როგორ ამზადებენ ზვიგენის გახრწნილ ხორცს ისლანდიაში

ყველაზე ამაზრზენი საჭმელი თუ მამაცი ვიკინგების გასტრონომიული ანდერძი? როგორ და რისთვის ამზადებენ ისლანდიაში ხაუკარლს – ზვიგენის აყროლებულ ხორცს?

ეს კერძი იოლი ცხოვრების წესმა როდი მოიტანა – ისლანდიის ვულკანურ მიწაზე ბევრი არაფერი ხარობს, ამიტომაც უძველესი დროიდან აქ დასახლებული სკანდინაველები მეტწილად თევზეულობით იკვებებოდნენ და ცდილობდნენ გამოეყენათ ყველაფერი, რასაც ოკეანე აძლევდა. გრენლანდიის ზვიგენიც კი, რომლის ხორცი ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო საკმაოდ გაფუჭებულია ამიაკით, ამიტომ  ტრადიციული მომზადების წესის შემდეგ საკვებად გამოუსადეგარია.

ვიკინგებს ახასიათებდა უნარი ეცხოვრად ყველანაირად გაუსაძლის პირობებში, ამიტომაც მოახერხეს ზვიგენის ხორცის საკვებად გამოყენებაც. ისინი ზვიგენს ასუფთავებდნენ და ორმოში 6–12 კვირით მარხავდნენ, ზემოდან კი დიდ ლოდებს ადებდნენ.  სიმძიმის წყალობით ხორციდან ყველა სასიკვდილო ნივთიერება იდევნებოდა, ხოლო ისლანდიური ქვიშის სიცივე  გახრწნის საშუალებას არ იძლეოდა.  ამის შემდეგ „ნახევრაფაბრიკატს“ მიწიდინ  ამოიღებდნენ, ზოლებად ჭრიდნენ და რამოდენიმე თვით გასაშრობათ კიდებდნენ. რა თქმა უნდა, მსგავსი მანიპულაციების შემდეგ   ხორცს სპეციფიური სუნი და გემო მაინც ჰქონდა,  მაგრამ შიმშილისგან მაინც იხსნიდა ადამიანებს.

დღეს ისლანდიაში ზვიგენის ხორცს ტარდიციული მეთოდით არავინ ამზადებს, თუმცა მას დიდი რაოდენობით აწარმოებენ.  თევზის ფაბრიკებში თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ზვიგენის ხორციდან ამონიუმს პრესის მეშევობით გამოდევნიან, რაც უფრო სწარაფი და ეფექტურია. მაგარამ  შემდეგ ნაფლეთებად დაჭრილ ხორცს  თვეობით მაინც აშრობენ .

რა თქმა უნდა ხაუკარლი პოპულარობით კონკურენციას ვერ გაუწევს ლუტეფისკს და სიურსტრიომინგს ( მსოფლიოში ყველაზე ამაზრზენი საკვების წოდების კიდევ ორი კანდიდატი), რომლებსაც  უამრავი ადამიანი მიირთმევს დიდი სიამოვნებით ნორვეგიასა და შვედეთში. მაგარამ, მიუხედავად იმისა,  რომ თანამედროვე ისლანდიას შიმშილი ნამდვილად არ ემუქრება,  აყროლებული ზვიგენის ხორცის  წარმოება  ქვეყანაში სტაბილურად მიმდინარეობს.  თანაც თვითონ ისლანდიელები ეროვნული კერძს მიმართ დიდი სიყვარულით მაინც და მაინც არ გამოირჩევიან – მას მხოლოდ ზამთრის დღესასწაულ ტორაბოლტზე მიირთმევენ.  ზოგი კი მართლაც რეგულარულად ჭამს ხაუკარლს.  მაგრამ ყველაზე მეტად ამ კერძით( მისი სახელგანთქმულობის გამო)  ტურისტებს უმასპინძლდებიან. გამონაკლისის გარეშე ყველა აღნიშნავს, რომ კერძს უსიამოვნო სუნი  აქვს, ხოლო გემო სპეციფიურია, მაგრამ სავსებით არაა გულისამრევი. ერთადერთი, რაც უნდა ახსოვდეს ტურისტს, რომელიც ხაუკარლის დაგემოვნებას დააპირებს – კერძის პატარა ულუფა მიირთვას, რადგან შეუჩვეველი კუჭი ზვიგენის ხორცს ზედმეტად ექსტრემალურ საკვებად აღიქვამს.

image_pdfimage_print

Comments

comments