პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას ხსოვნას პატივი მიაგო


12310669_513763722125239_5766139839100540813_n

ზურაბ ჟვანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრემიერის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდა.

12363069_513763732125238_1575959624850952412_o

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

12363053_513763658791912_2274267680860872808_o

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დღეს 52 წლის გახდებოდა.




ალპები VS გუდაური: რა ხდება ზამთრის კურორტების მიღმა ?


“მთის კანონი”, რომელიც სულ ახლახანს მთავრობამ მიიღო მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად და მათი უფლებების დასაცავად, შესაძლოა არ იმუშავოს მთელი ეფექტურობით, თუ მთაში მხოლოდ სამთო–საკურორტო ინდუსტრია განვითრდება და სხვა უფრო მნიშვნელოვან სფერობს არ დაეთმობა სათანადო ყურადღება.  განვითარებულ ევროპაში, რომლისკენაც ასე მიილტვის საქართველო, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა, სადაც ზამთრის კუროტრები მრავლადაა მოწყობილი, იგივე პრობლემებს განიცდის, რაც ჩვენი მთის რიგითი გლეხი. ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ყველას ახსენდება თოვლი, თხილამურები და გართობა, და თითქმის არავის – სოფლის მკვიდრნი, რომლებიც ცხოვრებას უმკაცრეს პირბეში ატარებენ. ევროპაშიც იცლება მაღალმთიანი სოფლები, მათთანაც  მხოლოდ მოხუცები რჩებიან მთაში, იქაც მცირდება სახნავ–სათესი მიწების ფართობი, ხოლო სასრიალო ტრასები რაოდენობა კი – პირიქით იზრდება.  იმედია, ჩვენთან გაითვალისწინებენ  ევროპის გამოცდილებას ამ სფეროში და მათ შეცდომებს არ გაიმეორებენ….

ალპების ინდუსტრიალიზაცია

დოკუმენტურ ფილმში „პიკი“ (Peak), რომელიც ალპების მკვიდრმა, კიოლნის კინემატოგრაფიის კურსდამთავრებულმა რეჟისიორმა ჰანეს ლანგმა (Hannes Lang) გადაიღო, ზამთრის კურორტების მეორე მხარეა ნაჩვენები.

კომენტარების გარეშე, სასიამოვნო და აუჩქარებელ ტემპში გადაღებული ფილმი გვიჩვენებს ადამიანის და ბუნების თანაარსებობას, თუ რამდენად იძულებული ხდება ადამიანი შეცვალოს იგი… რეჟისიორის მიზანი სულაც არ იყო სამთო–სათხილამურო კურორტებისთვის „ლამაზი ნიღბის“ ჩამოხსნა, რათა მათი ნამდვილი სახე ეჩვენებინა მაყურებლისთვის. ზამთრის კურორტს  ის ადარებს  კარტოფილის ბოსტანს, გლეხს რომ თავის თავისა და ოჯახის გამოსაკვებად მოჰყვას. თუ ადრე ალპურ მდელოებზე ძროხებს აძოვებდნენ, ახლა იქ ტურისტებს ასრიალებენ.

ფილმის პირველი კადრები – წმიდა წყლის ირონიაა. თოვლით დაფარული მთების ფონზე ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ქალი და მამაკაცი ხალხურ სიმღერას მღერიან. ისინი მღერიან ალპურ სილამაზეზე, მდელოებზე, ყვავილებზე, მთებზე, რომლებსაც მთიელი არასდროს გაცვლის სამეფო გვირგვინზეც კი.  მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, მათ უკან მოსრიალე სნოუბორდისტებს და მოთხილამურეებს შევნიშნავთ, ხოლო კადრის მარცხენა მხარეს, ასფალტირებულ გზაზე – უხეში მავთულის თუ რეზინის შლანგის დიდ გორგალს. ყოველ შემთხვევში ამ ალპურ იდილიაში მისი ადგილი ნამდვილად არ არის. თუ პირიქით – იქნებ მის გარეშე ეს იდილია უკვე შეუძლებელია?

„პიკში“ ნაჩვენებია ზამთრის კურორტის ერთდროულად ორივე მხარე: იდეალურად მომზადებული მთები და საამისოდ საჭირო ტექნოლოგიები – თოვლის სატკეპნი მანქანებით დაწყებული და ხელოვნური თოვლის შემქმნელი დანადგარებით დამთავრებული. თოვლის ინდუსტრიისთვის სამტონიან ასაფეთქებლბსაც იყენებენ, რათა მთაში ქვაბული შექმნან, სადაც მყინვარებიდან ჩამომდნარი წყალი დაგროვდება. ამ წყლიდან კი ერთ დღე–ღამეში იმდენ ხელოვნურ თოვლს შექმნიან, რომ მის გატანას 30 სატვირთო მანქანაც არ ეყოფა! ამ თოვლს, რომლის დღიური ნორმის ფასი 500 ათას ევროს შეადგენს, შემდეგ მთის ფერდობებზი გაანაწილებენ, რათა იქ თითქმის მთელი წელი იდოს და არ დადნეს. ხოლო იმისთვის, რომ მყინვარები ასე სწრაფად არ დნებოდნენ, როგორც ამ ბოლო წლეებში დნებიან, ზაფხულის პერიოდში მათ სპეციალური ფირით ფარავენ. რადგან, თუ შეუძლებელია დნობის შეუქცევადი პროცესისი შეჩერება, მისი შენელება მაინც მოახერხონ. მთაში ერთი გრადუსითაც დათბობა თოვლის ფიფქებს წვიმის წვეთებად აქცევს, რაც მოთხილამურეებისთვის სახარბიელო საერთოდ არაა.

შეჯიბრი ბუნებასთან

მთელი წლის განმავლობაში რეჟისიორი აკვირდებოდა ცხოვრების მიმდინარეობას ტიროლოს ალპებსა და ფრანგულ სამთო–სათხილამურო კურორტებზე. ეს კურორტები ფილმში დასახელებული არაა, მაგრამ მათი ყველა პრობლემა უნივერსალურია.

ერთნაირი პრობლემები ადგილობრივ მოსახლეობასაც აქვს: მაღალმთიან სოფლებში მხოლოდ მოხუცები რჩებიან, ახალგაზრდობა კი შემოსავლის ძიებაში სხვაგან მიდის და აღარ ბრუნდება. ეკენომიკური კრიზისი თუ აიძულებს მათ დაუბრუნდნენ მშობლიურ მთებს და მინდვრების დამუშავებას შეუდგნენ, –  ამბობს ერთერთი მოხუცი ფერმერი, რომელსაც მოვლენების ამგვარად განვითარბისა მაინც და მაინც არც თვითონ  სჯერა.

ალპიური მდელოები, რომლებსაც კიდევ შემორჩა რამოდენიმე ბოსტანი და ერთ–ორი ძროხა, ნელნელა ტყით იფარებიან: ბუნებას არ სძინავს და ადამიანს ტერიტორიის თითოეულ მტკაველსაც ართმევს, როგორც კი ის სიცოცხლის გაგრძელებისთვის ბრძოლაში ტემპს შეანელებს.

ისინი, ვინც ტურისტულ სფეროში წავიდნენ სამუშაოდ, ინტენსიურად მხოლოდ ზამთრის სეზონში მუშაობენ. ზაფხულს კი სიმარტოვეში ატარებენ და გასული სეზონიდან დაბინძურებული მიდამოების მოწესრიგება–დასუფთავებით არიან დაკავებულები. რა არ ხვდებათ მათ მთის ფერდობებსა და სასტუმროებთან – ხურდა ფულითა და ბიჟუტერიით დაწყებული ლეიბებითა და ელექტღგამათბობლებით დამთავრებული ყველაფერი ყრია  თოვლის ქვეშ.

რეჟისიორის რესპონდენტები არსდროს ხვდებიან კადრის ცენტრში, არამედ სადღაც განაპირა კუთხეში არიან ხოლმე: გლეხებიც, მშენებლებიც, მენეჯერებიც და სთხილამურო სპორტის ინსტრუქტორებიც. ყველანი მხოლოდ იმ ბიოტოპის ნაწილს წარმოადგენენ, რომელშიც ყელაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ეს ფილმი გვიჩვენებს – ზამთრის კურორტების რომანტიკა მხოლოდ ბუნებრივი ეფექტით როდია განპირობებული, უმეტეს წილად ეს ადამიანის ნახელავია.  ადამიანის, რომელსაც არ ძალუძს  მოშვებულად იცხოვროს მთაში, თუ მან იქ გადაწყვიტა ცხოვრება.

„პიკი“ გვიჩვენებს იმ ცხოვრებას, რომელიც ზამთრის კურორტის ფარდის მიღმა არსებობს და რომლის შესახებ დამსვენებლს ზოგჯერ წარმოდგენაც არ აქვს.

http://www.outdoor-magazin.com/

www.premiumi.ge




ტაჯიკეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 500 სახლი დაინგრა


9c947b9ecfd761e8bc9b95c03f28251b__520x310გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად  ტაჯიკეთში, პამირის რაიონში 500 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელიც ქვვებმა დაიტანა, დაშავებულია ათობით ადამიანი,– იუწყება ტაჯიკეთის პრეზიდენტის პრეს–სამსახური.

ემომალი რახმონოვმა უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დროებითი თავშესაფრეით, ტანსაცმელით და საკვები პროდუქტით უზრუნველყოფის შესახებ განკარგულება გასცა. დაზარალებულ რაიონში სამთავრობო კომისია უკვე გაგზავნილია.

გუშინ დილით ტაჯიკეთში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიზისძვრა მოხდა. მას შემდეგ კიდევ 10–მდე განმეორებითი ბიძგი იყო, რომელთა სომძლავრე 4,6–5,5 მაგნიტუდის სიმძლავრეს შეადგენდა.




Stop Nicotin: მწეველთა რაოდენობით საქართველო ლიდერობს ევროპის რეგიონში


ყოველწლიურად ამ მავნე ჩვევისგან  მსოფლიოში 5 მილიონი ადამიანი იღუპბა; მოსახლეობის 1,2მილიარდი მოიხმარს თამბაქოს და აქედან დაახლოებით 70% განვითრებად ქვეყნებზე მოდის. საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 9 000 – 11 000 –მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3 000 პასიური მწეველია ( ის, ვინც თვად არ ეწევა, მაგრამ  თამბაქოს კვამლით გაჯერებული ჰაერით უწევს სუნთქვა).  საქართველოს მწეველთა რაოდენობით ევროპის რეგიონში ლიდერის პოზიციები აქვს. მამაკაცებში მწევლობის გავრცელება თითქმის 60 % –მდეა, ქალებში კი 14% აღწევს. სამწუხაროდ, ბოლო 35 წლის განმავლობაში 3,5 – ჯერ გაიზარდა მწეველ ქალთა რიცხვი, რაც პირველ რიგში რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებზე მოდის და შესაბამისად იზრდება მკვდარშობადობებისა და სიმახინჯეებით შობადობების რიცხვი.

ZAPAS

მწეველის მენტალობაზე მკაცრი სტატისტიკური მონაცემები ნაკლებად მოქმედებს, არც კოლოფზე დატანილი გამაფრთხილიბელი წარწერები დიდად უფხიზლებს მას გონებას. მეტად შთამბეჭდავია ხოლმე ვიდეოკლიპები ნიკოტინისგან  დასახიჩრებული ადამიანის  ორგანიზმის კადრებით. თუმცა ადამიანი უფრო ადვილად თანხმდება მოწევის დაწყებაზე, ვიდრე თავის დანებებაზე და აქ საქმე არა მარტო ნიკოტინისგან დამოკიდებულებაშია.დადგენილია, რომ კონკრეტულად ნიკოტინდამოკიდებულებისაგან მწველი რამოდენიმე დღეში თავისუფლდება; მეტიც, თანამედროვე სიგარეტში იმდენი მავნე დანამატი და კონსერვანტია, რომ ზოგჯერ ადამიანი მეტწილად მათზე უფრო ხდება დამოკიდებული. მაგალითად, იმისთვის, რომ სიგარეტს მოდური მოცისფრო კვამლი ჰქონდეს, მწარმოებლები მასში ნაფტალინს ამატებენ, ეს ნიფთიერება კი ძალზე საშიშა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მსგავსი მაგალითი უამრავია…

დაახლოებით 90% რეგულარული ზრდასრული მწეველისა იწყებს მოწევას 19 წლამდე ასაკში – ზუსტად მაშინ, როდესაც საზოგადოებაში თვითდამკვიდრების სურვილი ძალზე დიდია. ზოგს მომავალი პროფესიაც კი არ აქვს შერჩეული, მაგრამ თვიდაჯერებული და წარმატებული ადამიანის ცრუ იმიჯის შესაქმნელად თამბაქო უკვე დიდი ხანია შეურჩევია. ბავშვები და მოზარდები ყველაზე მარტივი სამიზნეები არიან თამბაქოს ინდუსტრიისთვის. ზუსტად რომ ისინი ხშირად იქცევიან ტელევიზიის, ფილმების და რეკლამების გავლენის ქვეშ. მძიმე დაავადებები არ ჩანს მათი გადასახედიდან რეალურ პრობლემად, ისინი არ ფიქრობენ მოსალოდნელ შედეგებზე.

კვლევების მიხედვით მწეველი მოზარდები უფრო მიდრეკილნი არიან გამოიყენონ ალკოჰოლი და არალეგალური ნარკოტიკი ვიდრე არამწეველები; უფრო მიდრეკილნი არიან თვითმკვლელობის, იარაღის ტარებისკენ, აქვთ მენტალური დაავადებები და შესაძლოა სექსუალური დანაშაულის ჩადენის რისკთანაც იყოს დაკავშირებული მათი საქციელი. ეს კი ძალიან შორს არის წარმატებული პიროვნების იმიჯისგან, რომლისკენ ასე მიილტვიან მოზარდები…

t

ექსპერტების და მედიკოსების დასკვნით, თამბაქოს მოხმარება არც წონაში დაკლებას უწყობს ხელს, არც ნერვულ სტრესს  ხსნის და, რა თქმა უნდა, არც რაინდულ იმიჯს არ  ქმნის. ეს ყველაფერი თამბაქოს ინდუსტრიის მიერ საზოგადოების მოსატყუებლად შექმნილი მითებია. ისეთივე ცრუ და ვერაგი, როგორც თვით თამბაქო. თამბაქოს მწარმოებლები უდიდეს სარგებელს იღებენ მრავალრიცხოვნიანი დამონებული კლიენტებისგან. ამ ინდუსტრიის სასიკვდილო ბორბლებს ქვეშ მილიონობით რიგითი მწევლების გარდა მოხვდნენ ისინიც, ვინც თამბაქოს  მაცდურ რეკლამას უწევდა. მაგალითად, მალბოროს ცნობილი კოვბოის როლის სამი შემსრულებელი სწორედ თამბაქომ შეიწირა: დევიდ მილარი 1987 წელს მოკვდა ემფიზემით, უეინ მაკლარენი – 1992 წელს, როცა ფილტვის კიბო ტვინზეც გავრცელდა, ხოლო დევიდ მაკლინი – 1995 წელს ფილტვის კიბოთი.

მწეველი წონაში იკლებს იმიტომ, რომ თამბაქოს კვამლი შიმშილის გრძნობას ახშობს, თანაც გასტრიტის და კუჭის წყლულის  პროვოცირებას ახდენს. თამბაქოს კომპონენტები დამამშვიდებელი ეფექტის მაგივრად ასუსტებენ  კონცენტრაციას და ცენტრალური ნერვული სისტემის მნიშვნელოვან მონაკვეთებს „ბლოკავენ“.  „ლაითი“ და „კუპრის დაბალი შემცველობის“ სიგარეტის ნაკლები მავნებლობის პროპაგანდა თამბაქოს ინდუსტრიის მორიგი მითია. ასეთი სიგარეტის მწეველი ნიკოტინის ჩვეული დოზის მისაღებად უფრო მეტს ეწევა. ელექტრონული სიგარეტების გამოგონება ასევე თამბაქოს მწარმოებელთა ხრიკია – ადამიანი თავისუფლდება მხოლოდ ნიკოტინისგან, მაგრამ მოწევის ჩვევა და მოთხოვნა მაინც რჩება, შედეგად, შანსი, რომ ის კვლავ დაუბრუნდება თამბაქოს, ძალზე დიდია. იგივე ეხება სიგარებს და ჩიბუხს. და საერთოდ, თამბაქოს კვამლისგან აქოთებული, დანაოჭებული და კბილებგაყვითლებული მძიმედ დაავადებული ადამიანი არც ისე რომანტიულად გამოიყურება, როგორც ამას მისი საყვრელი კერპი სარეკლამო პლაკატიდან პირდებოდა….

premiumi.ge




მთავრობამ 49 დევნილ ოჯახს იპოთეკური სესხი დაუფარა


დევნილთა იპოთეკა

„დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხების დაფარვის“ საპილოტე პროექტი  წარმატებით დასრულდა , რომლის ფარგლებშიც სამინისტრომ იპოთეკური სესხი 49 დევნილ ოჯახს დაუფარა.

განაცხადების მიღება 2015 წლის 14 აპრილიდან დაიწყო და 2015 წლის 15 მაისს დასრულდა. იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით განაცხადი 410-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.

იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა.

გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სამინისტრომ გაითვალისწინა იპოთეკური სესხის დაფარვის მსურველი დევნილი ოჯახების დიდი რაოდენობა და პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება 2015 წლის 3 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის, არაუმეტეს, 20 000 ლარი.

იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მეორე ეტაპისათვის საბიუჯეტო ასიგნებებიდან 1 000 000 ლარი გამოიყოფა. თუმცა, მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშული თანხის გაზრდის საკითხიც განიხილება.

https://www.youtube.com/watch?v=LxIoN6ymIcg&feature=youtu.be




გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისის რამოდენიმე ქუჩა 25 დეკემბრამდე გადიკეტება


 

84A70EB1-501E-4BD9-9725-49BF52D59E43_mw1024_s_n

გზების სარეაბილიტაციო  სამუშაოებთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საგზაო სამუშაოების შეუფერხებლად და დროულად დასრულების მიზნით, პეკინის გამზირი(ზ. ჟვანიას სახელობის მოედნიდან ეროვნულ არქივამდე არსებულ მონაკვეთი ორივე მიმართულებით) შაბათს, 5 დეკემბერს 11 საათიდან 18 საათამდე გადაიკეტება და საავტომობილო მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.

ასევე მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბოტანიკურისა და ყავლაშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოებს იწყებს. სამუშაოების განხორციელებისას აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ: ბოტანიკურის ქუჩაზე მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ყავლაშვილის ქუჩაზე, 5 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს დაზიანებული ქვაფენილისა და განივი დამჭერების მოხსნას და ახლით ჩანაცვლებას. სარემონტო სამუშაოებს შ.პ.ს „ბაზალტი 2011“ აწარმოებს.




დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე აღინიშნება


ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებადედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული, ანუ შესულია იმ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში, რომელიც ეკლესიის მიერაა დადგენილი.

ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებს იოაკიმე და ანა ერქვათ. ისინი დედამიწაზე ყველაზე წმიდა ცოლ-ქმარი იყვნენ. ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, შვილი არ ჰყოლიათ. მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის ბავშვი ებოძებინა, თან აღთქმა დადეს, ძე იქნებოდა თუ ასული, ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი მართალი ლოცვა და წმიდა ცოლ-ქმარს ასული აჩუქა.

იოაკიმემ და ანამ ღვთისადმი მიცემული აღთქმა შეასრულეს და როცა მარიამი სამი წლის გახდა, უხმეს ნათესავებს, ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. ტაძარს თხუთმეტ საფეხურიანი კიბე ჰქონდა. წესით პატარა მარიამს უნდა გასჭირვებოდა ამ კიბეზე მარტოს ასვლა, მაგრამ როდესაც პირველ საფეხურზე დასვეს, თითქოს ფრთებშესხმულმა დაუბრკოლებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური. ეკლესიაში პატარა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, ნეტარი ასული წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც – წელიწადში ერთხელ.

ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილებს, ხელსაქმობდა, სნეულებსა და დავრდომილებს უვლიდა, თავის წილ ულუფა საკვებს მათ აძლევდა და თვითონ ,,მოიღებდა საზრდოსა ხელთა ანგელოზისაითა.”




უსაფრთხო საგზაო მოძრაობა, ეკოლოგია და მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვა – რა ცვლილებებს ამზადებს მთავრობა


მთავრობა  საგზაო ტრანსპორტის პოლიტიკის, უსაფრთხო საგზაო მოძრაობის და ეკოლოგიური მდგომარეობის ოპტიმიზაციის მიზნით, პარლამენტს კანონში ცვლილებების პროექტს წარუდგენს. ცვლილებებს, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.მთავრობის ინიციატივით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. ცვლილებების ამოქმედების კონკრეტულ თარიღზე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდება.

zas4
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე დამატებითი გადასახადებისა და ახალი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. ცვლილებები არც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს. მფლობელებზე, რომლებსაც მსგავსი ავტომანქანები უკვე რეგისტრირებული აქვთ, შეზღუდვა არ გავრცელდება. აკრძალვა ასევე არ ეხება ტრანზიტს, დროებითი შემოყვანის რეჟიმს, რეექსპორტსა და იმპორტს.
„სტატისტიკა საკმაოდ საგანგაშოა. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი 50%-ს გაუტოლდა. ასეთი რამ მსოფლიოს ორ ქვეყანაშია, სადაც მარცხენასაჭიანი ავტომანქანებით მოძრაობაა და ეს ქვეყნებია – ავღანეთი და ბირმა. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მაქსიმალური დასაშვები პროცენტული რაოდენობა ყველა ევროპულ ქვეყანაში 10%-ია. 2013 წელს დარეგისტრირდა 71 182 მარცხენასაჭიანი, ხოლო – 12 542 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა; 2014 წელს – 67 515 მარცხენასაჭიანი, 34 000 მარჯვენასაჭიანი; ხოლო 2015 – 47 672 მარცხენასაჭიანი და 32 025 მარჯვენასაჭიანი. თუ ეს დინამიკა გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში მოძრაობის მიმართულების ცვლილება დაგვჭირდება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

პრემიერ მინისტრს  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას დროულად და მისასალმებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მსგავს საკითხებზე საჭიროა დროული რეაგირება.

„შეიძლება, ერთი ადამიანი გავანაწყენოთ და 20-ის სიცოცხლე ვიხსნათ. ვფიქრობ, ამაზე შეიძლება საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩავატაროთ. ვკითხოთ მოსახლეობას, რა ურჩევნიათ. რაღაც ხარჯი შეიძლება გაწიოს ადამიანმა, რომელსაც არ აქვს კატალიზატორი, შეიძლება კომპანიებს ვთხოვოთ, რომ გააკეთონ განვადება, მაგრამ ეს სასწრაფოდ დასარეგულირებელია, ეს არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდეგ, ეტაპობრივად, ავტომანქანების დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება დაინერგება. ცვლილებები დროში გაიწერება. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხს დროსა და სივრცეში დანახვა, გეგმის შემუშავება, მოსახლეობისთვის წარდგენა და განხორციელება სჭირდება. გეგმას მთავრობა მოსახლეობას უახლოეს მომავალში წარუდგენს. „მანამდე, გთავაზობთ, ჩავატაროთ კვლევა და გავიგოთ ხალხის აზრი, რამდენად აწუხებთ მათ ეს საკითხი. ვფიქრობ, ეს საკითხი ყველას აწუხებს. სიმსივნეების და სხვა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის გამონაბოლქვი“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობაც მარჯვენასაჭიან და გაუმართავ ავტომანქანებს უკავშირდება.


პრემიერ-მინისტრმა თბილისში ეკოლოგიის კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და გარემოს დაცვის მინისტრს საწვავის გეგმური შემოწმების გაგრძელების თხოვნით მიმართა.
გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს დიდ ქალაქებში ჰაერის სინჯების სისტემატური კვლევა აჩვენებს, რომ ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყარო ავტომანქანებია.
„ეს დამოკიდებულია ძირითადად ავტოსატრანსპორტო პარკის სიძველეზე. საწვავის ხარისხთან ერთად, პრობლემაა გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რაც არასრული წვის პროდუქტია. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ ავტოსატრანსპორტო პარკის ეტაპობრივ გაჯანსაღებას. თბილისში კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთ უბანში ჰაერის ხარისხი, ევროსტანდარტის შესაბამისად, საშუალო დონისაა, მაგრამ ვითარება რომ გაუმჯობესდეს, გვჭირდება ავტოპარკის შეცვლა. საწვავის ხარისხზე მთავრობის მიერ დადგენილი ნორმები ცალკეულმა იმპორტიორებმა უკვე შეასრულეს და ზოგიერთ შემთხვევაში საწვავი „ევრო 5“-ის სტანდარტს შეესაბამება“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ უწყება ამ მიმართულებით მონიტორინგს განაგრძობს.




საქართველოში ჩამოსული ტურისტების რიცხვმა 6,9%-ით მოიმატა


turisty-v-gorah

შსს–ს  საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით  2015 წლის ნოემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-1%), თურქეთიდან (+2,2%), აზერბაიჯანიდან (+22%), რუსეთიდან (+7%) და უკრაინიდან (-2%) განხორციელდა.

ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ნოემბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, იტალია, გერმანია და ლატვია (შესაბამისად 17%, 14%, 11%, და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (30%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (52%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (39%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები 748% და საუდის არაბეთი – 79%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.

რაც შეეხება იანვარ-ნოემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 431 723 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6,9%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

 

 

 




მამა ილია კარტოზიას ოჯახს ჯილდო „ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის“ გადაეცა


2

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გასულ წელს  ადრიატიკის ზღვაში ტრაგიკულად დაღუპული არქიმანდრიტის, მამა ილია კარტოზიას ძმას, ნიკა კარტოზიას  სიგელი გადასცა.   ჯილდო “ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის“ დიმიტრი ქუმსიშვილს ლონდონში ვიზიტისას, საერთაშორისო საზღვაო სააგენტომ მიაწოდა.

„მე გასულ კვირას ვიზიტით გახლდით ლონდონში, სადაც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კოჯი სეკიმიცუმ პირადად გადმომცა მამა ილია კარტოზიასთვის დაწესებული ეს ჯილდო მისი ოჯახისთვის გადასაცემად. მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელს ჩვენი გმირულად დაღუპული თანამემამულის თავგანწირვის განსაკუთრებული დაფასებისთვის და მათ მიერ დაწესებული ეს ჯილდო გადავცე მამა ილია კარტოზიას ძმას, ბატონ ნიკა კარტოზიას. აღსანიშნავია, რომ ასეთი დონის საზღვაო ჯილდო აქამდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია 2014 წლის 28 დეკემბერს იტალიურ ბორან “Norman Atlantic-”ზე გაჩენილი ხანძრის დროს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ცეცხლმოკიდებულ გემზე მიმდინარე სამაშველო ოპერაციის დროს, მამა ილიამ სამაშველო ნავში თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო, თავად გემბანზე დარჩა და მაშველებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ, რომელიც ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოებს სხვადასხვა ადამიანებს, 2014 წელს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სასულიერო პირი გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.