ანპინგი – ყველაზე გრძელი და უძველესი ხიდი ჩინეთში

ეს ულამაზესი ხიდი მდებარეობს ჩინეთის ორი პროვინციის ცძინიანისა და ნანიანის შორის, ქ. ფუჩჟოუს მახლობლად. XII საუკუნეში აგებული ანპინგის ხდი დიდი თლილი ქვებით  არის ნაშენები, მას აგრეთვე  „ხუთი ლის სიგრძის ხიდს“ უწოდებენ ხოლმე.

ხიდის სიგრძე 2 კილომეტრს  აღემატება, უფრო ზუსტად კი 2070 მეტრს შეადგენს. 1905 წლამდე ანპინგი ჩინეთში ყველაზე გრძელ ხიდათ ითვლებოდა, ხოლო ევროპაში მეორე ადგილზე იკავებდა 328 წელს კონსტანტინე დიდის მიერ აგებული ხიდის შემდეგ.

Картинки по запросу Самый большой древний мост в Китае

ანპინგის ხიდი  მდინერე შიცძინის ორ სანაპიროს აერთიანებს.

 

ხიდის აშენება  დინასტია სუნის წარმომადგენლებმა 1151 წელს დაიწყეს და მხოლოდ 13 წლის შემდეგ დაასრულეს. ხიდი 331  ნავისებრი ფორმის გრანიტის სვეტისგან შედგება, ყველაზე მძიმე სვეტის წონა 25 ტონას შეადგენს.

JW_SIGP_LABELS_08 1280px-Anping_Bridge_-_east_end_-_looking_west_-_DSCF9050.JPG

თავის დროზე ფეხით მოსიარულეთა მოსასვენებლად ხიდზე 5 პავილიონი იყო მოწყობილი,  დღემდე კი მხოლოდ ერთი შემორჩა – პავილიონი შიესინი. პავილიონი ხუთსართულიან პაგოდას წარმოადგენს, რომლის სიმაღლე 25 მეტრამდე აღწევს.

JW_SIGP_LABELS_08 0_1d6bc6_7347a3_orig.jpg

თავდაპირველად ხიდი 150 მეტრით უფრო გრძელი იყო, მაგრამ თანდათანობით შლამის  ფენებმა ხიდის ნაწილი შთანთქეს.

image_pdfimage_print

Comments

comments