სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის მშენებლობა დასრულდა (ვიდეო)


Похожее изображениеყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი  5.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მოეწყო ცემენტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა, წყალგამტარი მილები, გზის საყრდენი კედლები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და განხორციელდა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები.

ასევე, ახალ გზაზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებიც. ტურისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მომლოცველებს გერგეტის სამებამდე მისვლა უკვე განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო გზით შეუძლიათ.

„გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 7 793 854 ლარი შეადგინა. გზის სამშენებლო სამუშაოები შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ განახორციელა“, – აღნიშნეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=YV8sE2NGxGQ




თბილისის ზოოპარკის დათვები და ახალი აუზი (ვიდეო)


datviთბილისის ზოოპარკში დათვებს  ახალი ვოლიერი და აუზი მოუწყვეს. პატარა ბელების რექაცია  შეუდარებელია, აუზმა ძალზე გაახარა ზოოპარკის ფუმფულა ბინადრები.

“ესეც ჩვენი ბედნიერი დათვები, ახალი ვოლიერითა და აუზით გახარებულები , ” – აღნინულია  “საქართველოში დათვების რეაბილიტაციის პროგრამის” ფეისბუქ–გვერდზე.




გოგონები მაკიაჟს იშორებენ – თიხა,ლინზები და ბევრი სხვა რამ…(ვიდეო)


Похожее изображениеსამხრეთ კორეაში სილამაზის კულტი იმდენად არის გავრცელებული, რომ სამსახურში მიღებისას კანდიდატის  გარეგნობას შესაძლოა  დიდი მნიშვნელობა მიანიჭონ.

დიდთვალება თოჯინის  სტანდარტი კორეელ ქალბატონებს მოსვენებას არ აძლევს, ამიტომ პლასტიკურ ქირურქებთან ყოველთვის დიდი რიგია . თუმცა სილამაზის მოყვარულებმა უფრო იაფი გზა გამონახეს – მაკიაჟი. მართალია, ეფექტი ხანმოკლეა, სამაგიეროდ ეკონომიური. იმისთვის, რომ ანიმეს პერსონაჟს დაემსგავსონ,  გოგონები იყენებენ ლინზებს, ხელოვნურ  წამწამებს, შინიონებსა და … თიხას, რომლის მეშვეობით ახდენენ სახის მოდელირებას.

“ტვიტერის” მომხმარებელმა  Cielito Lindo გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ იცვლიან გოგონები გარეგნობას, იცილებენ მაკიაჯს და თიხას.

შედეგი გასაოცარი კი არა, შოკისმომგვრელია.




როდესაც ძალიან გეძინება და არ იმჩნევ [video]


Похожее изображениеსურიკატი (ლათ. Suricata suricatta) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი მანგუსტისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში, მეტწილად კალაჰარის რაიონში.

ამ სურიკატს ძალიან ეძინება, მაგრამ არ შეიძლება – სადარაჯოზე დგას. არა და რა ტკბილია ეს ძილიიიი…..:)

 

 

 

 

https://youtu.be/MY4FKDJHXbM




მარნეულში ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან წიწილები გამოიჩეკა (ვიდეო)


Картинки по запросу цыплята  видеоმარნეულში, ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან, რომელიც მეფრინველეობის ფაბრიკაში გაფუჭებული ეგონათ, წიწილები გამოიჩეკა.

როგორც “ნეტგაზეთს” მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა განუცხადა, წიწილები მარნეულის მოსახლეობამ სახლებში წაიყვანა.

“მე როგორც ვიცი, კვერცხები  ეგონათ გაფუჭებული და გადაყარეს ისეთ ადგილას, სადაც ქვიანი ადგილია და სულ სითბოა. ისე შენარჩუნდა ის კვერცხები, თითქოს ქათამთან ყოფილიყო და შესაბამისად, ბევრი წიწილა გამოიჩეკა. ბევრმა წაიყვანა წიწილები სახლში” – უთხრა “ნეტგაზეთს” აბაზოვმა.




გიორგი ბახტურიძე:"მოსახლეობის 90% ითხოვდა ამ კანონის შემოღებას"


Картинки по запросу გიორგი ბახტურიძედღეიდან ძალაში შედის კანონი  “თამბაქოს კონტროლის შესახებ”, რომელიც  საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო.  კანონი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას გულისხმობს, ხოლო  დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს  ჯარიმა დაეკისრება.

“საქართველოს თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე აღნიშნავს, რომ  მოსახლეობის 90 %  ამ კანონის მიღებას წლების განმავლობაში ითხოვდა.

“ყვალაზე მნიშვნელოვანი ამ კანონის არსი გახლავთ ის, რომ ასობით ათასი მოქალაქე ამოისუნთქავს –  ვინც  პასიური მწევლობის ქვეშ იმყოფება, რომლებსაც სხვა გამოსავალი არ აქვს, რადგან დასაქმებულები არიან  რესტორანებში, სლოტ კლუბებში, სალონებში, ნებისმიერ ოფისში სადაც თამბაქოს ეწევიან. დარწმუნებული ვარ, ამ კანონის მომხრეები მის სადარაჯოზე იქნებიან.  ეს ჯარიმებზე დაყრდნობილი კი არა, თვითაღსრულებაზე დაყრდნობლი კანონი იქნება, რადგან საზოგადოებაში განწყობა, მათ შორის მწევლებში, არის ძალიან პოზიტიური,” – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ  “იბერიას” ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოში მოსახლეობის 40% თამბაქოს მომხმარებელია –  მამაკაცების 60% და ქალების 15% ეწევა. თამბაქოს მოხმარების თვალსაზრისით კი საქართველოს ევროპაში პირველი ადგილი უკავია.

https://youtu.be/3yoniFL64Oc




ისრაელში უძველესი ქართული ეკლესიის ნაშთებს მიაკვლიეს


ისრაელში, საპორტო ქალაქ აშდოდში არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობისას მე-6 საუკუნის ქართული ეკლესიის (ან მონასტრის) მოზაიკური იატაკის ნაშთები აღმოაჩინეს. ინფორმაციას  Jerusalim Post-ი ავრცელებს.

გათხრებს თელ-ავივის უნივერისიტეტის დოქტორი და ლაიფციგის უნივერისტეტის არქეოლოგები ატარებენ.
გამოცემის ცნობით, აღმოჩენის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ბერძნულ ენაზე გაკეთებული წარწერის თანახმად, ეს ეკლესია ქართველმა ქრისტიანებმა ააგეს, რასაც მოწმობს წარწერაში გამოყენებული განსაკუთრებული კალენდარული სისტემა, რომელსაც ძველ საქართველოში იყენებდნენ.

იატაკზე აღმოჩენილი ბერძნული წარწერა იუწყება რომ ეს ეკლესია ეპისკოპოს პროკოფის აუშენებია, მშენებლობის თარიღი კი მოზაიკაზე ქართული კალენდრის მიხედვითაა დატანილი. “მესამე ინდიქტიონი 292 წელი“ ისრაელი უნივერისტეტის დოქტორის ლეია დი სენგის თქმით ეს ჩვენი წელთაღრიცხვის 539 წელს შეესაბამება.

„ეს წმინდა მიწაზე ქართული კალენდრის გამოყენების ყველაზე ძველი შემთხვევაა“- განაცხადა დი სეგნიმ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აქამდე მათთვის ცნობილი ქართული ნაგებობები , აღნიშნული ტერიტორიიდან ათეულობით კილომეტრით სამხრეთით, იერუსალიმში და მის შემოგარენში მდებარეობდა, ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე კი აქამდე მსგავსი აღმოჩენა არ გაკეთებულა. არქეოლოგების აზრით, აღმოჩენილი მოზაიკა პეტრე იბერის მიმდევრების ეკლესიისაა. პეტრე იბერი ბეთლემში პირველი ქართული მონასტრის დამაარსებელია. ის 491 წელს 80 წლისა გარდაიცვალა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან სწორედ აშდოდში გაატარა.

„ისტორიული წყაროების მიხედვით აშდოდში თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა გამოჩენილმა ქართველმა მოღვაწემ პეტრე იბერმა. ახლა როგორც ჩანს, ჩვენ ამის რეალურ მტკიცებულებას მივაგენით“- წერს ისრაელის სიძველეთა სააგენტო.

https://www.youtube.com/watch?v=jU991axVbBs




თანამედროვე ადამიანებმა საკუთარი ორეული ძველებურ ნახატებზე აღმოაჩინეს


ყველა ამ ადამიანმა ძველებურ ნახატებზე საკუთარი ორეული აღმოაჩინა. როდესაც მუზეუმში ან სამხატვრო გალერეაში წახვალთ, ყურადღებით დააკვირდით ნახატებს, იქნებ თქვენც აღმოაჩნოთ ორეული.

https://youtu.be/iW-wmf9jjqI




ამერიკელმა 10 წუთში 72 ჰოთ–დოგი შეჭამა


ამერიკელმა ჯოუი ჩესტნატმა (Joey Chestnut) ახალი რეკორდი დაამყარა. ჰოთ–დოგების ჭამის ყოველწლიურ ჩემპიონატზე Nathan’s Annual Famous International Hot Dog Eating Contest მან 10 წუთში 72  სოსისიანი ფუნთუშა შეჭამა. 33 წლის ჯოუი ჩესტნატისთვის ეს რიგით მეათე გამარჯვებაა. გასულ წელს მამაკაცმა 70 ჰოთ–დოგი მიირთვა.

ქალებს შორის გამარჯვებული მიკი სუდო (Miki Sudo) გახდა. 20 წლის გოგონა ამ ჩემპიონატზე უკვე მეოთხედ იმარჯვებს. წელს 10 წუთში  მან 41 ჰოთ–დოგი შეჭამა. გამარჯვებულებმა ჯილდოს სახით $ 10 000 მიიღეს. ჩემპიონატის სპონოსრი კომპანია Nathan’s Famous–ია, რომელსაც ამერიკაში რესტორნების ქსელი აქვს. სწრაფი კვების ობიექტში მთავარ კერძს ჰოთ–დოგი წარმოადგენს.

https://www.youtube.com/watch?v=PIq-iiwVeBs




"ღამის მოგზაურობა" – გავარვარებული ლავის ულამაზესი კადრები (ვიდეო)


ვულკანი კილაუეა ჰავაის კუნძულებზე მდებარეობს, უფრო ზუსტად კი  ჰავაის ყველაზე მსხვილ კუნძულზე.  მისი სიმაღლე 1200 მეტრს აჭარბებს. ბოლოს ვულკანის  ამოფრქვევა 35 წლის წინ, 1983 წელს მოხდა.  

ვიდეოზე ასახულია უნიკალური მომენტები, როდესაც გავარვარებული ლავა ვულკანიდან გადმოიღვრება და გასაოცარ სილამაზეს ქმნის. ვიდეოს ავტორებმა მას ” ღამის მოგზაურობა” უწოდეს.