10 ყველაზე საშიში ცივი იარაღი

კაცობრიობამ გარდა ხმლისა და მახვილისა ცივი იარაღის  კიდევ უმარავი სახეობა შექმნა. ამ იარაღს  წარმატებით იყენებდნენ როგორც გასული საუკუნეების მეომრები, მათ ასევე თანამედროვე ადამიანები იყენებენ.  გთავაზობთ  მსოფლიოში ნარსებული ცივი იარაღის  10 ყველაზე საშიშ სახეობას.

 

1 პატა

პატა ინდოეთში შექმნეს, მას უძველესი კასტის – მარატხების მემომრები იყენებდნენ. შემდგომში პატა მთელ ინდოეთში გავრცელდა. ეს ხმალი ხელთათმანს უერთდებოდა და ამგვარად მეომრის ხელი მკლავამდე დაცული იყო.

 

2 ცესტუსი

ცესტუსს ძველ რომში კრივის დროს იყენებდნენ. ცესტუსი ტყვაის ზონარებზე დამაგრებულ ლითონის ნაწილებიან საბრძოლო იარაღს წარმოადგენდა.

რომაული კრივი ძალზე სასტიკი სპორტის სახეობა იყო და გამარჯვებული ხშირად სახედამახინჯებული რჩებოდა.

 

 

3 სანტენსუ

სანტენსუ – მარტივი, მაგრამ ძალზე ეფექტური იარაღია, რომელსაც სამურაიები იყენებდნენ.  ეს ლითონის წნულია, რომელსაც ცენტრში რგოლი აქვს შუა თითისთვის, თვით წნული კი ხელში თავსდება. ზოკჯერ სანტესუს გრძელ კბილაკებსაც უმაგრებდნენ.

 

  4  SAP–ის ხელთათმანები

SAP –ის ხელთათმანები ლითონის საფანტითაა დამძიმებული, მათ ხშირად იყენებენ უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომელები, პირადი მცველები,პოლიციელები და ა.შ. კასტეტისგან განსხვავებით ასეთი იარაღი ნაკლებად ტრავმატიულია.

 

 

 

 

5 ვეფხვის ბრჭყალი

ვეფხვის ბრჭყალი  ანუ  Bagh Nakh  1700–იან წლეებში ინდოეთში  იყო გავრცელებული და უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. ცივი იარაღის ეს სახეობა წარმოადგენდა ლითონის წნულზე მიმაგრებულ რამოდენიმე  კავს.  Bagh Nakh შეეძლო კანის და კუნთების სერიოზუად დაზიანება.

 

                                                   6 თითის დანა

ტუკანის მომთაბარე ტომები თითის დანას გამოიყენებენ როგორც საყოფაცხოვრებო  სფეროში, ასევე საომარ მოქმედებებში.

ლითონის დანა თითზე იცმევა,  მისით ჭრიან  პროდუქტს და კბილის ჩხირების მაგივრადაც იყენებენ. ბრძოლის დროს მეომარი ცდილობდა მოწინააღმდეგისთვის ჭრილობა მეტწილად თვალებზე მიეყენებინა.

             

                                     

                                                                        

    7  ტეკკო

ტეკკო– ოკინავაზე გავრცელებული იარაღია, ზოგიერთ პროვინციაში მას “რკინის მუშტსაც” უწოდებენ. ტრადიციის მიხედვით მას ხისა და ლითონისგან ამზადებნენ. რკალზე მიმაგრებულ სამ კბილს ნეკნებზე და სახსრებზე დარტყმის მისატანად იყენებდნენ. თუ მოწინააღმდეგე ცდილობდა მეომრის წინამხარი დაეკავებინა, მაჯის ერთი მოძრაობა საკმარისი იყო, რათა მტერისთვის ხელები დაესერა.

8 “ირმის რქა”

კასტეტის ეს სახეობა ჩინელი მეომრის იარაღს წარმოადგენდა, იგი კუნგ–ფუს სკოლის დამბუძნებელმა დუნ ჰაი ჩუანმა შექმნა. გადმოცემით, ჩუანი გადასახდების შემგროვებელი იყო და გზაში დახვედრილ ავაზაკებს მეტწილად “ირმის რქის” წყალობით იგერიებდა.  მოსწავლეებს ამ იარაღს მხოლოდ მრავალწლიანი სწავლის შემდეგ ანდობდნენ ხოლმე.

   

 

                                                

    9 გადლინგი

გადლინგი რაინდების ბრონირებული ხელთათმანებია . მეომრის ხელების დაცვის გარდა მათ კასტეტის მაგივრადაც იყენებდნენ. განსკუთრებული გავრცელება გადლინგებმა XIV ს ბოლოს მოიპოვა.  მათ ბოლო მომენტში   იყენებდნენ, როდესაც რაინდს ხელთ სხვა არანაირი საბრძოლო იარაღი აღარ რჩეოდა.

 

10  დანა–კასტეტი

დანა–კასტეტი დანის სახეობას წარმოადგენს, ეს ძველებური კატარის გათანამედროვებული  ვარიანტია.

განსაკუთრებული პოპულარობა მან  XIX საუკუნის ბოლოს ,”ოქროს ციებ–ცხელების” პერიოდში ჰპოვა, ამის შემდეგ კი ეს იარაღი კრმინალური სამყარის მრავალმა წარმომადგენელმა მოიწონა.

image_pdfimage_print

Comments

comments