Daily Mail –იმ ორსული მერლინ მონროს დღემდე უცნობი ფოტოსურათები გამოაქვეყნა

 ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail –იმ ორსული მერლინ მონროს ფოტოსურათები გამოაქვეყნა. ფოტოსურათები  ნიუ-იორკში, 1960 წლის ივლისშია გადაღებული. მათ მსახიობის უახლოესი მეგობარი ფრიდა ხალი ინახავდა, რომელიც  2014 წელს გარდაიცვალა, ხოლო ფოტოსურათები აუქციონზე $2240–ად გაიყიდა. უნიკალური ფოტომასალის ახალი მფლობელი ტონი მაიკლსი გახდა, რომელიც ფრიდა ხალის  მეგობარი იყო. ზუსტად მან მიაწოდა ფოტსურათები ბრიტანულ გამოცემას.

სურათებზე აღბეჭდილ მერლინ მონროს  მკაფიოდ ეტყობა მომრგვალებული მუცელი. იმ დროს მსახიობი არტურ მილერის მეუღლე გახლდათ, თუმცა ბავშვის მამა ფრანგი მსახიობი ივ მონტანი  იყო. მათი რომანი ერთერთი ფილმის გადაღების დროს დაიწყო.

 “ფრიდა ამაყობდა იმით, რომ ამ ფოტოსურათებს ინახავდა და რომ სიცოცხლის ბოლომდე შეინახა დაქალის საიდუმლო. მან მომიყვა მონროს და მონტანის რომანის შესახებ და ის, რომ მერლინი მისგან ელოდებოდა ბავშვს. მე კი ვიფიქრე, რომ ამ ამბის გასაჯაროვება იყო საჭირო.” – განაცხადა  ტონი მაიკლსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რამოდენიმეჯერ  შესთავაზა ფრიდას გაეყიდა სურათები და მერლინ მონროსთან დაკავშირებული სხვა სამახსოვრო ნივთები, რათა საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინა, მაგრამფრიდა ხალი ამაზაე უარს აცხადებდა და ამბობდა, რომ დაქალს არასდოს უაღალატებდა.
 

მერლინ მონროს ენდომეტრიოზი აწუხებდა, ამის მიუხედავად ის არასდროს კარგვადა დედობის იმედს. ამ ორსულობამდე მას სამჯერ მოეშალა მუცელი, ხოლო რამ გამოიწვია ამ ორსულობის შეწყვეტა, დღემდე უცნობია. აღნიშნული ფოტოსესიის 2 წლის შემდეგ მერლინ მონროს საკუთარ სახლში გარდაცვლილს იპოვიან. გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად კი  საძილე აბების გადაჭარბებულ დოზას დაასახელებენ.

https://twitter.com/MonroeGagaa/status/831938853845991425?ref_src=twsrc%5Etfw

image_pdfimage_print

Comments

comments