კიევში გეი–აღლუმი ჩაიშალა


ე.წ. “თანასწორობის მარში”, რომელიც კიევის ცენტრში უნდა გამართულიყო, დაწყებისთანავე ჩაიშალა. აღლუმის ჩატარების ადგილი იმდენად გასაიდუმლებული იყო, რომ ჟურნალისტებსაც არ გაუმხილის ზუსტი ადგილმდებარეობა – ისინი  საგანგებოდ შეკრიბეს დაპირებულ პუნქტზე და ავტობუსით მიიყვანეს  მარშის ჩატარების ადგილზე.  მონაწილეებს მილიციის უპრეცედენტო რაოდენობა იცავდა, მარშზე არც ერთ გარე პირს არ უშვებდნენ.  უსაფრთხოების ასეთი ზომების მიუხედავად, აქციაზე “მემარჯვენე სექტორის” წარმომადგენლები გამოჩდნენ და ლგბტ–წევრებს ლითონის ნამსხვრევებით დატენილი პეტარდები დაუშინეს. ინციდენტის შედაგეად დაზარალდა 5 მილიციონერი, ერთერთის მდგომარეობა მძიმეა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მილიციამ რამოდენიმე თავდამსხმელი დააკავა, ხოლო გეი–აღლუმის მონაწილეებს უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე პატარ–პატარა ჯგუფებად ურჩია დაშლა და მოუწოდა ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენისგან თავი შეეკავებინათ.  კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს  მარში არ აუკრძალავს, თუმცა მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ორგანიზატორებს აქციის ჩატარებაზე უარის თქმა ურჩია.




უფლებადამცველთა გაერთიანებამ 2006-2015 წლებში მერიაში პრემიებზე გახარჯული თანხების კვლევის შედეგები წარმოადგინა


უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, იმ ხალხისგან, ვინც თავად ხარჯავდა მილიონებს თბილისის მერიაში, პრემიებზე და ასიათასობით ლარს მივლინებებზე, ხშირად ისმის კრიტიკა არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებაში სერიოზულ გულისწყრომას იწვევს, რადგან იმის მაგივრად, რომ ამ ხალხმა პასუხი აგოს თავიანთ ქმედებებზე, აქეთ შეტევებზე გადმოდიან.
“უფლებადამცველთა გაერთიანებამ“ 2006-2015 წლების პერიოდში მერიის ორგანოების მიერ გაცემულ პრემიებზე და მივლინებებზე გახარჯული თანხების ოდენობებთან დაკავშირებით კვლევის შედეგები წარმოადგინა.
“თბილისის მერიაში პრემიებზე და მივლინებებზე გაცემული თანხები 2006 წლიდან 2015 წლის შეადგენს: პრემია – 85 111 600 ლარი, მივლინება – 5 5 800 ლარს. 2006 წელი – პრემია – 2 274 900 ლარი, მივლინება 263 800 ლარი. 2007 წელი – პრემია – 4 425 000 ლარი, მივლინება – 292 500 ლარი. 2008 წელი – პრემია – 6 206 100 ლარი, მივლინება – 452 500 ლარი. 2009 წელი – პრემია – 7 535 900 ლარი. მივლინება – 727 400 ლარი. 2010 წელი – პრემია – 11 750 400 ლარი. მივლინება – 485 900 ლარი. 2011 წელი – პრემია – 8 601 200 ლარი, მივლინება – 685 600 ლარი. 2012 წელი – პრემია – 10 698 500 ლარი, მივლინება – 488 100 ლარი. 2013 წელი – პრემია – 17 110 500 ლარი, მივლინება – 854 700 ლარი. 2014 წელი 05.08 მდე – პრემია – 12 287 900 ლარი, მივლინება – 544 200 ლარი. 2014 წელი 05.08-დან – პრემია – 3 546 000 ლარი. მივლინება – 140 000 ლარი. 2015 წელი (3 თვიანი მონაცემი) – პრემია – 675 200 ლარი, მივლინება – 71 100 ლარი აქედან, 2006 წლიდან – 2014 წლის აგვისტომდე, ანუ როცა თბილისის მერიის სათავეში ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობა იყო გაცემულმა პრემიებმა შეადგინა 80 890 400 ლარი, მივლინების თანხამ 4 794 700 ლარი. ,,ქართული ოცნების’’ თბილისის მერიაში მოსვლის შემდეგ კი 2014 წლის აგვისტოდან და 2015 წლის სამთვიანი მონაცემებით, გაცემული პრემიების ოდენობა შეადგენს 4 221 200 ლარს, მივლინებების თანხა 211 100 ლარს“,- აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ კვირას“ პრესკლუბში.




სემეკმა მოქალაქეებს 61 ათას ლარზე მეტი თანხა ჩამოაწერა


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, დღეს, საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა.
სემეკის ინფორმაციით, საჯარო სხდომაზე საკითხები განსახილველად წარმოადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებმა.
კომისიამ ჩამოწერას დაუქვემდებარა კომპანიების მხრიდან მოქალაქეებზე დარიცხული თანხები, რომელთა ნაწილი მიიჩნია ხანდაზმულ დავალიანებად, ხოლო ნაწილი – უსაფუძვლო დარიცხვად. მთლიანობაში 4 ივნისის საჯარო სხდომაზე ჩამოწერილი თანხების საერთო რაოდენობამ შეადგინა 61 307. 09 ლარი.
კომისია ახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე კომისიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც.




ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეიზი" რუსეთის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს


ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეიზი” რუსეთის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.
კომპანია “ჯორჯიან ეარვეიზის” თხოვნის საფუძველზე, საქართველოსა და რუსეთის საავიციო ხელისუფლებების ორკვირიანი ინტენსიური კონსულტაციების შედეგად, რუსეთის მხარემ კომპანია “ჯორჯიან ეარვეიზს” თბილისი-ნოვოსიბირსკის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების უფლება მიანიჭა.
ნოვოსიბირსკი ხელშეკრულების დანართით განსაზღვრულ იმ შვიდ ქალაქში არ შედის, სადაც ქართულ ავიაკომპანიებს რეგულარული ფრენების უფლება აქვთ.
ფრენების დაწყებას ავიაკომპანია მიმდინარე წლის 14 ივნისიდან, კვირაში 1 სიხშირით აპირებს.
მოსკოვის, სამარას და სანკტ-პეტერბურგის შემდეგ ეს იქნება მე-4 მიმართულება რუსეთის ფედერაციაში, სადაც ზემოთ ხსნებული კომპანია იფრენს.




დღეს ნინოობაა


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პირველ ივნისს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს.
წმიდა მოციქულთასწორის ნინო საქართველოში 323 წელს შემოვიდა. ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა, მაგრამ IV ს-ის დასაწყისისთვის ქვეყანა მაინც წარმართობის ტყვეობაში იყო.
ყოვლადწმიდა ქალწულის მინიშნებით ქართველთა ერის ქრისტეს ნათლით გასანათლებლად ივერიისკენ მოციქულთა სწორი ქალწული ნინო გამოემართა. წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება.
წმიდა ნინო ქალწულმოწამეებთან: რიფსიმესთან, გაიანესა და მათ ორმოცდაათ თანამოღვაწესთან (ხს. 30 სექტემბერს) ერთად სომხეთში ჩავიდა. წმიდა ქალწულთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ნინო ღვთაებრივი გამოცხადებით ფარავნის ტბას მიუახლოვდა და ჯავახეთის მთებით საქართველოში შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. „ვარდი და ნუში ყუაოდა მას ჟამსა“, „მთანი ჩრდილოსანი“ კი, მიუხედავად ვარდობისთვისა, „სავსენი ჩნდეს თოვლითა და ჰაერითა სასტიკითა“.
წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი. მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. გარდა ამ დღისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნინოს იხსენიებს მისი მიცვალების დღეს 14 (27) იანვარს.




შემოდგომიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაძვირდება


                 როგორც შიდასაქალაქო მიკროავტობუსების მძღოლები ამტკიცებენ მგზავრობა რამდენიმე თვეში გაძვირდება.  ჯერჯერობით კი ზაფხულის პერიოდისთვის დამახასიათებელი მოთხოვნის კლების გამო მოქმედ ტარიფს შემოდგომამდე შეინარჩუნებენ. როგორც  მძღოლები ამბობენ, ასეთი გადაწყვეტილება მათ გაზისა და თხევადი საწვავის გაძვირების გამო მიიღეს. გარდა ამისა, მოიმატა სათადარიგო ნაწილების ფასმაც, რამაც დამატებითი პრობლემა შექმნა. ცვლილება ძირითადად მიკროავტობუსებს და ტაქსებს შეეხება.
თბილისის ავტოსადგურებში აცხადებენ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მგზავრებს ტარიფი არ გაუძვირდებათ. როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერია ავტობუსების ჩანაცვლებას გეგმავს,ეს პროცედურა ეტაპობრივად მოხდება, თუმცა კონკრეტულად როდის გამოჩნდება თბილისის ქუჩებში იაპონური ჰიბრიდული ავტობუსები, ამის შესახებ ინფორმაცია არ კონკრეტდება. მერიაში ამბობენ, რომ კომფორტული ავტობუსების შემოყვანის მიუხედავად, მგზავრობის საფასური არ გაძვირდება.
განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ყვითელი ავტობუსის მძღოლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ახალი ტრანსპორტის შემოყვანის პარალელურად, მერია მგზავრობის 20 თეთრით გაძვირებას გეგმავს.




საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიში


22 მაისს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ტრადიციულად, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, წარმოგიდგენთ ეროვნული მუზეუმის წლიურ ანგარიშს და სამომავლო გეგმების პრეზენტაციას. დამსწრე საზოგადოება გარდა 2014-2015 წლების მნიშვნელოვანი მოვლენებისა გაეცნობა უაკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული მუზეუყმის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგებს. პრეზენტაციას დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.




მერია პარკირებისთვის საჭირო სადგომების მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს


მერია, თბილისში პარკირებისთვის საჭირო სადგომების მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს. ნარმანიას განმარტებით, ინტერესების გამოხატვის საშუალება და ტენდერში მონაწილეობის მიღება, როგორც ახალ, ისე მოქმედ კომპანიებს შეეძლებათ. ნარმანიამ სითი პარკზეც ისაუბრა, თუმცა იგი ვერ აკონკრეტებს რა სახით გაგრძელდება თანამშრომლობა კომპანიასთან.
“ჩვენ გამოვხატავთ ინტერესს პარკირებისთვის საჭირო სადგომების მშენებლობაზე” – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.




საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 14,7%-ით შემცირდა


წინასწარი, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის (4 371 535 კაცი) შედეგთან შედარებით 14,7 პროცენტით (641 900 კაცი) ნაკლებია. 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 140 126 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ – 1 589 509 კაცი. შემცირება ძირითადად განიცადა სოფლის მოსახლეობამ (23,8 პროცენტი), როდესაც იმავე პერიოდში ქალაქის მოსახლეობა შემცირდა (6,3 პროცენტით). შედეგად წინა აღწერის ქალაქ/სოფლის სტრუქტურაც მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.




აზერბაიჯანში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შეტანა 7 წლამდე პატიმრობით დაისჯება


აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები განხორციელდა, რომელთა თანახმად, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების განზრახ შეტანა, გაყიდვა და გამოყენება დაისჯება 3–5 ათასამდე მანათით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საკვებ პროდუქტებში განზრახ გამოყენებისთვის კი ფულადი ჯარიმა 4–6 ათას მანათი ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება. მსხვილი მოცულობებით აღნიშნული ორგანიზმების შეტანა, გაყიდვა და მოხმარება კი 7–9 ათასი მანათით ან 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
3–დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირებს, რომლებიც აღნიშნულ დანაშაულებს გამეორებით ჩაიდენენ.