ეგვიპტეში უძველესი ნავსადგური აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროზე არქეოლოგებმა ერთერთი  უძველესი ნავსადგური აღმოაჩინეს. ვადი–ელ–ჯარფში მდებარე ნავსადგურს მას შემდეგ მიაგნეს, რაც პაპირუსების არქივის საგულდაგულოდ შეისწავლეს. 

მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს პაპირუსებშ ნახსენებ იმ ფაქტს, რომ ვადი–ელ–ჯარფის პორტით მეფე ხეოფსი სარგებლობდა, რათა  მშენებლები   გიზის პირამიდისთვის საჭირო   სამშენებლო მასალით  მოემარაგებინა.

წინასწარი შეფასებით ნავსადგური 4600 წლის წინ ააგეს, სუეციდან 180 კმ დაშორებით. ეს საკმაოდ შორია გიზას პირამიდისგან, ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნავსადგურის გავლით შედარებით მსუბუქი სამშენებლო მასალები, ლითონი და ხელსაწყოები  გადაჰქონდათ.  ვადი–ელ–ჯარფის პორტში არქეოლოგებმა ასევე 20–მდე  ღუზა იპოვეს, რამოდენიმე  გემი და თიხის გამოსაწვავი ღუმლები. სანაპიროზე განთავსებული იყო სხვადსხვა დანიშნულების შენობები: საწყობები, სასტუმროები და ადმინისტრაციული ცენტრები. ერთერთ შენობაში არქეოლოგებმა საიდუმლო სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 100 ღუზა იყო შენახული. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ვადი–ელ–ჯარფის პორტი  ხეოპსის მმართველობის ჟამს ეგვიპტეში არსებულ მაღლადგანვითარებულ სთრუქტურაზე მეტყველებს.

 

image_pdfimage_print

Comments

comments