ვადომას ტომი – ორთითა ადამიანების ამოუცნობი საიდუმლო

Картинки по запросу двупалые людиაფრიკის უღრან ტყეში, ზიმბაბვეს და ბოტსვანას შორის მდებარე ტერიტორიაზე ბინადრობს უჩვეულო ტომი, რომელსაც ვადომას ან საპადის უწოდებენ. ტომის წარმომადგენელთა უმეტესობას ფეხის ტერფზე სულ 2 თითი აქვს.

ორთითა ადამიანების შესახებ პირველად ამერიკელმა მოგზაურმა პოლ დიუ შაიუმ გაიგო. 1863 წელს მან გამოსცა წიგნი, სადაც აღწერა  მოგზაურობა აფრიკაში, ასევე ახსენა უჩვეულო ორთითა ადამიანებიც.

100 წლის შემდეგ მათ შესახებ დაწერა ბრიტანულმა „გარდიანმა“. გაზეთი იუწყებოდა, რომ მდინარე ზამბეზის რთულად მისადგომ ადგილებში ორთითა ადამიანები ცხოვრობენ. მკითხველთა უმეტესობამ გამოცემას არ დაუჯრა, თუმცა შემდგომში მსგავსი ინფორმაცია სხვა გაზეთებშიც გამოჩნდა. მალევე ეტნოგრაფმა ბასტერ ფილიპსმაც აღწერა უჩვეულო ტომის წარმომადგენლები, აღნიშნა რა, რომ ისინი სიმაღლეში 1,50 მ–დე აღწევენ, ცხოვრობენ ჩაკეტილად, ხოლო კვების რაციონს ძირითადად   ველური  მარცვლეულობა, ხილი და სოკო შეადგენს. სტატიას სხვა პუბლიკაციებიც მოჰყვა, გამოქვეყნდა ასევე აფრიკელი ორთითა ადამიანების ფოტოსურათები. ამის მიუხედავად მეცნიერებს ყოველივე  მისტიფიკაციად მიაჩნდათ.

მხოლოდ 1971 წელს შედგა პირველი სამეცნიერო ექსპედიცია ორთითა ტომის შესასწავლად. მეზობელი ტომების დახმარებით მეცნიერები ვადომას ტომი გაიცნეს და გამოიკვლიეს. მათი ვარაუდით, უჩვეულო ფეხის ფორმა ახლონათესაური ქორწინების შედეგი იყო. სხვა ვერსიით, ანომალიის ბრალი უცნობი ვირუსი გახდა. ყოველ შემთხვევაში დადგინდა,  რომ  „მარწუხის სინდრომზე“ პასუხისმგებელი გენი დომინანტურია. ანუ, ბავშვი ერთი მშობლისგანაც მიიღებს ამ გენს და ორთითა დაიბადება.

პროფესორ ფილიპს ტობიასის აზრით, ეს მუტაცია ბუნებრივი შერჩევის შედეგადაც  არ გაქრება, რადგან მათ ხელს არაფე
რში არ უშლის: ვადომას წარმომადენლები ძალიან სწრაფად დარბიან, ხიდან ხეზე მამიმუნები
ვით ხტებიან, ხოლო  ხეზე ასულებს  შეუძლიათ ზედიზედ რამოდენიმე დღე გაატარონ  ხილის კრეფაში.

ვადომას ლეგენდის თანახმად ტომის სამშობლო  – წითელი ვარსკლავი ლიტოლაფსია, რომელსაც დანარჩენი ადამიანები პლანეტა მარსს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ვადოამს ტომის წარმომადგენლები შესანიშნავად ფლობენ მედიცინას და ფარმაცევტიკას – პრიმიტიული იარაღისა და ველური მცენარეების დახმარებით ისინი სერიოზულ სნეულებებს კურნავენ და რთულ ოპერაციებსაც ატარებენ.

www.premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments