პრემიერმა ჭადრაკში ევროპის პატარა ჩემპიონებს უმასპინძლა


მამუკა ბახტაძემ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონებს, დავით თათვიძეს და კესარია მგელაძეს უმასპინძლასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონებს – ექვსი წლის დავით თათვიძეს და ცხრა წლის კესარია მგელაძეს უმასპინძლა, რომლებმაც ტიტული რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვეს.

მამუკა ბახტაძემ მოჭადრაკეებს წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი მიღწევებით მთელი საქართველო ამაყობს.

„საქართველო არის ჩემპიონების და ყველაზე ნიჭიერი ადამიანების სამშობლო და კესარიას და დათოს მიღწევები სწორედ ამის მაგალითია. განათლების რეფორმის ფარგლებში ჩვენ სკოლებში უნდა აღვადგინოთ ის ტრადიცია, რომ ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ჭადრაკში. იმ საზოგადოებაში, სადაც ჭადრაკი პოპულარულია, ადამიანური კაპიტალიც და ნიჭიც ყველაზე მეტად ვითარდება”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ქუთაისისა და ბათუმის დიდ საჭადრაკო ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება და ქუთაისელი დავით თათვიძისა და ბათუმელი კესარია მგელაძის მშობლებსა და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა პატარა ჩემპიონებს წარმატებები უსურვა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში, რომელიც ქალაქ ბრატისლავაში პირველ აგვისტოს დაიწყება.




მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალის წარსადგენად პროკურატურაში დაიბარეს


Картинки по запросу თბს ბანკიდღეს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა სალომე ჩიქობავამ განაცხადა, რომ გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ,  რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)“, –  განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი  არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების  წარდგენის  მიზნით. ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის  წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.




სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ცნობის აღება უკვე იუსტიციის სახლში არის შესაძლებელი


shtamp, შტამპი, ბეჭედიშინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ახალი სერვისი  – დღეიდან  „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“ ცნობის აღება უკვე იუსტიციის სახლის ფილიალებშიც იქნება შესაძლებელი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული სერვისი შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია. სერვისის დამატება იუსტიციის სახლის მომხმარებლისთვის მეტი კომფორტისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით განხორციელდა.

„ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“ არის დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შსს–ს რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე გაიცემა და ასახულია ინფორმაცია მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან/და გადმოკვეთის თაობაზე.

სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალსა და მომსახურების სააგენტოების ტერიტორიულ ერთეულებში შეუძლიათ. ცნობის მომზადების ვადა და საფასური შეადგენს: 5 დღეში – 20 ლარს; 3 სამუშაო დღეში – 35 ლარს; ერთ სამუშაო დღეში – 45 ლარს.

იუსტიციის სახლის ფილიალებში შსს-ს სერვისების გაცემა 2017 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, დაინერგა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი – „ცნობა ნასამართლობის შესახებ“ რომლითაც დღემდე, იუსტიციის სახლის მეშვეობით, 42 000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა.




პაატა სალია:„რუსთავი 2“-ში უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა დაგვხვდა"


Картинки по запросу პაატა სალიატელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიაში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა  და წინა მენეჯმენტის მიერ დატოვებული ფინანსები ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასების გასაცემადაც კი არასაკმარისია.

სალია განმარტავს, რომ მიუხედავად ამისა, ქიბარ ხალვაში კომპანიის გაყიდვას არ აპირებს.

“არ დავასტურებ, რომ ქიბარ ხალვაში არ აპირებს ტელევიზიაში ფულის ჩადებას. ვეძებთ ყველანაირ გზას, მოხდეს თანამშრომლებისთვის ხელფასების დროულად გაცემა. შეიძლება ერთი-ორი დღით დაგვიანდეს ტექნიკური მიზეზების გამო. მდგომარეობა ძალიან სავალალო დაგვხვდა ამ კუთხით. ერთი ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული, რაც დატოვა წინა მენეჯმენტმა”,- განაცხადა პაატა სალიამ.

18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ს გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.




სკოლებში გოგებაშვილის "დედა ენა" უფასოდ გაიცემა


დედაენა2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.

ამასთან დაკავშირებით ღონისძიება სოფელ ვარიანში  გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია სწორედ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელში მოხდა, იქ სადაც მწერალმა 1875 წლის ზაფხულში „დედა ენის“ პირველ გამოცემაზე ხანგრძლივი მუშაობა დაასრულა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მნიშვნელოვანწილად გოგებაშვილის დამსახურებაა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის შედეგად ქართული ენის აღორძინება, ახალ თაობებში სამშობლოსა და განათლებისადმი სიყვარულის გაღვივება და ქართველი ხალხის კონსოლიდაცია.

როგორც საქართველოს პრემიერ–მინისტრა განაცხადა, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი “დედა ენას” უფასოდ მიიღებს.

ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შეიქმნა ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც, ერთი მხრივ, ეროვნულ და კულტურულ საფუძველს, ხოლო, მეორე მხრივ კი, სწავლების თანამედროვე მეთოდებს დაეფუძნა.

იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უკანასკნელი გამოცემის ადაპტირება მოხდა ისე, რომ შენარჩუნდა ავტორის ძირითადი მეთოდები, პრინციპები, მასალა და თანამედროვეობას დაუახლოვდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ლექსიკა, რაც დღესაც გამოიყენება, სახელმძღვანელოში დარჩა.




ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ


Похожее изображениеსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს. 

განსაკუთრებულად ვლაქერნობას დღეს ზუგდიდში აღნიშნავენ, სადაც მორწმუნეები საქართველოს ყველა ეპარქიიდან და უცხოეთიდანაც ჩამოდიან. ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი და იქ დაცული სხვა სიწმინდეები მშენებარე საკათედრო ტაძარში გადაიტანეს.

ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე გამოვიდა ინიციატივით, რომ ვლაქერნობის დღესასწაული, 15 ივლისი ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს.

ამის შესახებ მან მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო ქადაგების დროს განაცხადა.

„მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს დღე გამოაცხადოს დასვენების დღედ ზუგდიდში, რათა ყველა მორწმუნეს ჰქონდეს საშუალება, რომ სიწმინდე მოილოცოს”,-აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, დღეს ორშაბათია, სამუშაო დღეა, ამიტომ მრევლის დიდმა ნაწილმა ტაძარში მოსვლა ვერ მოახერხა.

 




კახელი მეღვინეები „რუსთავი 2“-თან აქციას მართავენ


კახელი მეღვინეები თბილისში ჩამოვიდნენ და   სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან მართავენ საპროტესტო აქციას –  ამ ფორმით კომპანიის გენერალური დირექტორისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ იმ სიტყვების გამო, რომელიც ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში ქართულ ღვინოსთან და მინერალურ წყალთან დაკავშირებით თქვა.

აქციის გამო ტელეკომპანიის შენობის მიმდებარედ, მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები

მანამდე აქცია მეღვინეებმა და მევენახეებმა გომბორზე გამართეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიც. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამაუწყებლო კომპანაიასთან სწორედ გვარამიას ბოდიშის მოსასმენად მივიდნენ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ რუსეთთან ვაჭრობის კონტექსტში ქართული ღვინო და მინერალური წყალი უდიერად მოიხსენა და ფერმერებს უხამსი სიტყვებით მიამრთა.




დღეს პეტრე–პავლობაა


Картинки по запросу св. Петр и Павелმართლმადიდებელი სამყარო დღეს წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.  პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ოთხკვირიანი პეტრე-პავლობის მარხვა უძღოდა.

ქრისტეს მოწაფეთა – მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

წმ.  პეტრე  მოციქული წმ. ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის ხმობამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმ. პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

წმ.  პავლე მოციქული  წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მოციქულებრივ მსახურებამდე მას სავლე ერქვა. იგი მღვდელმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს სდევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

წმ. თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.




"„ღვინოში ჩაფსმა“ - ამგვარის თქმა ყველაზე დაუნდობელ მტერს არ მოსვლია აზრად"


Картинки по запросу ვასილ მაღლაფერიძესაქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქის“ გვერდზე ნიკა გვარამიას შეურაცხმყოფელ რეპლიკას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ღვინოში ჩაფსმა“ არ არის უბრალოდ წამოროშვა, სინამდვილეში ეს ის ანტისიტყვებია, რომელიც გენეტიკურ კოდს ანგრევს.

„საინტერესო ეპოქის სტუმრები ვართ, მუქარა ისმის, ღვინოში ჩაგიფსამთო! „ღვინოში ჩაფსმის“ მსურველთა ლიდერებიც და მიმდევრებიც იმდენად ერთი მასალითა და ყალიბით არიან შექმნილნი, მანამდე ნანახიც რომ არ ჰყავდეთ ერთმანეთი, ერთი შეხედვით ცნობენ თავისიანს და სხვისიანს (არც გარეშე თვალისთვის არიან ძნელი საცნობნი).

სხვა ბევრი სათნოებაც აერთიანებთ, თუმცა, უმთავრესი მაინც ისაა, რომ ყველა ზღვარი გადალახული აქვთ, ყველაფრის თქმა-კადრება შეუძლიათ და „ღვინოში ჩაფსმას“ არა მხოლოდ პირიდან ამოუშვებენ, არამედ, თუ მიუშვი, მართლაც ჩააფსამენ!

ჩააფსამენ კი არა, „ღვინოში ჩაფსმაა“ მათი არსებობის მთავარი მიზანი! ოღონდაც, ესენი ფარისევალთაგან გაბრიყვებული ის ადამიანები კი არ არიან, რომლებიც აზრზე არ იყვნენ, რა საშინელ ცოდვას სჩადიოდნენ, არამედ თავად არიან სხვების გაბრიყვებაში გაწაფული მაქციები, რომელთაც ძალიან კარგად იციან, რომ ვაზი და ღვინო არ არის მხოლოდ მცენარე და საკვები, მიწა და წყალი არ არის მხოლოდ მატერია, ადამიანი არ არის მხოლოდ კუნთები და კუჭი და ამის იქით კიდევ არის ის რაღაც უხილავი, რომელიც ჩვენში უსტვენს „ვით საყდრის ჩიტი“.

სწორედ ამ უხილავს და გამოუთქმელს ებრძვიან მაქციები და „ღვინოში ჩაფსმაც“ ამ მთავარი სიწმინდის წაბილწვის და მოსპობის რიტუალია.

„ღვინოში ჩაფსმა“ არ არის უბრალოდ წამოროშვა, სინამდვილეში ეს ის ანტისიტყვებია, რომელიც გენეტიკურ კოდს ანგრევს – ასეთ მუქარას, ასეთ სიბილწეს, ასეთ წამოცდენას, ქართული ცნობიერების მატრიცა აქამდე არ იცნობდა, ამგვარის თქმა ყველაზე დაუნდობელ მტერს არ მოსვლია აზრად, რადგან ადამიანებს ყოველთვის გვრჩება რაღაც საერთო ღირებულებები, რაც ადამიანებად გვტოვებს.

ფიქრის თავისუფლად გამოხატვას სწორედ იმიტომაც არ უნდა ზღუდავდეს კანონი, რომ ადამიანმა საკუთარი ნებით, აკრძალვების გარეშე არ თქვას, „ღვინოში ჩაგიფსითო“, ვინაიდან, თავად ადამიანად ყოფნა-არყოფნაც ადამიანის თავისუფალი არჩევანია და არა კანონით დადგენილი აუცილებლობა.

გამოხატვის თავისუფლებას და მაისის წვიმას რა სჯობს, მაგრამ რა თავში იხლის ადამიანი ისეთ თავისუფლებას, რომელიც ღვინოში ჩააფსმევინებს! თუმცა, ყველას თავისი თავისუფალი არჩევანი და პროგრესის ორიენტირი უხმობს“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.




ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც შვილიშვილისთვის ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, გარდაიცვალა


მომ­ღე­რალ ჯაბა ბოჯ­გუ­ას ბე­ბია, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, დღეს დი­ლით სა­ა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

83 წლის მო­ხუცს ავ­ტო­მან­ქა­ნა ორი დღის წინ, მუ­ხი­ან­ში და­ე­ჯა­ხა. მო­ხუ­ცი გა­და­სას­ვლელ­ზე გა­და­დი­ო­და, რა დრო­საც შემ­თხვე­ვა მოხ­და და ქალი მძი­მედ და­შავ­და. მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე იყო და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

AMBEBI.GE  ჯაბა ბოჯ­გუ­ას დე­დას, მა­ნა­ნა გვა­სა­ლი­ას და­უ­კავ­შირ­და. მისი თქმით, 85 წლის მო­ხუ­ცი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო და კო­მა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის მოვ­ლის­თვის სა­ჭი­რო თან­ხის მოგ­რო­ვე­ბას ცდი­ლობ­და. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნილ ბოჯ­გუ­ებს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

“გუ­შინ­წინ დი­ლით მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა. გზა­ზე გა­და­დი­ო­და და მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას არ გაჰ­ყვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მე და­მი­რე­კეს და სახ­ლში მო­ვიყ­ვა­ნე. ერთ სა­ათ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ­ში. ბარ­ძა­ყი ჰქონ­და მო­ტე­ხი­ლი და ოპე­რა­ცია უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა მი­დი­ო­და ორ­გა­ნიზ­მში და ოპე­რა­ცია ვერ გა­და­ი­ტა­ნა”, – ამ­ბობს მა­ნა­ნა გვა­სა­ლია.

მი­სი­ვე თქმით, მო­ხუცს ბოლო წუ­თამ­დე გო­ნე­ბა არ და­უ­კარ­გავს და ახ­ლობ­ლებს სახ­ლში წაყ­ვა­ნას სთხოვ­და.

“წა­მიყ­ვა­ნეთ, ჯა­ბას ვჭირ­დე­ბი! – მხო­ლოდ ამ სი­ტყვებს ამ­ბობ­და და ამ ლა­პა­რაკ­ში და­ლია სული. ახლა არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს, დე­და­ჩე­მი ჩვე­ნი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო. პირ­ველ რიგ­ში რაც მჭირ­დე­ბა მომ­ვლე­ლია, რომ ჯა­ბას მოვ­ლა­ში და­მეხ­მა­როს. 2 დღეა ჯა­ბაც არ არის კარ­გად, არ ვიცი მგო­ნი გრძნობს რა­ღა­ცას”, – ამ­ბობს ჯაბა ბოჯ­გუ­ას დედა.

მომ­ღე­რა­ლი ჯაბა ბოჯ­გუა თით­ქმის 10 წე­ლია კო­მა­შია. მას დედა, მა­ნა­ნა გვა­სა­ლია და მო­ხუ­ცი ბებო უვ­ლიდ­ნენ. ეს უკა­ნას­კნე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად ზოგ­ჯერ ქუ­ჩა­ში მო­წყა­ლე­ბა­საც ითხოვ­და… ბოჯ­გუ­ას გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ბავ­შვო­ბი­დან აწუ­ხებ­და. 10 წლის წინ ის და­ა­პა­ტიმ­რეს და გუ­ლის შე­ტე­ვა ცი­ხე­ში მო­უ­ვი­და. ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დრო­უ­ლად არ გა­და­იყ­ვა­ნეს, რის გა­მოც კო­მა­ში ჩა­ვარ­და და მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა ვე­ღარ ხერ­ხდე­ბა.

ბოჯ­გუ­ე­ბის ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­გიძ­ლი­ათ შემ­დეგ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

  • სს „ თი­ბი­სი ბან­კი“-TBC BANK; მიმ­ღე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა -მა­ნა­ნა გვა­სა­ლია;
  • სა­ბან­კო ან­გა­რი­ში – GE26TB7447145061600017
  • ბი­ლა­ი­ნის და მაგ­თის აბო­ნენ­ტებ­მა და­რე­კეთ 0901 700 039