ეგვიპტური ლურჯი საღებავი ინფრაწითელ გამოსხივებას გამოჰყოფს


pic_76c8e1135a145c4c9e5048407186059aმეცნიერები ეგვიპტური ლურჯი საღებავით დაინტერესდნენ, რომელიც კარგად შემორჩენილია უძველეს სარკოფაგებსა და სამარხების კედლებზე. მათ დაადგინეს, რომ გარკვეული განათების პირობებში ეს პიგმენტი ახლო სპექტრის ინფრაწითელ გამოსხივებას გამოჰყოფს.

ახლახან ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 5250 წლის წინ შექმნილი  ლურჯი ეგვიპტური საღებავის გამოყენება დღესაც შეიძლება თითის ანაბეჭდის ასაღები ფხვნილის მაგივრად, თანაც იმ შემთხვევაში, როდესაც  ყველა თანამედროვე საშუალება უძლურია.

საღებავის ეს თვისება შესაძლოა სასამართლო ექსპერტიზის ჩასატარებლად გამოიყენონ. დანაშაულის ადგილზე კრიმინალისტები, როგორც წესი,  ნივთებს კონტრასტული ფერის ფხვნილს აყრიან, რომელიც მათზე  დატოვებული თითების ანაბეჭდს ეკრვის. ხოლი გლუვი ან რელიეფური ზედაპირდან ანაბეჭდის აღება  საკმაოდ რთულია.

ასეთ შემთხვევაში ლურჯი ეგვიპტური საღებავი იდეალურ გამოსავალს წარმოადგენს. მას ჩვეულებრივი წესით აყრიან ანაბეჭდზე, ხოლო შემდეგ ზედაპირს სინათლის გარკვეული კუთხით სურათს უღებენ კამერით, რომელსაც ახლო სპექტრის ინფრაწითელი გამოსხივების ფილტრი აქვს. ამ შემთხვევაში ანაბეჭდი მკვეთრად აისახება ფოტოსურათზე.

 




ჩინეთში კვანტური ტელეპორტაცია 1 200 კმ–ზე განახორციელეს


 ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა კოსმოსური თანმაგზავრის მეშვეობით ინფორმაციის კვანტური ტელეპოტრატცია 1 200 კმ–ს მანძილზე წარმატებით განახორციელეს. ექსპერიმენტისთვის მათ ერთი  თანამგზავრი კოსმოსში  და დედამიწაზე განთავსებული 3 სადგური.  

კვანტური ტელეპორტაციის არსი შედგება ერთი ნაწილაკისთვის მეორე ნაწილაკის მდგომარეობის გადაცემაა. ერთი მეორისგან დაშორების შემთხვევაში ნაწილაკები ინარჩუნებენ მოცემულ  მდგომარეობას  და  ეს თეორია უკვე დაამტკიცეს ჩინელმა მეცნიერებმა. აღსანიშნავია, რომ კვანტური ტელეპორტაციის მეშვეობით მონაცემთა გადაცემა 17–ჯერ სწრაფად ხდება, ვიდრე ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბლების  მეშვეობით. გასულ წელს კანადის და ჩინეთის მეცნიერთა ჯგუფმა კვანტური ტელეპრტაცია საქალაქო  საკაბელო სისტემების მეშვეობთ. მათ შეძლეს სტაბილური გადაცემის უზრუნველყოფა, თუმცა სიჩქარე ძალზე დაბალი იყო.

Nation News

 




კერძო კომპანია მიცვალებულთა გაცოცხლებას აპირებს


კომპანია Bioquark – მა გამოთქვა სურვილი ჩაატაროს ცდები გარდაცვლილი ადამიანების გაცოცხლების მიზნით. კომპანიაში აცხადებენ, რომ ცდებს უკვე წელს შეუდგებიან.

მეცნიერები  ადამიანის ტვინში ღერძულ უჯრედების, ხოლო ზურგის ტვინში –  სპეციალური ცილოვანი ხსნარის შეიყვანას აპირებენ.  ამ  პროცედურამ  ახალი ნეირონების წარმოქმნას  უნდა შეუწყოს ხელი. შემდეგ 15 დღის განმავლობაში გვამს ლაზერულ თერაპიას ჩაუტარებენ, რომლის წყალობით ნეირონებმა ერთმანეთთან და სხვა უჯრედბთან კავშირი უნდა დაამყარონ. ცდების მსვლელობას მეცნიერები გულდასმით დააკვირდებიან და ტვინში მიმდინარე ყველა რეაქციას დააფიქსირებენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ცდისთვის 20 გარდაცვლილი ადამიანის გვამს გამოიყენებენ. სამეცნიერო წრეში აღნიშნული ექსპერიმენტი გარკვეულ პროტესტსა და კითხვებს ბადებს. მეცნიერებს აწუხებთ არა მხოლოდ ეთიკური მხარე, არამედ მრავალი სხვა საკითხი. მაგალითად,  არ არსებობს არანაირი მონაცემები იმის შესახებ, რომ შუათანა ნერვის სტიმულაცია მკვდარი ტვინის მუშაობის აღდგენას უწყობს ხელს. თუმცა კომპანია  Bioquark–ში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.




საქართველოში ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემა შექმნეს


სტარტაპ საქართველომ” კონკურსში გამარჯვებულიპროექტის – „ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემის” პრეზენტაცია გამართა.

ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემა გულისხმობს მანქანისთვის განკუთვნილ ერთ ადგილზე 4, 6, 8 და 10  მანქანის  მოთავსებას ვერტიკალური პარკირების მეთოდით,  პარკირების ელევატორული სისტემის მეშვეობით. პარკირებიდან მანქანის გაყვანა 40 წამშია შესაძლებელი. 

პროექტის ავტორების განცხადებით, ამ სისტემის გამოყენება მარტივია და ლოკაციის შეცვლის მიზნით, შესაძლებელია უმოკლეს ვადებში კონსტრუქციის მონტაჟი და დემონტაჟი. მას კომპიუტერიზირებული მართვის სისტემა აქვს.  პროექტის ჯამური ღირებულებაა 100 000 ლარი, რომელშიც ”სტარტაპ საქართველოს” ინვესტიცია 90 000 ლარს შეადგენს. თბილისის მერიასთან, ფილარმონიასთან, ეროვნულ სტადიონთან და კიდევ შვიდ ადგილზე, დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგის მოსაწყობად მერია ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

პროექტის ავტორები არიანრომლის ავტორები არიან ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი მალხაზ ცისკარიშვილი, ინჟინერი სერგო ჯორბენაძე, ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ანზორ საკანდელიძე და ეკონომისტი ფრიდონ გუნცაძე.




გერმანიაში რობოტი–მღვდელი შექმნეს


Картинки по запросу робот священникგერმანელმა სპეციალისტებმა ანდროიდი–მღვდელმსახური შექმნეს, რომელიც ქ. ვიტენბერგის ერთერთ ეკლესიაში უკვე “მსახურობს”.

მართკუთხედის ფორმის რობოტს  რკინის ხელები აქვს, ცხვირის მაგივრად – ნათურა, ხოლო მუცელზე ეკრანი აქვს  დამაგრებული. მას მამაკაცის ან ქალის ხმით საუბარი,  მრევლის  “დალოცვა”, ასევე  მორწმუნეს მიერ შერჩეული ბიიბლიიდან ციტატის ამობეჭდვა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ  გერმანულმა საზოგადოებამ ეს სიახლე არაერთგვაროვნად მიიღო  – მორწმუნეებს სასტიკად არ მოსწონთ რკინის აპარატისგან კურთხევის მიღება, ხოლო საზოგადოების არამორწმუნე ნაწილში რობოტმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

https://www.youtube.com/watch?v=RdMf0vLi5q8

 




პირველად მსოფლიოში რობოტი–პოლიციელი დუბაიში გამოჩნდა


დუბაის პოლიციამ რობოტი სახელად Robocop ოფიციალურად აიყვანა სამსახურში, მას შესაბამისი სამკერდე ნიშანიც მისცეს. პირველი სამუშაო დღე მან  Gulf Information Security Expo and Conference–ის გამოფენაზე გაატარა. რობოტს დერეფნების პატრულირება ევალება, თუმცა ჯერჯერობით  უმეტეს დროს ის გამოფენის სტუმრებთან ფოტოსურათების გადაღებას ანდომებს.

გამოფენის დასრულების შემდეგ რობოტი–პლიციელი ქუჩაში გადაინაცვლებს და რიგით სამართალდამცავებს წესრიგის დაცვაში დაეხმარება.

ჰუმანოიდი–რობოტის სიმაღლე 170 სმ–ს შეადგენს, წონა კი თითქმის 100 კგ–ს. სივრცეში ორიენტაციას GPS–ნავიგატორის მეშევობით ახდენს, მას შეუძილა სახის მიმიკის და ჟესტების ამოცნობა,  ეჭვიმიტანილი პირების ფოტოსურათების მიხედვით ძებნა.  რობოტი 6 ენას ფლობს, მათ შორის ინგლისურსა და არაბულს.

https://youtu.be/WUcx8t7SLN0

 




ჩინეთში ჰაერისგან ბენზინის წარმოებას დაიწყებენ ?


ჩინელმა მეცნიერებმა ბენზინის წარმოების უნიკალური მეთოდი შექმნეს. რკინის ნანონაწილაკების ბაზაზე შექმნილი კატალიზატორი ნახშირჟნგსა და წყალბადს ნახშირბადების ნარევად გარდაქმნის, რომელიც ბენზინთან  მაქსიმალურად მიახლოებულია.

” СО2–გან ბენზინის მიღება არა მხოლოდ კლიმატის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს, არამედ სასარგებლო წიაღისეულის  შემცირების პრობლემასაც გადაჭრის. ბოლო 200 წლის განმავლობაში ნახშირი, ნავთობი და აირი ცივილიზაციის მამოძრავებელი ძალა იყო, თუმცა საწვავის მასობრივმა მოხმარებამ ჰაერში СО2 მომატებას შეუწყო ხელი. ჩვენი მეთოდი კი ატმოსფეროს და კლიმატის პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.” – აცხადებენ დალიანის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერები.

ჩინელი მეცნიერების მიერ შექნილი კატალიზატორი პრაქტიკულად სრულად გარდაქმნის ნახშირმჟავას ნახშირბადად, რომელიც ბენზინის და საწვავის სხვა სახეობების ძირითადი შემადგენელია. ანუ ნახშირმჟავის 96% გარდაიქმნება ბენზინის ანალოგად, ხოლო  4%  კი – მეტანად.

Nature Communications.

 

 

 




ძაღლებს ტელეპატიის უნარი აღმოაჩნდა


მეცნიერებმა  ექსპერიმენტების სერიის შემდეგ დაასკვნეს, რომ ოთხფეხა მეგობრები  არა მხოლოდ ადამიანის ერთგულნი არიან, არამედ მისი აზრების წაკითხვაც შეუძლიათ.

ასე, ერთ–ერთი ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ძაღლებს ჩვენი რეალობის აღქმა ეხერხებათ. მეცნიერბმა ძაღლი და ადამიანი ოთახის სხვადსხვა მხარეს მოათავსეს. მათ წინ  ორი ერთნაირი სათამაშო დადვეს, ისე რომ ძაღლი ორივეს ხედავდა, ხოლო პატრონი მხოლოდ ერთ–ერთს. ბრძანების შემდეგ ძაღლს უშუალოდ ის სათამაშო მოჰქონდა, რომელსაც პატრონი ხედავდა. თუ ის ზურგს აქცევდა მას და ასე იმეორებდა ბრძანებას, ძაღლი  თავისი სურვილისამებრ არჩევდა, თუ რომელი სათამაშო მოეტანა მისთვის.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ცხოველებიდან მხოლოდ ძაღლებს ესმით საჩვენებელი თითის ჟესტები.  მსგავსი ურთიერთგაგება ევოლუციის დროს განვითარდა, როდესაც ოთხფეხა მეგობრები ადამიანებს ნადირობაში ეხმარებოდნენ, მიაჩნიათ მეცნიერებს.

მათ ასევე დაადგინეს, რომ გულჩაკეტილი ადამიანების ძაღლები ხშირად გამოირჩევიან ცუდი ქცევით, კერძოდ: ღრღნიან ავეჯს, გამუდმებით იყეფებიან და სახლში პერიოდულად “გუბეებს” ტოვებენ. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანებთან ურთიერთობებისგან თავის არიდებით პატრონები ოთხფეხა მეგობარს დაუცველობის გრძნობას უსახავენ, რაც მათში ქცევით აშლილობას იწვევს. თუ პატრონი  თერაპიის კურსის შემდეგ უფრო ღია და კეთილგანწყობილი ხდებოდა საზოგადოების მიმართ, მისი შინაური ცხოველის ქცევაც უკეთესობისკენ იცვლებოდა.

premiumi.ge

 




"Cassini"–ის მიერ გადაღებული სატურნის უნიკალური ფოტოსურათები


პლანეტაშორისმა ავტომატურმა სადგურმა  Cassini–მ სატურნს რეკორდულად ახლო მანძილზე მიუახლოვდა და უნიკალური ფოტოსურათები გადაუღო. ნასა–ში აღნიშნავენ, რომ მანამდე არცერთი კოსმოსური აპარატი არ მიახლოვებულა ასე სატურნს, როგორც ეს  Cassini–მ მოახერხა.

მფრინავი სადგურის მიერ შესრულებული სამუშაო მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს უფრო დეტალურად შეისწავლონ სატურნი და მისი რგოლები,  მისი მაგნიტური ველის სტრუქტურა.  Cassini–ს მისია 2017 წლის 15 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

 

 

 




“მაკდონალდსის” ჰამბურგერმა უვნებლად 979 დღე “გაძლო”


მაკდონალდსის ჰამბურგერი
მარცხნივ: ახალი ჰამბურგერი, მარჯვნივ კი – 12 წლის წინ ნაყიდი.

აშშ–ს ჯანსაღი კვების კონსულტანტმა კარენ ხარახანმა 1996 წელს უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყო – გადაწყვიტა შეენახა “მაკდონალდსში” ნაყიდი ჰამბურგერი მანამდე, სანამ არ გაფუჭდებოდა. ექსპერიმენტი მხოლოდ 12 წლის შემდეგ დასრულდა! ამ დროის  განმავლობაში ჰამბურგერი არც გაფუჭებულა და არც მატლი გასჩენია, მხოლოდ შეხმა.

კარენის ექსპერიმენტი მრავალმა ამერიკელმა  გაიმეორა. მაგალითად, ფოტოფრაფმა სალი დევისმა ჰამბურგერი და კართოფილი ფრი 979 დღის განმავლობაში შეინახა – საკვები ოდნავაც არ გაფუჭებულა. სალის ექსპერიმენტის შემთხვევაშიც ჰამბურგერი და კარტოფილი მხოლოდ შეხმა და გაქვავდა. სალი დევისი “მაკდონალდსის” საექსპერიმენტო საკვებს ფოტოსურათებს ყოველკვირა  უღებდა  და Flickr–ზე არსებულ საკუთარ პროფილზე აქვეყნებდა.

https://www.flickr.com/photos/sallydavies/8274309423/in/album-72157624739645253/

როგორც კარენ ხარახანი ამტკიცებს, “მაკდონალდსის” საკვები იმიტომ არ ფუჭდება, რომ გაჯერებულია მარილით და კონსერვანტებით. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აღნიშნული სწრაფი კვების ობიექტის საკვების “უკვდავებას” უზრუნველყოფს, გენმოდიფიცირებული პროდუქტებია, რომელთა გამოყენება აშშ–ში კანონით ნებადართულია.

ის რომ “მაკდონალდსი” კონსერვანტების ფართო სპექტრს იყენებს, შემდეგი სურათიდანაც ნათლად  ჩანს. საქმე იმაშია, რომ მოხუც ამერიკელს თაროზე შემოდებული “მაკდონალდსის” სტანდარტული პორცია ერთი წლით დაავიწყდა. როდესაც ჯოან ბრუსკომ სამზარეულოში შემთხვევით აღმოაჩინა დავიწყებული საუზმე, ძალზე გაოცდა, თუმცა  მეტად გაოგნებული იმის გამო დარჩა, რომ არც ჰამბურგერი და არც კარტოფილი–ფრი გაფუჭებული არ იყო!

რა თქმა უნდა, ექსპერიმენტებს  “მაკდონალდსისთვის” შეუმჩნევლად არ ჩაუვლია. კომპანიამ ჩვეულ სტილში განაცხადა, რომ მათთან ყველაფერი რიგზეა, ხოლო ექსპერიმენტის ავტორებთან სახლში  ძალზე მშრალი ჰაერია.

premiumi.ge