1903–1916 წლის საქართველო – უნიკალური ფერადი ფოტოსურათები

Похожее изображение
ს.პროკუდინ–გორსკი, კაროლისწყალი, საქართველო, 1912 წ.

რუსმა ფოტოგრაფმა, ქიმიკოსმა, გამომგონებელმა  სერგეი პროკუდინ–გორსკიმ ფერადი ფოტოსურათის გადაღების უნიკალური მეთოდი შექმნა. კერძოდ,   1902 წელს   მან ფერადი გამოსახულების გადასაღები კამერის საკუთარი მოდელი შექმნა, ასევე შექმნა ფერადი სურათების პროექტორი.

პროკუდინ–გორსკი ა. მიტეს  სამფერიანი ფოტოგრაფიის შექმნის თეორიას ეყრდნობოდა,  მისი მეთოდი გაცილებით უკეთესი ხარისხის სურათების გადაღების საშუალებას იძლეოდა. 1908 წელს იმპერატირის თანხმობის შემდეგ  პროკუდინ–გორსკი  გრანდიოზული პროექტის განხორციელებას შეუდგა. მას გამოუყვეს სპეციალური ვაგონი ჩაბნელებული ოთახებით, ასევე რუსეთის იმპერიის ყველა ზონაში შეუზღუდავად შესვლის საშვი გადასცეს. ამგვარად, გენიალურმა ფოტოგრაფმა რუსეთის იმპერიის 11 რეგიუნი შემოიარა, აღბეჭდა ქვეყნის ინდუსტრიალური, ისტორიული, სოციალური და კულტურული მხარეები. მან ძალზე მდიდარი კოლექცია შექმნა, რომელიც ისტორიის ფურცლებს თითქოს და ცოცხლად გვიჩვენებს. 1948 წელს   უნიკალური კოლექცია აშშ–ს კონგრეს ბიბლიოთეკამ შეისყიდა და 1980 წლამდე ის სავსებით უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. დღეს  თითქმის ყველა სურათი უკვე გადაყვანილია ციფრულ ფორმატში და ინტერნეტ–სივრცეშია განთავსებული.

გთავაზობთ პროკუდინ–გორსკის მიერ საქართველოში გადაღებულ ზოგიერთ სურათს, რომელიც იმ დროს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.

ქართველი მანდილოსანი. დაახლ.1912წ., სავარაუდოდ გადაღებულია ბორჯომში

ბორჯომი, ევგენიევის წყარო

Грузин - торговец помидорами. Кавказ.

პომიდვრით მოვაჭრე ქართველი მამაკაცი, თბილისი

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, 1912 წ

Тифлисская губерния, г. Тифлис. Восточная часть города на склонах Ботанической горы.

ართვინი, თურქული დასახლება
Тифлисская губерния, г. Тифлис. Западная часть города.

თბილისი, 1912

თბილისი, 1912 წ.

ბორჯომი, მინერალური წყლების ქარხანა, შესაფუთი განყოფილება, დაახლ. 1912წ.

ბორჯომი, მინერალური წყლების ქარხანა, მზა პროდუქციის გატანა, დაახლ. 1912წ.

ჩაის მკრეფავთა ჯგუფი,  ბერძნები, ჩაქვი 1912.

ჩაის ქარხანა, ასაწონი განყოფილება, ჩაქვი, 1912 წ.

გაგარა, ნავსადგური, 1912 წ.

სოხუმი, საერთო ხედი ჩერნიავსკის მთიდან, 1912 წ.

image_pdfimage_print

Comments

comments