ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

4129589ლონდონში ვესტმინისტერის  ხიდზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულების რაოდენობა კი 40-ს შეადგენს. გარდაცვლილთა შორის არის სამართალდამცავი და თავდამსხმელი. 

ბრიტანული მედიის ინფრომაციით, პარლამენტის შენობასთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლამდე, ტერორისტი ავტომობილით ვერსთმინისტერის ხიდზე რამდენიმე  ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ამის შემდეგ პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა, სადაც მისი შეჩერება პოლიციის თანამშომელმა სცადა, რომელიც თავდამსხმელმა ცივი იარაღით დაჭრა. სამართალდამცავი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თავდამსხმელმა რამდენიმეჯერ გაისროლა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიადნ გამომდინარე , ვინაობას არ ასახელებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია , რომ თავდასხმები აბუ იზადინმა განახორციელა, არ დადასტურდა.
“სკოტლანდ ეარდი” ლონდონში მომხდარ თავდასხმებს ტერორისტულ აქტად აფასებს, ვიდრე სხვა დეტალები არ გახდება ცნობილი. ქალაქში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს პარლამენტს და ბუკინგემის სასახლეს.

მთავრობის საგანგებო შეკრება გამართა პრემიერმა ტერეზა მეიმ, შემდეგ კი ქვეყანას მიმართა. მისი თქმით, სიძულვილისა და ბოროტების საშუალებით ბრიტანეთს ვერავინ აიძულებს უკან დახევას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშვებულთა შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები. სამინისტრო მოუწოდებს ლონდონში მცხოვრებ ქართველებს, გაითვალისწინონ პოლიციის რეკომენდაციები და მოერიდონ შემდეგ ადგილებში გადაადგილებას:

“საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ლონდონში, მოვუწოდებთ, მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან, გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია და მოერიდონ შემდეგ ადგილებზე გადაადგილებას: პარლამენტის მოედანი,უაითჰოლი, ვესტმინსტერის ხიდი, ლამბეთის ხიდი, ვიქტორიას ქუჩა ბროდვეის გზაჯვარედინამდე, მონაკვეთი ვიქტორიას სანაპიროდან ემბანკმენტის მეტროსადგურამდე და მონაკვეთი ლამბეთპალასის ქუჩიდან მილბანკამდე” – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

image_pdfimage_print

Comments

comments