კანადელმა მეცნიერებმა თოვლის კაცის არსებობა დაადასტურეს

კანადის მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იეტი ანუ თოვლის კაცი მართლაც არსებობს. კანადის ჩრდილოეთ ნაწილში მათ უცნობი ცხოველის ბუნაგი აღმოაჩინეს, რომლის დათვალიერების  და შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ აქ მეცნიერებისთვის  დღემდე უცნობი ცხოველის სახეობა ბინადრობს. ბუნაგის მახლობლად ირმის ძვლები  იყო მიმოფანტული, ხოლო მიწაზე   უცნაური, დიდი ნაკვალევი იყო აღბეჭდილი.

მეცნიერებმა  ბუნაგიდან ამოღებული ბეწვის ანალიზი ლაბორატორიაში გადააგზავნეს და დაადგინეს, რომ ბეწვის ნიმუში არც ერთ ცხოველს არ ეკუთვნის.

მეცნიერებმა ბუნაგში სპეციალური ვიდეოკამერები დაამონტაჟეს, თუმცა “პატრონი” აღარ დაბრუნებულა. როგორც ჩანს, იგრძნო, რომ ბუნაგი უსაფრთხო ადგილს მეტად აღარ წარმოადგენს, განაცხადეს კანადელმა მეცნიერებმა.

tsargrad.tv

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments