ადიღეაში “პრომეთეს ჯაჭვი” და ნაცისტების სკივრი იპოვეს

ჩრდილოეთ კავკასიაში, ადიღეას მთებში უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს. სოფელ კამენომოსტსკის ეთნოგრაფიულ–პალეონტოლოგიურ  მუზეუმში დაცულია  უცნობი არსების 2  თავისქალა და სკივრი „ანენერბეს“ ემბლემით. მუზეუმის დირექტორი ვლადიმერ  მელიკოვი აცხადებს, რომ სკივრი მასთან ადგილობრივმა მკვიდრმა მოიტანა.

– ეს მოხუცი განდეგილივით  ცხოვრობს ტყეში, თუმცა მისი მიწურის ზუსტი მდებარეობა უცნობია.  მას ხშირად მოაქვს იშვიათი ექსპონატები,  მაგალითად, „ედელვეისის“ დურბინდი და გერმანელების პორტატიული აფთიაქი. რამოდენიმეჯერ მოუტანია გერმანელი ფაშისტეების ფეხსაცმელი, თან ამტკიცებდა, რომ 20–მდე წყვილი კიდევ აქვს. რადგან ყველა ნივთი კარგ მდგომარეობაში იყო, ვიფიქრე, რომ მოხუცმა საიდუმლო სამალავი იპოვა. ეს ხომ იშვიათი იღბალია! – აცხადებს მუზეუმის დირექტორი.

სკივრის სახურავზე მკაფიოდ ჩანს „ანენერბეს“–ს ოფიციალური ემბლემა და წარწერა Besondere Bekl[eiderung], რომელიც მიახლოვებით ითარგმნება როგორც  „განსაკუთრებულ ჩანართი“.

“პრომეთეს ჯაჭვი”

თუ ვერმახტის ოპერაციის  „ედელვეისის“ მრავალი დეტალი ისტორიკოსებისთვის ცნობილია (მაშინ  ფაშისტებმა ყაბარდო–ბალკარეთში, იალბუზის  მწვერვალზე დროშებიც აღმართეს), მათი ადიღეაში ყოფნის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნაცისტებს ძველებური დოლმენების საიდუმლო და კიშინის კანიონში არსებული ბუნებრივად მაღალი რადიოაქტიური ანომალია აინტერესებდათ. შესაძლოა, ისინი ყუბანის რადას ოქროს ეძებდნენ, რომელიც აქ სამოქალაქო ომის დროს დაიკარგა.

სხვა ექსპონატებს შორის არის ასევე 1941 წელს გერმანელების მიერ შედგენილი ადიღეას ფერადი რუკა ; გიგანტური ქვის ჯაჭვი წარწერით „პრომეთეს ჯაჭვი“, რომელიც მთიან დაღესტანში იყო ნაპოვნი; თოვლის კაცის ( იეტის) ნაკვალევის რამოდენიმე ანაბეჭდი.

ორი წლის წინ სპელეოლოგებმა მუზეუმში ორი უჩვეულო ფორმის თავისქალა მოიტანეს, რომლებიც მათ დიდ თხაჩის ერთერთ გამოქვაბულში იპოვეს. თავისქალების ზედა ნაწილი  რქებისებრი ფორმისაა.  პირველი შეხედვით ცხოველთა თავისქალას წააგავს, თუმცა ქვედა ნაწილში ე.წ.  დიდი ხვრელია (foramen magnum ), რომლითაც  თავი ერთვის ხერხემლის არხს,  ეს კი იმის მანიშნებელია, რომ უცნობი არსება ორფეხა იყო.  თუმცა ამავე დროს, თავისქალას არ გააჩნია ტვინის ქალა  და ყბები. პირის მაგივრად  რამოდენიმე ხვრელია. სახის ძვალი ბრტყელია, თვალის ბუდეები კი უჩვეულოდ დიდი. თავისქალის ფოტოსურათები  პალეონთოლოგებსაც აჩვენეს, თუმცა მათ უცნაური  არსების სახეობა ვერ დაადგინეს. ზოგიერთმა  ვარაუდიც  გამოთქვა, რომ ეს გარეული ცვხრის, არჩვის ან  ჯიხვის  ძალზე დეფორმირებული თავისქალაა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე წყალში იმყოფებოდა. თუმცა ორივე  თავისქალას სინქრონულად მიღებული დეფორმირება ხომ  ვერ ექნება?

შესაძლოა, რომ ეს თავისქალები ნა ცისტების ხელშიც მოხვდნენ, ისინი ხომ უჩვეულო არტეფაქტებს დიდი მონდომებით აგროვებდნენ. 2015 წლის ზაფხულში იალბუზის მიდამოებში განძის მაძიებლებმა „ანენერბეს“ კიდევ ერთი სკივრი იპოვეს, რომელზეც უცნაური ფორმის თავისქალას ნახატი იყო დატანილი. ნაპოვნი იყო ასევე ბეჭედი „ედელვეისის“ ემბლემით და ფაშისტური სამხედრო სამოსის კომპლექტი.

rg.ru

image_pdfimage_print

Comments

comments