"გარემოსდაცვითი მმართველი" - ახალი სასწავლო პროგრამა


12084065_968766866522528_850487031_n-702x336            ,,გარემოსდაცვითი მმართველი” – ახალი სასწავლო პროგრამა წარადგინა, რომელიც ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი კადრების მომზადებას ითვალისწინებს. პროგრამის პრეზენტაცია “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართა, სადაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ 100-ზე მეტი მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს ახალი სასწავლო მოდული გააცნო. 2016 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული “ნარჩენების მართვის კოდექსით” გათვალისწინებული მოთხოვნები კომპანიებს ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი კადრის – გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრას ავალდებულებს.
სამინისტროს ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე , რომ საქართველოში აქამდე მსგავსი კადრი და შესაბამისად, ამ მიმართულების კადრის მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა არ არსებობდა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამა. გარემოსდაცვითი მმართველის ძირითადი მოვალეობები კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება, განხორციელება და ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელება იქნება. სასწავლო პროგრამის მიზანია კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით კომპანიებისთვის შესაბამისი კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, სხვადასხვა უნივერსიტეტის ხუთი წარჩინებული სტუდენტი უფასოდ გადამზადდება, ამით ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გახდნენ სერთიფიცირებული გარემოსდაცვითი მმართველები და თებერვლიდან დასაქმდნენ კომპანიებში გარემოსდაცვითი მიმართულებით. მსურველთა რეგისტრაცია 29 სექტემბრიდან დაიწყება.




დედაქალაქის უბნები, რომელთაც 29 სექტემბერს დენის მიწოდება შეეზღუდება


1441433066398541

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ისნის, ვაკის, გლდანის, სამგორის, დიდუბის, საბურთალოს, მთაწმინდის და კრწანისის რაიონების მოსახლეობის ნაწილს, ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ერეკლე მეორის მოედნის, ოქროყანის, ორთაჭალის, წინანაურის, შავთელის, ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, ნაკაშიძის, კრწანისის, ავლევის, იეთიმ გურჯის და ვერცხლის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

შუქი 10 საათიდან 18 საათამდე სამრეწველოს დასახლების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, მოსკოვის გამზირის, ნარგიზის შესახვევის, ბოგდან ხმელნიცკის, ივლეთის, წალენჯიხის, ტოლენჯის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, ყარყარაშვილის, თეთრიწყაროს, ციხისძირის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, იუნკერთა, წულაძის, შალვა დოლიძის, დიდგორის და ნინიძის ქუჩების მაცხოვრებლებს გაეთიშება.

11 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგია სოფელი გლდანის, გლდნის მასივის VII და VIII მიკრორაიონების მაცხოვრებლებს არ მიეწოდება.

ელექტრომომარაგება 11 საათიდან 15 საათამდე ავეჯის კომბინატის დასახლების, მოსკოვის გამზირის IV და V კვარტლების მაცხოვრებლებს შეეზღუდება.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა აკაკი წერეთლის გამზირის და კედიას ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

შუქი 11 საათიდან 17 საათამდე ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I და II კვარტლების მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებსაც.




„ბილაინი“ და შპს „ჯეოსელი“ 30 000 ლარით დაჯარიმდნენ


9d2bn4wdob    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,მაგთიკომი” ბოლო მომხმარებელთან (აბონენტებთან) სათანადოდ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების არარსებობის გამო წერილობით გააფრთხილა, ხოლო შპს ,,მობიტელი” (ბილაინი) და შპს ,,ჯეოსელი” 30 000 ლარით დააჯარიმა.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ იქნა მობილურის საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების, მათ შორის შპს ,,მაგთიკომი,” შპს ,,ჯეოსელის” და შპს ,,მობიტელის” ე.წ. ,,დილერებისგან” სააბონენტო სიმ-ბარათების საკონტროლო შესყიდვები. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ,,მაგთიკომის”, ,,ჯეოსელის” და ,,მობიტელის” მხრიდან ადგილი ჰქონდა წერილობით დადებული ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. იქიდან გამომდინარე, რომ შპს ,,მაგთიკომის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ანალოგიური დარღვევისთვის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება დაეკისრა. რაც შეეხება შპს ,,მობიტელს” და შპს ,,ჯეოსელს,” დენადი ხასიათის დარღვევის გამო, ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაეკისრათ ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით.




სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე კვირაში 200-მდე სკოლა შეამოწმა


მოზარდი თაობის ჯანმრთელობისა და მათთვის უვნებელი სურსათის მიწოდების უზრუნველსაყოფად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლის კვების ბლოკებს ამოწმებს.
მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო კონტროლი 200-მდე საჯარო სკოლაში განხორციელდა. შემოწმდა კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა,აღჭურვილობა, საკვების დასამზადებელი ინგრედიენტები. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს მზა სურსათის 38 ნიმუში, რომლის შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღეისათვის არსებული მონაცემებით, არცერთ სკოლაში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. მცირედი დარღვევების გამოსასწორებლად გაიცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებას სააგენტოს ინსპექტორები გააკონტროლებენ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტო განაგრძობს სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს. ინფორმაცია შედეგების შესახებ პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.




ბაგრატიონის ხიდიდან ყიფიანის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა ხვალ საღამოს აღდგება


1405415505664818          ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი ხვალ საღამოს გაიხსნება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტაცია წყალსადენის ამორტიზებულ და მოძველებულ ქსელებს ჩაუტარდა.
შეცვლილ ქსელებზე მოეწყო ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდა შესაბამისი დიამეტრის ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.  წყალსადენის ახლით შეცვლილი ქსელების საერთო სიგრძე 700 მეტრს შეადგენს.
მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე 2 ფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. აგრეთვე მიმდინარეობს ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. ხვალ კი აღნიშნული გზის მონაკვეთზე მეორე ფენა ასფალტის საფარი დაიგება.
მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ერთობლივად ახორციელებენ.




შემძრა იმ სითამამემ, რომელიც ყულჯანიშვილმა გამოავლინა– აშშ–ს ელჩი


ian_keli_41283                  ამრიკის ელჩი საქართველოში, იან კელი მწუხარებას გამოთქვამს, რიგითი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის გამო.

ამი შესახებ, ელჩმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გარდაცვლილი სამხედროს ცხედრის ჩამოსვენებისას განაცხადა.

“მწუხარება მინდა გამოვხატო როგორც ოჯახის, ასევე მთელი საქართველოსადმი. შემძრა სიმამაცემ, რომელიც გამოავლინა რიგითმა ყულჯანიშვილმა. ვუსამძიმრებ თქვენს ქვეყანას და განსაკუთრებით რიგითის ოჯახს”, – განაცხადა კელიმ.




ვასილ ყულჯანიშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს


1443169622144882
გარდაცვლილი სამხედრო ბაგრამის საავიაციო ბაზიდან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოასვენეს.
თბილისის აეროპორტში ცხედრის ჩამოსვენების დროს დაღუპული სამხედროს ოჯახის წევრები, გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი და საქართველოში აშშ-ის ელჩი იმყოფებოდნენ.
ვასილ ყულჯანიშვილს აეროპორტიდან რუსთავში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით მას სამშაბათს დაკრძალავენ.
ყულჯანაშვილი ავღანეთში, ,,მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესრულებისას დაიღუპა. პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია. 43-ე ბატალიონის მთავარი სამხედრო ექიმის განცხადებით, სერჟანტ პაატა როსტობაიას მდგომარეობა სტაბილურია.




დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი ავღანეთიდან გამოაცილეს (ფოტოკოლაჟი)


1443169622144882პატრულირების დროს გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პატივი მიაგეს. პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის საქართველოში გაცილების ცერემონიას ავღანეთში უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე;  ქაბულში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მეთაური, კაპიტანი გიორგი ჯალაღონია;  საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამეთაურო რგოლი და 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

ქართველ სამხედროებთან ერთად ცერემონიას ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯეიმს რეინი, ტაქტიკური დაჯგუფება სოლიდის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაქარი მილერი, ავღანეთში პოლონეთის კონტინგენტის მეთაური, პოლკოვნიკი ადამ ლუზინშიკი, ავღანეთში პოლონეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მარეკ ჟარნოლანში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მეკავშირე ჯგუფი და ავღანეთში ჩეხეთის ქვედანაყოფის მეთაური,  კაპიტანი მარეკ ჯერაბეკიც დაესწრნენ.

პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

 

2

1443169658572967

1443169645826703

1




აირ ბალონიანი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება სავალდებულო გახდა


gazis_baloni_mankanashi_8100                 აირ ბალონიანი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება სავალდებულო გახდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისობის შეფასებას აკრედიტაციის ცენტრის ინსპექტორები განახორციელებენ.

მძღოლებმა ინსპექტირება 2016 წლის 1 აპრილამდე უნდა დაასრულონ.

რეგულაციების მიხედვით ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონ– პლასტიკისგან დამზადებული აირ–ბალონების შემოწმება 3 წელიწადში ერთხელ იქნება სავალდებულო, ხოლო ფოლადისგან დამზადებული აირ– ბალონების შემოწმება 5 წელიწადში ერთხელ.




ახალი კანონპროექტის თანახმად მომხმარებლის უფლებები ბევრად უფრო დაცული იქნება


4e92b53cdb58                 დღეს დეპუტატები მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ.

კანონპროექტის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაა.

პროექტით წესრიგდება სამომხმარებლო სფერო, მათ შორის ქუჩაში დადებული ხელშკრულებები, შცდომაში შემყვანი რეკლამა, კომერციული საქმიანობა, ხელშკრულების უსამართლო პირობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ, ინფორმაციის მიწოდებასთან და საგარანტიო ვადებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ასევე იქნება მომხმარებელთა უფლებების დამცველის ინსტიტუტი.