დღეს პეტრე–პავლობაა


Картинки по запросу св. Петр и Павелმართლმადიდებელი სამყარო დღეს წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.  პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ოთხკვირიანი პეტრე-პავლობის მარხვა უძღოდა.

ქრისტეს მოწაფეთა – მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

წმ.  პეტრე  მოციქული წმ. ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის ხმობამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმ. პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

წმ.  პავლე მოციქული  წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მოციქულებრივ მსახურებამდე მას სავლე ერქვა. იგი მღვდელმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს სდევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

წმ. თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.




"„ღვინოში ჩაფსმა“ - ამგვარის თქმა ყველაზე დაუნდობელ მტერს არ მოსვლია აზრად"


Картинки по запросу ვასილ მაღლაფერიძესაქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქის“ გვერდზე ნიკა გვარამიას შეურაცხმყოფელ რეპლიკას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ღვინოში ჩაფსმა“ არ არის უბრალოდ წამოროშვა, სინამდვილეში ეს ის ანტისიტყვებია, რომელიც გენეტიკურ კოდს ანგრევს.

„საინტერესო ეპოქის სტუმრები ვართ, მუქარა ისმის, ღვინოში ჩაგიფსამთო! „ღვინოში ჩაფსმის“ მსურველთა ლიდერებიც და მიმდევრებიც იმდენად ერთი მასალითა და ყალიბით არიან შექმნილნი, მანამდე ნანახიც რომ არ ჰყავდეთ ერთმანეთი, ერთი შეხედვით ცნობენ თავისიანს და სხვისიანს (არც გარეშე თვალისთვის არიან ძნელი საცნობნი).

სხვა ბევრი სათნოებაც აერთიანებთ, თუმცა, უმთავრესი მაინც ისაა, რომ ყველა ზღვარი გადალახული აქვთ, ყველაფრის თქმა-კადრება შეუძლიათ და „ღვინოში ჩაფსმას“ არა მხოლოდ პირიდან ამოუშვებენ, არამედ, თუ მიუშვი, მართლაც ჩააფსამენ!

ჩააფსამენ კი არა, „ღვინოში ჩაფსმაა“ მათი არსებობის მთავარი მიზანი! ოღონდაც, ესენი ფარისევალთაგან გაბრიყვებული ის ადამიანები კი არ არიან, რომლებიც აზრზე არ იყვნენ, რა საშინელ ცოდვას სჩადიოდნენ, არამედ თავად არიან სხვების გაბრიყვებაში გაწაფული მაქციები, რომელთაც ძალიან კარგად იციან, რომ ვაზი და ღვინო არ არის მხოლოდ მცენარე და საკვები, მიწა და წყალი არ არის მხოლოდ მატერია, ადამიანი არ არის მხოლოდ კუნთები და კუჭი და ამის იქით კიდევ არის ის რაღაც უხილავი, რომელიც ჩვენში უსტვენს „ვით საყდრის ჩიტი“.

სწორედ ამ უხილავს და გამოუთქმელს ებრძვიან მაქციები და „ღვინოში ჩაფსმაც“ ამ მთავარი სიწმინდის წაბილწვის და მოსპობის რიტუალია.

„ღვინოში ჩაფსმა“ არ არის უბრალოდ წამოროშვა, სინამდვილეში ეს ის ანტისიტყვებია, რომელიც გენეტიკურ კოდს ანგრევს – ასეთ მუქარას, ასეთ სიბილწეს, ასეთ წამოცდენას, ქართული ცნობიერების მატრიცა აქამდე არ იცნობდა, ამგვარის თქმა ყველაზე დაუნდობელ მტერს არ მოსვლია აზრად, რადგან ადამიანებს ყოველთვის გვრჩება რაღაც საერთო ღირებულებები, რაც ადამიანებად გვტოვებს.

ფიქრის თავისუფლად გამოხატვას სწორედ იმიტომაც არ უნდა ზღუდავდეს კანონი, რომ ადამიანმა საკუთარი ნებით, აკრძალვების გარეშე არ თქვას, „ღვინოში ჩაგიფსითო“, ვინაიდან, თავად ადამიანად ყოფნა-არყოფნაც ადამიანის თავისუფალი არჩევანია და არა კანონით დადგენილი აუცილებლობა.

გამოხატვის თავისუფლებას და მაისის წვიმას რა სჯობს, მაგრამ რა თავში იხლის ადამიანი ისეთ თავისუფლებას, რომელიც ღვინოში ჩააფსმევინებს! თუმცა, ყველას თავისი თავისუფალი არჩევანი და პროგრესის ორიენტირი უხმობს“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.




ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც შვილიშვილისთვის ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, გარდაიცვალა


მომ­ღე­რალ ჯაბა ბოჯ­გუ­ას ბე­ბია, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, დღეს დი­ლით სა­ა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

83 წლის მო­ხუცს ავ­ტო­მან­ქა­ნა ორი დღის წინ, მუ­ხი­ან­ში და­ე­ჯა­ხა. მო­ხუ­ცი გა­და­სას­ვლელ­ზე გა­და­დი­ო­და, რა დრო­საც შემ­თხვე­ვა მოხ­და და ქალი მძი­მედ და­შავ­და. მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე იყო და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

AMBEBI.GE  ჯაბა ბოჯ­გუ­ას დე­დას, მა­ნა­ნა გვა­სა­ლი­ას და­უ­კავ­შირ­და. მისი თქმით, 85 წლის მო­ხუ­ცი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო და კო­მა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის მოვ­ლის­თვის სა­ჭი­რო თან­ხის მოგ­რო­ვე­ბას ცდი­ლობ­და. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნილ ბოჯ­გუ­ებს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

“გუ­შინ­წინ დი­ლით მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა. გზა­ზე გა­და­დი­ო­და და მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას არ გაჰ­ყვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მე და­მი­რე­კეს და სახ­ლში მო­ვიყ­ვა­ნე. ერთ სა­ათ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ­ში. ბარ­ძა­ყი ჰქონ­და მო­ტე­ხი­ლი და ოპე­რა­ცია უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა მი­დი­ო­და ორ­გა­ნიზ­მში და ოპე­რა­ცია ვერ გა­და­ი­ტა­ნა”, – ამ­ბობს მა­ნა­ნა გვა­სა­ლია.

მი­სი­ვე თქმით, მო­ხუცს ბოლო წუ­თამ­დე გო­ნე­ბა არ და­უ­კარ­გავს და ახ­ლობ­ლებს სახ­ლში წაყ­ვა­ნას სთხოვ­და.

“წა­მიყ­ვა­ნეთ, ჯა­ბას ვჭირ­დე­ბი! – მხო­ლოდ ამ სი­ტყვებს ამ­ბობ­და და ამ ლა­პა­რაკ­ში და­ლია სული. ახლა არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს, დე­და­ჩე­მი ჩვე­ნი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო. პირ­ველ რიგ­ში რაც მჭირ­დე­ბა მომ­ვლე­ლია, რომ ჯა­ბას მოვ­ლა­ში და­მეხ­მა­როს. 2 დღეა ჯა­ბაც არ არის კარ­გად, არ ვიცი მგო­ნი გრძნობს რა­ღა­ცას”, – ამ­ბობს ჯაბა ბოჯ­გუ­ას დედა.

მომ­ღე­რა­ლი ჯაბა ბოჯ­გუა თით­ქმის 10 წე­ლია კო­მა­შია. მას დედა, მა­ნა­ნა გვა­სა­ლია და მო­ხუ­ცი ბებო უვ­ლიდ­ნენ. ეს უკა­ნას­კნე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად ზოგ­ჯერ ქუ­ჩა­ში მო­წყა­ლე­ბა­საც ითხოვ­და… ბოჯ­გუ­ას გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ბავ­შვო­ბი­დან აწუ­ხებ­და. 10 წლის წინ ის და­ა­პა­ტიმ­რეს და გუ­ლის შე­ტე­ვა ცი­ხე­ში მო­უ­ვი­და. ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დრო­უ­ლად არ გა­და­იყ­ვა­ნეს, რის გა­მოც კო­მა­ში ჩა­ვარ­და და მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა ვე­ღარ ხერ­ხდე­ბა.

ბოჯ­გუ­ე­ბის ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­გიძ­ლი­ათ შემ­დეგ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

  • სს „ თი­ბი­სი ბან­კი“-TBC BANK; მიმ­ღე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა -მა­ნა­ნა გვა­სა­ლია;
  • სა­ბან­კო ან­გა­რი­ში – GE26TB7447145061600017
  • ბი­ლა­ი­ნის და მაგ­თის აბო­ნენ­ტებ­მა და­რე­კეთ 0901 700 039



"გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და აიკრძალოს გარყვნილების პროპაგანდა!"


„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ვერის ბაღიდან მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ. მსვლელობაში მონაწილეობენ ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და მათი მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ – საქართველოში არ ჩატარდეს „თბილისი პრაიდი“,  გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შეიქმნას გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი.

ლევან ვასაძის აზრით, სწორედ ანტიდისკრიმინაციული კანონი არის იმის ძირითადი წყარო, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ამიტომ ლიბერალიზმი აღარ უნდა იყოს ქვეყნის წამყვანი იდეოლოგია. ბიზნესმენს მიაჩნია, რომ  სწორედ ლიბერალური პოლიტიკაა მეორე მტერი, ქვეყნის პირველი მტერი კი რუსული ოკუპაციაა.

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგები  დღეს 06:30 საათიდან კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ, რათა პრაიდის ორგანიზატორებს აქციის ჩატარების შესაძლებლობას არ მეცათ.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე პრაიდის ჩატარების გასაპროტესტებლად  შეიკრიბნენ  სასულიერო პირებიც და  მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პარაკლისის გადახდას აპირებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ღირსების მარში“ შსს–სთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო და უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს.




"დილიდან დავიკავებთ სხვადასხვა ადგილს, რომ საქართველოში გარყვნილების აღლუმი არ შედგეს"


 ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу დავით ისაკაძესასულიერო პირები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობას მართავენ და აცხადებენ, რომ ეს გამაფრთხილებელი მსვლელობაა და ხვალ დილიდან მასობრივ გამოსვლებს პროგნოზირებენ.

„ჩვენ ვაწყობთ მცირე მსვლელობას, სასულიერო პირები, ერის ადამიანები და საზოგადოების გარკვეული ფენა. ეს არის გამაფრთხილებელი მსვლელობა. ჩვენ ვაპირებთ ხვალ დილიდან მასობრივი გამოსვლა მოვაწყოთ, დავიკავოთ სხვადასხვა ლოკაციები იმისთვის, რომ არ შედგეს გარყვნილების აღლუმი საქართველოში.

ჩვენ, კავკასიის შვილები ვართ. მთავარი არის სარწმუნოება, ღვთის მოსაობა. სოდომის ცოდვა არის უმძიმესი ცოდვა. ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვუვარდებით სახლებში ამ ადამიანებს, ეს მათი ნებაა, მათი ცხოვრების წესია, მაგრამ გარყვნილების რეკლამირება დაუშვებელია. მით უმეტეს ასეთ ვითარებაში ეს არის აბსოლუტურად პროვოკაციული გადაწყვეტილება, რათა კიდევ უფრო მეტად დაიძაბოს ჩვენს ქვეყანაში ვითარება, კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება მოხდეს. ხელისუფლებას, ამ ადამიანებს ყველას ვაფრთხილებთ, რომ არ დავუშვებთ გარყვნილების ქადაგებას საქართველოში. თავი შეიკავონ ამ მასიური გარყვნილების ქადაგებისგან“,- განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ “ღირსების მარშის”  ჩატარების შესახებ ორგანიზაციის  ფეისბუქ–გვერდზე გავრეცლდა. აქციის ჩატარება ხვალ იგეგმება.




საქართველოში გარდაცვალების ყველაზე გავცრელებული მიზეზი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებაა


 ÐŸÐ¾Ñ…ожее изображениеსაქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 46 524 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 23 836 მამაკაცი და 22 688 ქალი. 

უწყების ინფორმაციით, გარდაცვალების ყველაზე გავცრელებული მიზეზი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებია. ამ მიზეზით დაღუპულთა რაოდენობა – 21,549 ადამიანი, წინა წელთან შედარებით 1700-თაა გაზრდილი. გარდაცვალების მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა სიმსივნეები, რაც 2018 წელს 7 329 ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა (წინა წელს 7 095).

ხოლო სასუნთქი სისტემის ავადმყოფობების შედეგად საქართველოში 2018 წელს 3 676 ადამიანი გარდაიცვალა, წინა წელს  – 2 608.




გუდაურში ადგილობრივებმა ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ტერიტორია დაარბიეს


გუდაურში ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ტერიტორია დაარბიეს. დაზიანებულია ინვენტარი და წაღებულია სამუშაო იარაღები. ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ტერიტორიაზე ასობით ადამიანი კონკრეტული პირების ორგანიზებით შეიჭრა, რომლებსაც ფესტივალის ჩატარება არ სურდათ და ორგანიზატორებს მანამდეც ემუქრებოდნენ. მათი თქმით, საუბარია დაახლოებით 25 ათასი ლარის ზარალზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ქურდობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლებით დაიწყო.

ორგანიზატორების განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა ფესტივალის ჩატარებას იმ მიზეზით აპროტესტებდა, რომ ამ ტერიტორიაზეა მათი მამა-პაპის მიწები, ეკლესიები და ეს მუსიკა ხატებს შეურაცხყოფდა.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყაზბეგში 28, 29, 30 ივნისს უნდა ჩატარებულიყო.

„ვიზიტორების და ზოგადად, ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კომპრომისზე წავედით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივი პოლიციასთან და მერთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან გადავიტანეთ ბიდარაში, რაც დასახლებული პუნქტიდან არის დიდი მანძილით დაშორებული. თუმცა შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოჩნდით.

გუშინ დილით ყაზბეგის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. ვანდალური აქტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია სტაფის რამდენიმე წევრი.

მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს.
ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ.

Mountain Set - მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, ყველაფერს ვიღონებთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს

ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო.

სამწუხაროდ, აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია. ვთვლით, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას.

დღეს საღამოს გამოვაცხადებთ ფესტივალის ახალ ლოკაციას და სრულ ინფორმაციას. ჩვენ ყველას თქვენი თანადგომა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს! არავის მივცეთ საშუალება მუსიკის მოსმენის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების უფლება შეგვიზღუდონ!“ – აღნიშნულია ფესტივალის წარმომადგენელთა განცხადებაში.




საქართველოს ოლიმპიური ნაკრები საზეიმო გახსნის ცერემონიაზე გამოვიდა


მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. საზეიმო ცერემონია მეორე არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მინსკის 2019 წლის ევროპული თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გამოვიდა. გუნდის მედროშე წლევანდელ ტურნირზე ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი იყო.

მინსკი 21-დან 30 ივნისის ჩათვლით, 2019 წლის ევროპულ თამაშებს მასპინძლობს. აღნიშნული ღონისძიება მეორედ იმართება და მასში მონაწილეობას 4000-მდე სპორტსმენი მიიღებს. სპორტის 15 სახეობაში მედლების 199 კომპლექტი გათამაშდება.

ტურნირზე საქართველოს ღირსებას 10 სახეობაში 61 სპორტსმენი დაიცავს.

 

 

 




"ნუ გვესვრი" - ჟურნალისტებმა შსს–თან აქცია გამართეს


Картинки по запросу მას მედია“ნუ გვესვრი” – ამ ლოზუნგით მედიის წარმომადგენლებმა   შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს და ჟურნალისტების უფლებების შელახვას გააპროტესტეს.

თბილისში მომუშავე ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და ხარაგაულშიც.

აქციის ორგანიზატორი “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა”. ქარტიის ინფორმაციით, გუშინ პარლამენტთან გამართული აქციის დარბევისას 32 ჟურნალისტი დაშავდა.

„იმის ნაცვლად, რომ პოლიციამ ხელი შეუწყოს ჟურნალისტებს, რომლებიც მოსახლეობას აწვდიდნენ ობიექტურ ინფორმაციას, საკუთარი მოვალეობის შესრულებაში, პრაქტიკულად ხელი შეუშალეს. მოგვეცით მუშაობის საშუალება და ნუ გვესვრით“, – თქვა აქციაზე აჭარის ტელევიზიის რეპორტიორმა, თეონა ხარაბაძემ.

აქციის მონაწილეები მოვლენების შეფასებას და პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვენ.

 




"ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი"


Похожее изображениеსაქართველოს საპატრიარქო გუშინდელ საპროტესტო აქციასთან  დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოვლენების სასწრაფო გამოძიებას სთხოვს.

“დიდია ჩვენი გულისტკივილი პარლამენტთან შუაღამისას განვითარებული მოვლენების გამო, რის შედეგადაც დაშავდა მრავალი ადამიანი, მეტწილად ახალგაზრდები. ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ათასობით ახალგაზრდა სამშობლოს ღირსების დასაცავად გამოვიდა რუსთაველზე და თავისი სამართლიანი გულისწყრომა გამოხატა პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს იმ წევრის თავმჯდომარეობის გამო, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი; მაგრამ არამართებული მოწოდებებით მიტინგს სახიფათო სახე მიეცა, მოვლენები მყისიერად განვითარდა და პარლამენტის შენობის ძალით დაკავების მცდელობაში გადაიზარდა.

ვფიქრობთ, საჭიროა, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოიძიოს მიზეზები და სათანადო სტრუქტურებმა, მასმედიამ და ექსპერტებმა  მიუკერძოებელი შეფასებები გააკეთონ როგორც მომხდართან დაკავშირებით, ისე ზოგადპოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რათა საზოგადოებას არსებული ვითარების  გააზრების საშუალება მიეცეს, შენარჩუნდეს მშვიდობა და პროცესებმა სამოქალაქო დაპირისპირების სახე არ მიიღოს. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ჩვენმა ხალხმა ეს გამოწვევები დაძლიოს და მათ ღირსეული პასუხი გასცეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად  სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, აქედან 80 პოლიციელია. ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი.