ზღაპრული ისლანდია – ევროპაში ყველაზე ბედნიერი ქვეყნის საიდუმლო

ეს ვულკანური კუნძული ჩრდილოეთ პოლუსთან მდებარეობს, აქ თვეობით გრძელდება პოლარულია ღამე, ხოლო  ევროპაში ყველაზე ბედნიერ ქვაყანად არის აღიარებული. “ევროპის ბედნიერების ინდექსის” (European Happy Planet Index) თანახმად, ისლანდიამ ეს წოდება მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხისა და ხანგრძლივობის, ასევე ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების მიხედვით დაიმსახურა.

ამის გარდა, ისლანდია ევროპის ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანაა, აქ მხოლოდ 300 000 ადამიანი ცხოვრობს. პირველად აქ ნორვეგიელები დასახლდნენ, ეს მიწები მათ IX საუკუნეში დაიპყრეს. ამ დროიდან კუნძულზე გავრცელდა ძველი ნორვეგიული ენა, რომელსაც ახლა უკვე ისლანდიურს უწოდებენ. 

ისლანდიამ დამოუკიდებლობა 1944 წელს მოიპოვა. იმ მომენტისთვის ეს ღარიბი ქვეყანა იყო განუვითარებელი ეკონომიკით და ცხოვრების დაბალი დონით. მის ერთადერთ სიმდიდრეს ძირძველი კულტურული ტრადიციები წარმოადგენდნენ.

ეკონომიკის სწრაფი ტემპი ისლანდიაში 70–იან წლებში დაფიქსირდა, როდესაც მთავრობამ ქვეყნის ძირითადი დარგი – მეთევზეობა განავითარა და სხვა საწარმო სფეროების ათვისაბაც განიზრახა. საუკეთესო ისლანდიელი ინჟინრები კვალიფიკაციის ასამაღლებლად  საზღვარგარეთ გააგზავნეს. სახელმწიფოს გათვლამ  გაამართლა – მოკლე ხანში ისლანდიამ   ეკონომიკაში საკამოდ მსხვილ წარმატებეს მიაღწია.

 

ისლანდიაში მსოფლიოში ყველაზე სუფთა ჰაერია. აქ თითქმის არ არის მსხვილი ქარხნები, სახლები კი გეოთერმალური წყლით თბებიან. ასეთივე მეთოდით ათბობენ ტროტუარებს ქალაქის ქუჩებში – ცხელი წყლის მილები უშუალოდ ასფალტის საფარის ქვეშ არის გაყვანილი. გეოთერმალური წყალი ასევე ელექტროენერგიის წყაროსაც წარმოადგენს, რაც დამატებით უწობს ხელს ქვეყნის ეკოლოგიას.

Исландия

 

“ბედნიერების ინდექსის” დადგენისას გაითვალისწინეს ასევე სხვა საინტრესო ფაქტორები: ისლანდიაში ძალიან მცირეა დანაშაულის მაჩვენებელი ( პოლიციელები იარაღს არ ატარებენ, ხოლო პატიმრებს შაბათ–კვირას სახლში უშვებენ); სოციალური დაცვის დონე კი ძალზე მაღალია ( ერთი წლის მუშაობის შემდეგ ადამიანს ოთხწლიანი უმუშევრობის დახმარების მიღების  უფლება აქვს); ქვეყანაში ასევე მაღალ დონეზეა განვითრებული  ჯანდაცვის სისტემა.

image_pdfimage_print

Comments

comments