გიორგი მარგველაშვილი: პატრულის დღვანდელი რეპუტაცია უაღრესად დაფასებული და საზოგაგადოპებრივი მონაპოვარია

იორგი მარგველაშვილი: პატრულის დღევანდელი რეპუტაცია უაღრესად დაფასებული საზოგადოებრივი მონაპოვარია
18:35 27.11.2014
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსების ათი წლისთავს ულოცავს.„საპატრულო პოლიციის თითოეულ თანამშრომელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსების ათი წლისთავს გულითადად ვულოცავ. თქვენთან ერთად ამ დღეს ჩვენს თანამოქლაქეებს ვულოცავ.

პატრულის დღევანდელი რეპუტაცია უაღრესად დაფასებული საზოგადოებრივი მონაპოვარია. ამ დროის განმავლობაში თქვენ შეძელით ის, რაც ჯერ კიდევ ახლო წარსულში ბევრს წარმოუდგენლად ესახებოდა: მოიპოვეთ საზოგადოების სრული ნდობა და განსაკუთრებული პატივისცემა.

საბჭოური მილიციისადმი ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებლობის დიამეტრალურად შეცვლა ურთულესი ამოცანა იყო.

თქვენ ღირსეულად გაართვით თავი ამ გამოწვევას ხალხის რეალურ ინტერესებზე ორიენტირებით, კანონისა და საზოგადოების ერთგულებით, 24 საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სხვათა სიცოცხლისა და უსაფრთხოებაზე ზრუნვით.

გისურვებთ მომავალ წარმატებებს საქმიანობაში, კეთილდღეობასა და მშვიდობას თქვენ და თქვენს ოჯახებს“,-ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსების ათი წლის იუბილე მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღარიბაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მამაცობისა და სხვა დამსახურებებისთვის სპეციალური ჯილდოებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე საპატრულო პოლიციის ახალი ავტომანქანის „ფორდ ინტერსეპტორი“-ს პრეზენტაციაც გაიმართა.

image_pdfimage_print

Comments

comments