ბესელია ქუცნაშვილზე: დეპუტატს აქვს უფლება საკუთარი თავის ნომინირება მოახდინოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ზაქარია ქუცნაშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება ნებისმიერ დეპუტატს აქვს.
ბესელიას თქმით, ქუცნაშვილს მისი კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით კონსულტაციები უმრავლესობასთან არ გაუმართავს.
„ეს საკითხი არ იყო უმრავლესობასთან, ყველა დეპუტატს აქვს უფლება თავის თავის ნომინირება მოახდინოს, ეს მისი უფლება და არჩევანია. უმრავლესობის პოზიცია არის ასეთი – საბოლოოდ, როცა გაიმართება პრეზიდენტთან შეხვედრა, ჩამოყალიბდება სავარაუდო კანდიდატთა წრე.
შეგახსნებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილი 11 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის დასახელებას დათანხმდა.

image_pdfimage_print

Comments

comments