ზაფხულის სეზონი - ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს


Картинки по запросу укусы комаровდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი რისკების შესახებ აფრთხილებს და ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს.

იმნაძე მოსახლეობას ურჩევს ხელები ხშირად დაიბანონ, ასევე, საკვები პროდუქტების მაცივარში მოთავსება.

„საკმაოდ მაღალი რისკია ნაწლავთა ინფექციების – სალმონელოზი, კამპილობაქტერიოზი, ასევე ნოროვირუსული ინფექციები, რომელსაც ხშირად ენტეროვირუსს უწოდებენ და ბევრი სხვა დაავადება, რომელიც შეიძლება ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობას, საკვების მომზადების დროს მის დაბინძურებას მოჰყვეს. ეს არის მცირე, მაგრამ არსებული რისკი – ტკიპებით გადაცემადი დაავადებების.

ახლაც მიმდინარეობს შავი ზღვისპირეთში დამუშავება სახელმწიფო პროგრამით, კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებები. წყალი თუ არის ცენტრალიზებული, თუ დეზინფექცირდება პრობლემა არ არის. თუ წყლის ხარისხში გვაქვს ეჭვი, მარტივი გამოსავალია – ერთი წუთი დუღილი და ნებისმიერი წყალი უსაფრთხოა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.




"მსოფლიო საპატრიარქო თქვენს გვერდითაა ყველა იმ საკითხში, რაშიც თქვენი ეკლესია მხარდაჭერასა საჭიროებს"


მიტროპოლიტი ემანუელი ილია მეორეს - გახსოვდეთ, მსოფლიო საპატრიარქო თქვენს გვერდითაა ყველა იმ საკითხში, რაშიც თქვენი ეკლესია მხარდაჭერასა და დახმარებას საჭიროებსმსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ორი მიტროპოლიტია, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ღვთისმსახურებას დაესწრო. პატრიარქმა საპატიო სტუმრებს ამბიონიდან მიმართა და ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მიტროპოლიტმა ემანუელმა და სმირნის მიტროპოლიტმა ბათლომეუსმა ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქის მოკითხვა გადასცეს და აღნიშნეს, რომ მსოფლიო საპატრიარქო ქართული ეკლესიის მხარდამჭერია და წლების განმავლობაში არსებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ქართველი ხალხი, რომელიც ბურჯია რეგიონში მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის. უზომოდ მოხარულები ვართ თქვენო უწმინდესობავ, მოგესალმებით გულითადად სმირნის მიტროპოლიტი და მე, რომლებმაც თქვენთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ საღმრთო ლიტურგიაში და ვეზიარეთ უხრწნელ სისხლსა და ხორცს.

თქვენთან ჩამოტანილი გვაქვს ძმური სიყვარული მისი ყოვლდაუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის და დედაეკლესიის, რომელიც არის მსოფლიო ეკლესიის გვირგვინი. იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რაზეც გვიწევდა საუბარი წინა შეხვედრებისას და ახლაც, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე თქვენთან ვთანამშრომლობთ.

მთლიანად მსოფლიო საპატრიარქო და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არის თქვენს გვერდით ყველა იმ საკითხში, რაშიც საჭიროებს თქვენი ეკლესია მხარდაჭერას და დახმარებას. ყოველთვის გწამდეთ, რომ მსოფლიოს საპატრიარქო ყველა იმ წამოწყებულ საქმეში, რომელშიც უკვე ოთხი ათწლეულია ემსახურებით, ყოველთვის იქნება თქვენი თანაშემწე. იმ დღიდან, რა დღიდანაც ბიზანტია, როგორც იმპერია არსებობდა და იყო ძმური ურთიერთობა მათ შორის, ეს დღემდე გრძელდება და ამის შემდეგაც გქონდეთ იმედი ჩვენი. უნდა გაღრმავდეს ჩვენს შორის ურთიერთობა. გისურვებთ დღეგრძელობას“,- აღნიშნა მიტროპოლიტმა, ემანუელმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატიო სტუმრებს საჩუქრად ხატები გადასცა.

„ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღეს ჩვენთან იმყოფებით. დღეს შესრულდა წმინდა წირვა სამების ტაძარში, სადაც მოვიხსენიეთ ყველა პატრიარქი და მღვდელმთავარი”,- განაცხადა პატრიარქმა.

საპატიო სტუმრები გუშინ უკვე შეხვდნენ ილია მეორეს. მათი ჩამოსვლის მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესს უკავშირდება. მიტროპოლიტი ემანუელი და ასევე სმირნისმიპროპოლიტი ბართლომეუსი თბილისს ხვალ დატოვებენ.

1tv.ge




კახა კალაძემ დუმბაძის გამზირისა და სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა


Фото თბილისის მერია / Tbilisi City Hall.თბილისის მერი კახა კალაძე მუხიანში, 2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირის მარატ ნოზაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო და დუმბაძის ქუჩის საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.

„მიმდინარეობს მარატ ნოზაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია, რაც ძალიან მალე, ვფიქრობ, რომ აგვისტოში იქნება დასრულებული და ყველანაირად კეთილმოწყობილი და გალამაზებული იქნება. საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა და იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ ადგილი, სადაც სასიამოვნო გარემოში დაისვენებენ. ასევე, მიმდინარეობს დუმბაძის ქუჩის რეაბილიტაცია, კეთდება სანიაღვრეები. ჩვენ ვნახეთ, უხვი ნალექის დროს თუ რამხელა პრობლემები შეიძლება შეიქმნას დედაქალაქში, შესაბამისად, ყველა საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც ხორციელდება, გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის მოწყობა და მოწესრიგება.

ეს არის საკმაოდ ფართო ქუჩა, ამიტომ, ვაპირებთ გზაგამყოფი ზოლი მოეწყოს, რომელიც გამწვანებული იქნება და გაალამაზებს ქუჩას. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა არის ძალიან კმაყოფილი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ზოგადად, ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც წელს დედაქალაქში ერთიანად ხორციელდება, არასოდეს არ განხორციელებულა. ცოტა მოგვიანებით კი ვიწყებთ ძალიან მსხვილი პროექტების განხორციელებას ქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, 1 200 კვ.მ ფართობზე სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდება და ტერიტორია გამწვანდება. ასევე, სკვერში მოეწყობა მარატ ნოზაძის მემორიალი, დამონტაჟდება გარე განათება და სარწყავი სისტემა.

Фото თბილისის მერია / Tbilisi City Hall.

სამუშაოებისთვის 162 332 ლარია გათვალისწინებული. სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. სამუშაოებს ამხანაგობა „ელიტ და კომპანია“ აწარმოებს. აღნიშნული სკვერის პროექტი ტენდერის გამოცხადებამდე, რაიონის გამგეობამ მარატ ნოზაძის ოჯახის წევრებს გააცნო.

რაც შეეხება დუმბაძის ქუჩას, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ახალი ბორდიურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი ჯამში 17 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სამუშაოებს შპს „ენ სი“ აწარმოებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი დაიხარჯება და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.




ტატუნაშვილის წამებაში მონაწილეებს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ


Картинки по запросу судმცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და  არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს  – დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, როდესაც ტატუნაშვილი და მასთან ერთად მყოფი ორი ადამიანი ახალგორის ტერიტორიაზე გადავიდნენ, ეს ინფორმაცია ოკუპირებული რეჟიმისთვის გახდა ცნობილი. მათ გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება.




გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს


Картинки по запросу გიო ხუციშვილიმომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად 11 ივნისს გარდაიცვალა. მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ამაღლების სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა.

გიო ხუციშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

გარდა სასცენო კარიერისა, გიო ხუციშვილი გადაღებულია 10-მდე ფილმში, მათ შორის „სიყვარული ყველას უნდა“, „ხარება და გოგია“, „თბილისი ჩემი სახლია“. 29 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.




13 ივნისის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა


“დღეს არის 13 ივნისი. ყველას გვახსოვს ტრაგიკული დღე, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მაშინ სტიქიქას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი დაზარალდა. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.




ძლიერი წვიმა და უამინდობა საქართველოში


Похожее изображениеძლიერმა წვიმამ ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა.  რუსთავში ქალაქის შესასვლელი ისევ დაიტბორა. მოძრაობა შეფერხებულია ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ძლიერი წვიმა იყო გორშიც, დაზარალდა სოფელი მეჯვრისხევი.

უხვი ნალექის გამო დედაქალაქში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსხლეობა გაიყვანეს. სანიაღვრე არხი წყლის დიდი ნაკადის გამო ჩაიხერგა, წყალი კი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომში შევარდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვისა და სამაშველო დახმარების სამსახურები. მათ შენობისკენ მიმავალ წყალს მიმართულება შეუცვალეს, დაგროვილი წყალი ამოტუმბეს და სანიაღვრე არხი გაწმინდეს.

პირველადი დათვალიერებით, კორპუსის საძირკველს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, მეტეხის ქუჩაზე ჩამოინგრა კედელი, რომელმაც ქვეშ ავტომობილი მოიყოლა. სააგენტო  ფეისბუკ–მომხმარებელ გვანცა ჯობავას პოსტს ეყრდნობა, რომლელმაც  სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა.   “კედელი გუშინ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოინგრა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია,” –წერს ჯობავა.

 

წვიმის გამო დაიტბორა თბილისის რამდენიმე უბნის ქუჩაც, ასევე გართულებული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უხვი ნალექსი  გამო გმირთა მოედანი – თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი მოქმედებდა.  თბილისის მერი უნივერსიტეტის ქუჩაზე იყო, სადაც წყლით ავტომობილები დაიტბორა.

წვიმის გამო დაიტბორა გლდანში, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ განთავსებული მაღაზიებიც, სადაც წყლის დონე 40 სანტიმეტრს აღწევდა. ღამით  წყლის ძლიერმა ნაკადმა ასევე დააზიანა გლდანი-სოფელი გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზა.

საერთო ჯამში  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 153 შეტყობინება შევიდა. უწყების განცხადებით, შეტყობინებების ნაწილი ფიქტიური აღმოჩნდა.




სარალიძე:”მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და არასდროს მივაყენებ ფორმიანს შეურაცხყოფას”


Картинки по запросу ზაზა სარალიძე აქციაზაზა სარალიძე ზვიად კუპრავს დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ს  შსს-ს მეირ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა.

„ყოფილი პოლიციელი არასდროს მიაყენებს პოლიციელს შეურაცხყოფას. მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და არასდროს მივაყენებ ფორმიანს შეურაცხყოფას, რაც არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზვიად კუპრავა და აქციის კიდევ სამი მონაწილე დღეს დილით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე არიან დაკავებული. პარლამენტთან ზვიად კუპრავას, ლაშა ცუცქირიძისა და კიდევ 2 პირის დაკავებასთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტრიომ განცხადება უწყების ვებგვერდზე გამაქვეყნა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 11 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 4 პირი: 1983 წელს დაბადებული ლ.ც.; 1983 წელს დაბადებული ზ.კ.; 1995 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1993 წელს დაბადებული ნ.გ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი. ამავე დროს სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დაცული იქნეს კანონი, არ შეილახოს მოქალაქეების უფლებები და საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს,”- წერია განცხადებაში.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, კარვების საავტომობილო გზიდან აღებას არ აპირებს და  დღეს 14:00 საათზე მთელ საქართველოს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.




აქციის გამო რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დაწესდა


„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის გამო, N 1 საჯარო სკოლიდან 9 აპრილის ქუჩის და რუსთაველის გამზრის კვეთამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დაკეტილია, შესაბამისად ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებებით:

შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ ჭიჭინაძის ქუჩით (N 1 საჯარო სკოლასთან), ძმები ზუბალაშვილების ქუჩის გავლით და 9 აპრილის ქუჩით დაბრუნდებიან რუსთაველის გამზირზე.

ასევე, რუსთაველის გამზირიდან (N 1 საჯარო სკოლასთან)  მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ჩავლენ ჯორჯაძის ქუჩაზე, საიდანაც თაბუკაშვილის ქუჩის გავლით გააგრძელებენ მოძრაობას.
ხოლო, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები რუსთაველის გამზრიდან (კინოთტრ „რუსთაველთან“) ჩავლენ ანტონ ფურცელაძის ქუჩაზე და მოძრაობას თაბუკაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ. საიდანაც ჭანტურიას ქუჩის გავლით ავტომანქანების ნაკადი მოხვდება რუსთაველის გამზირზე და გააგრძელებს მოძრაობას პირველი რესპუბლიკის (ყოფილი ვარდების) მოედნის მიმართულებით“- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წუხელ პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა კარვები გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს. ზაზა სარალიძის თქმით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. ამჟამად  რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობის წინ კლავ გადაკეტილია. ადგილზე სამი კარავია გაშლილი.

 




შსს-ს განცხადება პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით


პოლიცია-ის სურათის შედეგიშინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები 10 ივნისს, 16:00 საათზე დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას მაქსიმალურად უზრუნველყოფენ. გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციის, როგორც დემოკრატიული პროცესის მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარებაზე იზრუნებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს და მძღოლებს აცნობებს, რომ აქციასთან დაკავშირებით 16:00 საათიდან დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება, მძღოლებს რუსთაველის გამზირის პარალელური ქუჩებით შეეძლებათ მოძრაობა.

ამ დროისთვის დედაქალაქთან დამაკავშირებელ საქალაქთაშორისო გზატკეცილებზე ავტომობილთა გადაადგილება არის შეუფერხებელი და მოძრაობა თავისუფალია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დედაქალაქსა და რეგიონებში გზებზე მოძრაობის არსებული მდგომარეობის ნებისმიერ ცვლილებასთან ან შეფერხებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აცნობებს საზოგადოებას” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცეებულ ინფორმაციაში.