რუმინეთში შუმერულ– პრაქართველური დამწერლობა აღმოაჩინეს


1961 წელს სამეცნიორო წრეში არქეოლოგიური სენსაცია შემოიჭრა – მოულოდნელი არტეფაქტი  ტრანსილვანიაში, რუმინულ პატარა სოფელ ტერტერიაზე აღმოაჩინეს.

23300

რამ გააოცა მეცნიერები?

ტერტერიიდან  დაახლოებით 20 კმ–ში ტურდაშის ბორცვი მდებარეობს. მის შუაგულში დამარხულია ნეოლიტის პერიოდის მიწათმოქმედთა  ნასახლარი. გათხრების წარმოება ბორცვზე ჯერ კიდევ   XIX  ბოლოს დაიწყეს, მაგრამ დამთავრება ვერ მოასწრეს – დინებაშეცვლილმა წყარომ თითქმის მთლიანად გაანადგურა ნასახლარი.  უკვე მაშინ  მეცნიერების გაოცება  გამოიწვია ჭურჭლის ნატეხებზე დატანილმა პიქტოგრაფიულმა ნიშნებმა.  მსგავსი პიკტოგრამები ნაპოვნი იყო ტურდაშის დროინდელ ნეოლიტურ დასახლებაში  მაშინდელი იუგოსლავიის სოფელ ვინჩაში. მაშინ მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ ეს მეჭურლეთა რიგითი დაღი იყო. ხოლო 1961 წელს არქეოლოგებმა გათხრები უკვე ტერტერიის ბორცვზე დაიწყეს.

სამუშაოები  დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც  საბოლო  ფენის ქვეშ  ნაცრით ამოვსილი ორმო იპოვეს, მის ფსკერზე კი ძველებური  ღვთაებების პატარა ქანდაკებები, ზღვის ნიძარების სამაჯური და… თიხის სამი ფირფიტა, რომლებიც პიკტოგრამებით იყო დაფარული. იქვე  ადამიანის დანაწევრებული და დაბუგული ძვლები იყო.  როდესაც მღელვარება ჩაცხრა, მეცნიერებმა გულდასმით შეისწავლეს  თიხის ფირფიტები. ორ მათგანს მართკუთხედის ფორმა ქონდა, მესამე კი მრგვალი იყო. სამივეს ცენტრში მრგვალი ნახვრეტი ქონდა გაკეთებული. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ადგილობრივი თიხისგან იყვნენ დამზადებულები,  სიმბოლოები კი  მხოლოდ ერთი მხრიდან იყო დატანილი.

ძველი ტერტერიელების წერის ტექნიკა მარტივი აღმოჩნდა: პოკტოგრამას  სველ თიხის ფირფიტაზე  მწვეტი საგნით წერდნენ, შემდეგ კი გამოწვავდნენ ხოლმე.  საიდუმლო პიკტოგრაფიული ნიშნები ძალიან ჰგავდა ჩვენ წ.ა IV საუკუნის შუმერულ პიკტოგრაფიულ დამწერლობას. მსგავსი ფირფიტები მცირე აზიაში რომ აღმოეჩინათ, არავის გაუკვირდებოდა. მაგრამ ტრანსილვანიაში ასეთ რამეს მიკვლევას არავინ მოელოდა!

შუმერული დამწერლობა რუმინეთში

არქეოლოგებს კი კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა – ნაპოვნი ფირფიტები შუმერულ ფირფიტებზე ათასწლეულით ადრინდელი იყო! მართლაც გაუგებარი იყო თუ როგორ აღმოჩნდა 7 ათასი წლის წინ, ცნობილი ძველაღმოსავლური ცივილიზაციების მოშორებით, ამჟამად ყველაზე უძველესი დამწერლობა რუმინეთში?   1965 წელს გერმანელმა შუმეროლოგმა  ადამ ფალკენშტეინმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ტერტერიაში ეს დამწერლობა შუმერების ზეგავლენის ქვეშ წარმოიშვა. ხოლო  სხვა მეცნიერი, მ.ხუდი ამტკიცებდა რომ ტერტერიის ფირფიტები საერთოდ არ წარმოადგენს დამწერლობას. მისი ვერსიით შუმერული ვაჭრები ოდესღაც სტუმრობდნენ ტრანსილვანიას და მათი ფირფიტების ასლები შექმნეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და მიუხედავად იმისა, რომ პოკტოგრამების აზრი არ ესმოდათ, წარმატებთ იყენებდნენ რელიგიურ წეს–ჩვეულებებში. ზოგი მეცნიერი კი ამ დამწერლობას კრიტეს უკავშირებდა. ყველა ეს თეორია მცდარი იყო იმიტომ, რომ ტერეტერულ ფირფიტებს  შუმერულებთან   ათასწლეული აშორებდა, კრეტას კულტურასთან  კი – 2 ათსი წელი.

1

პირველ მართკუთხედ ფორფიტაზე გამოსახულია  ორი ვაცი, მათ შორის კი თავთავი. მეორე ფირფიტა შვეული და თარაზული ხაზებითაა დასერილი და თვითოეულ მონაკვეთძე სიმბოლური გამოსახულებებია. ეს გამოსახულებები საოცრად ჰგავს მცირე აზიაში, ჯემდედ–ნასრეში  ნაპოვნ რიტუალურ ჭურჭელზე დატანილ ნახატებს. მათ შორისაა მორიელი, თევზი, თიკანი და სხვა ტოტემი. ტერტერიის და ჯემდედ–ნასრის ტოტემთა და მათი თანმიმდევრობის დამთხვევა შემთხვევითი ნამდვილად არ უნდა იყოს. მეცნიერები მიხვდნენ, რომ ხელთ ტერტერიის დამწერლობის გაშიფრვის ერთგვარი გასაღები ეკავათ. მიხვდნენ რა, რომ წარწერები საათის ისრის საწინააღმდეგოდ, შუაგულ ნახვრეტის ირგვლივ უნდა წაეკითხათ. რუსი შუმეროლოგის ა. კიფშინის დასკვნით ტერტერიის ფირფიტები ადგილობრივი დამწერლობის ფართოდ გავრცელებული სისტემის ნაწილია, რომელიც ემთხვევა როგორც ჯემდეთ–ნასრის წარწერებს, ასევე უნგრული კულტურის კერეშის სამარხში ნაპოვნ ბეჭედს.  ფირფიტაზე ტექსტი შემდეგნაირად ამოკითხეს: „მეფობის მეორმოცე ჟამს ღვთაება შაუეს ბაგეებისთვის რიტუალის თანახმად უხუცესი დამწვარ იქნა. ის მეათეა.“  წარწერის სინამდვილეს ადასტურებს ორმოში ნაპოვნი მამაკაცის დამწვარი გვამის ნაწილები. თანაც ღვთაება შაუე შუმერული ღვთაება უსმუს იდენტურია.

მრგვალ ფირფიტაზე გამოსახულია ხაზებით გამიჯნული ნიშნები, თითოეულ კვადრატში ასოთა რაოდენობა მცირეა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტერერტიის დამწერლობა, ისევე, როგროც ძველი შუმერული დამწერლობა იდეოგრაფიული იყო და გრამატიკული ნიშნები არ გააჩნდა. წრაწერა ასე გადაითარგმნა : „ ღვთაება შაუეს ხატების ოთხი მდედრი მმართველის მიერ  ღრმა გონების უხუცესი მარტოა დამწვარი.“

აქ კვლავ თავს გვახსენებს ჯემდეტ–ნასრის წარწერები, სადაც ჩამოთვლილია მთავარი დები–ქურუმების სია, რომლებიც ოთხ ტომთა ჯგუფს მეთაურობდნენ. შესაძლოა ასეთივე მმართველი ქალი–ქურუმები ტერტერიაშიც იყვნენ. როგორც ჩანს, ფირფიტაზე ასახულია ინფორმაციცა უხუცესი ქურუმის დაწვის რიტუალის შესახებ, რომელმაც უკვე დაასრულა მსახურება.

პრაქართველური კვალი

ვინ იყვნენ ძველი ტერტერიის მაცხოვრებლები, რომლებიც შუმერულად წერდნენ ჩვ. წ.ა. V საუკუნეში, როდესაც შუმერი ჯერ საერთოდ არ არსებობდა? პრაშუმერები? ზოგიერთი მკლევარი მიიჩნევს, რომ პრაშუმერები პრაქართველებს ჩვ. წ. ა.   XV-XII ს.ს. გამოეყვნენ და ქურთისტანში გადავიდნენ. მაგრამ როგორ გადასცეს მათ საკუთარი დამწერლობა სამხრეთ–აღმოსავლეთი ევროპის ხალხებს?

მეცნიერებს მყისვე ტურდაშის ბორცვზე და სერბულ ვინჩში ნაპოვნი ჭურჭლის ნამსხვრევები გაახსენდათ, რომელიც  საოცრად ჰგავდა ტერტერიის დამწერლობას. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ტერტერიის დამწერლობა ჩვ. წ. ა.  VI –Vს. ს.  გავრცელებულ ვინჩის ბალკანური კულტურის დამწერლობის შემადგენელი ნაწილი იყო.  ვინჩანის კულტურის ადრეული პერიოდის დიდ სარიტუალო დოქზე გამოსახული საკერპო ძალიან ჰგავს შუმერების ბომონს. შემთხვევითობაა? მაგრამ ეს ორი საკერპო 20 საუკუნითაა დაშორებული ერთი მეორისგან!

img.php

აღმოჩნდა, რომ ბალკანეთის უძველესმა მოსახლეობამ  მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს მცირე აზიის კულტურაზე, რასაც კერამიკაზე დატანილი პიკტოგრამებიც ადასტუებენ. ვინჩანის დამწერლობის თითქმის იდენტური ნიშნები ლეგენდარულ ტროაშიც აღმოაჩინეს (ჩვ. წ. ა. III ს.) ამავე პერიოდის  მსგავსი პიქტოგრაები  მცირე აზიის სხვა რაონებშიც გვხვდება. ძველი კრეტას პიკტოგრამული დამწერლობაც შორეულად ვინჩის დამწერლობის შემცველია.

ცნობილია, რომ ბალკანური კულტურის წარმომადგენლები ჩვ. წ. ა. V ს.  მცირე აზიის გავლით შეიჭრნენ ქურთისტანსა და ხუზისტანში, სადაც იმ დროს პრაშუმერები დამკვიდრდნენ. ამ დროსვე  იქ აღმოცენდა პროტოელამური პიკტოგრაფიული დამწერლობა, რომელიც ერთნაირად მიახლოვებულია შუმერულ და ტერტერიულ დამწერლობას.

შუმერული დამწერლობის შიდა განვითარების კანონების შესწავლა გვიჩვენებს, რომ ჩვ. წ. ა.  IV  ს. პიქტოგრაფიული დამწერლობა როგორც სისტემა განვითარების კი არა, დაშლის სტადიაში იმყოფებოდა.  ე.ი. შუმერები (ასევე როგორც ბაბილონელები) მხოლოდ კარგი მოწაფეები იყვნენ და პიკტოგრაფიული დამწერლობა ბალკანელი ხალხებისგან გადმოიღეს და შემდგომში განავითარეს და ლურსმნულ დამწერლობად აქციეს. თუმცა ტერტერიის ფირფიტების საიდუმლო ბოლომდე ამოხსნილია  არაა, ზუსტი პასუხი მეცნიერებს  ჯერჯერობით  არ  აქვთ…

http://earth-chronicles.ru/news




როდესაც ევროპაში თვით კარლოს დიდმა წერა–კითხვა არ იცოდა, ვახტანგ გორგასლის შთამომავალნი სვეტიცხოველს აშენებდნენ…


5bogcfbtpeuxlu6xcen8ვახტანგ გორგასალი  ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი

442 წელს, ქართლის მეფის, მირდატ VI ის სასახლეში იშვა უფლისწული, სახელად ვახტანგი. 7 წლის შემდეგ მირდატი გარდაიცვალა. თხუთმეტი წლის ვახტანგი საქართველოს ტახტზე ავიდა.

მძიმე პერიოდი ედგა საქართველოს. ჩრდილოეთიდან გადმოვიდნენ ოსნი, მოაოხრეს ქართლი. შემდეგ საქართველოს ბიზანტიელები დაესხნენ. იმპერატორმა მარკიანემ აფხაზეთში გადმოსხა ლეგიონები,რომლებიც ეგრისს შემოესივნენ და ციხე-გოჯამდე მივიდნენ. ვახტანგის ლაშქარმა საქართველო გაწმინდა შემოსეული მტრისაგან, მან გადაიარა იალბუზი და სწორედ მაშინ მიიღო ,,იალბუზის გმირის”წოდება. მან დაამარცხა ყივჩაღები, ჯიქეთი და მთელი ჩრდილოეთ კავკასია დაიმორჩილა. შემდეგ ჯიქეთიდან აფხაზეთში გადავიდა, ეგრისი და აფხაზეთი გაანთავისუფლა ბიზანტიელებისაგან და დასავლეთ საქართველო შემოიერთა.
ვახტანგ მეფე აღმშენებლობითი საქმიანობით იყო დაკავებული, მისი მრავალმხრივი მოღვაწეობიდან გამორჩეულია თბილისში დაწყებული დიდი საამშენებლო საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ სამუშაოების დაწყება მოასწრო, თბილისის გადედაქალაქებას მაინც ვახტანგ გორგასალს მიაწერენ.

მისი პოლიტიკური ორიენტაცია იყო მართლმადიდებელ საბერძნეთთან თანასწორუფლებიანი კავშირი, ქვეყნისა და ეკლესიის დამოუკიდებლობა და ერთიანობა.

ვახტანგმა აღასრულა წმიდა მირიან მეფის სურვილი და იერუსალიმში ააშენა ქართველთა ჯვრის მონასტერი.
ვახტანგ მეფემ მცხეთაში წმიდა ნინოს დროინდელი ხის ეკლესიის ნაცვლად ქვის ტაძარი ააგო, მის დროს დაარსდა საეპისკოპოსო კათედრები: ახიზა – კლარჯეთში, არტაანი – ერუშეთში, წუნდა – ჯავახეთში, მანგლისი, ბოლნისი, რუსთავი, ნინოწმიდა, ჭერემი, ჩელეთი, ხორნაბუჯი, აგარაკი. მეფემ ნიქოზის ეკლესია ააშენა და იქაც დასვა ეპისკოპოსი. აქ გადაასვენა წმიდა რაჟდენ პირველმოწამის ნაწილები და ყოველნაირად ეხმარებოდა ახალშექმნილ კათედრას.
ვახტანგ მეფის დროს აშენდა თუხარისის, არტანუჯის და ახიზის ციხეები, დაარსდა არტანუჯის, მერეს, შინდობის, ახიზის მონასტრები. აშენდა და დაარსდა სხვა უამრავი ციხე-კოშკი და ეკლესია-მონასტერი. ვახტანგმა ააგო თავის ახალ სამეფო სამყოფელად უჯარმა.

სამოც წელს მიტანებულ მეფე ვახტანგს 502 წელს ამქვეყნად უკანასკნელად მოუხდა თავისი ქვეყნის დაცვა. სპარსელებთან ბრძოლაში ის სასიკვდილოდ დაიჭრა იღლიის ქვეშ. ისარს ფილტვებამდე მიეღწია და მეფე იძულებული შეიქმნა, ბრძოლის ველი დაეტოვებინა. სიკვდილის წინ წმიდა ვახტანგ გორგასალმა თავისთან იხმო კათალიკოსი, მეუღლე, შვილები, ყველა წარჩინებული და უთხრა: “მე ესერა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა, აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა დგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ”.

 

 




"ლებენსბორნი": სად არიან ნაცისტების მიერ გატაცებული ბავშვები


ნაცისტურ გერმანიაში “წმიდა არიული სისხლის”  საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რაიხსფიურერ გენრიხ გიმლერმა “გადასახლების და რასის ბიურო” შექმნა, რომლის მიზანს  “ჭეშმარიტი გერმანელების” დაოჯახების   კონტროლი წარმოადგენდა.  ბიუროს დადგენილების აღსრულება სავალდებულო იყო. ასე, იკრძალებოდა ქორწინება, თუ რომელიმე მხარე გენეტიკური დაავადების მატარებელი იყო. თუ სს–ის ოფიცერს ქორწინება სურდა, ცნობა უნდა წარმოედგინა, რომ მისი და  მომავალი მეუღლის წინაპრები   1750 წლიდან  მოყოლებული “წმიდა არიოგერმანელები” იყვნენ. გიმლერი ამტკიცებდა :”120 წლის შემდეგ ყველა გერმანელი წმიდა სისხლის არიელი იქნება!”.  ამ იდეის განსახორციელებლად ნაცისტები სახიფათო გენეტიკურ ცდებსაც ატარებდნენ და მიზნის მისაღწევად ყველანაირ ხერხს მიმართავდნენ. მათი ყურადღება საქართველომაც მიიპყრო. ნაცისტური გერმანიის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ  რიწის ტბასთან ახლომდებარე წყაროს წყლის შემადგენლობა  იდეალურია ადამიანური სისხლის პლაზმის შესაქმნელად. ხელოვნური პლაზმა გერმანელებს „ჭეშმარიტი არიელი ბავშვების“ აღზრდისთვის სჭირდებოდათ.

hitler-with-nice-aryan-children-photo-u1

 

ორგანიზაცია “ლებენსბორნი” ( “სიცოცხლის წყარო”) 1935 წელს დაარსდა გერმანიაში რაიხსფიურერ გენრიხ გიმლერის   ბრძანებით. თავდაპირველად ეს იყო ბავშვთა თავშესაფრების ქსელი, სადაც გერმანელ ქალებს შეეძლოთ ჩაებარებინათ თავისი უკანონოდ დაბადებული შვილები. გიმლერის თქმით, “ლებენსბორნი” იყო სხვა არაფერი, თუ არა “იდეალური ნორდული რასის შექმნის ფაბრიკა”, რომლითაც უნდა დასახლებულიყო სსრკ-ს, ჩეხეთის, პოლონეთის ტერიტორიები…

949b64caab93971f0b23b69f9d7
1940 წლიდან “ლებენსბორნის” ფუნქციები გაფართოვდა – ორგანიზაციამ თავისი პუნქტები დაპყრობილ ქვეყნების ტერიტორიებზე გახსნა: 10 ნორვეგიაში, 3 პოლონეთში, 3 დანიაში, თითო ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და ლუქსემბურგში. სსრკ-ში ოფიციალურად არც ერთი პუნქტი არ მუშაობდა, თუმცა ნიურნბერგის პროცესსზე და ასევე სს-ის შტანდარტფურერის მაქს ზოლმანის ინტერვიუებში შოკისმომგვრელი ინფორმაცია ამოტივტივდა. გაირკვა, რომ სსრკ-ს ოკუპირებული ტერიტორიებიდან (დღევანდელი რუსეთი, უკრაინა და ბელორუსია) 3- წლამდე ასაკის 5 დან 50 (!) ათას ბავშვამდე წაართვეს მშობლებს და “ლებენსბორნს გადასცეს”. ამ ფაქტს ასობით მოწმეც ადასტურებს.

bcf9c3b33c
გერლინდა სვილენი, ასოციაცია “ომში დაბადებულნი -ს” პრეს-მდივანი აღნიშნავს, რომ უამრავი რუსი და უკრაინელი ბავშვი გატაცებულ იქნა “ლებენსბორნის” თავშესაფრისთვის: ”თუ დედა-მამა წინააღმდეგობას უწევდნენ ფაშისტებს, მათ კლავდნენ ბავშვის თვალწინ”. მაგრამ ყველაზე საშინელი ისაა, რომ ფაშიზმის დამარცხების შემდეგ გატაცებული ბავშვების მხოლოდ მეოთხედი დაბრუნდა სამშობლოშმი, დანარჩენები კი უბრალოდ გაიფანტნენ გერმანიის ტერიტორიაზე, მათი კვალი დაკარგულია. 1945 წლის 28 აპრილს, სანამ ამერიკული ჯარი შევიდოდა მიუნქენში, “ლებენსბორნის “ არქივი გაანადგურეს მისმა თანამშრომლებმა (ერთი ვერსიით დაწვეს, მეორე ვერსიით – მდინარეში გადაყარეს). ამრიგად, უმრავი გატაცებული ბავშვის პირადი საქმეც დაიკარგა.

fa
სლავური ბავშვები “ლებენსბორნში” სახელის დარქმევის განსაკუთრებულ პროცედურას გადიოდნენ. ბავშვს ხელში სს-ის ოფიცერი იკავებდა ფარნებით, სვასტიკითა და ჰიტლერის სურათით მორთული საკურთხევლის წინ და მას ძველგერმანული სახელი ეძლეოდა – ზიგფრიდი, ეტელვოლფი და ა. შ. შემდეგ იწყებოდა “გერმანიზაციის” პროცესი. ბავშვებს აძლევდნენ სავსებით ახალ საბუთებს, სადაც ეწერა, რომ ესენი იყვნენ დაღუპულ ჯარისკაცთა შვილები, რომლებიც “დიადი გერმანიისა და ფიურერისთვის იბრძოდნენ”. შემდეგ ბავშვებს გერმანულ ენას ასწავლიდნენ: თუ ბავშვი ერთ სიტყვას მაინც იტყოდა მშობლიურ ენაზე, სასტიკად სცემდნენ. თუმცა ძალიან კარგად აჭმევდნენ და აცმევდნენ, მაგრამ ყოველთვის ხაზსს უსვამდნენნ: ”ეს იმიტომ, რომ ახლა არიულ რასას ეკუთვნი. გინდა სანაგვეზე იკვებო? ასე მოგიწევს, თუ საკუთარ ბედნიერებას არ დააფასებ.”

dd16cc9ff3153588b860fe165cc0fe9a
ბავშვების “გერმანიზაციის” პროცესი 3-4 თვე გრძელდებოდა, რის შემდეგაც ბავშვი მზად იყო გაშვილებისთვის. როგორც წესი, ბავშვების სლავური წარმოშობა გასაიდუმლოებული იყო და მშვილობელმა იშვიათად თუ იცოდა “ობლის” ეროვნება. უმეტესობა დარწმუნებული იყო , რომ ბავშვის ძარღვებში “წმიდა არიული სისხლი” ჩქეფდა. სს-ის ინსპექტორები რეგულარულად ამოწმებდნენ ოჯახებს იმის თაობაზე, არიული სულისკვეთებით ზრდიდნენ ბავშვს თუ არა.

ttt
ფაშიზმის დამარცხების შემდეგ ათასობით სლავური ბავშვი ამერიკული ოკუპაციის ზონაში აღმოჩნდა. ამერიკელებს ბავშვების პირადი საქმეების მხოლოდ 10 პროცენტი ჩაუვარდა ხელში. 1947 წელს აშშ-ს გამომძიებლებმა ბავშვების გარკვეული რაოდენობა დაკითხეს, რათა გაეგოთ, სურდათ თუ არა მათ სამშობლოში დაბრუნება. ბავშვების ნაწილს საერთოდ დაჰვიწყებია მშობლიური ენა და თავი გერმანელებად მიაჩნდათ, მშვილობელ ოჯახს შეეჩვივნენ და დაბრუნება აშინებდათ. სხვები “გერმანიზაციით” იყვნენ დაშინებულნი – “ლებენსბორნმა” მაგრად ჩაუნერგა აზრი, რომ არიელად ყოფნა ამქვეყნად საუკეთესო საქმეა. სხვათა შორის არც ამერიკელებს ამოძრავებდა დიდი სურვილი კომუნისტების დახმარებისა და ამიტომ ეს საქმეც მალე ჩაიფარცხლდა. პროფესორი ჰაინც ვირსტის თქმით, დღესდღეობით ნაცისტების მიერ პოლონეთიდან და საბჭოთა კავშირიდან გაყვანილიი 13, 517 ბავშვი ძებნაში იმყოფება. დღეს გერმანიაში რუსი და პოლონელი ბავშვების ასობით ათასი შთამომავალი ცხოვრობს და აზრზეც არ არის საკუთარი წარმოშობის ისტორიის შესახებ.

www.aif.ru




რას ეძებდნენ ნაცისტები აფხაზეთში – იალბუზზე გაყინული რაზმის საიდუმლო


მკვლევარები იალბუზის მისადგომებში ზვავში მოყოლილი ვერმახტის ჯარისკაცების საიდუმლოს ამოხსნას  ცდილობენ. ისტორიკოს ვიქტორ კოტლიაროვს ორმა  ბალყარელმა ახალგაზრდამ მიმართა, ზუსტად მათ აღმოაჩინეს თოვლის ტყვეობაში მოქცეული  გერმანელთა რაზმი. 70 წლის მანძილზე თოვლი დაიტკეპნა და ყინულად იქცა – ასეთ პირობებში გვამები იმდენად კარგად შეინახა, რომ  არა მხოლოდ სამოსი და სამკერდე ნიშნები, სახის ნაკვთებიც იკვეთება. ჯარისკაცები თოვლში ასობით მეტრის დაშორებით,  მეტწილად ჯგუფებად არიან  მოყოლებულები. ფორმის ტანასცმლის  მიხედვით ეს ალპური სამთო მეტყევები არიან, რომლებიც 1942 წლის ზამთარში დაიღუპნენ. განძარცვის თავიდან აცილების მიზნით სენსაციური აღმოჩენის ზუსტი ადგილი გასაიდუმლოებულია.

საქმეში გერმანელი მოხალისეები ჩაერთნენ, რომლებსაც ქვეყნის არქივებთან აქვს წვდომა. თუმცა ჯერჯერობით  საბუთების მოპოვება ვერ ხერხდება, რომლებიც ამ საიდუმლო  რაზმის ისტორიას  ნათელს მოფენდა. საჭიროა ვერმახტისთვის გაგზავნილი   პატაკების მონახვა, რომლებიც, მეტწილად აშშ–ს არქივებშა დაცული. კოტლიაროვი იმედოვნებს, რომ დაღუპულ  ჯარისკაცებს თან პირადი საბუთები აღმოუჩნდებათ და ამრიგად ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. დაღუპულთა დიდი რაოდენობა მკვლევარებში ვარაუდს ბადებს, რომ გერმანელთა შორის საბჭოთა ტყვე ჯარისკაცებიც იმყოფებოდნენ.

961235

„ უგზო–უკვლოდ დაიკარგული გერმანელების ასეთი დიდი ჯგუფის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა არსებობდეს. სავარაუდოდ ეს ცნობები  გასაიდუმლოებულია, მითუმეტეს, რომ დაღუპილი ჯარისკაცები, სავარაუდოდ, ფაშისტური რეჟიმის  მისტიური საზოგადოება „ანენერბეს“ წევრები იყვნენ. – განმარტავს ისტორიკოსი ვიქტორ კოტლიაროვი. – დაღუპულ ჯარისკაცთა გვამების მდებარეობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ისინი აფზაზეთიდან ბრუნდებოდნენ და  უღელტეხილი გადმოიარეს. ჩნდება კითხვა –  რას აკეთებდნენ აფხაზეთში? ცნობილი ფაქტია, რომ „ანენერბეს“ წევრები კავკასიაში საკრალური ცოდნის მოპოვებას ცდილობდნენ. შესაძლოა, მათი მარშრუტი რიწის ტბასთან იყო დაკავშირებული –  გერმანელებმა  ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დაადგინეს, რომ რიწის ტბასთან ახლომდებარე წყაროს წყლის შემადგენლობა  იდეალურია ადამიანური სისხლის პლაზმის შესაქმნელად. ხელოვნური პლაზმა გერმანელებს „ჭეშმარიტი არიელი ბავშვების“ აღზრდისთვის სჭირდებოდათ. გასული საუკუნის 30–ანი  წლების ბოლოს ყაბარდო–ბალყარეთს ძალიან ბევრი გერმანელი ტურისტი სტუმრობდა. საბჭოთა კავშირში ისინი  „კომკავშირული“ საგზურებით  ჩამოდიოდნენ. მათი უმრავლესობა სამთო ტურიზმის მოყვარული იყო. შემდგომმა მოვლენებმა კი ცხადჰყო, რომ ისინი პროფესიაონალი მზვერავებიც იყვნენ – მრავალი მათგანიომის დროს  აქ სამთო რაზმების შემადგენლობაში დაბრუნდა. გერმანელმა  „ტურისტებმა“ იმდენად ზუსტი რუკები შეადგინეს, რომ ზოგიერთ მათგანს დღემდე გამოიყენებენ  ბაქსანის ხეობაში.

რიწა

1942 წლის ოქტომბერში ბაქსანის ხეობის სოფელ ზაიუკოვოში გერმანული დივიზიის „მგლის ხახას“ სამი მანქანა შევიდა  და როგორც ადგილობრივი მოსახლეობა მოწმობს, მანქანებში, სავარაუდოდ, საბურღი აღჭურვილობა იყო. გერმანელები მანქანებით დილაადრიანად   ზემო ხეობაში ადიოდნენ და მხოლოდ  საღამოზე ბრუნდებოდნენ. უცნაური ფაქტია: იმ დროს, როდესაც რაიონში სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა, გერმანელები ამ ხეობაში რაღაცას ბურღავდნენ, შეაბამისად, ეძებდნენ.

tumblr_m04l5wZx6a1qa38yao1_r1_1280

იალბუზის ჩრდილოეთ ფერდობებთან არის ადგილი, რომელსაც „გერმანულ აეროდრომს“ უწოდებენ, თუმცა მას არც საბრძოლო და არც პრაქტიკული მნიშვნელობა  არ ჰქონია. ამის მიუხედავად, აქ  ერთერთი გერმანული ქვედანაყოფის კარვების ბანაკი იყო გაშლილი. ადგილობრივები ყვებიან, რომ აქ სურსათის დიდი საწყობიც იყო.  მწყემსები იხსენებენ, რომ ამ ადგილას რამოდენიმეჯერ   გერმანული თვითმფრინავი „ფოკკე–ვულ–ფახი“ დაშვებულა, ხოლო ერთხელ გერმანელებმა ტიბეტელი ლამებიც ჩამოიყვანეს,  ისინი   ლოცვებს კითხულობდნენ, სეანსებს ატარებდნენ, მაგრამ მოგვიანებით გერამნელებმა ისინი   დახვრიტეს.

55957

ალპინისტები, რომლებიც  გერმანელების შემდეგ ლაშქრობდნენ, ყვებოდნენ, რომ ვერმახტის ჯარისკაცებმა აქ მაღალი ენერგეტიკის მქონე საიდუმლო ადგილს მიაგნეს და ოკულტური ლაბორატორია მოაწყვეს. ზუსტად ამიტომ ჩამოიყვანეს ტიბეტელი ლამები, რომლებიც ლაბორატორიაში მედიტაციურ სეანსებს ატარებდნენ. ერთერთი ვერსიის მიხედვით, მედიტაცისას (ამ დროს სტალინგრადში გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა)   ლამებმა არა ჰიტლერის გამარჯვება, არამედ ბერლინის დაცემა განჭვრიტეს, რის გამოც ნაცისტებმა ტიბეტელები დახვრიტეს და საიდუმლო რიტუალით დაკრძალეს.

grib2_

ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება იალბუზის მისადგომებში ადგილობრივ მწყემსებსაც არ უშვებდა, ხოლო დროთა განმავლობაში აკრძალვები ნელნელა მოიხსნა. ერთერთი ექსპედიციის მონაწილეებმა ( ვ. ტოკარევის მეთაურობით)  ზემო ბაქსანის ხეობებით ჩატკარას უღელტეხილი გადაიარეს და კალიცკის სახელობის პიკთან,  ე.წ. დაკარგულ სამყაროში აღმოჩნდნენ. პიკის ერთერთი წვერო აშკარად ხელოვნური წარმოშობის იყო – პირველივე შეხედვით გეგონებოდა, თითქოს ქვის ადამიანი გადაშლილ წიგნს კითხულობს. ალპინისტებმა საკულტო ბომონები, საკურთხევლი და სამსხვერპლოც აღმოაჩინეს, ასევე  აშკარად ხელოვნურად შექმნილი,  მუზარადიანი მეომრების ფორმის რამოდენიმე სვეტი. პიკის სამხრეთ ფერდობზე  ექსპედიციის წევრებმა ცხელი ვულკანური აირით სავსე მრავალი მღვიმე ნახეს. სპეციალისტების აზრით,  ზუსტად ეს აირი და არა მთის სიმაღლე ან ტექნიკური სირთულე არის მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთი მთასვლელი ვერ ახერხებს იალბუზის წვერის დაპყრობას. შესაძლოა, ამ აირის მეშვეობით შედიოდნენ მედიტაციაში ტიბეტელი ლამები (ისტორიული ცნობების თანახმად, ძველი საბერძნეთის წინასწარმეტყველები, დელფიელი ორაკულები ვულკანური აირის შესუნთქვის შემდეგ ნარკოტიკულ ტრანსში შედიოდნენ და წინასწარმეტყველებას იწყებდნენ). სავარუდოდ, „ანენერბეს“ წევრები საკრალური მთის – შამბალას ერთერთ  შესასვლელს ეძებდნენ. ბუდისტური რელიგიის მიხედვით, შამბალა – მისტიური ადგილია, მასში მოხვედრის დროს ადამიანი ზებუნებრივ ძალებს იძენს. მიიჩნევენ, რომ ამ მთაში მთავარი შესასველეი ტიბეტზე მდებარეობს, ხოლო რამოდენიმე სხვდასხვა, გვერდითი შესასვლელი – მსოფლიოს სხვდასხვა კუთხეში. ზოგიერღთი ეზოთერიკოსის აზრით, ერთერთი მათგანი ზუსტად იალბუზზეა, რომელსაც ასევე „არიელების მთას“ უწოდებენ.

5_jpg_625x625_q70

არქეოლოგის არტურ ჟემუხოვის მიერ აღმოჩენილი მღვიმე შამბალაში შესასვლელი თუ  არა, საკრალური დანიშნულების ადგილი ნამდვილად არის. სავარუდოდ  ეს  ცოდნის დარბაზია, რომელშიც კაცობრიობის ყველაზე ფასეული ინფორმაცია ინახბა, კერძოდ  ცნობები სამყაროს მოწყობის, ასტრონომიის და ძველებური მაღალი ტექნოლოგიების შესახებ. ერთერთი ეგვიპტური აკლდამის კედელზე შემდეგი წარწერაა დატანილი:“ მე, ფარაონმა ხუფუმ, ცხოვრება მივუძღვენი ცოდნის დარბაზის ძებნას, რომელშიც კრემნიუმის ყუთში  ტოტის (სიბრძნის ღვთაების) წიგნი ინახება.“

images

იალბუზის მახლობლად, ხარა–ხორას მთაზე, 78 მეტრის სიღრმის მღვიმის გარდა, არქეოლოგმა არტურ ჟემუხოვმა კლდეზე ამოკვეთილი სვასტიკა და თარიღი –  28.X.42  აღმოაჩინა. რამოდენიმე მსგავსი ნიშანი სოფელ ზაიუკოვას მახლობლადაც არის ნაპოვნი. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამ ნიშნების  დახმარებით  გერმანელები აქ დაბრუნებას აპირებდნენ, რათა  მიწისქვეშა ობიექტი უფრო დეტალურად შეესწავლათ.

http://www.sovsekretno.ru/




როგორები იყვნენ საუკუნის წინ ამერიკაში ჩასული მიგრანტები–უნიკალური ფოტომასალა


         ნიუ–იორკის საჯარო ბიბლიოთეკამ საკუთარ ბლოგზე Flickr ფოტოსურათების კოლექცია გამოაქვეყნა, რომლებიც ამერიკელმა ფოროგრაფმა ავგუსტ შერმანმა 1902–1914 წლებში შექმნა. ფოტოსურათებზე აღბეჭდილნი არიან მსოფლიოს სხვადსახვა კუთხიდან ჩასული მიგრანტები.

აღნიშნული საარქივო კოლექცია  უილიამ უილიამსის საბუთებში იპოვეს, რომელიც  ХХ საუკუნის დასაწყისში  ნიუ იორკის პორტში იმიგრაციის საკითხების კომისრად მუშაობდა.

AUGUSTUS-F.-SHERMAN_01

შოტლანდიელი ბავშვები

AUGUSTUS-F.-SHERMAN_02

ჰოლანდიელი ქალი

AUGUSTUS-F.-SHERMAN_03

ბავარიელი მამაკაცი, გერმანია

AUGUSTUS-F.-SHERMAN_04

გვადელუპიდან ჩამოსული ქალი

AUGUSTUS-F.-SHERMAN_07

შვედი გოგო

AUGUSTUS-F.-SHERMAN_08

ნორვეგიის მკვიდრი

AUGUSTUS-F.-SHERMAN_11

რუსეთის იმპერიიდან ჩამოსული მამაკაცები

AUGUSTUS-F.-SHERMAN_12

უკრაინელი ქალი

AUGUSTUS-F.-SHERMAN_13

სლოვაკიიდან  ჩამოსული ქალი ბავშვებთან ერთად

AUGUSTUS-F.-SHERMAN_15

რუმინელი ქალი

AUGUSTUS-F.-SHERMAN_16

რუმინელი მამაკაცი

AUGUSTUS-F.-SHERMAN_17

ბერძენი მამაკაცი

AUGUSTUS-F.-SHERMAN_19

იტალიელი ქალი

AUGUSTUS-F.-SHERMAN_20

ინდოეთიდან ჩამოსული მამაკაცი

 

 




უნიკალური ფერადი ვიდეო: ბერლინი 1900 და 1945 წლებში


გთავაზობთ უნიკალურ კადრებს: ფერადი ვიდეოქრონიკა გადაღებულია ბერლინში 1900 წელს (ფერები კომპიუტერული ტექნოლოგიით არის  აღდგენილი) და 1945 წლის მაისში (ვიდეოგადაღება ფერად ფირზეა შესრულებული).

 

1. ბერლინი 1900 წლი

 

 

2. ბერლინი 1945 წელი