საქართველოს პირველი ლედი ძეგვის თავშესაფარს ესტუმრა


“სასწავლო ცენტრი პირველ ლედისთან ერთად დავათვალიერეთ, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარადაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ადამიანები ეუფლებიან სხვადასხვა ხელობას, რომელიც მათ მომავალში დასაქმების პერსპექტივას უქმნის. ბუნებრივია ასეთ ინიციატივას პრეზიდენტი მხარს უჭერს და მიესალმება სამომავლოდ მის კიდევ უფრო გაფართოებას “- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი აბაშიშვილმა წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ ძეგვის თავშესაფარის სტუმრობისას.  სასწავლო ცენტრი მოინახულეს. ცენტრი, პროექტის – „გაძლიერდი და შეცვალე” – ფარგლებში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, თავშესაფრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს.

217050

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და გიორგი აბაშიშვილი   სასწავლო პროცესს დაესწრნენ და თავშესაფრის მცხოვრებთა მიერ შექმნილი ნივთები დაათვალიერეს. პირველი ლედი გაესაუბრა მოწაფეებს და მოისმინა თუ რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ამ სასწავლო ცენტრს.

„მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული ასეთ პროექტებში, როგორც სახელმწიფო ასევე თითოეული ჩვენგანი. რადგან არიან ადამიანები ვინც საჭიროებს ჩვენს დახმარებას. ეს არის საუკეთესო საშუალება იმ ადამიანების გამოვლენისათვის, ვისაც აქვს უნარი იმუშაოს და თავისი შრომით არჩინოს ოჯახი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ოცი ადამიანი, რომელიც მომავალში დასაქმდება, ახლა სწავლის პროცესშია და მათ აქვთ ყველა საჭირო ინვენტარი ტირხრული მინანქრის ხელობის შესასწავლად. იმედი მაქვს მომავალში მსგავსი ტიპის პროექტების განხროციელებას უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს ,”- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ცენტრში მოწაფეები ჭრა-კერვისა და ტიხრული მინანქრის ხელობას ეუფლებიან. სასწავლო ცენტრი მიზნად ისახავს კურსდამთავრებულთა შემდგომ დასაქმებასაც.

 




გერმანიაში ადამიანებისა და ცხოველებისთვის საერთო სასაფლაო გაიხსნა


cms-image-000007817გერმანიაში გაიხსნა პირველი სასაფლაო, სადაც ადამიანებსა და შინაურ ცხოველებს ერთად დამარხავენ.

ამ პროექტის სარეკლამო ლოზუნგი ასე ჟღერს: ,,სიკვდილის შემდეგაც ერთად დავრჩებით.” სასაფლაოს სამმართველოს “ინსერ ჰაფენ”- ის ხელმძღვანელი იუდიტ ქსიონგენი შემდეგნაირად განმარტავს ამ წამოწყებას:

,,დღესდღეობით მოხუცებისთვის შინაური ცხოველი ხშირად ერთადერთი უახლოესი და ერთგული მეგობარი ხდება და საბოლო გზაზე ერთად განსვენების პერსპექტივა ჩვენ ძალზე მანუგეშებლად მიგვაჩნია.”

აღნიშნულ სასაფლაოზე ცალკეულ ურნებში მოთავსებული პატრონის და ცხოველის კრემირებული ნეშტები საერთო საფლავში ჩაიმარხება; კრემაცია ცალცალკე ჩაუტარდებათ. მსგავსი სასაფლაო ქ. ესენშიც გაიხნა და ის პროტესტანტმა პასტორმა აკურთხა. სასაფლაოს მფლობელი ესენ-ფრინტროპის პროტესტანტული თემია, სასაფლაოს ფართი კი 1 ათას კვადარატულ მეტრს შეადგენს.




შენობის დემონტაჟს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


შენობის დემონტაჟს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ruhnulo-e1436178093462-500x334

თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე მდებარე გამოთვლითი მათემატიკის და ფიზიკის ყოფილი ინსტიტუტის შენობის დემონტაჟის დროს მეოთხე და მესამე სართულები ჩამოიშალა და პირველ სართულზე მომუშავე მუშები მოიყოლა. მაშველები სამი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ნანგრევებიდან დაშავებულების გამოყვანას. ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილია 3 მუშა, ერთი დაშავებული კი მრავალი ტრავმითა და მოტეხილობით საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შენობის ადგილზე სასტუმროს  აშენება იგეგემებოდა, სამუშაოებს “ტიფლის ბიზნეს ცენტრი” აწარმოებდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის დავით გელაშვილის განცხადებით, ჩამოშლის საშიშროება კვლავ არსებობს, რის გამოც მაშველები ჯერჯერობით ადგილზე რჩებიან. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

 

 




უკრაინაში სექსუალური უმცირესობის წევრებს ბავშვებთან მუშაობის ნებას დართავენ


rada(2)
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მხარი დაუჭირა წინადადებას, რის შემდეგადაც გეებსა და ლესბოსელებს განათლების სისტემაში მუშაობის უფლება მიეცემათ. ქვეყნის შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას წელს აპირებენ.
ამის შესახებ ცნობილი რადაში გამართული სხდომის დროს გახდა, სადაც ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებს განიხილავდნენ. სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილის სერგეი უსტიმენკოს თქმით, ცვლილებები ევროპის პარალმენტის, ევროსაბჭოსა და ევროპული კომისიების დირექტივების თანახმად განხორციელდება. ერთერთი დირექტივის თანახმად, ქვეყანამ თავი უნდა აარიდოს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციას. კანონპროექტი უკვე შეტანილია უმაღლესი




"ეკლესიას უნდა, რომ სახელმწიფომ მის მაგივრად ძალადობით დაამყაროს მორალი"


vaxo1-cr-739x428
ყოფილი დეპუტატი ვახტანგ რჩულიშვილი,  აშშ-ში მიღებულ კანონს ეხმაურება, რომლის თანახმადაც ერთი სქესის წყვილებს შორის ქორწინება ლეგალური გახდა.

რჩეულიშვილის თქმით, “დასავლური გზა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაში კი არ არის,  ადამიანის უფლებათა დაცვაშია”.

“აშშ-ში ერთსქესიანი ქარწილები ყველა შტატში დაიშვა. ჩემი თაობის ადამიანები მეტწილად ჰომოფობები ვართ, რაც არ ნიშნავს, რომ ამ პროცესს ყველა ერთნაირად ვაფასებთ. მეც დიდ განსაცდელში მაგდებს ამ საკითხზე ქართული და დასავლური მორალური ფასეულობების ასეთი განსხვავება. თუმცა ამის მიზეზი უფრო ერთმანეთის მოტივაციის უცოდინრობაშია, და არა ადამიანების რეალურ დამოკიდებულებაში ერთსქესიანი ქორწილებებისადმი.  ჩემმა ახალგაზრდა ნათესავმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა მომწერა ჩემი პროდასავლური პოსტის გამო:
ალექსანდრე ფალავანდიშვილი: “დასავლეთი აღარ არსებობს, რა დროს ლენინის გვამია.  ჩვენ თვალწინ აშენებენ სოდომ-გომორას”.  რაზედაც პასუხი გავეცი, რომელიც არა მარტო ალექსანდრესთვის, არამედ უამრავი ადამიანისთვის არის განკუთვნილი, ვისაც ერთსქესიანი ქორწილები სამყაროს დასასრულად მიაჩნია:                                                   “ალექსანდრე, სოდომი და გომორა ორი რელიგიის დაპირისპირების სიმბოლოა (მომთაბარე იუდეველებისა და ქალაქებში დასახლებული ქანაანელებისა) სინამდვილეში და ცოდვის სინონიმად აქცია იუდაიზმმა და ქრისტიანობამ.  განვითარებული ცივილიზაცია საერთოდ ნაკლები აკრძალვებით გამოირჩევა და შესაბამისად ადამიანები ადვილად ყვებიან გრძნობას და სიამოვნებას.  ეს მორალის თემაა და არა პოლიტიკის.  ეკლესიას უნდა, რომ სახელმწიფომ მის მაგივრად ძალადობით დაამყაროს მორალი,  ზნეობრივი პრინციპები. ეს სწორი არაა. სწორედ ეკლესიამ და საზოგადოებამ უნდა ამტკიცოს ამა თუ იმ მორალის უპირატესობა და არ რევდეს ამაში სახელმწიფოს. რომელსაც ზოგადად მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ავალია და არა იმაზე კონტროლი, ვინ როგორ ფიქრობს ან როგორ იქცევა.  ვიმეორებ ეს ეკლესიის დანიშნულებაა, რომელმაც უნდა ისწავლოს კონკურენტულ გარემოში არსებობა და არა სახელმწიფოს ზურგს ამოფარება. ასე იქცევა კათოლიკური სამყაროც და ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. ჩვენგან განსხვავებულების ჩაქოლვა კი არ უნდა ვთხოვოთ უფალს. ამის შესახებ  სახარებაში უკვე გვიპასუხა: ვისაც ცოდვა არ  ჩაუდენია, პირველმა ესროლოს ქვა ცოდვილსო!  ჩვენი ცხოვრების წესით უნდა ვამტკიცოთ ჩვენი შეხედულების უპირატესობა.

დასავლური გზა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაში კი არ არის, ადამიანის უფლებათა დაცვაშია და მორალის საკითხი სახელმწიფოს პრეროგატივა არ არის. დასავლეთი არსებობს და იარსებებს მანამ, სანამ არსებობს ნებისმიერი სხვა დიდი ცივილიზაციაც (ჩინური, ინდური მაგალითად) . საშიში დასავლეთი კი არა, მუსლიმური და ნებისმიერი სხვა სახის ექსტრემიზმია,  ვინაიდან მორალის ძალადობით დანერგვის მცდელობა დღესაც საშიშროებას უქმნის კაცობრიობას.  რუსეთი სამწუხაროდ ამ განსხვავებებით მანიპულირებს და არა საზოგადოებრივ მორალზე ზრუნავს. ამდენი ფარული თუ ღია ჰომოსექსუალისტი ხელისუფლებაში, როგორც რუსეთშია, ძნელად თუ მოიძებნება ნებისმიერ სხვა ქვეყნებში, მათ შორის დასავლეთშიც”

პატარაობისას ალექსანდრემ ჩემს გუკას “პატარა მამა” დაუძახა. მართლაც როგორ გავს გუკას– ორივე დიდი გურამ რჩეულიშვილის მოდგმისა არიან”, – წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.




საქართველოში პირველი სიამის ტყუპი გაჩნდა


c7f1fab8c18a0c75a5a8fb2f023a8f07ფოტოზე გამოსახული ულამაზესი გოგონები სიამის ტყუპია. თებროლე და თამარ ვაშაყმაძეები სამი თვის წინ, 12 მარტს, თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაიბადნენ. გოგონები ერთმანეთთან ღვიძლის ნაწილით არიან დაკავშირებული და დამოუკიდებლად ცხოვრებას ოპერაციის გარეშე ვერ შეძლებენ. პატარა დებს დროულად სჭირდებათ დახმარება. მათი სხეულები უნდა გაცალკევდეს, რათა დები სრულფასოვნად განვითარდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია საშურია, შესაძლოა, მისი ჩატარება გაჭიანურდეს, რადგან საქართველოში მსგავსი ტიპის ოპერაცია არასოდეს გაკეთებულა, უცხოეთში სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო თანხები კი ტყუპის ოჯახს არა აქვს.

პატარები ქუთაისში ცხოვრობენ. მათ ათი წლის და ჰყავთ, რომელიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. გოგონების დედის, მარიამ ლეჟავას თქმით, რომ არა სიამის ტყუპისთვის მახასიათებელი პათოლოგია, ჩვილი ტყუპიც სრულიად ჯანმრთელია.

მარიამ ლეჟავა:

– როგორც მითხრეს, ჩემი გოგონები საქართველოში დაბადებული პირველი სიამის ტყუპია. ბავშვები ჩვეულებრივად ვითარდებიან.ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ღვიძლის მარცხენა წილებით. დანარჩენი ორგანოები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აქვთ. ორივე სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ თუ ოპერაცია დროულად არ გაკეთდება, დაიწყება გართულებები, რაც დროთა განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს შექმნის.  ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც ბავშვები დაიბადნენ, გვირჩიეს, რომ გერმანიაში ან ისრაელში მოგვეძია კლინიკები, რომლებიც მსგავს პათოლოგიებს იცნობენ და ოპერაციებს აკეთებენ.
ამ ეტაპზე არჩევანი შევაჩერეთ კიოლნის კლინიკაზე, რომელსაც გამოცდილება აქვს, მაგრამ ოპერაცია 85 000 ევრომდე ჯდება. ჩვენთვის ეს არის საარაკო თანხა, რომელსაც ვერ მოვაგროვებთ.

დავით სერგეენკო:

– ეს პათოლოგია ყოველთვის არ იძლევა ოპერაციით დროულად და ეფექტიანად ჩარევის შესაძლებლობას (თუნდაც საჭირო თანხის ქონის შემთხვევაში). ამიტომაც ზოგ შემთხვევაში ტყუპი მუდმივად “ერთად ცხოვრობს” ან მხოლოდ მოზრდილ ასაკში აცალკევებენ მათ, როდესაც სამედიცინო ჩარევა მინიმალურ რისკთან არის დაკავშირებული.
ამ ბავშვების შესახებ დეტალური მონაცემები გამოვითხოვეთ, სამინისტროში ვიწვევთ ბავშვთა ქირურგიის ასოციაციის წევრ სპეციალისტებს და ვატარებთ კონსილიუმს, რომლის ამოცანაც იქნება კომუნიკაცია საზღვარგარეთის (თურქეთი, გერმანია, ავსტრია, სხვა..) კლინიკებთან, რომელთაც გადავუგზავნით ბავშვების მონაცემებს და ვთხოვთ“დისტანციაზე კონსულტაციას. ამის შედეგად გავარკვევთ, შესაძლებელია თუ არა შესაბამისი სპეციალისტის ჩამოყვანა და ოპერაციის საქართველოში ჩატარება (ასეთი პრეცედენტები მსოფლიოში ყოფილა, როცა შესაბამისი საინფორმაციო-საქველმოქმედო კამპანიის შემდეგ ქირურგი უსასყიდლოდ ჩასულა იმ ქვეყანაში და ოპერაცია გაუკეთებია).

თუკი სპეციალისტის ჩამოსვლა რაიმე (კლინიკური/საორგანიზაციო) მიზეზით შეუძლებელია, მაშინ გავმართავთ მოლაპარაკებას უცხოურ კლინიკებთან იმის თაობაზე, შესაძლებელია თუ არა ამ ოპერაციის შეღავათიან ფასად გაკეთება. სხვა ალტერნატივა თუ არსებობს, ამასაც მოვიძიებთ. ვიმედოვნებთ, შედეგი გვექნება. ჯერ კი შეუძლებელია დაბეჯითებით იმის თქმა, რომ გოგონებს 85 000 ევრო სჭირდებათ. შესაძლოა, ოპერაციამ მოითხოვოს ნაკლები ან მეტი. მთავარია, ზუსტად დადგინდეს, რა სჭირდებათ ბავშვებს.

 

P.S. ყველას, ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს ვაშაყმაძეების ოჯახს, ვთავაზობთ ანგარიშის ნომერს.
თიბისი ბანკი: მიმღები მარიამ ლეჟავა
GE42TB7003242365100009




აშშ–ში ერთსქესიანთა ქორწინება ყველა შტატში დააკანონეს


745837აშშ–ს უზენაესმა სასამართლომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით ერთსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია არ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. “არც ერთი კავშირი არ არის ისეთი ფუძემდებელი, როგორც ქორწინება”, – ნათქვამია მოსამართლე ენტონი კენედის მიერ გამოტანილ დადგენილებაში, რომლის მიხედვით სასამართლოში ყველა მოქალაქის სამართლიანი გარჩევისა და მათი უფლებების დაცვა არის გარანტირებული.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააბათილა ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა 14 შტატში. დადგენილება ძალაში მოგვიანებით შევა, მანამდე კი უკმაყოფილო მოქალაქეებს განაჩენის გასასაჩივრებლად სამი კვირა აქვთ.

ბარაკ ობამამ ეს გადაწყვეტილება თანასწორობისკენ გადადგმულ ყველაზე დიდ ნაბიჯად შეაფასა.




"მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა" გრძელდება


1406717440_10390987_842575965760150_5542199389883759853_n

 

„მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, სასკოლო სახელმძღვანელოები მოსწავლეებს უფასოდ წელსაც გადაეცემათ.

 

განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, 2015-2016 სასწავლო წლისათვის,  მოსწავლეებს, ისევე როგორც შარშან, გადაეცემათ სახელმძღვანელოების პაკეტები, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მაღალი ქულებით შეფასებული წიგნებით. ძველი და ახალი წიგნებით კომბინირებულ პაკეტებს მიიღებენ პირველკლასელებიც. როგორც წინა წლებში ყველა პირველკლასელი პირად პორტატულ კომპიუტერსაც საჩუქრად მიიღებს.

„ამ ეტაპზე დასრულებულია უკვე ჩაბარებული სახელმძღვანელოების ინვენტარიზაცია და მათი ძირითადი ნაწილი ვარგისიანია. ეს ფაქტი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: 2013-2014 წლებში, გასულ წლებთან შედარებით, გაუმჯობესდა ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხი. ასევე პირველი კლასის ყველა სახელმძღვანელო დაბეჭდილია თანამედროვე სპეციალურ საბეჭდ ქაღალდზე, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამძლეობით. შესაბამისად, მოსწავლისთვის ბევრად იოლია მისი მოხმარება და ნაკლებია ცვეთა. ასევე აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსწავლეებში სახელმძღვანელოების მოხმარების კულტურა, იშვიათად ფიქსირდება წიგნების მიმართ უდიერი მოპყრობის ფაქტები. შედეგად, წელს წიგნების დიდი უმრავლესობა მაღალი ქულებით შეფასდა.  “, – განმარტა  სანიკიძემ.

მიმდინარე წელს, დასაბეჭდი და შესასყიდი სახელმძღვანელოების ღირებულება დაახლოებით ხუთი მილიონ ნახევარია.„მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა პროგრამა 2013 წლიდან ამოქმედდა.




ევგენი პრიმაკოვი გარდაიცვალა


რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ევგენი პრიმაკოვი 26 ივნისს მოსკოვში, 85 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 

25664b

ევგენი პრიმაკოვი დაიბადა 1929 წელს კიევში დაიბადა, მაგრამ მამის რეპრესიის შემდეგ დედამისი მშობლიურ ქალაქში, თბილისში დაბრუნდა, სადაც ევგენიმ მთელი ბავშობა გაატარა. 1948 წელს მან თბილისის ვაჟთა მე–14 სკოლა დაამთავრა და მოსკოვში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ჩაირიცხა.

1991 1996 წლებში ევგენი პრიმაკოვი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, შემდეგ ორი წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. 1998–1999 წლებში პრიმაკოვი მთავრობის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2001–2011 წლეებში სავაჭრო–სამეწარმეო პალატას მეთაურობდა.

 




„ქართველები მეორე მსოფლიო ომში“


 ქართველები მეორე მსოფლიო ომში
26 ივნისს  საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „ქართველები მეორე მსოფლიო ომში“, რომელიც  ეძღვნება ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავს.

ექსპოზიციაზე აქამდე უცნობი კოლექციები იქნება წარმოდგენილი, დამთვალიერებლი იხილავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შენაერთებში ქართველ მებრძოლთა 250-მდე მემორიალურ ნივთს: პირადი წერილები, სიგელები, მისალოცი ბარათები, მედლები, ორდენები. აგრეთვე, როგორც საბჭოთა პერიოდის, ასევე ნაცისტური გერმანიის მიერ წარმოებულ საბრძოლო იარაღებს – ტყვიამფრქვევს, ტანკსაწინააღმდეგო შაშხანას, თოფებს, პისტოლეტებსა და სხვა. ექსპოზიციას ისტორიულ ხაზად მისდევს მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ვიდეო და ფოტო ქრონიკები.

კერძო კოლექციიდანაა გამოფენილი ვერმახტის ქართული ლეგიონის სამკლავური ნიშანი, ვერმახტის კავკასიური საგანგებო დანიშნულების ბატალიონ ბერგმანის ემბლემა-ნიშანი კავკასიური ხანჯლის სახით – პირადი ნომრით 896, ქართული ლეგიონის საველე ბიბლიოთეკიდან „ჩვენი სიმღერები“ და სხვა.

მეორე მსოფლიო ომში 34 მილიონ 500 ათასამდე საბჭოთა მებრძოლი იღებდა მონაწილეობას. საქართველომ ფრონტის ხაზზე 700 ათასამდე მებრძოლი გაგზავნა, რომელთა შორის 16 ათასი ქალი, 60 გენერალი და ადმირალი, 23 ათასი ოფიცერი და მეთაური იყო. ფრონტზე წასულთა თითქმის ნახევარი შინ ვეღარ დაბრუნდა. ომის განმავლობაში საქართველოდან 164 ადამიანს მიენიჭა გმირის წოდება. ქართველი მებრძოლები ასევე დაჯილდოვდნენ საფრანგეთის, იტალიისა და იუგოსლავიის ეროვნული გმირის წოდებებითაც.