Skype-ს სისტემაში გლობალური შეფერხება მოხდა


 Skype

Skype–ს  წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს სერვისის ფუნქციონირებაში შეფერხების არსებობა. „სტატუსის განახლების პარამეტრებში პრობლემა აღმოვაჩინეთ, რომლის გამო ზოგი მომხმარებელი ოფლაინ მაჩვენებლით არის მონიშნული, როდესაც სინამდვილეში ქსელში არიან ჩართულნი.“ – განაცხადეს  კომპანიის სპეციალისტებმა და დასძინეს, რომ ტექნიკური ხარვეზის სრულ აღმოფხვრამდე მომხმარებლები ვერ შეძლებენ სტატუსის შეცვლას. მომხმარებლები ასევე ჩივიან, რომ ჩატში ურთიერთობას ვერ ახერხებენ, რადგან  შეტყობინებები არ იგზავნება.

Skype–ს ადმინისტრაცია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს მიყენებული დიკომფორტისთვის.




მართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს  


the-nativity-of--mother-of-god1871
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს                                   ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი გახლდათ. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი, შვილს მომადლებდა მათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ. ებრაელები უშვილობას ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ, ამიტომ იოაკიმე და ანა თანამემამულეთაგან მრავალ უსამართლო ყვედრებას ისმენდნენ. ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა.

უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვერდება. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად მაშინვე აღთქმა დადო, რომ ბავშვს უფალს შესწირავდა. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მემკვიდრე შეეძინებოდა.

გავიდა ხანი და ანამა იმშობიარა.  მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მარიამი უწოდეს.

მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ ,,მშობლებად ღმრთისა” იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა“.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს იყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ასე რომ, ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს.

საქართველო რომ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფება, ეს ღვთის დიდი წყალობაა, მაგრამ ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც. წყალობას, მადლიერების გარდა, ღირსეულად მიღებაც სჭირდება, რადგან წყალობა მხოლოდ მაშინაა ჯილდო, როცა ერთულად მსახურებ უფალს; თუ უღირსად ექცევი ბოძებულ მადლს, იგი სასჯელად იქცევა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას მართლმადიდებელი ეკლესია 21 (ძვ. სტ. 8) სექტემბერს დღესასწაულობს. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ – ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა „მაყვალს შეუწველს“, რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.




შეერთებული შტატები მიგრანტების კვოტის გაზრდას აპირებს


                  url

 

 

 

 

შეერთებული შტატები მიმდინარე წელს მიგრანტების კვოტის გაზრდას აპირებს. გაისად კი ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რამდენ ადამიანს გაუხსნის საზღვარს.

პარალელურად, გერმანიის სახრეთ-დასავლეთ პროვინციაში უცნობი პირები თავს დაესხნენ მიგრანტების ცენტრს და ცეცხლი წაუკიდეს, თუმცა არავინ დაშავებულა.

არალეგალები კი ნავებით გადასვლას ისევ განაგრძობენ საბერძნეთის სანაპიროებთან.

 




თბილისის უბნები, რომლებსაც დღეს ელექტროენერგია შეეზღუდებათ


 

1442235273248285

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუფტინის, აბესაძის, ლერმონტოვის, ხანძთელის, საიათნოვას, ბერიძის, ანტონ კათალიკოსის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებლებს.

ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებლებს.

გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II, IVბ მიკრორაონების, მუხიანის დასახლების და გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებლებს.

კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის IV შესახვევის, გრიშაშვილის, ნაკაშიძის, ბერძნის, ლორთქიფანიძის, ბექა-ოპიზარის, დეკაბრისტების, საბანიძის, წალკის, ქუმსიაშვილის, ცურტაველის, თელეთის და გიორგი მერჩულეს ქუჩების მაცხოვრებლებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, ავჭალის სამხედრო დასახლების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ზღვისუბნის IIა მიკრორაიონის, ლაგურაშვილის, ფილიას, სამღერეთის, ინტერნატის, თიგიშვილის, ნოსტეს, ზაქარაიას, ჩოდრიშვილის და კაჭრეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, ბენდელიანის ზემო დასახლების, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, ზეკარის, სვირის, დარკვეთის, ლისაშვილის, მირზაანის, წერონისის, ასურეთის, სანავარდოს, სანერგეს, ჟღენტის, თოდრიას, გეგუთის, კიშინიოვის, მაჩხაანის და ლუბოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, III კვარტლების, ნუცუბიძის, მარგიანის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.


გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, პეკინის გამზირის, ბუდაპეშტის, გამრეკელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებლებს.

დიდუბის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ტერევერკოს, გუდაუთის და სამტრედიის ქუჩების მაცხოვრებლებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.




ხაბეიშვილი განაწყენებულია, რადგან ის არ აირჩია სამგორის მოსახლეობამ– რიმა ბერაძე


10390224_360124300846620_2939505541700171692_nთბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, საკრებულოს სხდომის დღის წერიგის დამტკიცებამდე , 16 სექტემბერს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

,,არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ყოფილი თანამდებობის პირის, ამჟამად ამავე პარტიის სატელიტი ორგანიზაცია „მედიატორის“ დამფუძნებლის ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ცილისწამებლურ განცხადებებს საკრებულოს უმრავლესობის მისამართით.გასაგებია, რომ ამ პიროვნებას აქვს მიზანი და ამოცანა ცრუ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.ხაბეიშვილი განაწყენებულია, რადგან ის არ აირჩია სამგორის მოსახლეობამ და შესაბამისად დარჩა საკრებულოს მიღმა. ასევე გასაგებია ისიც, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის’’ აქტივისტმა არ იცის ელემენტარული არითმეტიკა და მინდა განვუმარტო, რომ ჩვენს მიერ აპარატის თანამშომლებისთვის კანონიერი გზით გაცემული პრემიის თანხა 262 ათასი ლარი არ უდრის 500 ათას ლარს.

ხაბეიშვილმა მაშინაც იცრუა, როდესაც ცილი დაგვწამა და საკრებულოს დეპუტატების დეკლარაციების გამოქვეყნებისას საზოგადოებას ისეთი სურათი დაუხატა, თითქოსდა ჩვენ მილიონერები ვართ.მან ვითომდა არ იცის, რომ საკრებულოს დეპუტატების ქონება, რაც მათ დააგროვეს ან გადაეცათ მემკვიდრეობით წინაპრებისგან (მათ შორის ათეულობით წლების წინ) არ არის ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეძენილი.

ცნობისთვის, მინდა საზოგადოებას შევახსენო, ეს ის ხაბეიშვილია, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახლდათ თანამდებობის პირი, კერძოდ სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე და როდესაც იგი 2014 წლის მაისიდან ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, მაისის თვეში – 300, ივნისში კი – 250 პროცენტიანი პრემია ჩაერიცხა.

ბუნებრივია ჩვენ არ ვაპირებთ მატყუარა ხაბეიშვილს განმარტებები მოვთხოვოთ, მაგრამ მივმართავ კოლეგებს ,,ნაციონალური მოძრაობიდან“, დაგვისახელონ აპარატის რომელმა თანამშრომელმა, უმრაველესობის რომელ დეპუტატს გადასცა მის მერ აღებული კუთვნილი პრემია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატეგორიულად მოვითხოვთ, ჩვენმა კოლეგებმა საზოგადოებისა და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების წინაშე საჯაროდ მოიხადონ ბოდიში თავიანთი აქტივისტის – ლევან ხაბეიშვილის ცილისწამებლური განცხადებების გამო, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.




თბილისის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო


^C13AB6DA5C7F1E1EEB3B1381A5448DA252B896635B2476B57A^pimgpsh_thumbnail_win_distr                       თბილისის მერი დავით ნარმანია ვარშავაში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. ღონისძიებაზე თბილისის მერმა შეკრებილ საზოგადოებას საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება გააცნო.

შეხვედრაზე ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. იმსჯელეს საქართველოზეც, რომელიც ამჟამად პოსტ-მონიტორინგის ფაზაში იმყოფება. ღონისძიებაზე საქართველოში არჩევნების შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში წარადგინეს, სადაც ნათქვამია, რომ მომზადებული გზამკვლევი, რომელშიც ასახულია ყველა ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვისაა საჭირო ,საქართველოს ხელისუფლებასა და კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მხრიდან შეთანხმებულია, მალე დამტკიცდება და საქართველოს გადაეცემა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ანგარიშში სათანადოდ არის შეფასებული საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმები. ამავე დროს დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და ყურადღება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა.

“ჩვენ არ ვჩერდებით არჩევნებზე და არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში უმოქმედოდ არ ვართ. მუდმივად ვატარებთ რეფორმებს. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ და წლების განმავლობაში გავატაროთ ისეთი რეფორმები, რომ ნამდვილად ადგილობრივი დემოკრატია ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის თქმით, საქართველო კონგრესის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული და სწორედ ამიტომაც, ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებისთვის კონგრესი საქართველოში მთელ რიგ აქტივობებს ახორციელებს.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ თბილისის მერი, დავით ნარმანია იმყოფება აქ და აქტიურად მონაწილეობს კონგრესის საქმიანობაში. ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებებთან, რათა მივაღწიოთ პროგრესს სხვა მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაზიარების გზით”,- განაცხადა ანდრეას კიფერმა.

მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას, თბილისის მერთან ერთად, რუსთავის მერი დავით ჯიქიაც ესწრებოდა. პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში დღეს ქალაქის მერი ევროპული ქარტიის 30 წლისთავთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება.




ლტოლვილებთან ერთად ევროპაში 20 000 ისლამისტი შევიდა


 

isissyria34

               ლივანის  განათლების მინისტრის ელიას ბოუ სააბის მტკიცებით, 1,1 მილიონ ლტოლვილთან ერთად ევროპაში “ისლამური სახელმწიფოს” 20 000–დე წევრმა შეაღწია. “ამგვარად ” ისილამური სახელმწიფო”–ს ხელმძღვანელობა   ევროპასა და სხვა რეგიონებში შეუმჩნევლად შეღწევის  სპეცოპერაციას ატარებს. ლტოლვილთა ტალღას მოჰყვება ტერორისტების  ჯგუფები, რომლებიც ამავდროულად სასოწარკვეთილ და იმედგადაწურულ ლტოლვილებს თავის რიგებში იბირებენ.”– გააფრთხილა  მინისტრმა ბრიტანელი პრემიერი დევიდ კემერონი ლივანში ვიზიტის დროს.
ბრიტანული კონტრდაზვერვა ჯერ კიდევ ზაფხულში იუწყებოდა, რომ “ისლამური სახელმწიფო” ევროპაში მსხვილ ტერაქტებს გეგმავს,  მათ მსხვილმასშტაბიანი ტერაქტის იდეა აწუხებთ, ისეთი ტერაქტის, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას გადაფარავდა.

ექსპერტების ვარაუდით, მიგრაციული კრიზისმა შესაძლოა ევროპას კატასტროფული შედედეგები მოუტანოს; ევროპა უკვე მსჯელობს შენგენის შეთანხმების გადახედვაზე, ხოლო გერმანიაში ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს ისლამური ქვეყნებიდან მომდინარე მიგრაციულ ტალღას.




სააქართველოს საპატრიარქოს განცხადება


10058535                    საქართველოს საპატრიარქო ღვთისშობლის კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,ქ.ზუგდიდიდან ღვთისშობლის კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბუნდოვანი სიტუაცია შეიქმნა მას შემდეგ, რაც ხობის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები შეხვდნენ მის უწმინდესობას ყაზბეგში და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი თანახმა იყო, ეს სიწმინდე ერთი დღით დაბრძანებულიყო ხობის მონასტერში;  მაგრამ არ ითქვა იმ პირობის შესახებ, რომ პროცესს არ უნდა მოჰყოლოდა შფოთი და დაპირისპირება.
მათი ნათქვამის მიხედვით, იქმნებოდა შთაბეჭდილება იმისა, რომ ეს თემა ყველა დონეზე იყო შეთანხმებული და პრობლემები არ შეიქმნებოდა, მაგრამ დღეს ზუგდიდში განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო სურათი წარმოაჩინა.
ბუნებრივია, მისი უწმინდესობაც და ზოგადად, ეკლესიაც ასეთ ვითარებაში მხარს ვერ დაუჭერს ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას, რაც საქართველოს საპატრიარქოს 14 სექტემბრის განცხადებაშიც გარკვევით იყო დაფიქსირებული.
შევნიშნავთ იმასაც, რომ, რადგან ეს სიწმინდე დაცულია მუზეუმში, სახელმწიფოს მიერ და ეკლესია მასზე პატრონაჟს ვერ ახორციელებს, თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს ხელისუფლებამაც, მითუმეტეს, რომ თავიდან თანხმობა მათი მხრიდან იქნა გაცემული”, – ნათქვამია განცხადებაში.




მეგრელები ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდიდან შესაძლო გადატანას აპროტესტებენ


IIoIIoIAIyIIIeIuIoIA_IuIoIIZIIo_1                ზუგდიდის მოსახლეობამ ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანება გააპროტესტა. ათასამდე ადამიანი სიწმინდის ხობში გადაბრძანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აპროტესტებდა. შეკრებილები მას შემდეგ დაიშალდენ რაც ცნობილი გახდა, რომ კვართის გადატანა არ იგეგმებოდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ ასეთ ვითარებაში ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას. ხობისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმეს განცხადებით, აღნიშნული საკითხის გადაწყეტა მღელვარებით დაუშვებელია. მიტროპოლიტმა ზუგდიდელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.




ჯეოსელი საქართველოდან გასვლას გეგმავს


f413f93aeb0f435ad4653a77ea50c76e“ჯეოსელის” მფლობელი კომპანია “თელიასონერა”, სტრატეგიას იცვლის და ევრაზიის რეგიონში წარმომადგენლობს ამცირებს. მათ შორის არის საქართველოც.
კომპანია ქვეყნიდან გასვლას გეგმავს და შედეგად ახლო მომავალში „ჯეოსელს“ გაყიდის. საქართველოს გარდა „თელიასონერა” უზბეკეთიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან და ტაჯიკებიდანაც გადის და აქცენტს ევროპასა და შვედეთზე გააკეთებს.
კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრატეგიის ცვლილების მიზანი, ახალი „თელიასონერას” შექმნაა.
პროცესი კი დროთა განმავლობაში, ევრაზიის რეგიონის სრულად დატოვებას გულისხმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებითი კომენტარები დღეს “ჯეოსელში” არ გაკეთებულა. თავად “თელიასონერას” განცხადებაში კი არ არის დაკონკრეტებული რა პერიოდში გეგმავს კომპანია, საკუთარი აქტივების გასხვისებას.