ამ დღეს კონსტანტინოპოლს სტამბოლი დაერქვა – რატომ გაქრა ბიზანტია


Похожее изображение1930 წლის 28 მარტს საბოლოოდ დაესვა წერტილი ბიზანტიური იმპერიის დიდებას – 89 წლის წინ ქალაქებს კონსტანტინოპოლს და ანგორას ახალი, თურქული სახელები მიენჭა – სტამბოლი და ანკარა. 

კონსტანტინოპოლი (ბერძ. Κωνσταντινούπολις) —  საუკუნეების განმავლობაში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი იყო (ქალაქის ძველი ბერძნული სახელი იყო ბიზანტიუმი). ქალაქი  სტრატეგიულად მდებარეობდა ოქროს რქისა და მარმარილოს ზღვის უბეში, იმ ადგილას სადაც ევროპა აზიას ხვდება. მან წარმატებულად გაართვა თავი ძველი რომის გადმოცემულ

მემკვიდრეობას და უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ევროპაში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, რის გამოც მას „ქალაქთა დედოფალი“ შეარქვეს.

1453 წლის 29 მაისს, ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთმა ცნობილმა და გამოჩენილმა სულთანმა, მეჰმედ II-მ კონსტანტინოპოლის ალყა დაიწყო. სულთან მეჰმედის წინაპრებს არაერთი მცდელობა ჰქონდათ ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის აღების, მაგრამ ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს აღარ გაუმართლა და ოსმალებმა მისი აღება მოახერხეს. ეს იყო ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება.

ისტორიკოსების შეფასებით კონსტანტინოპოლის დაცემა შიდაფეოდალური დაპირისპირების, საზოგადოებაში გავრცელებული მანკიერების და მძიმე ეკონომიკური პირობების შედეგად მოხდა.

ამაოდ შეაგონებდნენ ჭეშმარიტი მოძღვრები ერსა და ბერს, ამაოდ აფრთხილებდნენ, ღვთის სასჯელი არ აგვცდებაო – სამღვდელობა უფრო მეტად ეფლობოდა უზნეობაში, მრევლი კი განცხრომაში ატარებდა დროს.  დაივიწყეს  წინაპართა სჯული. წარჩინებული და განათლებული ახალგაზრდობა კათოლიციზმის იდეებს იზიარებდა და რომის ტახტს ემხრობოდა. ძალზე გავრცელდა სხვდასხვა ერესი, ცრურწმენა, მკითხაობა, მათ შორის  – მართლმადიდებლურ ხატზებზე.

Картинки по запросу падение константинополя

ამაოდ თხოვდა დახმარებას იმპერატორი კონსტანტინე ქედმაღალ ფეოდალებს, ფინანსურად დახმარებოდნენ ქვეყანას იარაღის შეძენაში. პასუხად კადნიერი  თავად–აზნაურები საეკლესიო ოქროს ნივთების გაყიდვას ურჩევდნენ მეფეს …როდესაც დაპყრობილი ქალაქის კანტიკუნტად დარჩენილმა დიდებულებმა სულთანს ოქროს ზოდები მიართვეს, მას ძალზე გაუკვირდა – ამდენი ოქრო თუ გქონდათ, იმპერატორ კონსტანტინეს რატომ არ უბოძეთ, რათა  ჯარი შეეკაზმა? აღსანიშნავია, რომ იმპერატორმა  უბრალო მეომარივით, ყველასგან მიტოვებულმა, ქუჩის შეტაკებებში დაასრულა სიცოცხლე – ხმლით ხელში იცავდა საკუთარ ქალაქს. ხოლო ოსმალებმა კონსტანტინოპოლის აღებისას  სულ 3 მეომარი დაკარგეს…

კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, ბიზანტიის იმპერია საბოლოოდ გაქრა რუქიდან, ხოლო ოსმალეთის სასულთნო ოსმალეთის იმპერიად ჩამოყალიბდა. ოსმალებმა უწოდეს მას სახელი „სტამბოლი“ და დედაქალაქად გამოაცხადეს.

ალექსანდრე მგალობლიშვილი

premiumi.ge 




"ვერ ვენდობი, ესენი ჩვვენი ერთგულნი არ არიანო" - გიორგი XII რუსეთის შესახებ


Похожее изображениеერეკლე II-ის უფროსი ვაჟი, უფლისწული გიორგი მუდამ გვერდით ედგა მამას სახელმწიფოს მართვაში. იგი მამაცი ვაჟკაცი ყოფილა და კარგადაც ერკვეოდა მაშინდელ პოლიტიკაში.

გიორგის არაერთხელ ხმლით უხსნია ქვეყანა მომხდურთა თარეშისაგან. იგი თან ახლდა მამას ასპინძის ომში.  გიორგი ბატონიშვილი  სასტიკი წინააღმდეგი იყო რუსთა მონაწილეობისა ბრძოლაში.

ვერ ვენდობი, ესენი ჩვვენი ერთგულნი არ არიანო, – უმტკიცებდა მამასა და სარდლებს. ლამის გაიქცა ბრძოლის ველიდან, ხელდახელ აპირებდა რუს გენერალთან შებმას…

როგორც შემდეგ გამოჩნდა, გიორგი მართალი იყო – ტოტლებენმა ფიცხელ ომში მიატოვა ერეკლე.

***

მეფე გიორგი XII ერთხელ ყაზახ–ბორჩალოს მიბრძანებულა და სწვევია ერთ დარბაისელს, საქართველოს ერთგულ მოხუცებულ აღალარს. ჩამოვარდნილა ლაპარაკი ცხენებზე და მეფეს უკითხავს მოხუცისთვის, – ყაზახ–ბორჩალოს ცხენი უწინ განთქმული იყო მთელ საქართველოში, ახლა კი იმისთანა ცხენები აღარ გამოდიან, რა იქნენ ის უწინდელი ცხენებიო?

– იმ უწინდელ ცხენებზე ის უწინდელი ქართველები შესხდნენ და წავიდნენო, – უპასუხია გულამომჯდარ მოხუცს.

***

გიორგი XII ტახტზე ავიდა მაშინ, როდესაც საქართველოს, რომელიც არ იყო გარეშე მტრებისგან დაცული, არ ჰქონდა წესრიგი საშინაო მმართველობაშიც. ქვეყანა გაძარცვულ-დარბეული იყო, ხალხს კი მძიმე გადასახადები აწვა ტვირთად; ყველგან გავრცელებული იყო სიღარიბე და სიღატაკე .

ტფილისი წარმოადგენდა ნანგრევების გროვას. მხოლოდ ორი ქუჩა იყო თავისუფალი (გაწმენდილი) მგზავრობისთვის; მაგრამ მათაც ორივე მხარეზე მიუყვებოდნენ გაძარცვული სახლები (* Изъ записокъ Тучкова. Арх. главн. шт. въ С.-Петербурге).

თავად მეფე, როდესაც იგი გადმოსახლდა დარბეულ დედაქალაქში, იძულებული შეიქმნა განთავსებულიყო თავად ბებუთაშვილის ერთადერთ გადარჩენილ სახლში, სადაც იცხოვრა კიდეც მან თავის სიკვდილამდე, ორ მეტად პატარა ოთახში (* ჩაწერილია თავად დ. ო. ბებუთოვის სიტყვებიდან. იხ. ასევე письмо Коваленскаго Кноррингу 2-го декабря 1799 г. Т. А. К. Н.).

www.premiumi.ge




"ცეია ჰია" – რა საერთო აქვს ეტრუსკებს იბერიელებთან?


Похожее изображение

მალე ცეია ჰია  ეტნამ…

ციზ ვაკლ აისვალე, 

მალე ცეია ჰია ტრინთ

ეტნამ ციზ ალე.

მაოე ცეია ჰია ეტნამ,

ციზ ვაკლ ვიკლ ვალე,

ატაილე იტრიალე

ჰია ციზ ტრინთაშა…

ეს ეტრუსკული  ლოცვაა. მახვილ ყურს რატომ ესმის ქართული ხმები: ცელი ვლესე და ვერ გავლესე…

რატომ გვეცნობა  ეს “მალე”, “ცეია”, “აისვალე”,  “ალე”, “იტრიალე” – და რატომ გვოგნია, სვანს თუ მეგრელს, ქართლელს თუ ლაზს ვუსმენთ? რატომ ადევს ეტრუსკულ სიტყვებს ქართული ელფერი?

ეტრუსკები და იბერიელნი აპენინის მკვიდრნი იყვნენ…

…ფრესკაზე ტავერნაა, შემთვრალი ეტრუსკები ერთმანეთს გასძახიან:” ჰელლოუ, ლარგენა, დალიუს!”

–ეი, ლარგენა, დალიე!

ნუთუ, ასეა? შესაძლოა, ოცნებაც იყოს, რომელსაც საზღვარი არ აქვს… მაგრამ ვნახოთ, როგორია ეტრუსკულ–ქართველური შეხვედრები:

ეტრ. teta – დიდედა – ქართ. დედა ( მეგრ. დიდა; სვან. დი, დიდელა; ჭან. დიდა)

nene – ძიძა – ქართ. ნანა, დედა, ნენე ( აჭარულად)

papa(l) – პაპა, ბაბაუა, – ქართ. პაპა (პაპალ)

cvil  –  ბავშვი, პირმშო – ქართ. ჩვილი

calu –– მკვდართ ღმერთი – ქართ. კალ/კლ – მოკვლა

lupu – სიკვდილი – ქართ.  ლპ–ობ–ა

velta – მიწა, დედამიწა – ქართ. ველ –ველი

farfalio – პეპელა – ქართ.  ფარფალია (მეგრ.) – პეპელა, ფარფატი, ფარფალი.

Похожее изображение

ეტრუსკები თავის თავს რასენებს უწოდებდნენ, ძველი  ბერძნები კი  ტირენებად მოიხსენებდნენ. ეტრუსკებმა მაღალი ცივილიზაცია შქმნეს, დიდი წვლილი შიტანეს რომისა და იტალიის კულტურულ განვითარებაში. მცირერიცხოვანი  ერი ლათინურ–რომაულ ეთნოსის ზეგავლენის შედეგად გაქრა. რომაელები აღიარებდნენ, რომ ეტრუსკებისგან მათ მემკვიდრეობად დარჩა მრავალი შენობა –ნაგებობა რომში, ასევე თეატრები,  სამთო საქმე, რკინის და კერამიკის დამუშავების დარგის  განვითარება,  ჭაობების გაშრობის ოსტატობა, ფერწერობისა და ძერწვის ხელოვნება.

ეტრუსკები ბრწყინვალედ ფლობდნენ მედიცინას, მათ განავითარეს თერმალური წყლებით მკურნალობის ხერხები, ეწეოდნენ  კბილების  მკურნალობის და პროტეზირების პრაქტიკას.

www.premiumi.ge




ჩინური აკლდამის საიდუმლო – უცნაური სითხე და უცნობი ვირუსით გარდაცვლილი მკვლევარი


mummy0278861992 წელს ჩინეთის არმია ქ. ჩანშაში  მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებდა. ერთ-ერთ გორაკზე მესანგრეებმა გვირაბი გათხარეს და მოულოდნელად საიდუმლო ნაგებობას წააწყდნენ. 

12 მეტრის სიღრმეზე ამოტრიალებული პირამიდის ფორმის აკლდამა იყო მოწყობილი. მასში, ერთი მეორეში ჩადებული 4 სარკოფაგი იდგა. ერთ–ერთში აბრეშუმში გახვეული ქალის გვამი იყო, რომელიც არ ჰგავდა ეგვიპტის და პერუს მუმიებს. ქალის სხეული უჩვეულო ხერხით იყო შენახული – 80 ლიტრ უცნობ, მოყვითალო ფერის სითხეში იყო ჩასვენებული.  სამარხის გახსნიდან 5 წუთში ეს სუბსტანცია აორთქლდა.

აღმოჩენილი იყო ასევე აბრეშუმის  დროშები, რუკები, ასტრონომიის, ისტორიის, მედიცინის და სხვა მეცნიერების თემაზე დაწერილი  28 ტრაქტატი. სამედიცინო  წიგნებში  დაწვრილებით აღწერილია ტვინის გადანერგვის და გულის შუნტირების  ურთულესი ოპერაციები.

გვამი გახვეული იყო 20 მეტრის სიგრძის აბრეშუმის სახვევში, რომელზეც 1:180 000 მასშტაბით დატანილი იყო ჩინეთის სამი პროვინციის რუკა.  რუკა ისე გამოიყურებოდა, თითქოს მიწისზედა ორბიტიდან გადაღებული ფოტოსურათებით შეადგინეს. ის ნასას–ს თანამგზავრების მიერ შექმნილ რუკას შეადარეს და ერთი ცდომილებაც არ აღმოჩნდა.

http://earth-chronicles.ru/Publications_11/7/38f32d77030e4b3e0d798b4885075415-512x264.jpg

თუმცა ყველაზე დიდ ინტერესს ამ აღმოჩენაში წარმოადგენდა დიდგვაროვანი სინ ჩჟუის  მუმია.

უცნობი ხერხით მუმიფიცირებული სხეული შესანიშნავად იყო შენახული.  მისი წონა 35 კგ–ს შეადგენდა, სახსრები მოძრავი იყო, ხოლო კუნთები ელასტიური, კანმაც ბუნებრივი ელფერი შეინარჩუნა.  გვამის გაკვეთამ ცხადყო, რომ სისხლძარღვებში სისხლი იყო შერჩენილი, ხოლო  შინაგანი ორგანოები ისე იყო შენახული, თითქოს ქალი სულ რამოდენიმე კვრის წინ გარდაიცვალა. გვამზე დანის არც ერთი ნაკაწრი არ იყო. სამარხი 5 ტონა ნახშირით, ზემოდან კი თიხის ერთმეტრიანი ფენით იყო დაფარული. მიწის ზემოთ, კი აკლდამის თავზე 15 მეტრიანი ყორღანი იყო აღმართული. ნახშირი წვიმის წყლის შთანთქვის მიზნით გამოიყენეს.

загадочного саркофага Синь Чжуй
სინ ჩჟუის აღდგენილი გარეგნობა (სამუზეუმო ექსპონატი)

სპეციალისტების შეფასებით, სინ ჩჟუი ჰანის დინასტიის შეძლებული დიდგვაროვანია, რომელიც ძვ. წ. ა. 160 წელს, დაახლოებით 50 წლის ასაკში გარადიცვალა.

ამჟამად  მუმია ინახება ქ. ჩანშას ისტორიულ მუზეუმში. ჩინელი პრინცესის  მუმიფიცირების ხერხი საოცრად ჰგავს ტისულის პრინცესის სამარხის მოწყობის ტიპს. აღმოჩენიდან 30 წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა უცნაური აკლდამის საიდუმლო  მეცნიერებმა დღემდე ვერ ამოხსნეს.

აღსანიშანვია, რომ ჩინელი მეცნიერი ვუ ლინ ჟუ, რომელიც სინ ჩჟუის მუმიას სწავლობდა, კვლევის შემდეგ მძიმედ დაავადდა და ერთ კვირაში უცნობი სენისგან გარდაიცვალა. ამ დაავადების სიმპტომები  ძალიან ჰგავდა ატიპიური პნევმონიის სიმპტომებს…

www.premiumi.ge

 

 

 

 

 




შუმერული ცივილიზაცია კლიმატის ცვლილებამ გაანადგურა


Картинки по запросу шумерыოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ  ძველი უმსხვილესი შუმერული ცივილიზაციის გაქრობის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა.

მანამდე სპეციალისტებს რამოდენიმე ვერსია ჰქონდათ – ზოგს მიაჩნდა, რომ შუმერები მესოპოტამიის დიდგვაროვნებმა გაანადგურეს, რომლებიც ხელისუფლების ცნტრალიზაციით იყვნენ უკმაყოფილოები. ზოგი მეცნიერი კი თვლიდა, რომ ცივილიზაციას მომთაბარე ტომების შემოსევამ მოუღო ბოლო. ახლა კი კლიმატოლოგებმა ჩრდილოეთ ირანში მდებარე გამოქვაბული გოლ–ი–ზარადი და მასში არსებული სტალაქტიტები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ გვალვამ და მტვრის ქარბუქებმა შუმერებს წყლის ყველა მარაგი გაუნადგურეს.

 “დიდი ხანია არსებობდა ვარაუდი, რომ იმ პერიოდში კლიმატური კატასტროფა მოხდა, რომელმაც ერთდროულად გაანადგურა არა მხოლოდ შუმერული, არამედ ძველი ინდური და ეგვიპტური ცივილიზაციები.” – განმარტა ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერმა სტეისი ქეროლინმა.

დაახლოებით 4,26 ათასი წლის წინ სტალაქტიტების ზრდა მკვეთრად შენელდა, რაც ნალექის დონის უეცარ შემცირებაზე მეტყველებს. გვალვამ 300 წელზე მეტ ხანს გასტანა. ამასთან, სტალაქტიტების ქიმიური შემადგენლობა იმ რეგიონში ხშირად მძვინვარე მტვრის ქარბუქებზე მიგვითითებს.

შუმერულმა ცივილიზაციამ 4200 წლის წინ უეცრად შეწყვიტა არსებობა. მეცნიერები დღემდე სწავლობენ შუმერების წარმომავლობას და მათი ენის ნათესავურ კავშირებს. ეს საკითხი დიდ ისტორიულ პრობლემას წარმოადგენს.

 




უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსს რესტავრაცია უტარდება


უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოების თითქმის მთლიანი გეგმა უკვე შესრულებულია.

კომპლექსი გაწმენდილია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნაყარი მიწის ფენისაგან. ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს ციტადელის ტერიტორიაზე. პროექტი ითვალისწინებს მისი ცალკეული არქიტექტურული სეგმენტების კონსერვაციასა და ინფრასტრუქტურული კვანძების მოწყობასაც.

ციხე-ქალაქის ციტადელზე ვიზიტორებისთვის მოაჯირები და გადასახედებია დამონტაჟებული. სამუშაოების პროცესში, მიწის სქელი ფენის მოშორების შემდეგ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი კულტურული ფენები. მარნის, წყლის ავზისა და საცხოვრებელი დანიშნულების ოთახები.

მასშტაბური სამუშაოები ძეგლზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის სამუშაო ვერსია სამწლიანია. პირველადი სამუშაოებისთვის დახარჯულია ნახევარი მილიონი ლარი.

ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი საშუალოვადიანია და ის სავარაუდოდ, 2022 წლისთვის დასრულდება.

კომპლექსზე ფიზიკურ სამუშაოებს შპს „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციის ცენტრი“ ახორციელებს.

უჯარმა ისტორიული ცნობების მიხედვით III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა და იმ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ძირითადად მეფე ვახტანგ გორგასალის სახელთანაა დაკავშირებული. არქიტექტურული კომპლექსი რთულ რელიეფზე 3 ჰა. ფართობზეა გაშენებული. ის ორი ძირითადი ნაწილისგან – ციტადელისა (ზედა ანუ დედაციხე) და ქვედა ციხისაგან შედგება. ციტადელი მეფეთა სასახლეს, ჯვარპატიოსნის სახელობის კარის მცირე ეკლესიას, მარანსა და წყალსაცავს აერთიანებს და ოთხკუთხა მასიური კედლების მქონე გალავნითაა შემოსაზღვრული. გალავნის კედლებზე სიმეტრიული დაშორებითაა განთავსებული სწორკუთხა კოშკები. ციხე-ქალაქი ძლიერ დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ქვედა ციხეს თითქმის თავდაპირველი, აუთენტური იერსახე აქვს შენარჩუნებული.




ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს


ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე ადგილობრივმა მცხოვრებმა მღვიმე აღმოაჩინა. ამის შესახებ “პირველი არხის” ჟურნალისტი იუწყება.

როგორც მღვიმის აღმომჩენი ვახტანგ სიხარულიძე ამბობს, წლების წინ, იქ ქვის კარიერი იყო და აფეთქებების შედეგად დარბაზები დაზიანდა.

მღვიმე უკვე დაათვალიერეს სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმა. სპეციალისტების შეფასებით, მღვიმე სავარაუდოდ 30-50 ათასი წლის წინანდელია.

სპეციალისტებმა შიდა სივრცის აღწერა დაიწყეს. მათი თქმით, მღვიმე უნიკალურია.

„მღვიმე უნიკალურია და რაც დავათვალიერეთ, სულ ორი დარბაზია, მათი სიგრძე 80 მეტრია. სამწუხაროდ, აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიკული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს. ეს პირველია და სწორედ ეს სძენს მღვიმეს უნიკალურობას“, – ამბობს ვალერი ბარბაქაძე.

მისივე თქმით, მღვიმე ქვედა ცარცული პერიოდისაა და 30-50 ათასი წლის წინანდელი უნდა იყოს.




სათხის ეკლესიის კანკელის ამ დრომდე მიუკვლეველი რვა ფრაგმენტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა


სათხის ეკლესიის კანკელის ამ დრომდე მიუკვლეველი რვა ფრაგმენტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა.

რვა ფრაგმენტი, რომელიც სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა, დღეიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ ექსპონატებს შეემატება და დროთა განმავლობაში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ XX საუკუნის დასაწყისში ბოლნისიდან თბილისში ჩამოტანილ კანკელთან კონსოლიდირდება.

ქვის ორნამენტიანი ნატეხები სათხის კანკელის ზედა მარჯვენა ნაწილის ფრაგმენტებია, რომელზეც ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი.

პატარა წარწერიან ფრაგმენტზე მითითებული ქორონიკონი (1171 წ.) საზღვრავს და საბოლოოდ აზუსტებს ქვემო ქართლის ეკლესიებისა და მათი კანკელების მთელი ჯგუფის ქრონოლოგიას და გვაუწყებს, რომ ამ ეკლესიათა წარწერებში მოხსენიებული მეფე გიორგი, რომელსაც აქამდე მეფე ლაშა-გიორგისთან იყო გაიგივებული, სინამდვილეში მეფე გიორგი მესამეა.

ახლადმიკვლეული ფრაგმენტის ხელოვნების მუზეუმში დაცულ კანკელთან იდენტიფიცირება ხელოვნებათმცოდნეების – გიორგი გაგოშიძისა და თამაზ გოგოლაძის მიერ განხორციელდა, რომლებიც ამ დასკვნამდე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მივიდნენ.

კანკელის ახლადაღმოჩენილ ფრაგმენტზე იკითხება შემდეგი ტექსტი: “[ქ](რონი)კ(ო)ნი იყო ტჟა (1171 წ.)”

ფრაგმენტის ტექსტი თამაზ გოგოლაძემ წაიკითხა, მასზე მითითებული თარიღი კი ხელოვნებათმცდონეთემურ ჯოჯუას მიერ დაზუსტდა.

სათხის სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროცესი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „საყდრისის კომიტეტის“ წევრების ერთობლივი ინიციატივით მე-5 თვეა მიმდინარეობს. პროექტი სააგენტოს ორგანიზებითა და კომპანია „RMG GOLD“-ის დაფინანსებით მიმდინარეობს და ის საქართველოს საპატრიარქოს ოთხ ეპარქიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია „RMG“-ს შორის გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

სათხის სამონასტრო კომპლექსთან ერთად, 2017 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის 7 უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის 4 წლიან პროგრამას მოიცავს და მილიონ 700 ათასი ლარის გამოყოფას გულისხმობს.

არქიტექტორ-რესტავრატორ გოგოთურ მისრიაშვილის საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე V-X სააუკუნეებისდროინდელი ტაძარი ისტორიულ სახეს აღიდგენს. საველე-არქეოლოგიურ სამუშაოები არქეოლოგების ლალი ახალაიასა და გურამ ყიფიანის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს. სამონასტრო კომპლექსზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი კომპანია „ბაგინეთი +“ ახორციელებს.

1tv.ge




შემორჩნენ თუ არა სომხეთის ტერიტორიაზე ბანჯგვლიანი დემონი–მონსტრები?


Картинки по запросу мохнатые монстры из древних летописейIX ს–ში ვინმე დიონისემ ტელ–მახრედან შექმნა მატიანე, რომლის შინაარსი მეცნიერებს ბოლომდე დღემდეც ვერ ამოუხსნიათ. ამჟამად ეს ხლენაწერი ვატიკანის ბიბლიოთეკაში ინახება, მისი 6 ფურცელი კი– ბრიტანულ ბიბლიოთეკაში. მასში მოთხრობილია მოვლენები დაწყებული სამყაროს შექმნიდან ჩვ. წ.ა. 774 წლამდე; ბოლოს კი საკმაოდ საგულისხმო ამბავია აღწერილი.

„ჩვენი წელთაღრიცხვის 774 წელს ბიზანტიის იმეპრატორ ლეონ IV გამეფებამდე ქვეყანაში შავი ჭირი მძვინვარებდა, მას შემდეგ კი გამოჩნდნენ საზარელი მხეცები, რომლებსაც არავის და არაფრის ეშინოდათ. არავის გაურბოდნენ და მრავალი ადამიანი მოკლეს. გარეგნულად მგლებს ჰგავდნენ, პატარა, ვიწრო დრუნჩებით, გრძელი ყურებით, ხოლო ზურგის ტყავი ღორისას მიუგავდათ.

ამ უცნაურმა ცხოველებმა ხოხის მახლობლად, აბდინის კლდის უბანში მცხოვრებ მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენეს. ზოგიერთ სოფელში ასზე მეტი ადამიანი შეჭამეს, სხვა სოფლებში – ოცი, ორმოცი, ორმოცდაათი. ადამიანების არ ეშინოდათ, ამიტომაც მათ ვერ უმკლავდებოდნენ. თუ მათ ესროდნენ, თავს ესხმოდნენ და ნაფლეტებად აქცევდნენ თვადამსხმელს. მონსტრები შემოღობილ ეზოებსა და სახლებში აღწევდნენ, ბავშვებს იჭერდნენ და თავისკენ მიათრევდნენ; შეწინააღმდეგებას ვერავინ ბედავდა. ღამ–ღამობით ისინი ტერასებზე ადიოდნენ, საწოლებიდან მძინარე ბავშვებს იპარავდნენ და შეუფერხებლად ტოვებდნენ ტეროტორიას. მათ დანახვაზე ძაღლებს ყეფვისაც კი ეშინოდათ.

ამის გამო ხალხს ქუჩაში გავლა ჯგუფურადაც ეშინოდათ. საზარელმა მონსტრებმა მთლიანად გაანადგურეს რქოსანი პირუტყვი, რადგან ფარაზე თავდასხმისას თითოეულ მონსტრს რამოდენიმე საქონელი მიჰყავდა. Похожее изображение
მონსტრებმა დატოვეს ეს მიწები და ერზენენში გადაიხვეწნენ ( რაიონი სამხრეთ სომხეთში, ასურეთის საზღვართან), სადაც ყველა სოფელი გააჩანაგეს. ასევე დააცარიელეს ქვეყანა მეიფერკი და მთა კაქაის მიმდებარე ტერიტორიები, ასევე დიდი ზარალი მიაყენეს ამიდას ( რომის კოლონია მესოპოტამიაში)“.

აქ ხელნაწერს რამოდენიმე გვერდი აკლია. მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ დიონისემ ტელ–მახრედან საოცარი ზღპარი შეთხზა. კამათობდნენ ასევე იმის შესახებ, თუ რას გულისხმობდა მონსტრების აღწერა – ,,ჰქონდათ მათ ზურგზე თევზის ფარფლის მაგვარი ფაფარი თუ გრძელი ბალანი, როგორც გარეულ ტახს”.

მრავალი ძველი ქრონიკა შეიცავს მოთხრობებს დემონების შესახებ, რომლებიც თითქმის არსაიდან ჩნდებოდნენ, რათა გაეტაცათ ან გადაესანსლათ მსხვერპლი. ამ დემონებს ხშირად აღწერენ როგორც „შავ არსებებს სიბნელეში მანათობელი თვალებით და ეშმაკეული მზერით.“ საგულისხმოა, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს მონსტრები ძლიერი ჭექა–ქუხილის დროს ჩნდებოდნენ.

აბატმა რალფმა, ინგლისში ესექსის საგრაფოს ქ. კოგეშელში მდებარე მონასტრის წინამძღვარმა საკუთარ „ქრონიკებში“ აღწერა გრიგალი, რომელიც 1205 წლის ივნისში, წმ. იოანე ნათლისმცემლის დღეს ამოვარდა და ქალაქში თითქმის ყველაფერი დაანგრია:

„იოანე ნათლისმეცემლის წმინდა ღამეს მთელ ინგლისში ქარიშხალი მძვინვარებდა, ქუხდა და უწყვეტად ასხამდა წვიმა. კენტის საგრაფოში, ქ. მეიდსტოუნის მახლობლად მეხმა უცნაური მონსტრი მოკლა… ამ ურჩხულს უცნობი არსების თავი ჰქონდა, ადამიანის მუცელი, ხოლო სხეულის სხვა ნაწილები სხვადსხვა ცხოველის. მისი შავი გვამი ძალიან დამწვარა და ყარდა; ცოტა ვინმემ თუ შეძლო მასთან მიახლოება.“ Кто истребил древних монстров

აბატმა რალფმა კიდევ ერთი შემთხვევა აღწერა, რომელიც 1905 წლის 29 ივლისს, ასევე ჭექა–ქუხილის დროს მოხდა:

„მთელ ინგლისში მძვინვარებდა ქარიშხალი, საზარლად ქუხდა, ელავდა – ბევრს ეგონა, რომ საშინელი სამსჯავროს დღე მოვიდა. დილით რამოდენიმე ადგილას უცნაური მონსტრის ნაკვალევი იპოვეს, მისი დიდი ტერფი ბოლოსკენ ვიწროვდებოდა. მსგავსი რამ არავის არასდროს უნახავს. მოქალაქეები ამტკიცებდნენ, რომ ეს გიგანტური მონსტრების ნაკვალევი იყო.“

ტუდორების ეპოქის ისტორიკოსმა ჯონ სტოუმ შემდეგი ინციდენტი აღწერა, რომელიც დახლოებით 1538 წელს ლონდონში, კორნხილის ქუჩაზე მდებარე წმ. მიქაელის ტაძარში მოხდა.

„როდესაც მნათეები სამრეკლოში ზარებს რეკავდნენ, რათა ეშმაკები განედევნათ, სამხრეთის ფანჯრიდან მათთან ადამიანის მსგავსი საზარელი არსება შევიდა და ჩრდილოეთის მხრის ფანჯრიდან გავიდა. შიშიგან მორჩილები ძირს დაეცნენ და გარკვეული დრო უგონოდ იყვნენ.“

მთარგმნელებმა და ისტორიკოსებმა სტოუს მონათხრობი სკეპტიკურად აღიქვეს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ დროს ზარების რეკვა ბოროტი ძალების სახლებიდან განდევნისთვის ჩვეული ამბავი იყო.

როდესაც იმპერატორმა კარლოს დიდმა ყველა მეზობელი ქვეყანა დაიმორჩილა, მკაცრი კანონები შემოიღო, რათა დემონებს მოსავალი ვეღარ დაეზიანებინათ; მონასტრებში ისმოდა აბატების აღგზნებული სიტყვა ტყის კაცებზე, რომლებიც კეთილ ბერებს იტაცებდნენ და ბოროტის ნაშიერებს სასტიკ სიკვდილს უქადოდნენ.

840 წელს ლიონის მთავარეპისკოპოსმა აგობარდმა აღწერა ამბავი სამი დემონის შესახებ, რომლებსაც ჯერ სამი დღე ქალაქში ბორკილებით დაატარებდნენ, შემდეგ კი ქვებით ჩაქოლეს. თავის მანუსკრიპტში „ანგლოსაქსური ცრურწმენების დაგმობის შესახებ“, რომელიც ლათინურად დაწერა, მთავარეპისკოპოსი ისე ლაღად მოიხსენიებს მთებში მცხოვრებ ბოროტ დემონებს, რომ მონათხრობში მათი აღწერაც არ ჩართო.

როგორც წესი, წარსულის ამბებს ჩვენ თანამედროვე ცხოვრების ჭრილში განვიხილავთ; ჩვენი აზროვნება და ქმედებები დღევანდელი სამყაროთი განისაზღვრება, ამიტომ ყოველთვის ვერ ვახერხებთ იმ ეპოქის გარემოს აღქმას, რომელსაც განვიხილავთ.

earth-chronicles.ru




შოტლანდიაში ვიკინგების საჭადრაკო დაფა იპოვეს


შოტლანდიის ჩრდილოეთ – აღმოსავლეთ ნაწილში არქეოლოგებმა ჭადრაკის მსგავსი სკანდინავური სამაგიდო თამაშის ჰნეფტაფლის დაფა იპოვეს. არტეფაქტი დირსის საბაატოში მიმდინარე არქეოლოგიური გათზრების დროს აღმოაჩინეს. 

დირსის სააბატო 1219 წელს დაარსდა და XVI საუკუნემდე იარსება, შემდეგ კი  ადგილობრივი ლორდის დაქვემდებარებაში გადავიდა.  ამ სააბატოში შეიქმნა ერთ–ერთი უძველესი შოტლანდიური ხელნაწერი –” დირსის წიგნი”, რომელშიც შედის  ლათინურ, ძველირალნდიურ და გალიურ ენებზე თარგმნილი სახარება. ამჟამად ხელნაწერი კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება.

სააბატოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 2008 წლიდან მიმდინარეობს. ცოტა ხნით ადრე აქ   XII-XIII ს.ს –ის  ქვით მოპირკეთებული ბუხრის ნანგრევები და რამოდენიმე თიხის ქოთანია ღმოაჩინეს. ვიკინგების ნივთის აღმოჩენა  არქეოლოგებისთვის  მართლაც მოულოდნელი იყო  – ჰნეფტაფლი უძველესი სკანდინავური თამაშია, ყველაზე ადრეული ინფორმაია მის შესახებ III საუკუნეში გვხდება. შემდგომში ვიკინგებმა ეს თამაში ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაავრცელეს. მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, თუ რომელ საუკუნეს მიეკუთვნება ეს სათამაშო დაფა.

 The Scotsman