ამერიკელმა 10 წუთში 72 ჰოთ–დოგი შეჭამა


ამერიკელმა ჯოუი ჩესტნატმა (Joey Chestnut) ახალი რეკორდი დაამყარა. ჰოთ–დოგების ჭამის ყოველწლიურ ჩემპიონატზე Nathan’s Annual Famous International Hot Dog Eating Contest მან 10 წუთში 72  სოსისიანი ფუნთუშა შეჭამა. 33 წლის ჯოუი ჩესტნატისთვის ეს რიგით მეათე გამარჯვებაა. გასულ წელს მამაკაცმა 70 ჰოთ–დოგი მიირთვა.

ქალებს შორის გამარჯვებული მიკი სუდო (Miki Sudo) გახდა. 20 წლის გოგონა ამ ჩემპიონატზე უკვე მეოთხედ იმარჯვებს. წელს 10 წუთში  მან 41 ჰოთ–დოგი შეჭამა. გამარჯვებულებმა ჯილდოს სახით $ 10 000 მიიღეს. ჩემპიონატის სპონოსრი კომპანია Nathan’s Famous–ია, რომელსაც ამერიკაში რესტორნების ქსელი აქვს. სწრაფი კვების ობიექტში მთავარ კერძს ჰოთ–დოგი წარმოადგენს.

https://www.youtube.com/watch?v=PIq-iiwVeBs




"ღამის მოგზაურობა" – გავარვარებული ლავის ულამაზესი კადრები (ვიდეო)


ვულკანი კილაუეა ჰავაის კუნძულებზე მდებარეობს, უფრო ზუსტად კი  ჰავაის ყველაზე მსხვილ კუნძულზე.  მისი სიმაღლე 1200 მეტრს აჭარბებს. ბოლოს ვულკანის  ამოფრქვევა 35 წლის წინ, 1983 წელს მოხდა.  

ვიდეოზე ასახულია უნიკალური მომენტები, როდესაც გავარვარებული ლავა ვულკანიდან გადმოიღვრება და გასაოცარ სილამაზეს ქმნის. ვიდეოს ავტორებმა მას ” ღამის მოგზაურობა” უწოდეს.




სტოგჰოლმში ახალი Skoda Karoq‍ –ის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)


სტოგჰოლმში, საგანგებო ღონისძიების ფარგლებში,  კომპანია Skoda –მ ახალი კომპაქტური კროსოვერის ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. გარეგნულად Karoq– ი უკვე  ცნობილ Kodiaq–ს ჰგავს. თუმცა ფუნქციონალურად ბევრი სიახლე გააჩნია.

კროსოვერი 5 განსხვავებული  ( 3 დიზელისა და 2 ბენზინის ) ძრავით არის დაკომპლექტებული. საბარგულის მოცულობა 588 ლ შეადგენს,ხოლო დაკეცილი სკამების შემთხვევაში – 1630 ლ.

ელექტრონული სისტემა ავტომატურად ჩართავს სპორტულ რეჟიმს, თუ მანქანა გარკვეული დროის განმავლობაში დინამიურად იმოძრავებს და მოსახვევებს გაივლის. ავტომობილს სხვა განახლებული ფუნქციებიც გააჩნია : საგზაო ნიშნების, ღერძულა ხაზის ამოცნობა, საბარგულის უკონტაქტო გაღება, ადაპტირებული კრუიზ–კონტროლი და სხვა.

Karoq– ი გაყიდვა 2017 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

 

 




ფუტკრება ლონდონის ცენტრში ქაოსი გამოიწვიეს (ვიდეო)


ლონდონის ცენტრში უეცრად გამოჩენილმა ფუტკრების გიგანტურმა  ნაყარმა ქუჩაში  ქაოსი შექმნა.

გრინვიჩ–სტრიტზე შეჩერდა სატრანსპორტო მოძრაობა, ხოლო გამვლელები პანიკაში გარბოდნენ. ფუტკრის ნაყარი შუქნიშნებს დასტრიალებდა, მწერები ადამიანებს, მათ თმასა და ტანსაცმელში ეხვეოდნენ. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქუჩაში აუტანელი ზუზუნი იდგა. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ზოგიერთმა გამვლელმა იქ გაჩერება და ინციდენტის ვიდეოზე ასახვაც გაბედა.

ვითარება მხოლოდ საღამოსთვის მოწესრიგდა, მას შემდეგ, რაც ერთერთმა ადგილობრივმა მეფუტკრემ  სკები მოიტანა და ფუტკრების უმეტესბა მათში მოთავსდა. მეცნიერების ვარაუდით, ველური ფუტკრები გრინვიჩ–პარკიდან მოფრინდნენ.

https://www.youtube.com/watch?v=G3JPQ4B7PuQ




ჩინელ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში მეხი დაეცა


Ведущего прогноза погоды в прямом эфире ударила молнияჩინელ ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში მეხი დაეცა. ინციდენტი ქალაქ დალიანში მაშინ მოხდა, როცა ამინდის წამყვანი პირდაპირ ეთერში ქუჩიდან ერთვებოდა.

ტელეკომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, წამყვანი გადარჩა, რადგან მეხი მის ქოლგას დაეცა. ჟურნალისტს ხელზე მცირე დამწვრობები აღენიშნება. კადრში ჩანს, თუ როგორ დაეცა მეხი ჟურნალისტს და მან ქოლგა გაუშვა ხელიდან. ” მე ყვითელი ნაპრწკლები დავინახე, რომლებიც ხელიდან გამვარდა და ხელი დამიბუჟდა” – განაცხადა ჟურნალისტმა ლუ სიაოდუნმა.

 

China Morning Post




როგორი იქნება სამყარო 2050 წელს – ფანტასტიური ტექნოლოგიები (ვიდეო)


Картинки по запросу будущееდღევანდელი ტექნოლოგიური მიღწევების საფუძველზე მეცნიერები მომავლის სურათის  შედგენას ცდილობენ. მაგალითად, “სამსუნგის” კონცეპციით   ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სენსორული ეკრანებით   იქნება  გაჯერებული – სკოლებში  ქაღალდის საღელმძღვანელობსა  და ცარცის დაფებს ინტერაქტიული ეკრანები   ჩაანაცვლებენ.

სახლში მოთავსებული მოქნილი ეკრანები დაგვეხმარებიან საჭირო პროდუქტის შეძენა–შერჩევაში, მათი საშუალებით დავუკავშირდებით ახლობლებს, ჩავატარებთ საქმიან შეხვედრებს და. ა.შ.

ხოლო კომპანია „გუგლში“  მომავლის აუცილებელ ატრიბუტად არასტანდარტული ტრანსპორტის სახეობები მიაჩნიათ. „გუგლი“ დიდი ხანია წარმატებით მუშაობს უპილოტო ავტომობილებზე,  რობოტიზირებულ კურიერებზე, დრონებზე და .ა.შ.

ჩინეთში კი  უკვე გამოსცადეს მსოფლიოში პირველი უჩვეულო ავტობუსი–პორტალი, რომელიც  ლიანდაგებზე დადის, ისე რომ,   მის  ქვეშ სხვა მანქანებს თავისუფლად შეუძლია მოძრაობა, ხოლო სალონში  ერთდროულად   300–მდე მგზავრის  მოთავსებაა შესაძლებელი.

ზოგიერთის აზრით  2050  წლისთვის ჩვენი სამყარო იმ დონეზე იქნება განვითარებული, როგორც ამ ვიდეორგოლშია აღბეჭდილი.

 

https://youtu.be/XTi45GDyKV0




სევდიანი ზღვის გოჭი ცხოვრების ამოებაზე დაფიქრდა...


სანამ მეგობარი გულიანად შეექცევა ნუგბარს, მეორე ზღვის გოჭს უეცრად მადა გაუქრა და, როგორც ჩანს,  ფიქრმა გაიტაცა . უცნობია, თუ რა სერიოზულ საკითხებზე დაიწყო ფიქრი, თუმცა სევდამ მას ძალზე საყვარელი გამომეტყველება მიანიჭა.

ზღვის გოჭი (ლათ. Cavia porcellus), გვინეური ზღვის გოჭი, ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი უკუდო სხეული 35 სმ აღწევს.  ცხოვრობს პერუს მთისწინების ღია ადგილებში. ბინადრობს სოროებში პატარ-პატარა ჯგუფებად.  ზღვის გოჭი (ან მისი ახლობელი სახეობა) სახორცედ მოაშინაურეს ინკებმა. ევროპაში შემოყვანილია XVI საუკუნეში. ზღვის გოჭს იყენებენ ბიოლოგიასა და მედიცინაში ფიზიოლოგიური, იმუნოლოგიური და სხვა ცდებისათვის. 

ზღვის გოჭი – კარგი შინაური ცხოველია, დამჯერი და კეთილი. შეიძლება ზღვის გოჭის გაწვრთნა რომ მის სახელის დაძახებაზე პასუხი გაგცეთ (ჭყვიტინით). უყვართ ხელზე ჯდომა. ზღვის გოჭები საშუალოდ ცოცხლობენ 7-8 წელი, ზოგჯერ კი 15 წელიც კი.

https://youtu.be/k9CdJvWlTKU




წითელი კრაბების მიგრაცია


 ინდოეთის ოკეანეში მდებარე შობის კუნძულს დეკემბრის ბოლოს წითელი კრაბების პოპულაცია თითქმის მთლიანად იკავებს. გამრავლების სეზონის დაწყებისთანავე მილიონობით კრაბი ავსტრალიის ტყეებიდან მიგრირებს და 18 დღის განმავლობაში შობის კუნძულს აღწევს. საგანგებოდ ამ პერიოდისთვსის ადგილობრივი მოსახლეობა სპეციალურ ხიდებს აგებს და გზებს კეტავს, რათა კრაბებს მოგზაურობაში ხელი არაფერმა შეუშალოს.

https://youtu.be/UWmBRa-A5UU

მიგრაციის პირველ ტალღას მამრები უდგებიან სათავეში, მათ კი შემდეგ მდერი კრაბებიც უერთდებიან. მდედრები კვერცხებს სანაპიროს ქვიშაში მოწყობილ სოროში ისე დებენ, რომ 12–13 დღის შემდეგ ისინი  ოკეანეს ტალღებმა წაიღონ. წყალში მოხვედრისთანავე კვერცხიდან პატარა კრაბები იჩეკებიან, ერთი თვის შემდეგ კი ნორჩი კრაბები სანაპიროზე ჯგუფებად იკრიბებიან და კუნძულის შუაგულისკენ  მიემართებიან. ცხრა დღის შემდეგ ისინი სასურველ ადგილებს აღწევენ, სადაც სამ წელიწადს  კლდეებსა, ბალახსა და ბუჩქებში გაატარებენ.




პანდები VS დამლაგებელი (ვიდეო)


 

მოუსვენარი და ცელქი პანდები ზოოპარკის თანმაშრომელს ტერიტორიის დალაგების საშუალებას არ აძლევენ. მათ მაინც და მაინც ის ნივთი უნდათ, რომელიც  მას უკავია ხელში. 

ჩინეთში პანდა განსაკუთრებული   დაცვის ქვეშ იმყოფება. 1984 წიდან ჩინეთი შეწყვიტა პანდების გაჩუქება, სხვა ქვეყნებში მათ ახლა მხოლოდ 10 წლიანი იჯარის პირობით აგზავნიან. წლიური გადასახადი $ 1 000 000 შეადგენს. ამის გარდა, ხელშეკრულების თანახმად, იჯარის პერიოდში  დაბადებული ყველა ბელი ჩინეთის საკუთრებას წარმოადგენს.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=9h3ZOnsLIjE&t=7s

 




ჰასკის ამაყი და ჯიუტი ლეკვი (ვიდეო)


ჰასკის ამაყი, მაგრამ ჯიუტი ლეკვი მცირე სიმაღლის დაძლევას ვერ ახერხებს, თუმცა დახმარებაზეც უარს ამბობს და სირთულის გადალახვას საკუთარი ძალებით ცდილობს…