ბალიზე უცნაური არსება დააფიქსირეს (ვიდეო)


ინდონეზიის ერთერთი კუნძულის, ბალის მახლობლად მყინთავი ტურისტი წყალქვეშ უცნაურ არსებას წააწყდა.  უჩვეულო არსებას, რომელიც მან ვიდოეზე აღბეჭდა, ათზე მეტი კიდური აქვს. კიდურებზე კი  მომრგვალო წანაზარდებია. ბურთისებრი თავი ნახევრადგამჭირვალეა და უზარმაზარ ზომებამდე შუძლია  გადიდება. ხოლო თავის ორივე მხრიდან, როგორც ჩანს, თვალები აქვს განლაგებული. უჩვეულო თავის ბოლოში მას ბასრი კბილებით აღჭურვილი პირი აქვს. მეცნიერებს ჯერ არანაირი პასუხი ან ვარაუდი არ გააჩნიათ.

https://www.youtube.com/watch?v=bX9JJOks3MQ




2017 წელს მფრინავ ავტომობილს გამოუშვებენ (ვიდეო)


 მისი ფასი  სავარაუდოდ   200 000 ევროზე ნაკლები არ იქნება.  მანქანას სპორტკარისა და მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის  ტექნოლოგიურ ბაზაზე დაამზადებენ,  მას ბენზინზე მომუშავე  100 ცხენის ძალის  ძრავა Rotax 192 ექნება.  ტრასაზე მანქანა  160 კმ/ს  განავითარებს, ხოლო ასაფრენად   მხოლოდ 300 მეტრიანი სწორი  მონაკვეთი დასჭირდება.
  საწვავს მფრინავი ავტომობილი ბევრს არ  მოიხმარს  – 10 კილომეტრზე მხოლოდ  15 ლიტრი არის საჭირო. ხოლო ფრენის სიშორე 7000 კილომეტრს შეადგენს.  მფრინავი ავტომობილის სამართავად არა მხოლოდ ავტომობილის მართვის მოწმობა, არამედ პილოტის ლიცენზიაც იქნება საჭირო.




ასეთი ცა საქართველოში ჯერ არ გინახავთ!


“რა ხდება, როდესაც თქვენ გძინავთ”  – ასთი სიტყვებით მიმართავს მკითხველს დიმიტრი გოდერძიშვილი და ულამაზეს ორწუთიან ვიდეორგოლს აქვეყნებს, სადა  საქართველოს 10 სხვადასხვა ლოკაციიდან, 7 თვის განმავლობაში გადაღებული დაახლოებით 4000 კადრია გაერთიანებული . ასეთი ცა საქართველოში ჯერ არ გინახავთ!

 

https://youtu.be/fhGOM2RoWrY

 

 




ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ფლამინგო ესტუმრა


საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე განათავსა  ვიდეორგოლი, სადაც ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე  შემოფრენილი ფლამინგოა აღბეჭდილი.

ფლამინგოს გუნდის მიგრაციის მოწმენი გახდნენ ეროვნული პარკის თანამშრომლები და სტუმრები.

რეინჯერებს ფლამინგოები ადრეც შეუნიშნავთ, მაგრამ ეს უჩვეულო ფრინველები ძალზე უფრთხიან ადამიანთან კონტაქტს, სავარაუდოდ, ამიტომაც დღემდე არავის საქართველოში არ აღუბეჭდავს ისინი ფოტო ან ვიდეოფირზე.

რეინჯერების თქმით, ვიდოერგოლზე  ფრინველს რუხი ფერის შეფერილობა  მცირე ასაკის გამო აქვს – ვარდისფერი  ბუმბული მხოლოდ ზრდასრულ ფრინველებს ახასიათებს.

ჯავახეთისა და კოლხეთის დაცული ტერიტორიებზე გადის ფრინველთა მიგრაციის ერთერთი მნიშვნელოვანი დერეფანი, მათ განსაკუთრებით იზიდავს ხანჩალის ტბა – მსოფლიოში ერთერთი ყველაზე თბილი და პატარა ტბა. მისი სიღრმე 80 სმ შეადგენს, ხოლო ანკარა წყალი ფრინველებს თევზების დაჭერაში უწყობს ხელს.




ქუსლიანი ფეხსაცმლის ევოლუცია 100 წლის მანძილზე (ვიდეო)


კომპანია Mode–მა სამწუთიანი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც ასახულია, თუ როგორ იცვლებოდა მოდა ქუსლიან ფეხსაცმელზე 100 წლის მანძილზე. კლიპში ჩანს, თუ რაოდენ განსხვავებული გემოვნება ჰქონდა სხვადასხვა თაობის მანდილოსნებს.

https://www.youtube.com/watch?v=zTShDK_vdi0




საოცარი კადრები: რუმინელი ბერები ზარების მაგივრად ფიცარს იყენებენ (ვიდეო)


რუმინეთის მართლმადიდებლურ  მონასტერში  პეტრუ ვოდე  ბერები ზარების მაგივრად ჩვეულებრივ ფიცარს იყენებენ.  სპეციალური ჩაქუჩების წყალობით  უბრალო ფიცარი საოცარ ხმებს გამოსცემს, ბერები უმაღლეს დონეზე ფლობენ ამ უნიკალურ ხელოვნებას.

https://www.youtube.com/watch?v=44gggoAk3XY




ჩინელი გლეხი ქალი ვირტუოზულად ფლობს ნუნჩაკს (ვიდეო)


ჩინეთის პროვინცია ფუძიანის ერთერთი სოფლის  ქალბატონები ვირტუოზუად ხმარობენ ნუნჩაკს – ცივი იარაღის სახეობას, რომელიც რკინის ჯაჭვით გადაბმულ ორ მოკლე კეტს წარმოადგენს.  გლეხი მანდილოსნების საბრძოლო ხელოვნების ამსახველი ვიდეორგოლი CCTV News–მა “ფეისბუკის” გვერდზე გუშინ  გამოაქვეყნა, რომელიც უკვე ათასობით ადამიანმა ნახა.

სოფლის მანდილოსნებს  ქალბატონი ლეი (სრული სახელი არ საჯაროვდება)  წვრთნის, კადრში ჩანს, თუ რაოდენ  ვირტუოზულად ფლობს საბრძოლო  ხერხებს, მაგალითად თვალებახვეული უშეცდომოდ აგდებს  ასისტენტის თავზე დადებულ ვაშლს.

 

https://www.youtube.com/watch?v=NdUFo6HKSbI




ჩინეთში პირველი ავტობუსი–პორტალი გატესტეს (ფოტო+ვიდეო)


7ჩინეთში მსოფლიოში პირველად უჩვეულო ავტობუსი–პორტალი გატესტეს.  ავტობუსი არა მხოლოდ დიდი ზომებით გამოირჩევა (მისი სიგრძე 22 მეტრს, განი – 7,8 მეტრს, ხოლო სიმაღლე – 4,8 მეტრს შეადგენს), არამედ ის, რომ  ამ ბუმბერაზის ქვეშ სხვა მანქანებს  თავისუფლად შეუძლია მოძრაობა. ავტობუსი ლიანდაგებზე დადის, მის სალონში  ერთდროულად   300–მდე მგზავრის  მოთავსებაა შესაძლებელი.

პროექტი საგანგებოდ საცობებისა და გზების გადატვირთვის პრობლემის   მოსაგვარებლად შეიქმნა. ავტობუსის პორტალური კონსტრუქცია მძღოლს საშუალებას აძლევს ნებისმიერ საცობს აარიდოს თავი. თუ ავტობუსის შემდგომი ტესტირებაც წარმატებით ჩაივლის, 2017 წლის ბოლოდან ჩინეთში ახალი ტიპის ავტობუსების მასიურ წარმოებას დაიწყებენ.

China Xinhua News

https://www.youtube.com/watch?v=jhfUn2Zen00

 




მეცნიერების გამაოგნებელი აღმოჩენა – მალე ქუჩის ხმაურის დახშობა შესაძლებელი გახდება


^3D97673CD50AA87610D7A10F4FBF5BCE4543DDB02B56A590D7^pimgpsh_fullsize_distr         ავსტრიელმა დიზაინერმა რუდოლფ  სტეფანიჩმა ყველასთვის სასარგებლო მოწყობილობა შექმნა. პატარა აპარატის წყალობით,  ნებისმიერ ჩვენთაგანს შესაძლებლობა ექნება დაიცვას საკუთარი სახლის თუ ოფისის სივრცე გარე ხმაურისგან, ყოველგვარი ძვირადღირებული ხმის იზოლაციის გარეშე.

მოწყობილობა ფანჯრის შუშაზე მაგრდება და ხმაურს გამავალი ანტიტალღებით ახშობს. ავტორი იმედოვნებს, რომ აპარატის მუშაობისთვის საჭირო ენერგიიის მიღებას  გარემოში არსებული WiFi- ს სიგნალებიდანაც მოახერხებს.




ვულკანური ელვა – ულამაზესია!


7

ვულკანური ელვა, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოსული ფერფლის ღრუბელში წარმოიქმნება. ეს ვიდეო ჩილელმა კინემატოგრაფისტმა კრისტიან მუნიოს დოსომ გადაიღო BBC–თვის. ფირზე  ასახულია ვულკანი კალბუკო – ერთერთი ყველაზე საშიში ვულკანი ჩილეში. ვულკანი 40 წლიანი მიძინების შემდეგ გააქტიურდა და ჰაერში, 10 კილომეტრის სიმაღლეზე ფერფლის სვეტი ამოისროლა. შედეგად 5 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მეცნიერების ვარაუდით, ვულკანურ ამონაფრქვევში შერეული ყინულის, ნაცრის და ქანების ნაწილების ერთმანეთში არევის დროს, წარმოიქმნება სტატიკური მუხტები, რაც ელექტრომუხტის გენერირების მიზეზი ხდება. ვიზუალურად კი ამ პროცესს ელვის სახით ვხედავთ ხოლმე.

 

https://youtu.be/XcpEf7M5CoI