ადგილობრივმა მემამულემ,  ლორდ ბელფურ სტუარდმა  მოიწვია და უცნაური  დასახლების შესახებ მოუთხრო, მეცნიერი ამ თემით დაინტერესდა.

პიკტები

ბოიდ დოუკინსი კარგად ერკვეოდა ისტორიაში,  ამიტომ დანახულმა ძალზე გააოცა და დააფიქრა. სახლის ჩონჩხები ვიკინგების საცხოვრებელს საერთოდ არ ჰგავდნენ. პროფესორმა ყველაფერი მეცნიერ–არქეოლოგს გორდონ  ჩაილდს აუწყა. არქეოლოგიის პროფესორმა თავიდან გადაწყვიტა, რომ ეს უთუოდ პიკტების დასახლება უნდა ყოფილიყო. ასეთი ერი ნამდვილად არსებობდა – მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პიკტებს იბერიული ფესვები ჰქონდათ. იმ დროს, როდესაც ბრიტანეთის კუნძულებსა და კონტინეტს ხმელეთი აკავშირებდა, პიკტები ბრიტანეთის ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.  ხმელეთის ყელი კი დროის განმავლობაში ზღვამ შთანთქა. პიკტები თავდაპირველად  რომაელ  დამპყრობლებს უწვდნენ წინააღმდეგობას, შემდეგ კი შოტლანდიელებს. IX საუკუნისთვის შოტლანდიელებმა თითქმის მთლიანად განდევნეს პიკტები უდაბურ კუნძულებზე.

1924 წელს გორდონ ჩაილდი კუნძულზე ჩავიდა და პირადად დაათვალიერა ძველებური დასახლება. პროფესორი ძალზე დაიბნა.  ჯერ ერთი, 7 შემონახული ნაგებობის შესასვლის სიმაღლე 1 მეტრს არ აღემატებოდა. ხოლო პიკტების სამარხები ცხადყოფენ, რომ მათი სიმაღლე არ განსხვავდებოდა თანამედროვე ადამიანის სიმაღლისგან. შემონახულია ასევე პიკტი  მამაკაცების გარეგნობის აღწერა. ეს მაღალი, მოყვანილი ტანის, მუქთმიანი ადამიანები იყვნენ, კავკასიური ტიპის ადამიანები, გრძელი და ვიწრო თავისქალებით.

მეცნიერთა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მათ ერთერთი შენობის შიგნით მოახერხეს შეღწევა – ოთახში მოწყობილიყო  ქვის საწოლები, რომლებიც  ბავშვს თუ დაიტევდნენ. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ აქ პიკტებს კი არა, სულ სხვა ეროვნების ადამიანებს უცხოვრია.  ხოლო შენობების  აგების თარიღი ნეოლითის ეპოქას მიეკუთვნება.  1970–იან წლებში ჩატარებულმა რადიონახშირბადოვანმა ანალიზმა ცხადყო, რომ დასახლება მართლაც ჩვენი წელთაღრიცხვამდე 3100–2500 წლებში იყო დაარსებული.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სახლები ქარსის ქვიშაქვით იყო ნაგები, მომრგვალებული ფორმის სახით – როგორც ჩანს, რათა კედლებს ქარისგან ნაკლები ზეწოლა ჰქონოდათ. სახლის საძირკველი  მცირედით მიწაში იყო ჩაღრმავებული, რაც სითბოს დაზოგვის საშუალებას იძლეოდა. თბოიზოლაციიის მიზნით შენობებს გარედან მიწის ყორგანები ეკრა გარს.  რადგან ხის მასალის დეფეციტი იყო, ადგილობროვი მაცხოვრბელები  ხის ნამსხვრევებსა და ვეშაპის ძვლებს იყენებდნენ, რომლებსაც ზღვა სანაპიროზე  რიყავდა.  ოთახის ჭერზე  ტყავის თოკებით  ირმის ტყავებს ჭიმავდნენ, რომლებსაც ზემოდან  ტორფის ფენებით ადებდნენ. საინტერესო დეტალს წარმოადგენს ის, რომ  სახლებს ყოფილ სანაგვეებზე აშენებდნენ,  ანუ თავიდან სანაგვე ეწყობოდა, შემდგომ კი მის ადგილზე მიწაში ჩაღრმავებული საძირკველი ითხრებოდა. როგორც ჩანს, ამასაც უკეთესი თბოიზოლაციისთვისა და შენობის სიმყარისთვის აკეთებდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროსთან შედარებით ადგილობრივი  მოსახლეობა  საკმაოდ კომფორტული პირობებით სარგებლობდა.  სახლს ღუმელით ათბობდნენ, რომელსაც ტორფით ახურებდნენ. საცხოვრებელი სახლი დაახლოებით 40 კვ.მ. ფართის ერთი ოთახისგან შედეგებოდა, მისგან კი გამოყოფილი იყო საკუჭნაო და … საპირფარეშო.  დასახლებაში კარგად აგებული საკანალიზაციო სისტემა იყო, ხოლო წყალსადინრების მეშვეობით წვიმის წყალი  უზარმაზარ ქვის რეზერვუარებში გროვდებოდა და მოსახლეობას ულევად ჰქონდა  მტკნარი წყლის მარაგი.

კვების რაციონში ძირითადად თევზი შედიოდა, რომელსაც სანაპიროდან იჭერდნენ.   კუნძულის ბინადრებს ზღვაში გასვლა არ შეეძლოთ, მათ ხომ ნავების აგებისთვის საჭირო მასალაც არ გააჩნდათ. ზამთრისთვის ისინი ირმის ხორცს ამარაგებდნენ, ამის გარადა მოყავდათ მარცვლეული და პურის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. ადგილობრივი ოსტატები  ავეჯს ქვისგან ამზადებდნენ – კარადები, სკივრები და საწოები დიდი გემოვნებით არის დამზადებული. დადგინდა, რომ რიგით მერვე სრულიად შენარჩუნებული შენობა სახელოსნოს წარმოადგენდა. თევზის ძვლისგან აქ სხვადასხვა სამეურნეო იარაღს და სამკაულებს ამზადებდნენ.

უცნობია, დასახლება წყალმა მყისიერად  თუ  თანდათანობთ. ასევე ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დადგენა, როგორ  გამოიყურებოდნენ კუნძულის მაცხოვრებლები , რადგან  სავარაუდოდ, ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად მათი სამარხებიც წყლის  ქვეშ აღმოჩნდნენ.  ასევე დაუზუსტებელია, თუ რა ეროვნების ადამიანები ცხოვრობდნენ  აქ ნეოლიტის პერიოდში. მეცნიერების ვარაუდით,  კუნძულამდე მათ  გემით მოაღწიეს, რომელიც შტორმის შედეგად დაიმსხვრა. ახლის აშენება მათ  ვერაფრისგან მოახერხეს და კუნძულზე დარჩნენ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აქ ეგვიპტელი ქურუმები დასახლდნენ.  ამ ვერსიას ამყარებს მშენებლობის წარმოების მაღალი დონე, რომელიც იმ დროს მხოლოდ ეგვიპტეში იყო გავრცელებული. ასევე , კუნძულზე ნაპოვნი თიხის ჭურჭელი ძალიან ჰგავს ძველი ეგვიპტის მექოთნეთა ნამუშევარებს. იმდროინდელი ეგვიპტელები დაბალტანიანები იყვნენ, მათი სიმაღლე 150 სმ–ს არ აღემატებოდა ხოლმე, რაც სავარაუდოდ, კუნძულზე არსებული სახლების დაბალი შესასვლელის  ახსნაც უნდა იყოს.

და ბოლოს, კუნძულზე აღმოჩენილმა წარწერებმა და ნახატებმა მეცნიერებში ეგვიპტური ვერსია  უფრო გაამყარა. კედლებზე, კარადებსა და საწოლებზე დატანილი ნახატები მზის სიტემაზე მიბმულ  მთვარის კალენდარს და ზოდიაქოს ნიშნებს  ჰგავდნენ. ეს ინფორმაცია კი მაშინდელ ეგვიპტელ ასტრონომებისთვისაც იყო ცნობილი. წარწერები კი თავდაპირველად რუნულ  სიმბოლოებად მიიჩნიეს. თუმცა, რუნებში სულ 16 ასოს იყენებდნენ, კუნძულის  წარწერები კი უფრო ეგვიპტურ იეროგლიფებს ჰგვანან. და ყველაზე მთავარი – დღემდე ვერ მოიძებნა ახსნა, თუ რისთვის იყენებდნენ ძვლისა და ქვის არტეფაქტებს, რომლებზეც პირამიდებია გამოსახული…

earth-chronicles




10 ყველაზე საშიში ცივი იარაღი


კაცობრიობამ გარდა ხმლისა და მახვილისა ცივი იარაღის  კიდევ უმარავი სახეობა შექმნა. ამ იარაღს  წარმატებით იყენებდნენ როგორც გასული საუკუნეების მეომრები, მათ ასევე თანამედროვე ადამიანები იყენებენ.  გთავაზობთ  მსოფლიოში ნარსებული ცივი იარაღის  10 ყველაზე საშიშ სახეობას.

 

1 პატა

პატა ინდოეთში შექმნეს, მას უძველესი კასტის – მარატხების მემომრები იყენებდნენ. შემდგომში პატა მთელ ინდოეთში გავრცელდა. ეს ხმალი ხელთათმანს უერთდებოდა და ამგვარად მეომრის ხელი მკლავამდე დაცული იყო.

 

2 ცესტუსი

ცესტუსს ძველ რომში კრივის დროს იყენებდნენ. ცესტუსი ტყვაის ზონარებზე დამაგრებულ ლითონის ნაწილებიან საბრძოლო იარაღს წარმოადგენდა.

რომაული კრივი ძალზე სასტიკი სპორტის სახეობა იყო და გამარჯვებული ხშირად სახედამახინჯებული რჩებოდა.

 

 

3 სანტენსუ

სანტენსუ – მარტივი, მაგრამ ძალზე ეფექტური იარაღია, რომელსაც სამურაიები იყენებდნენ.  ეს ლითონის წნულია, რომელსაც ცენტრში რგოლი აქვს შუა თითისთვის, თვით წნული კი ხელში თავსდება. ზოკჯერ სანტესუს გრძელ კბილაკებსაც უმაგრებდნენ.

 

  4  SAP–ის ხელთათმანები

SAP –ის ხელთათმანები ლითონის საფანტითაა დამძიმებული, მათ ხშირად იყენებენ უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომელები, პირადი მცველები,პოლიციელები და ა.შ. კასტეტისგან განსხვავებით ასეთი იარაღი ნაკლებად ტრავმატიულია.

 

 

 

 

5 ვეფხვის ბრჭყალი

ვეფხვის ბრჭყალი  ანუ  Bagh Nakh  1700–იან წლეებში ინდოეთში  იყო გავრცელებული და უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. ცივი იარაღის ეს სახეობა წარმოადგენდა ლითონის წნულზე მიმაგრებულ რამოდენიმე  კავს.  Bagh Nakh შეეძლო კანის და კუნთების სერიოზუად დაზიანება.

 

                                                   6 თითის დანა

ტუკანის მომთაბარე ტომები თითის დანას გამოიყენებენ როგორც საყოფაცხოვრებო  სფეროში, ასევე საომარ მოქმედებებში.

ლითონის დანა თითზე იცმევა,  მისით ჭრიან  პროდუქტს და კბილის ჩხირების მაგივრადაც იყენებენ. ბრძოლის დროს მეომარი ცდილობდა მოწინააღმდეგისთვის ჭრილობა მეტწილად თვალებზე მიეყენებინა.

             

                                     

                                                                        

    7  ტეკკო

ტეკკო– ოკინავაზე გავრცელებული იარაღია, ზოგიერთ პროვინციაში მას “რკინის მუშტსაც” უწოდებენ. ტრადიციის მიხედვით მას ხისა და ლითონისგან ამზადებნენ. რკალზე მიმაგრებულ სამ კბილს ნეკნებზე და სახსრებზე დარტყმის მისატანად იყენებდნენ. თუ მოწინააღმდეგე ცდილობდა მეომრის წინამხარი დაეკავებინა, მაჯის ერთი მოძრაობა საკმარისი იყო, რათა მტერისთვის ხელები დაესერა.

8 “ირმის რქა”

კასტეტის ეს სახეობა ჩინელი მეომრის იარაღს წარმოადგენდა, იგი კუნგ–ფუს სკოლის დამბუძნებელმა დუნ ჰაი ჩუანმა შექმნა. გადმოცემით, ჩუანი გადასახდების შემგროვებელი იყო და გზაში დახვედრილ ავაზაკებს მეტწილად “ირმის რქის” წყალობით იგერიებდა.  მოსწავლეებს ამ იარაღს მხოლოდ მრავალწლიანი სწავლის შემდეგ ანდობდნენ ხოლმე.

   

 

                                                

    9 გადლინგი

გადლინგი რაინდების ბრონირებული ხელთათმანებია . მეომრის ხელების დაცვის გარდა მათ კასტეტის მაგივრადაც იყენებდნენ. განსკუთრებული გავრცელება გადლინგებმა XIV ს ბოლოს მოიპოვა.  მათ ბოლო მომენტში   იყენებდნენ, როდესაც რაინდს ხელთ სხვა არანაირი საბრძოლო იარაღი აღარ რჩეოდა.

 

10  დანა–კასტეტი

დანა–კასტეტი დანის სახეობას წარმოადგენს, ეს ძველებური კატარის გათანამედროვებული  ვარიანტია.

განსაკუთრებული პოპულარობა მან  XIX საუკუნის ბოლოს ,”ოქროს ციებ–ცხელების” პერიოდში ჰპოვა, ამის შემდეგ კი ეს იარაღი კრმინალური სამყარის მრავალმა წარმომადგენელმა მოიწონა.




ქართული იმ 10 უძველესი ენის სიაშია, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს


რომელი ენაა დედამიწაზე  ყველაზე ძველი,  რთული დასადგენია. ფაქტობრივად სასაუბრო ენას იგივე ასაკი აქვს, რაც კაცობრიობის არსებობას. თუმცა მაინც გამოირჩევიან  ყველაზე უძველესი ენები, რომლებზეც სამყაროში დღემდე აქტიურად საუბრობენ. თითოეულ უძველეს ენას კი აქვს ის განმასხვავებელი განსაკუთრებული, ანტიკური მომენტი, რაც მასების დიფერენციაციას გამოხატავს

ქართული

კავკასიის რეგიონი ლინგვისტებისთვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს. სამხრეთ კავკასიის სამივე ენა (ქართული, სომხური და აზერბაიჯანული)  სხვადსხვა ენის ოჯახიდან წარმოიშვა. ქართული ენა ქართველური ჯგუფის ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია – სავარაუდოთ, ქართული ანბანის ადაპტაცია  არამეული ენიდან ჯერ კიდევ ჩვ. წ.ა. III საუკუნეში მოხდა.

ფინური

თანამედროვე ბალტიურ–ფინური ენები პარბალტიურ–ფინური ენისგან წარმოიშვნენ,  ძვ.წ.ა. 1500–1000 წლის წინ მას გამოეყო პრასაამური ენა. ანუ ფინელები იმ კილოზე საუბრობენ, რომელიც ქრისტეს დამადებამდე ათასი წლის წინ არსებობდა!

ბასკური

 

ეს ენა ნამდვილი საიდუმლოა ლინგვისტებისთვის, რადგან არც ინდოევროპულ და არც სხვა რომელიმე ენების ჯგუფს არ მიეკუთვნება.  მას ფსევდო–იზოლირებულ ენას უწოდებენ. მეცნიერები ბასკურ ენას პირობითად პალეოესპანურ  ენების ჯგუფს მიაკუთვნიან.

მაკედონური

მიუხედავად იმისა, რომ მაკედონური ენა სლავური ენების ჯგუფში შედის , მრავლს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ ბულგარული ენის ერთერთი დიალექტია. სნამდვილეში კი მაკედონური ძალზე ძველ და სრულყოფილ ენას წარმოადგენს.

ლიტვური

ლიტვური ენის ლექსიკა და ფონეტიკა ერთდროულად ძალიან ჰგავს სანსკრიტს, რუსულს და ლათინურს. ენა იმდენად ძველებურია, რომ ის პრაინდური ენის რეკონსტრუქციისთვის გამოიყენეს.

 ტამილური

ტამილური შრი–ლანკის და სინგაპურის ოფიციალური ენაა, მასზე 78 მილიონი ადამიანი საუბრობს. ამ ენამ 2000 წლის მანძილზე სტრუქტურა შეუცვლელად შეინარჩუნა, ამიტომ მას კლასიკურ ენასაც უწოდებენ.

ირლანდიური

ირლანდიურ ენაზე დღესდღეობით  ბევრი ადამიანი არ საუბრობს, მაგრამ ეს უძველესი და დიდებული ენაა. ირლანდიური ენის გამოყენების პირველი მოწმობები ჯერ კიდევ VI საუკუნეში გვხდება. იმ დროიდან  ირლანდიული ენა მცირედით თუ შეიცვალა.

ფარსი

 

ფარსი ძველი საპარსული ენის პირდაპირი შთამომავალია. ფარსის თანამეროვე ვარიანტი ჩვ.წ.ა 800 წლისთვის ჩამოყალიბდა და დღემდე თითქმის უცვლელი ფორმით მოაღწია.

ივრითი

თანამედროვე ივრითის ვერსია განსხვავდება ბიბლიური ვარიანტისგან. თუმცა ივრითზე მოლაპარკე სავსებით გაიგებს იმას, თუ  რა წერია ძველი აღთქმის ორიგინალურ ტექსტში. დღეს ივრითი ისრაელის ოფიციალურ ენას წარმოადგენს.

ისლანდიური

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ისლანდიურ ენას არანაირი ცლილება არ განუცდია. მასზე დანიურმა პერიოდმაც არ მოახდინა ზეგავლენა (XIV–XXს.ს.).  დღეს ნებისმიერ ისლანდიელს თავისუფლად შეუძლია წაიკითხოს და აღიქვას როგორც საგაზეთო ტექსტები, ასევე ძველებური საგები.




საბერძნეთში უცნობი ქალაქი აღმოაჩინეს


შვედმა არქეოლაგებმა ათენის მახლობლად ძველებურ ქალაქის კვალს მიაგნეს. თანამედროვე ქ. კარდიცას მიდამოებში გეტებორგის ინსტიტუსის მკვლევარები  ქუჩების  ვრცელს ქსელს წააწყდნენ. ეს კი იმის დასტურია რომ თავის დროზე ა ქ რიგითი სოფელი კი არა, ქალაქი იყო.

“ჩვენთვის ნამდვილი შოკი იყო , როდესაც გათხრებისას ქალაქის ნიშნებს წავაწყდით. მანამდე მსგავსი რამ არ ყოფილა აღმოჩენილი. ახლა რაიონის დეტალურ კვლევისთვის ვემზადებით.” – აცხადებენ ექსპედიციის ხელმძღვანელები.

რადარების და სკანერების მეშვეობით მეცნიერებმა  აღმოჩენის წინასწარი შეფასება შეძლეს. თანამედროვე მოწყობილობამ ცხადყო, რომ მიწისქვეშ დამალუია ძველებური ქალაქის ქუჩები,  შენობების საძირკვლებ, მათ შორის ტაძრების შენობების  საძირკვლებიც.