ვინ იყვნენ შოტლანდიის კუნძულის მაცხოვრებლები – ქართველები თუ ეგვიპტელები?

ქვა–ღორღიანი მიწა, ზღვის ტალღებით შემოფარგლული უდაბური ადგილი … ასე გამოიყურება დღეს  მეილენდის კუნძული, რომელიც შოტლანდიის სანაპიროსთან მდებარე  ორკნეის არქიპელაგს მიეკუთვნება. ოდესღაც კი აქ სიცოცხლე ჩქეფდა! საიდუმლო ძლიერი შტორმის შედეგად გამომჟღავნდა. თუმცა ყველა დეტალი დღემდე ამოუხსნელი რჩება.

1850 წელს კუნძულზე ძლიერი შტორმი რამოდენიმე დღე მძვინვარებდა, ხოლო როდესაც გამოიდარა, მეთევზეებმა უცნაური რამ შენიშნეს. კუნძულზე უჩვეულო ფორმის საცხოვრებელი სახლის ჩონჩხები მოჩანდა, რომლებიც აქამდე არავის უნახავს. ამბავმა ლონდონამდეც მიაღწია, თუმცა სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებაში მას ყურადღება არ მიაქციეს, ვიკინგების მორიგ დასახლებად ჩათვალეს.

ამიტომ პირველი ექსპედიცია მეინლენდში მხოლოდ 1913 წ. გამოჩნდა. მართალია, მეცნიერებს  ძირითადად გამოქვაბულების შესწავლა ჰქონდა განზრახული. თუმცა მას შემდეგ, რაც პროფესორი ბოიდ დოუკინსი ადგილობრივმა მემამულემ,  ლორდ ბელფურ სტუარდმა  მოიწვია და უცნაური  დასახლების შესახებ მოუთხრო, მეცნიერი ამ თემით დაინტერესდა.

პიკტები

ბოიდ დოუკინსი კარგად ერკვეოდა ისტორიაში,  ამიტომ დანახულმა ძალზე გააოცა და დააფიქრა. სახლის ჩონჩხები ვიკინგების საცხოვრებელს საერთოდ არ ჰგავდნენ. პროფესორმა ყველაფერი მეცნიერ–არქეოლოგს გორდონ  ჩაილდს აუწყა. არქეოლოგიის პროფესორმა თავიდან გადაწყვიტა, რომ ეს უთუოდ პიკტების დასახლება უნდა ყოფილიყო. ასეთი ერი ნამდვილად არსებობდა – მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პიკტებს იბერიული ფესვები ჰქონდათ. იმ დროს, როდესაც ბრიტანეთის კუნძულებსა და კონტინეტს ხმელეთი აკავშირებდა, პიკტები ბრიტანეთის ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.  ხმელეთის ყელი კი დროის განმავლობაში ზღვამ შთანთქა. პიკტები თავდაპირველად  რომაელ  დამპყრობლებს უწვდნენ წინააღმდეგობას, შემდეგ კი შოტლანდიელებს. IX საუკუნისთვის შოტლანდიელებმა თითქმის მთლიანად განდევნეს პიკტები უდაბურ კუნძულებზე.

1924 წელს გორდონ ჩაილდი კუნძულზე ჩავიდა და პირადად დაათვალიერა ძველებური დასახლება. პროფესორი ძალზე დაიბნა.  ჯერ ერთი, 7 შემონახული ნაგებობის შესასვლის სიმაღლე 1 მეტრს არ აღემატებოდა. ხოლო პიკტების სამარხები ცხადყოფენ, რომ მათი სიმაღლე არ განსხვავდებოდა თანამედროვე ადამიანის სიმაღლისგან. შემონახულია ასევე პიკტი  მამაკაცების გარეგნობის აღწერა. ეს მაღალი, მოყვანილი ტანის, მუქთმიანი ადამიანები იყვნენ, კავკასიური ტიპის ადამიანები, გრძელი და ვიწრო თავისქალებით.

მეცნიერთა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მათ ერთერთი შენობის შიგნით მოახერხეს შეღწევა – ოთახში მოწყობილიყო  ქვის საწოლები, რომლებიც  ბავშვს თუ დაიტევდნენ. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ აქ პიკტებს კი არა, სულ სხვა ეროვნების ადამიანებს უცხოვრია.  ხოლო შენობების  აგების თარიღი ნეოლითის ეპოქას მიეკუთვნება.  1970–იან წლებში ჩატარებულმა რადიონახშირბადოვანმა ანალიზმა ცხადყო, რომ დასახლება მართლაც ჩვენი წელთაღრიცხვამდე 3100–2500 წლებში იყო დაარსებული.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სახლები ქარსის ქვიშაქვით იყო ნაგები, მომრგვალებული ფორმის სახით – როგორც ჩანს, რათა კედლებს ქარისგან ნაკლები ზეწოლა ჰქონოდათ. სახლის საძირკველი  მცირედით მიწაში იყო ჩაღრმავებული, რაც სითბოს დაზოგვის საშუალებას იძლეოდა. თბოიზოლაციიის მიზნით შენობებს გარედან მიწის ყორგანები ეკრა გარს.  რადგან ხის მასალის დეფეციტი იყო, ადგილობროვი მაცხოვრბელები  ხის ნამსხვრევებსა და ვეშაპის ძვლებს იყენებდნენ, რომლებსაც ზღვა სანაპიროზე  რიყავდა.  ოთახის ჭერზე  ტყავის თოკებით  ირმის ტყავებს ჭიმავდნენ, რომლებსაც ზემოდან  ტორფის ფენებით ადებდნენ. საინტერესო დეტალს წარმოადგენს ის, რომ  სახლებს ყოფილ სანაგვეებზე აშენებდნენ,  ანუ თავიდან სანაგვე ეწყობოდა, შემდგომ კი მის ადგილზე მიწაში ჩაღრმავებული საძირკველი ითხრებოდა. როგორც ჩანს, ამასაც უკეთესი თბოიზოლაციისთვისა და შენობის სიმყარისთვის აკეთებდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროსთან შედარებით ადგილობრივი  მოსახლეობა  საკმაოდ კომფორტული პირობებით სარგებლობდა.  სახლს ღუმელით ათბობდნენ, რომელსაც ტორფით ახურებდნენ. საცხოვრებელი სახლი დაახლოებით 40 კვ.მ. ფართის ერთი ოთახისგან შედეგებოდა, მისგან კი გამოყოფილი იყო საკუჭნაო და … საპირფარეშო.  დასახლებაში კარგად აგებული საკანალიზაციო სისტემა იყო, ხოლო წყალსადინრების მეშვეობით წვიმის წყალი  უზარმაზარ ქვის რეზერვუარებში გროვდებოდა და მოსახლეობას ულევად ჰქონდა  მტკნარი წყლის მარაგი.

კვების რაციონში ძირითადად თევზი შედიოდა, რომელსაც სანაპიროდან იჭერდნენ.   კუნძულის ბინადრებს ზღვაში გასვლა არ შეეძლოთ, მათ ხომ ნავების აგებისთვის საჭირო მასალაც არ გააჩნდათ. ზამთრისთვის ისინი ირმის ხორცს ამარაგებდნენ, ამის გარადა მოყავდათ მარცვლეული და პურის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. ადგილობრივი ოსტატები  ავეჯს ქვისგან ამზადებდნენ – კარადები, სკივრები და საწოები დიდი გემოვნებით არის დამზადებული. დადგინდა, რომ რიგით მერვე სრულიად შენარჩუნებული შენობა სახელოსნოს წარმოადგენდა. თევზის ძვლისგან აქ სხვადასხვა სამეურნეო იარაღს და სამკაულებს ამზადებდნენ.

უცნობია, დასახლება წყალმა მყისიერად  თუ  თანდათანობთ. ასევე ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დადგენა, როგორ  გამოიყურებოდნენ კუნძულის მაცხოვრებლები , რადგან  სავარაუდოდ, ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად მათი სამარხებიც წყლის  ქვეშ აღმოჩნდნენ.  ასევე დაუზუსტებელია, თუ რა ეროვნების ადამიანები ცხოვრობდნენ  აქ ნეოლიტის პერიოდში. მეცნიერების ვარაუდით,  კუნძულამდე მათ  გემით მოაღწიეს, რომელიც შტორმის შედეგად დაიმსხვრა. ახლის აშენება მათ  ვერაფრისგან მოახერხეს და კუნძულზე დარჩნენ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აქ ეგვიპტელი ქურუმები დასახლდნენ.  ამ ვერსიას ამყარებს მშენებლობის წარმოების მაღალი დონე, რომელიც იმ დროს მხოლოდ ეგვიპტეში იყო გავრცელებული. ასევე , კუნძულზე ნაპოვნი თიხის ჭურჭელი ძალიან ჰგავს ძველი ეგვიპტის მექოთნეთა ნამუშევარებს. იმდროინდელი ეგვიპტელები დაბალტანიანები იყვნენ, მათი სიმაღლე 150 სმ–ს არ აღემატებოდა ხოლმე, რაც სავარაუდოდ, კუნძულზე არსებული სახლების დაბალი შესასვლელის  ახსნაც უნდა იყოს.

და ბოლოს, კუნძულზე აღმოჩენილმა წარწერებმა და ნახატებმა მეცნიერებში ეგვიპტური ვერსია  უფრო გაამყარა. კედლებზე, კარადებსა და საწოლებზე დატანილი ნახატები მზის სიტემაზე მიბმულ  მთვარის კალენდარს და ზოდიაქოს ნიშნებს  ჰგავდნენ. ეს ინფორმაცია კი მაშინდელ ეგვიპტელ ასტრონომებისთვისაც იყო ცნობილი. წარწერები კი თავდაპირველად რუნულ  სიმბოლოებად მიიჩნიეს. თუმცა, რუნებში სულ 16 ასოს იყენებდნენ, კუნძულის  წარწერები კი უფრო ეგვიპტურ იეროგლიფებს ჰგვანან. და ყველაზე მთავარი – დღემდე ვერ მოიძებნა ახსნა, თუ რისთვის იყენებდნენ ძვლისა და ქვის არტეფაქტებს, რომლებზეც პირამიდებია გამოსახული…

earth-chronicles

image_pdfimage_print

Comments

comments