როგორი იქნება სამყარო 2050 წელს – ფანტასტიური ტექნოლოგიები (ვიდეო)

დღევანდელი ტექნოლოგიური მიღწევების საფუძველზე მეცნიერები მომავლის სურათის  შედგენას ცდილობენ. მაგალითად, “სამსუნგის” კონცეპციით   ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სენსორული ეკრანებით   იქნება  გაჯერებული – სკოლებში  ქაღალდის საღელმძღვანელობსა  და ცარცის დაფებს ინტერაქტიული ეკრანები   ჩაანაცვლებენ. სახლში მოთავსებული მოქნილი ეკრანები დაგვეხმარებიან საჭირო პროდუქტის შეძენა–შერჩევაში, მათი საშუალებით დავუკავშირდებით ახლობლებს, ჩავატარებთ საქმიან შეხვედრებს და. ა.შ.

ხოლო კომპანია „გუგლში“  მომავლის აუცილებელ ატრიბუტად არასტანდარტული ტრანსპორტის სახეობები მიაჩნიათ. „გუგლი“ დიდი ხანია წარმატებით მუშაობს უპილოტო ავტომობილებზე,  რობოტიზირებულ კურიერებზე, დრონებზე და .ა.შ.

ჩინეთში კი  უკვე გამოსცადეს მსოფლიოში პირველი უჩვეულო ავტობუსი–პორტალი, რომელიც  ლიანდაგებზე დადის, ისე რომ,   მის  ქვეშ სხვა მანქანებს თავისუფლად შეუძლია მოძრაობა, ხოლო სალონში  ერთდროულად   300–მდე მგზავრის  მოთავსებაა შესაძლებელი.

ზოგიერთის აზრით  2050  წლისთვის ჩვენი სამყარო იმ დონეზე იქნება განვითარებული, როგორც ამ ვიდეორგოლშია აღბეჭდილი.

 

image_pdfimage_print

Comments

comments