ევროკავშირი მხოლოდ 160 ათას მიგრანტს მიიღებს
160 ათასი ლტოლვილის გადანაწილების საკითხი ევროსაბჭოში საბოლოდ 8 ოქტომბერს გადაწყდება. ევროკომისიამ ზუსტად ამ რაოდენობის მიგრანტების მიღება შესთავაზა ევროსაბჭოს წევრ ქვენებს. ლტოლვილები 2 წლის განმავლობაში გადანაწილდებიან სპეციალურად მოწყობილ ბანაკებში. გერმანიის შსს –ს მინისტრმა ტომას დე მეზიერმა განაცხადა, რომ ბრიუსელში ჩატარებულ საგანგებო შეხვედრაზე ევროსაბჭოს შსს მინისტრებმა უკვე მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან შემოსული მიგრანტების გადანაწილების პრინციპის თაობაზე.
ევროკომისიის წინადადებას ძირითადად ეწინააღმდეგებოდნენ უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი.
2015 წლიდან მოყოლებული დღემდე ევროსაბჭოს ტერიტორიას 500 ათასსზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი შეემატა და მათი რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ევროკომისიის განცხადებით, აღნიშნული მიგრაციული კრიზისი ყველაზე მსხვილია მეორე მსოფლიო ომის შედეგად წარმოქმნილი მიგრაციის შემდეგ.