მეცნიერების გამაოგნებელი აღმოჩენა – მალე ქუჩის ხმაურის დახშობა შესაძლებელი გახდება


^3D97673CD50AA87610D7A10F4FBF5BCE4543DDB02B56A590D7^pimgpsh_fullsize_distr         ავსტრიელმა დიზაინერმა რუდოლფ  სტეფანიჩმა ყველასთვის სასარგებლო მოწყობილობა შექმნა. პატარა აპარატის წყალობით,  ნებისმიერ ჩვენთაგანს შესაძლებლობა ექნება დაიცვას საკუთარი სახლის თუ ოფისის სივრცე გარე ხმაურისგან, ყოველგვარი ძვირადღირებული ხმის იზოლაციის გარეშე.

მოწყობილობა ფანჯრის შუშაზე მაგრდება და ხმაურს გამავალი ანტიტალღებით ახშობს. ავტორი იმედოვნებს, რომ აპარატის მუშაობისთვის საჭირო ენერგიიის მიღებას  გარემოში არსებული WiFi- ს სიგნალებიდანაც მოახერხებს.




ვულკანური ელვა – ულამაზესია!


7

ვულკანური ელვა, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოსული ფერფლის ღრუბელში წარმოიქმნება. ეს ვიდეო ჩილელმა კინემატოგრაფისტმა კრისტიან მუნიოს დოსომ გადაიღო BBC–თვის. ფირზე  ასახულია ვულკანი კალბუკო – ერთერთი ყველაზე საშიში ვულკანი ჩილეში. ვულკანი 40 წლიანი მიძინების შემდეგ გააქტიურდა და ჰაერში, 10 კილომეტრის სიმაღლეზე ფერფლის სვეტი ამოისროლა. შედეგად 5 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მეცნიერების ვარაუდით, ვულკანურ ამონაფრქვევში შერეული ყინულის, ნაცრის და ქანების ნაწილების ერთმანეთში არევის დროს, წარმოიქმნება სტატიკური მუხტები, რაც ელექტრომუხტის გენერირების მიზეზი ხდება. ვიზუალურად კი ამ პროცესს ელვის სახით ვხედავთ ხოლმე.

 

https://youtu.be/XcpEf7M5CoI

 




საქორწილო კაბის 100 წლიანი ევოლუცია ? (ვიდეო)


pic_12961e5789735120520028446189f6cd           საქორწინო კაბის საუკუნოვანი ევოლუციის სამწუთიანი რგოლი ერთ დღში YouTube –ის ნამდვილ ჰიტად იქცა. კლიპის შემქმნელებმა საქორწინო კაბის მოდურ ტენდენციებში  1915–2015  წლებშიმომხდარი ცვლილებები ასახეს. სტილისტების დახმარებით მოდელი ლოლი ჰოუი თითოეული ათწლეულის პატარძლად გარდაისახა. ვიდეორგოლი მილიონზე მეტმა მომხმარებელმა იხილა.

ამჯერზე საპატარძლო კაბის  ნიმუშად მათ გამოიყენეს  მსახიობ კლარა ბოუს (1920 წწ.), ელიზაბეტ ტეილორის ( 1950წწ.), პრინცესა დიანას (1980წწ) და სხვა ცნობილი პიროვნებების საქორწინო კაბების ნიმუშები.

კომპანია Mode– ს ადრეც შეუქმნია მსგავსი კლიპები. ამა წლის ივნისში მან გადაიღო ვიდეორგოლი ქალის სილამაზის ევოლუციის შესახებ.

 




უნიკალური ფერადი ვიდეო: ბერლინი 1900 და 1945 წლებში


გთავაზობთ უნიკალურ კადრებს: ფერადი ვიდეოქრონიკა გადაღებულია ბერლინში 1900 წელს (ფერები კომპიუტერული ტექნოლოგიით არის  აღდგენილი) და 1945 წლის მაისში (ვიდეოგადაღება ფერად ფირზეა შესრულებული).

 

1. ბერლინი 1900 წლი

 

 

2. ბერლინი 1945 წელი




ბრაზილიელმა გილიათმა 150 სმ–ს სიმაღლის ქალი შეირთო ცოლად


ბრაზილიის ყველაზე მაღალმა მამაკაცმა, 28 წლის ჯოლისონ ფერნანდეს და სილვამ, რომლის სიმაღლე 234 სმ–ს შეადგენს, ცოლად 150 სმ–ს სიმაღლის ევემ მედეიროსი შეირთო. მსოფლიოს მასშტაბით სიმაღლის მიხედვით და სილვა მესამე ადგილზეა. თანაკლასელების დაცინვის გამო მან სკოლა მიატოვა და სახლში ჩაიკეტა, ხოლო როდესაც 21 წლის ასაკში მას ოპერაცია ჩაუტრადა და გიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე მოაშორეს, მისი სიმაღლეში ზრდა შეჩერდა. თუმცა, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მას დღესაც უწევს მედიკამენტების მიღება. ოპერაციის შემდეგ და სილვამ გარე სამყაროსთან აღადგინა ურთიერთობა, სკოლა დაამთავრა. მას მარავალი მეგობარი და თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, რომელთა შორის ევემ მედეიროსიც იყო. “როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ პირველივე დანახვიდან შემიყვარდა” – აღნიშნავს და სილვა. ახლო მომავალში ბრაზილიელი პარიზში, მაღალი ადამიანების კონფერენციაზე აპირებს გამგზავრებას.

https://www.youtube.com/watch?v=4ViAD1uF5wM




ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოებები ბერძენი ხანდაზმულებისგან


საბერძნეთის კუნძულ იკარიის მცხოვრებლები თითქოს დროს ატყუებენ – კუნძული ანომალური ხანდაზმულობის ერთერთ წერტილად აღიარეს. საიდუმლო ძალზე მარტივია: თავიდან მოიშორეთ მაღვიძარები, უარი თქვით პრინციპებსა და პირობითობაზე, ნუ ბრაზობთ და ნუ ღელავთ უმნიშვნელო წვრილმანებზე…