სამოქალაქო საავიაციო ქარხნის სპეციალისტთა გადამზადება დაიწყო

0თბილისის სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) სპეციალისტების გადამზადება დაიწყო. საინჟინრო და ტექნიკური მიმართულების ყველა სპეციალისტი, რომელიც მომავალში თბილისის ქარხანაში დასაქმდება, ისრაელის ქალაქ ხაიფაში Elbit Cyclone-ის ქარხანაში გაივლის სწავლებას.

ამ ეტაპზე სასწავლო პროგრამას ისრაელში გადის ATC-ის 6 თანამშრომელი, რომლებიც ჩართულები არიან თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების პროექტირებასა და წარმოების პროცესში. სამოქალაქო ავიაციის ინჟინრები, ტექნიკოსები და ოპერატორები სხვადასხვა დონის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. გადამზადების პროგრამა Elbit Cyclone-ში მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროფესიულ ტრენინგებს ეტაპობრივად, დამატებით კიდევ რამდენიმე სპეციალისტი შეუერთდება. ქარხნის გაშვების მომენტისთვის გადამზადებული და დასაქმებული იქნება 80 შესაბამისი კადრი. საბოლოო ჯამში, ქარხანა 200-მდე ადგილობრივს დაასაქმებს.

პარალელურად, ATC აქტიურად განაგრძობს სპეციალისტების მოძიების პროცესს.
შეგახსენებთ, ქარხანა (ATC) მშენებლობის პროცესშია. გეგმის თანახმად, შენობის მშენებლობა და მისი დანადგარებით აღჭურვა 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება და 2018 წლიდან დაიწყებს ოპერირებას.
ქარხანაში (ATC) დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული

image_pdfimage_print

Comments

comments