თურქეთში უნიკალური ბერძნული მოზაიკა აღმოაჩინეს

თურქдревний-греческий-мозаика-работ-зеугма-1ეთის ტერიტორიაზე მდებარე ძველბერძნულ ქალაქ ზევგმაში უნიკალური მოზაიკები აღმოაჩინეს, რომლებიც ჩვ.წ–მდე  II საუკუნით თარიღდება.

მოზაიკები თითქმის პირვენდელ მდგომარეობაშია შემონახული. ისტორიულმა ობიექტმა  საერთაშორისო არქეოლოგიური საზოგადოების ყურადღება 2000 წელს  მიიპყრო, როდესაც თურქეთის მთავრობა ქ.ზევგმას მახლობლად კაშხალის მშენებლობა წამოიწყო და ძველბერძნულ ქალაქს დატბორვა დაემუქრა.

ანკარას უნივერსიტეტის მეცნიერებმა და არქეოლოგებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე გათხრები დაიწყეს, თანდათან გამოიკვეთა ქალაქის უბნების და ქუჩების კონტურები. ქალაქში მდებარე სახლები მეტწილად  ქვით იყო ნაგები. ზოგიერთ კედელსა თუ იატაკზე არქეოლოგებს ძველბერძნულ სტილში შესრულებული მოზაიკები ხვდებოდა.  სახლის ინტერიერის მოსართავად ადამიანები მოზაიკას იყენებდნენ, რომლებშიც ძველბერძნული მითოლოგიის პერსონაჟები იყვნენ გამოსახულები. წელს კი ერთ–ერთ სახლში მეცნიერები ფერადი შუშით გაწყობილ ულამაზეს მოზაიკას წააწყდნენ.

“ამ სახლში 6 ოთახია, ერთ–ერთში უნიკალური, მშვენიერი მოზაიკა აღვმოვაჩინეთ.  ამიერიდან ჩვენ ამ ქალაქის აღდგენასა და კონსერვაციაზე ვიმუშავებთ. თავდაპირველად ქალაქს დროებით სახურავს გადავაფარებთ. ჩვენი ანგარიშით, ქალაქში 200–300 სახლია, აქედან 25  ჯერ კიდევ წყლის ქვეშაა დარჩენილი. გათხრებს მომავალი წლისთვის დავასრულებთ.” – აღნიშნა ანკარას უნივერსიტეტის პროფესორმა ქუთალმიშ გორქეიმ.

древний-греческий-мозаика-работ-зеугма-3

image_pdfimage_print

Comments

comments